პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Mar 17 2014, 01:02 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
"ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ პატრიარქებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს" - ილია მეორე მერვე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეკლესიებსა და პატრიარქებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა. როგორც უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა, მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი სტამბოლში, სადაც მსოფლიო პატრიარქმა ყველა მართლმადიდებელი, ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურები, პატრიარქები მიიწვია და იყო მსჯელობა მომავალ კრებაზე, რომელიც შეიძლება შედგეს ორ წელიწადში. მისი თქმით, მსოფლიო პატრიარქი და სხვები თვლიან, რომ ჩამოყალიბდა ისეთი საკითხები, რომელიც უნდა იყოს განხილული კრებაზე და ამას ყველა უჭერს მხარს, მაგრამ გამოითქვა აზრი, რომ ჯერ ყველა საკითხი უნდა იყოს შესწავლილი ანალიტიკური აზროვნებით და შემდეგ უნდა ფიქრი ამ კრებაზე. უწმინდესის აზრით, ეს კრება უნდა იყოს მაჩვენებელი მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი ძალისა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დაპირისპირება კი არ მოხდეს ეკლესიებსა და პატრიარქებს შორის, არამედ ერთი სული და ერთი გონება უნდა სუფევდეს. ამასთან, ქადაგების დროს პატრიარქმა ქართველებთან შეხვედრაც გაიხსენა. "გასულ კვირას მართლმადიდებლობის ზეიმის კვირა ეწოდებოდა და ჩვენ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ერთობრივი წირვა შევასრულეთ. საოცარი იყო, რომ მრევლის ნახევარზე მეტი იყო ქართველი. ერთის მხრივ, მე ძალიან გამიხარდა, რომ ქართველები ვნახე იქ და მეორეს მხრივ მეწყინა, უცხოეთში ამდენი ქართველი გადახვეწილი ძალიან საშიში და ძალიან ცუდია. რომ შევხვდით, ატყდა ტირილი და მსოფლიო პატრიარქები გვიყურებდნენ გაოცებული თუ რა ხდებოდა. ეს იყო სიყვარულის ზეიმი, საოცარი გამოვლინება სიყვარულისა ეკლესიასა და მრევლს შორის და მე მოვუწოდე მათ, რომ მალე დაამთავრონ თავისი საქმიანობა უცხოეთში და დაბრუნდნენ სახლში, სამშობლოში", - აღნიშნა ილია მეორემ. წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/99179-qyv...l#ixzz2wA6XLKz3 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი