წმინდანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანობა |
Ismail |
Oct 4 2008, 02:08 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ხოდა რა მაინტერესებს:
ქრისტიანული ეკლესია ხო წმინდანად შერაცხავს ხოლმე გარკვეულ პიროვნებეს, ვინც, თავისი ცხოვრებით გამორჩეული იყო მრავალმხრივ... ხოდა: 1. ადამიანი იმიტომ ხდება წმინდანი, რომ მას ეკლესია შერაცხავს წმინდანად (ანუ ადამიანები შერაცხავენ წმინდანად) და იგი შერაცხვამდე წმინდანი არ იყო; თუ 2. ესა თუ ის ადამიანი ისედაც არის წმინდანი და ეკლესიის მიერ მისი წმინდანად შერაცხვა მხოლოდ ამის აღიარებას (თუ რაღაც მსგავსს) წარმოადგენს. ? ანუ წმინდანად შერაცხვა არის წმინდანობის საფუძველი თუ პირიქით, - წმინდანობის შედეგი? მაგალითად, ილია ჭავჭავაძე რომ წმინდანად არ შეერაცხა ეკლესიას, იგი ფრესკებზე და ხატებზე შარავანდედით არ გამოისახებოდა, არ იარსებებდა მისი ტროპარი და სხვა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძე წმინდანი არ იქნებოდა? -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
guest1 |
Mar 15 2014, 11:52 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
ფილოკალიაში აბა ფილიმონი წერს შემდეგს:
ციტატა You must purify your intellect completely through stillness and engage it ceaselessly in spiritual work. For just as the eye is attentive to sensible things and is fascinated by what it sees, so the purified intellect is attentive to intelligible realities and becomes so rapt by spiritual contemplation that it is hard to tear it away. And the more the intellect is stripped of the passions and purified through stillness, the greater the spiritual knowledge it is found worthy to receive. The intellect is perfect when it transcends knowledge of created things and is united with God: having then attained a royal dignity it no longer allows itself to be pauperized or aroused by lower desires, even if offered all the kingdoms of the world. If, therefore, you want to acquire all these virtues, be detached from every man, flee the world and sedulously follow the path of the saints. ქართულად ასე ითარგმნება: ციტატა შენ უნდა განწმინდო ისიხაზმის საშუალებით შენი გონება სრულიად და განუწყვეტვლივ უნდა ჩართო იგი სულიერ ცხოვრებაში. რამეთუ, ისევე როგორც თვალი ყურადღებით აღიქვამს მატერიალურ საგნებს და განცვიფრებულია იმით, რასაც ხედავს, ასევე განწმენდილი გონების ყურადღება მიპყრობილია სულიერი რელობისაკენ და იმდენად განცვიფრებულია სულიერი ჭვრეტით, რომ ძნელია ისინი ერთმანეთს დააცილო. რაც უფრო იწმინდება გონება ისიხაზმის საშუალებით ვნებებისაგან, მით უფრო დიდი სულიერი ცოდნის მიღება შეუძლია მას. გონება მაშინ არის სრულყოფილი, როცა იგი გაცდება შექმნილი საგნების ცოდნას და ღმერთთან გაერთიანდება: ამგვარად მიაღწევს რა სამეფო ღირსებას ის აღარასოდეს იქნება ვნებების მსხვერპლი, მაშინაც კი თუ მას მთელი სამყაროს სამეფოებს შესთავაზებენ. მაშ, თუ გნებავს შეიძინო ყველა ეს სათნოება, დაცილდი ყოველ კაცს, გაექეცი წუთისოფელს და ჯიუტად მისდიე წმინდანთა გზას. ანუ, წმინდანი პირდაპირ გვეუბნება, რომ წმინდანობა ხდება დედამიწაზე და გაწმენდილი ადამიანი აღარ ეცემა ცოდვით. იგივე აბა ფილიმონი წერს: ციტატა The only path leading to heaven is that of complete stillness, the avoidance of all evil, the acquisition of blessings, perfect love towards God and communion with Him in holiness and righteousness. If a man has attained these things he will soon ascend to the divine realm... For when our soul rejoices in the contemplation of true goodness, it does not return to any of the passions energized by sensual or bodily pleasure; on the contrary, it turns away from all such pleasure and receives the manifestation of God With a pure and undefiled mind. ქართულად ეს ასე ითარგმნება: ციტატა ერთადერთი გზა, რომელსაც ცათა სასუფეველისაკენ მივყავართ, არის სრული ისიხია (სიჩუმე), სიბოროტის თავიდან აცილება, ღვთის წყალობის შეძენა, ღვთისადმი სრულყოფილი სიყვარული და ღმერთთან ზიარება სიწმიდით და სიმართლით. თუ ადამიანი მიაღწევს ამ ყველაფერს, ის მალე ამაღლდება ღვთიური სამფლობელოსაკენ... რამეთუ, როცა ჩვენი სული ზეიმობს ჭეშმარიტი სიკეთის განჭვრეტით, ის აღარ უბრუნდება რომელიმე ცოდვას, რომელიც გრძნობითი ან სხეულებრივი სიამოვნებისაგან მოდის; პირიქით, ის ზურგს აქცევს ყოველგვარ ასეთ სიამოვნებას და ღვთის გამოვლინებას ღებულობს წმინდა და უბიწო გონებით. ანუ, ადამიანი წმინდანი ხდება აქ, დედამიწაზე და ამ ცხოვრებაშივე შეუძლია "ღვთიური სამფლობელოსაკენ" ამაღლება და განწმენდილ ადამიანი არასდროს აღარ დაეცემა. ციტატა It is only after we have guarded ourselves rigorously, endured bodily suffering and purified the soul, that God comes to dwell in our hearts, making it possible for us to fulfill His commandments without going astray. He Himself will then teach us how to hold fast to His laws; ანუ მხოლოდ მას შემდეგ, როცა ჩვენს თავს დავიცავთ მტკიცედ სიბოროტისაგან, გავუძლებთ სხეულის ტკივილს და განვწმენდთ სულს, მოვა უფალი და დაისადგურებს ჩვენს გულებში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მისი მცნებები დავიმარხოთ და აღარ ავცდეთ გზას. ამის შემდეგ თვით უფალი გვასწავლის, თუ როგორ დავიმარხოთ მისი მცნებები. ანუ, გარკვეული წესით ცხოვრების შემდეგ, ადამიანში უკვე თვით უფალი დაიმკვიდრებს და ის ასწავლის მას ცნებების დამარხვას და დაიცავს მას ცოდვისაგან დაცემით. ციტატა Let us, then, do all we can to cultivate the virtues, for in this way we may attain true devoutness, that mental purity whose fruit is natural and theological contemplation. As a great theologian puts it, it is by practicing the virtues that we ascend to contemplation. Hence, if we neglect such practice we will be destitute of all wisdom. For even if we reach the height of virtue, ascetic effort is still needed in order to curb the disorderly impulses of the body and to keep a watch on our thoughts. Only thus may Christ to some small extent dwell in us. As we develop in righteousness, so we develop in spiritual courage; and when the intellect has been perfected, it unites wholly with God and is illumined by divine light, and the most hidden mysteries are revealed to it. Then it truly learns where wisdom and power lie, and that understanding which comprehends everything, and ‘length of days and life, and the light of the eyes and peace’ (Baruch 3:14). While it is still fighting against the passions it cannot as yet enjoy these things. For virtues and vices blind the intellect: vices prevent it from seeing the virtues, and virtues prevent it from seeing vices. But once the battle is over and it is found worthy of spiritual gifts, then it becomes wholly luminous, powerfully energized by grace and rooted in the contemplation of spiritual realities. A person in whom this happens is not attached to the things of this world but has passed from death to life. მაშ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რომ შევიძინოთ სათნოებანი, რამეთუ მხოლოდ ამ გზით შეიძლება მივაღწიოთ ჭეშმარიტ ღვთისმოსაობას, იმ გონებრივ სიწმინდეს, რომლის ნაყოფიც არის ბუნებრივი და თეოლოგიური ჭვრეტა. როგორც დიდი თეოლოგი იტყვის, ჭვრეტისკენ აღმასვლა ხდება სათნოებათა ცხოვრებაში დანერგვით. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ასეთ პრაქტიკას ყურადღებას მოვაკლებთ, ყოველგვარი სიბრძნისაგან დავიცლებით. რამეთუ, რომც მივაღწიოთ სათნოებათა მწვერვალს, მაინც საჭიროა ასკეტური ძალისხმევა რათა სხეულის უწესრიგო იმპულსები და ჩვენი აზრები ვაკონტროლოთ. მხოლოდ ასე შეიძლება დაისადგუროს ჩვენში ქრისტემ რაღაც მცირე დონეზე. განვაგრძობთ რა სიმართლეში განვითარებას, ჩვენი სულიერი სიმხნევეც ვითარდება. და როცა გონება სრულიად განიწმინდება, იგი სრულიად ერწყმის ღმერთს და ნათდება ღვთიური სინათლით. ამის შემდეგ ყველაზე დაფარული საიდუმლოებები გამოეცხადება მას. შემდეგ გული ჭეშმარიტად შეიცნობს, თუ სად არის სიბრძნე და ძალა. ასევე მოდის ის გაგება, რომელიც შეიცნობს ყველაფერს, 'სად არის დღეგრძელობა და სიცოცხლე, სად არის სინათლე თვალთა და მშვიდობა' (ბარუქ წინასწარმეტყველი 3:14). სანამ გული ჯერ კიდევ იბრძვის ვენბათა წინააღმდეგ, ის ვერ დატკბება ამ ყველაფრით, რამეთუ სათნოებანი და ბოროტებანი გულს აბრმავებენ: ბოროტებანი ხელს უშლიან მას რათა დაინახოს სათნოებანი, ხოლო სათნოებანი ხელს უშლიან მას, რათა დაინახოს ბოროტებანი. მაგრამ, როცა ბრძოლა დამთავრდება და გული ღირსი გახდება ამ სულიერი ნიჭისა, მაშინ იგი სრულიად განათდება, ძლიერად გამოიკვებება მადლით და სულიერი რეალობის ჭვრეტაში დამყარდება. ადამიანი, ვისშიც ეს ხდება, აღარ არის მიჯაჭული წუთისოფლის საგნებზე და იგი სიკვდილიდან სიცოცხლეში გადადის. აქაც ყველაფერი ნათლად არის გადმოცემული: 1) ღვთისმეტყველება არ არის წიგნებიდან მიღებული ცოდნის შედეგი, არამედ უფლის მიერ მიმადლებული ნიჭია, რომელსაც განწმენდილი ადამიანი იღებს; 2) წმინდანობა ხდება დედამიწაზე; 3) განღმრთობა ხდება დედამიწაზე; 4) წმინდანი აღარ დაეცემა ცოდვით. ვინც სხვანაირად ასწავლის, ის, წმინდა სვიმონ ღვთისმეტყველის სიტყვებით რომ თქვათ, მკრეხელობს. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 12:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი