ნაციონალური ხატები, რამდენად მისაღებია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნაციონალური ხატები, რამდენად მისაღებია |
tamuna m |
Feb 27 2014, 10:43 PM
პოსტი
#1
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
მაინტერსებს თქვენი აზრი ნაციონალურ ხატებთან დაკავშირებით.
ნუ იმის მოყოლას არ დავიწყებ, თუ როგორ განსხვავდება ნაციები ერთმანეთისგან. ადგილობრივ მოსახლეობას აქვს თავიანთი დამახასიათებელი მხატვრული სისტემა. სადაც მკაფიოდ გამოიხატება მათი სახე, იქნება ეს - კანის ფერი თუ ნაქვთები. რამდენად მართებულია ქრისტეს თუ სხვა წმინდანების ამ ფორმით დახატვა. ისტორიულად ვიცით, რომ ისინი თეთრკანიანები იყვნენ (არ ვთვლი მოსე შავს და ა. შ.). მაგრამ თუ ეს აადვილებს ლოცვას, გასაგები, ახლო და შინაური ხდება, რატომაც არა? ცალკე შეიძლება ვიმსჯელოთ ქრისტეზე, როგორც ღმერთზე და ის აქ უკვე ყველა ეროვნებასა, თუ ნაციაზე მაღლა დგას და ძნელია ჩარჩოში მოაქციო. მოკლედ გავშალოთ თემა. თვალსაჩინოებისთვის რამდენიმე ხატს დავდებ: აქაც შეოხედეთ http://exeget.panikarolinka.ru/misc/nationality.html -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
mariami-k |
Mar 25 2014, 08:34 PM
პოსტი
#2
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
qetevano
ციტატა მასე თუა მარიამ, მაგალითად თევზი სიმბოლურად იესო ქრისტესაც გამოხატავს ხოლმე და სინამდვილეში თევზი ხომ არ იყო არა? რა მოხდა თუ ადმიანი მუქკანიანს გამოხატავს როცა მის ქვეყანაში სულ ასეთები არიან და მათთვის უფრო ახლობელია. აი თუ დააკვირდები რუსები უფრო რუსულ სახეს უხატავენ, ბერძნები თავიანთებურს, ჩვენ ჩვენებურს და ა.შ. და არაა გასაკვირი როცა ვირაც აფრიკელი აფრიკულ სახეს დაუხატავს. რასაკვირველია თევზი არ არის, ისევე როგორც კრავი, ან მწყემსი, ან კარი, გზა და ა.შ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური გამოხატვა მისი.... თავისი ფუნქციიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუმცა იგი არ არის ყოველივე ზომოთ ჩამოთვლილთაგან არც ერთი.... ეს ადამიანური კატეგორიებია და და ღმერთი ამ კატეგორიებზე მაღლა დგას... თუმცა თითოეულ ამ სმბოლოს თავისი ახსნა აქვს თუ რატომ არის ასე.... ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ სად და რატომ ხდებოდა ამ სიმბოლოთა გამოყენება. რაც შეეხება იერს... მართალია ხატწერისთვის არსებობს იკონოგრაფია, და აუცილებელია მისი დაცვა, თუმცა ქრისტიანულ ხელოვნებაზე ყოველთვის ახდენდა და ახდენს გავლენას ადგილობრივი კულტურული ტრადიციები.... ხელწერა ყოველთვის განსხვავებული და ცნობადია ამ მხრივ... თუმცა ძირეული ღერძი რაც არის ის არ უნდა შეიცვალოს და მის ფარგლებში უნდა ხდებოდეს ქმედება... როდესაც 2 ადამიანი ერთი ნატურიდან ხატავს, მიუხედავად ერთი ნატურისა ორივე მხატვრის ნახატი განსხვავებულია.... თუმცა თუ ნატურას შევუცვლით სახის ფერს, ნაკვთებს, თმის ვარცხნილობას, მზერას ეს აღარ იქნება ნატურის მსგავსი და მიიღებთ სულ სხვა პიროვნება.... როდესაც ხატწერასთან გვაქვს საქმე უნდა დავიცვათ მისი მოთხოვნები. სწორედ ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნაა,რომ ხატი ამოცნობადი უნდა იყოს... იგი აუცილებლად უნდა შეიცავდეს პიროვნულ ნიშნებს.... როდესად ეცვლება კანის ფერი, ნაკვთი, ვარცხნილობა, სამოსი, ვფიქრობ, რომ ამით იშლება ყოველგვარი კვალი პიროვნულობის და ცნობადობის. მაგალითად მაცხოვარი უნდა მივიღო ისეთი როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც მე მინდა, რომ იყოს.... უნდა ეცვას ისეთი სამოსი, რაც იმ პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი, უნდა ჰქონდეს ისეთი სახის ფერი, როგორიც ჰქონდა და არა ისეთი, როგორიც მე მომეწონებოდა.... G_saxva ციტატა მეც მასე ვფიქრობ არსებობს რაღაც კანონიკა რაც აუცილებელია ხატის დაწერისას მაგალითად მაცხოვრი ჯვარცმაზე როგორ უნდა გამოსახო ან მაკურთხებელი ხელი როგორ უნდა ჰქონდეს და ა.შ მაგრამ ის რომ ზოგი ტუჩს თვალს ცხვირს სახის კონტურებს და მსგავს რამეებს სხვადასხვანირად ხატავს ეს სუფთა ნაციონალური თემაა. სწორედ კანონიკის ანუ იკონოგრაფიის მიხედვით არის, რომ ხატი ცნობადი უნდა იყოს და პიროვნულ ნიშნებს უნდა შეიცავდეს -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
Hercules |
Mar 27 2014, 12:22 AM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 26-July 11 წევრი № 11,371 |
qetevano როდესად ეცვლება კანის ფერი, ნაკვთი, ვარცხნილობა, სამოსი, ვფიქრობ, რომ ამით იშლება ყოველგვარი კვალი პიროვნულობის და ცნობადობის. მაგალითად მაცხოვარი უნდა მივიღო ისეთი როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც მე მინდა, რომ იყოს.... უნდა ეცვას ისეთი სამოსი, რაც იმ პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი, უნდა ჰქონდეს ისეთი სახის ფერი, როგორიც ჰქონდა და არა ისეთი, როგორიც მე მომეწონებოდა.... სინამდვილეში არავინ იცის მაცხოვრის ზუსტი გარეგნობა. არც კანის ფერი (მაგრამ დაახლოებით ვარაუდი შეიძლება) და მითუმეტეს არც ნაკვთები და ვარცხნილობა. მართლმადიდებლურ ხატებში ბიზანტიური სტილის სამოსია გამოყენებული, მაშინ არც ეს უნდა მივიღოთ. ხატი რო გარეგნობის კოპიო არ არის ეგ ადვილი მისახვედრია. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 01:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი