ნაციონალური ხატები, რამდენად მისაღებია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნაციონალური ხატები, რამდენად მისაღებია |
tamuna m |
Feb 27 2014, 10:43 PM
პოსტი
#1
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
მაინტერსებს თქვენი აზრი ნაციონალურ ხატებთან დაკავშირებით.
ნუ იმის მოყოლას არ დავიწყებ, თუ როგორ განსხვავდება ნაციები ერთმანეთისგან. ადგილობრივ მოსახლეობას აქვს თავიანთი დამახასიათებელი მხატვრული სისტემა. სადაც მკაფიოდ გამოიხატება მათი სახე, იქნება ეს - კანის ფერი თუ ნაქვთები. რამდენად მართებულია ქრისტეს თუ სხვა წმინდანების ამ ფორმით დახატვა. ისტორიულად ვიცით, რომ ისინი თეთრკანიანები იყვნენ (არ ვთვლი მოსე შავს და ა. შ.). მაგრამ თუ ეს აადვილებს ლოცვას, გასაგები, ახლო და შინაური ხდება, რატომაც არა? ცალკე შეიძლება ვიმსჯელოთ ქრისტეზე, როგორც ღმერთზე და ის აქ უკვე ყველა ეროვნებასა, თუ ნაციაზე მაღლა დგას და ძნელია ჩარჩოში მოაქციო. მოკლედ გავშალოთ თემა. თვალსაჩინოებისთვის რამდენიმე ხატს დავდებ: აქაც შეოხედეთ http://exeget.panikarolinka.ru/misc/nationality.html -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
mariami-k |
Mar 25 2014, 08:34 AM
პოსტი
#2
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
მე არ მომწონს და არ მივიჩნევ სწორად ასეთ ხატებს....
ხატი უნდა იყოს ამოცნობადი, ოღონდ არ მარტო შარავანდედზე ჯვრით, უბიწოების ნიშნებით და ა.შ., არამედ პიროვნული ნოშნებითაც.... ჩვენ მაცხოვარს გამოვსახავთ იმიტომ, რომ ვიცით თუ როგორი იყო იგი. ხოლო მამა ღმერთის გამოსახვა იმიტომ არ მიიჩნევა სწორად, რომ იგი არავის არ ჰყავს ნანახი ვიზუალურად და არ ვიცით მისი პიროვნული ნიშნები. მართალია რუსეთში და ბალკანეთის ქვეყნებში დაიწყეს სამების "ზედმიწევნით" გამოსახვა და იქ ვხვდებით მამა ღმერთსაც, მაგრამ ეს იყო გავრცელებული ერეტიკული მოძრაობების წინააღმდეგ მიმართული, თუმცა მაინც არ არის გამართლებული. თუ ჩვენ ვიცით როგორი იყო მაცხოვარი, მაშინ აღარ უნდა გამოვსახოთ იგი შავკანიანად. ასევე არ არის მიზანშეწონილი სახელობითი ხატების დაწერა. მაგალითად თამაზის, ხათუნას, მანანას და ა.შ. რადგან არ ვიცით მათი პირობნული ნიშნები. ვინმს შეგიძლიათ თქვათ რომელიმე მათგანი ბავშVი იყო, მოხუცი, თუ საშუალო ასაკის? ან როგორ გამოიყურებოდნენ? ამიტომ არ არის გამართლებული ასეთი ხატების დაწერა -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 04:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი