ფილოსოფიის შესახებ, ქრისტიანულისა თუ არაქრისტიანულის |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფილოსოფიის შესახებ, ქრისტიანულისა თუ არაქრისტიანულის |
A.V.M |
Feb 23 2014, 12:46 AM
პოსტი
#61
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ახლახანს ვათვალიერებდი ფორუმის განყოფილებებს და ვერ მივაკვლიე ფილოსოფიის შესახებ თემას , რაც ჩემი აზრიც ძალიან ცუდია . თქვენის ნებართვით დავიწყებ ამ თემის შესახებ საუბარს და იმედი მაქვს რომ იაქტიურებთ . შესაძლებელია კაცი არ იყოს მართლმადიდებელი , ქრისტიანი , საერთოდ ათეისტი იყოს , მაგრამ ეს ისეთი საკითხია , რომელზეც ჩემი აზრით , ყველას გვაქვს შეხების წერტილები , განურჩევლად რწმენისა , ეთნიკური კუთვნილებისა თუ სქესისა . მაშ ასე :
,, ღმერთი არს ჩვენთან ! ვიწყებ ! '' პირველი პოსტში დავიხმარ ვიკიპედიას და დანარჩენი განვაგრძოთ . ფილოსოფია — მეცნიერება, მსოფლმხედველობა, იდეების და შეხედულებების სისტემა სამყაროზე და მასში ადამიანის ადგილზე. მისი კვლევის საგანია სამყაროსთან ადამიანის შემეცნებითი, სოციალურ-პოლიტიკური, ღირებულებითი, ეთიკური და ესთეტიკური ურთიერთობები. ფილოსოფიის სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად იყენებდნენ ისეთ ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებებს, როგორებიცაა: დიალექტიკა და მეტაფიზიკა, რაციონალიზმი და ემპირიზმი, მატერიალიზმი და იდეალიზმი, ნატურალიზმი და სპირიტუალიზმი, დეტერმინიზმი და ინდეტერმინიზმი და ა. შ. თანამედროვე ფოლოსოფიის ძირითადი ტენდენციები დაკავშირებულია ისეთი ფუნდამენტური პრობლემების გააზრებასთან, როგორებიცაა თანამედროვე ცივილიზაციის ბედი, კულტურების მრავალფეროვნება და ერთიანობა, ადამიანის შემეცნების ბუნება, ყოფიერება და ენა. ეტიმოლოგია სიტყვა ფილოსოფია მომდინარეობს ბერძნულიდან (Φιλοσοφία, philosophia) და ნიშნავს „სიბრძნის მოყვარეს“. ამ ტერმინს ხშირად იყენებენ „კონცეფციის“ მნიშვნელობით: ურბანიზაციის ფილოსოფია, სასკოლო განათლების ფილოსოფია და ა. შ. ფილოსოფიური სკოლები აგნოსტიციზმი – არისტოტელიზმი – აპრიორიზმი – ეგზისტენციალიზმი – ემპირიზმი – ეპიკურეიზმი– ვოლუნტარიზმი – თომიზმი – იდეალიზმი – ირაციონალიზმი – მარქსიზმი – მატერიალიზმი – მოდერნიზმი – ნეოპლატონიზმი – ნიჰილიზმი – რაციონალიზმი – პლატონიზმი – პოსტმოდერნიზმი – პრაგმატიზმი – სტოიციზმი – სქოლასტიციზმი – ფატალიზმი ფილოსოფიის ისტორიული ფორმები აღმოსავლური ფილოსოფია – ებრაული ფილოსოფია – ინდური ფილოსოფია – ისლამური ფილოსოფია – ჩინური ფილოსოფია – დასავლური ფილოსოფია: ანტიკური ფილოსოფია – გვიან ანტიკური ფილოსოფია – შუა საუკუნეების დასავლური ფილოსოფია – აღორძინების ხანის დასავლური ფილოსოფია – ახალი დროის დასავლური ფილოსოფია – თანამედროვე დასავლური ფილოსოფია გამოჩენილი ფილოსოფოსები : ავგუსტინე ნეტარი – ავეროესი – ავიცენა – არისტოტელე – ბეკონი, ფრენსის – ბერკლი, ჯორჯ – ბრენტანო, ფრანც – ბრუნო, ჯორდანო – ბოლცანო, ბერნჰარდ – დეკარტი, რენე – დერიდა, ჟაკ – დიოგენე – ეპიკურე – ვიტგენშტაინ ლუდვიგ - ზენონ ელეელი – თალეს მილეტელი – თომა აქვინელი – იაკობი, ფრიდრიხ ჰაინრიხ – იოანე პეტრიწი – კამიუ, ალბერ – კანტი, იმანუელ – კენტერბერიელი, ანსელმ – კონტი, ოგიუსტ – კონფუცი – ლაიბნიცი, გოტფრიდ ვილჰელმ – ლაო-ძი – ლოკი, ჯონ – ლუკრეციუსი – მაკიაველი, ნიკოლო – მალებრანში, ნიკოლა – მამარდაშვილი, მერაბ – მარკუს ავრელიუსი – მარქსი, კარლ – ნიცშე, ფრიდრიხ –ნუცუბიძე, შალვა – პასკალი, ბლეზ – პითაგორა – პლატონი – პლოტინი – რასელი, ბერტრან – რუსო, ჟან-ჟაკ – სარტრი, ჟან-პოლ – სპინოზა, ბარუხ – სოკრატე – უნამუნო, მიგელ დე – ფუკო, მიშელ პოლ – შოპენჰაუერი, არტურ – ჭავჭავაძე, ნიკოლოზ – ჯუან ძი – ჰაიდეგერი, მარტინ – ჰეგელი, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ – ჰერაკლიტე – ჰიუმი, დეივიდ – ჰობსი, თომას – ჰუსერლი, ედმუნდ http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A4%E1%...%83%98%E1%83%90 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Mar 27 2014, 01:50 AM
პოსტი
#62
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
II - ნაწილი :
თუმცა პლატონის და არისტოტელეს ეთიკურ სწავლებებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაც არსებობს. არისტოტელესთან ეთიკა და პოლიტიკა პრაქტიკულ მეცნიერებებს განეკუთვნება, ანუ პრაქტიკული, ამ მიწაზე აღსრულებადი მიზნებისაკენ არის ორიენტირებული. არისტოტელე ძალიან ხშირად პლატონის ინტუიციებსა და იდეებს ეყრდნობა, თუმცა ცდილობს პლატონური ფილოსოფიის, მისი აზრით, ექსტრავაგანტული ელემენტებისაგან გაწმენდას. არისტოტელეს ეთიკასა და პოლიტიკაში უკვე აღარ გვხვდება პლატონური იდეების თეორია, იგი უარყოფს აბსოლუტური სიკეთის იდეის არსებობას, ფილოსოფოსი მეფის აუცილებლობას, ხაზს უსვამს ოჯახისა და კერძო საკუთრების მნიშვნელობას და ა. შ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იდეათა თეორია პლატონის ეთიკას რელიგიურ ხასიათს სძენდა. ამ თეორიის უარყოფით, არისტოტელეს ეთიკაში რელიგიური განზომილება მინიმუმამდეა დაყვანილი. პლატონის მსგავსად, არისტოტელეც თავის ეთიკას სათნოების ცნებაზე აფუძნებს, თუმცა მასთან სათნოებების არსში გასარკვევად არამიწიერ იდეებს კი არ უნდა მივმართოთ, არამედ საყოველთაოდ ცნობილ არისტოტელესეულ „შუალედის მეთოდს“. არისტოტელესთანაც ადამიანური ცხოვრების აზრი ბედნიერების მიღწევაში მდგომარეობს. მასთან ბედნიერება გაიგივებულია სიამოვნებასთან, რომელსაც სულის უნარების, ანუ ბერძნულად ergon–ების ბრძნულად, ე. ი. სათნოებების მიხედვით ამოქმედება იწვევს. აქედან მოდის სათნოებების ფუნდამენტალური მნიშვნელობა არისტოტელეს ეთიკასა და პოლიტიკაში. არისტოტელესთან სათნოებები სულის შემადგენელ სამ ნაწილს შეესაბამება. ეს ნაწილებია: ვეგეტაციური, ემოციონალური და რაციონალური. სულის ვეგეტაციური ნაწილი ადამიანს საერთო აქვს მცენარეებთან და ცხოველებთან, მისი ფუნქციები გონების კონტროლს არ ექვემდებარება, ამიტომ მასთან დაკავშირებულ სათნოებებს კავშირი არა აქვს ეთიკასთან. სულის შუალედური ნაწილი მჟღავნდება სურვილებში, მისწრაფებებში, ემოციებში, ვნებებსა და განცდებში. სულის ამ ნაწილის შესაბამის სათნოებებს არისტოტელე მორალურ სათნოებებს უწოდებს. ასეთებია, მაგალითად: სიმამაცე, თავშეკავებულობა, სიმტკიცე და ა. შ. სულის რაციონალურ ნაწილს ინტელექტუალური სათნოებები შეესაბამება. ასეთი ორია. ესენია: sophia, რაც მარადიული ჭეშმარიტებების წვდომას, ჭვრეტას გულისხმობს და phronesis, რომელიც ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრაში გვეხმარება და იარაღად ლოგიკურ მსჯელობას იყენებს. მორალურ სათნოებებზე არისტოტელე „ნიკომაქეს ეთიკის“ II – V თავებში საუბრობს. ის ჯერ ზოგადად განიხილავს მათ, შემდეგ კი თითოეულს – ცალცალკე. მორალური სათნოება არც თანდაყოლილია და არც თეორიული განსჯითა და სწავლით მიიღწევა; ის ხშირი, სისტემატური პრაქტიკით გამომუშავდება და გამოუყენებლობით იკარგება. არისტოტელეს მიხედვით, მორალური სათნოება არ უნდა გავაიგივოთ არც რაიმე თანდაყოლილ უნართან, მაგალითად, სხარტ გონებასა ან კარგ მახსოვრობასთან, და არც რომელიმე ბუნებრივ თვისებასთან, მაგალითად, გულღიაობასა ან გულჩვილობასთან; მორალური სათნოებები გამოხატულებას პოულობს კარგი ჩვევებით გამომუშავებულ ხასიათში, რომელიც ადამიანს ღირსეულ მოქალაქედ გადააქცევს. ვიტყვით, რომ ადამიანი რომელიმე მორალური სათნოების მფლობელია, თუ შესაბამის კონკრეტულ სიტუაციაში ბრძნული არჩევანის და სწორი მოქმედების აღსრულების ჩვევა გააჩნია. სათნოებების მქონე ადამიანი ყოველთვის შუალედურ გზას ირჩევს, ჩვევად აქვს ქცეული ექსესების თავიდან აცილება; მას შიშის დაძლევა შეუძლია, თუმცა არასდროს იჩენს უგუნურ სიმამაცეს; არც ძუნწია და არც მფლანგველი; თავს არავის აბეზრებს ბევრი ლაპარაკით და არც ყოველთვის დუმს; ერთნაირად გაურბის ნაყროვანებას და ზომაგადასულ ასკეტიზმს და ა. შ. ერთი შეხედვით, ვინმეს შეიძლება ეგონოს, რომ არისტოტელე უფერულ, ორდინალურ ადამიანს აიდეალებს, სინამდვილეში „შუალედური გზის“ პრინციპი დაცემული ადამიანური ბუნების ერთ–ერთი ფუნდამენტალური გამოხატულების კარგ ცოდნას ემყარება: ადამიანს ექსესებისაკენ ვნებები, ანუ დაუმორჩილებელი მისწრაფებები უბიძგებს; მხოლოდ ვნებების ბატონობისაგან თავისუფალ ადამიანს შეუძლია არისტოტელესეული მორალური სათნოებების ფლობა. არისტოტელეს ეთიკა ზომიერების ეთიკაა, იგი რაიმე ტრანცენდენტურის, ღვთაებრივის იდეას არ საჭიროებს და, აქედან გამომდინარე, რელიგიურ გრძნობას არ ეფუძნება. არისტოტელეს ზომიერების პრინციპმა უკიდურესად გამიწიერებული გამოხატულება ჰპოვა ეპიკურელთა ეთიკურ სისტემაში. არისტოტელესთან ყოველ რეალობას მისი ბუნების შესაფერისი მიზანი ანუ telos–ი გააჩნდა. ამ მიზნის მიღწევა ბუნებრივი უნარების გააქტიურებით იყო შესაძლებელი. ბედნიერება სწორედ ამ უნარების სწორ აქტიურობაში მდგომარეობდა. ეპიკურელების წარმოდგენით კი, ადამინური ცხოვრების ერთადერთი მიზანი უდრტვინველი სიამოვნების მიღება არის. საკმარისი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეპიკურელთა მორალური სწავლება რელიგიურ ხასიათს არ ატარებს, რადგან, მათი აზრით, ადამიანური ბედნიერება სწორედ რელიგიური რწმენებისაგან განთავისუფლებით მიიღწევა. ეპიკურეს მიხედვით, ადამიანურ ბედნიერებას ორი რამ ემუქრება: პირველი, ღმერთების მიერ მოვლენილი სასჯელების შიში და მეორე, სიკვდილის წინაშე ძრწოლა. პირველის გასაბათილებლად იგი ამტკიცებს, რომ სრულყოფილ ნეტრებაში მყოფი ღმერთები გულგრილნი არიან ადამიანური საქმეების, ცოდვების, ბედნიერებისა და უბედურებათა მიმართ. მეორე შიში კი უგუნურებად მიაჩნია, რადგან, მისი აზრით, ცოცხალ ადამიანს არაფერი ესაქმება სიკვდილთან, მკვდარს კი აღარაფრის განცდა აღარ ძალუძს. მართალია, ეპიკურე ბედნიერებას მთლიანად აიგივებს სიამოვნებასთან, იგი აღვირახსნილი ცხოვრების მომხრე მაინც არ არის, რადგან კარგად უწყის, რომ შეუზღუდავ სიამოვნებებს დიდი ტკივილები მოსდევს თან. მისთვის ყველაზე დიდი სიკეთე სიამოვნებაა, ყველაზე დიდი ბოროტება კი – ტკივილი. აქედან გამომდინარე, ეპიკურე იძულებული იყო, თეორიული ჰედონიზმი ანუ სიამოვნებათა კულტი პრაქტიკული ასკეტიზმით ანუ ტკივილების თავიდან აცილების ფუნდამენტალური მოთხოვნილებით შეეზღუდა. ამის შესაძლებლობა მას სიამოვნების მისეულმა გაგებამ მისცა. ეპიკურეს მიხედვით, სიამოვნება სურვილების დაკმაყოფილებაში მდგომარეობს; ნამდვილ სიამოვნებათა მისაღებად მართებულად თვლის აუცილებელ, მაგალითად, შიმშილის, წყურვილის, სიცივის თავიდან აცილების მოთხოვნილებათა ზომიერ დაკმაყოფილებას; ტკივილების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტურ საშუალებად კი მას არააუცილებელი მოთხოვნილებების უგულვებელყოფა მიაჩნია. არისტოტელესაგან განსხვავებით, ეპიკურე აქტიურ პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებას ცუდი თვალით უყურებს, იგი მას შინაგანი შფოთის და დისკომფორტის წყაროდ მიიჩნევს, რადგან, მისი აზრით, პოლისში ცხოვრება სხვებთან შეჯიბრისაკენ უბიძგებს ადამიანს; ეპიკურე ყველას ურჩევს ქალაქის ხმაურისაგან დაშორებულ მყუდრო ადგილას მეგობრებთან ერთად მშვიდ და ზომიერ ცხოვრებას. სტოელები ეპიკურელებს უღმერთოებს ეძახდნენ და მათ ზიზღით უყურებდნენ, სოკრატეს კი პირიქით, უდიდეს პატივს მიაგებდნენ. ალბათ აქედანაა, რომ მათ ეთიკაშიც სათნოებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. უფრო მეტიც, სოკრატესთან, პლატონსა და არისტოტელესთან სათნოებები ბედნიერების მიღწევის საშუალებებია, სტოელებისთვის კი თავად სათნოებებია ადამიანური ცხოვრების ერთადერთი თვითმიზანი. სტოელებს მიაჩნდათ, რომ სათნო ცხოვრების მიღწევა ადამიანს ყველანაირ პირობებში შეეძლო, ამიტომ ფილოსოფიურ გულგრილობას ქადაგებდნენ ამქვეყნიურ სიკეთეთა მიმართ. სტოელების ეთიკა საყოველთაო ხასიათისაა. ისინი ყველა ადამიანს თანამოქალაქედ მიიჩნევენ და არად დაგიდევენ ეთნიკურ, სოციალურ და რასობრივ განსხვავებებს. სტოელისთვის მხოლოდ ორი კატეგორიის ადამიანი არსებობს: ყველა სათნოებით შემკული ბრძენი, რომელიც წვდება რა კოსმიურ კანონზომიერებას, ნებაყოფლობით მისდევს მას და ამით ინარჩუნებს შინაგან თავისუფლებას; და მეორე – უგუნური ადამიანი, რომელიც სამყაროსეულ წესრიგს მონური იძულებით ემორჩილება. გარკვეული განსხვავებების მიუხედავად, ანტიკური ეპოქის ეთიკურ სისტემებს ერთი რამ აერთიანებთ; ეს არის რწმენა იმისა, რომ ადამიანს საკუთარი ძალებით შეუძლია სათნო ცხოვრების მიღწევა; ანტიკური ფილოსოფოსები დარწმუნებულები არიან, რომ სათანადოდ აღზრდილ ადამიანს ღვთაებრივი შეწევნის გარეშე შეუძლია სიკეთისა და ბოროტების სწორად გარჩევა და ადამიანური ძალისხმევა საკმარისია კეთილი მიზნების აღსასრულებლად. ანტიკური მორალური ფილოსოფიის ამ დებულებას რადიკალურად ეწინააღმდეგება ნეტარი ავგუსტინე. „ღვთის ქალაქში“ იგი კატეგორიულად უარყოფს წარმართებში სათნოებების არსებობის შესაძლებლობას. ავგუსტინე სათნოებად ისეთ აქტს მიიჩნევს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ღმ II - ნაწილი : თუმცა პლატონის და არისტოტელეს ეთიკურ სწავლებებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაც არსებობს. არისტოტელესთან ეთიკა და პოლიტიკა პრაქტიკულ მეცნიერებებს განეკუთვნება, ანუ პრაქტიკული, ამ მიწაზე აღსრულებადი მიზნებისაკენ არის ორიენტირებული. არისტოტელე ძალიან ხშირად პლატონის ინტუიციებსა და იდეებს ეყრდნობა, თუმცა ცდილობს პლატონური ფილოსოფიის, მისი აზრით, ექსტრავაგანტული ელემენტებისაგან გაწმენდას. არისტოტელეს ეთიკასა და პოლიტიკაში უკვე აღარ გვხვდება პლატონური იდეების თეორია, იგი უარყოფს აბსოლუტური სიკეთის იდეის არსებობას, ფილოსოფოსი მეფის აუცილებლობას, ხაზს უსვამს ოჯახისა და კერძო საკუთრების მნიშვნელობას და ა. შ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იდეათა თეორია პლატონის ეთიკას რელიგიურ ხასიათს სძენდა. ამ თეორიის უარყოფით, არისტოტელეს ეთიკაში რელიგიური განზომილება მინიმუმამდეა დაყვანილი. პლატონის მსგავსად, არისტოტელეც თავის ეთიკას სათნოების ცნებაზე აფუძნებს, თუმცა მასთან სათნოებების არსში გასარკვევად არამიწიერ იდეებს კი არ უნდა მივმართოთ, არამედ საყოველთაოდ ცნობილ არისტოტელესეულ „შუალედის მეთოდს“. არისტოტელესთანაც ადამიანური ცხოვრების აზრი ბედნიერების მიღწევაში მდგომარეობს. მასთან ბედნიერება გაიგივებულია სიამოვნებასთან, რომელსაც სულის უნარების, ანუ ბერძნულად ergon–ების ბრძნულად, ე. ი. სათნოებების მიხედვით ამოქმედება იწვევს. აქედან მოდის სათნოებების ფუნდამენტალური მნიშვნელობა არისტოტელეს ეთიკასა და პოლიტიკაში. არისტოტელესთან სათნოებები სულის შემადგენელ სამ ნაწილს შეესაბამება. ეს ნაწილებია: ვეგეტაციური, ემოციონალური და რაციონალური. სულის ვეგეტაციური ნაწილი ადამიანს საერთო აქვს მცენარეებთან და ცხოველებთან, მისი ფუნქციები გონების კონტროლს არ ექვემდებარება, ამიტომ მასთან დაკავშირებულ სათნოებებს კავშირი არა აქვს ეთიკასთან. სულის შუალედური ნაწილი მჟღავნდება სურვილებში, მისწრაფებებში, ემოციებში, ვნებებსა და განცდებში. სულის ამ ნაწილის შესაბამის სათნოებებს არისტოტელე მორალურ სათნოებებს უწოდებს. ასეთებია, მაგალითად: სიმამაცე, თავშეკავებულობა, სიმტკიცე და ა. შ. სულის რაციონალურ ნაწილს ინტელექტუალური სათნოებები შეესაბამება. ასეთი ორია. ესენია: sophia, რაც მარადიული ჭეშმარიტებების წვდომას, ჭვრეტას გულისხმობს და phronesis, რომელიც ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრაში გვეხმარება და იარაღად ლოგიკურ მსჯელობას იყენებს. მორალურ სათნოებებზე არისტოტელე „ნიკომაქეს ეთიკის“ II – V თავებში საუბრობს. ის ჯერ ზოგადად განიხილავს მათ, შემდეგ კი თითოეულს – ცალცალკე. მორალური სათნოება არც თანდაყოლილია და არც თეორიული განსჯითა და სწავლით მიიღწევა; ის ხშირი, სისტემატური პრაქტიკით გამომუშავდება და გამოუყენებლობით იკარგება. არისტოტელეს მიხედვით, მორალური სათნოება არ უნდა გავაიგივოთ არც რაიმე თანდაყოლილ უნართან, მაგალითად, სხარტ გონებასა ან კარგ მახსოვრობასთან, და არც რომელიმე ბუნებრივ თვისებასთან, მაგალითად, გულღიაობასა ან გულჩვილობასთან; მორალური სათნოებები გამოხატულებას პოულობს კარგი ჩვევებით გამომუშავებულ ხასიათში, რომელიც ადამიანს ღირსეულ მოქალაქედ გადააქცევს. ვიტყვით, რომ ადამიანი რომელიმე მორალური სათნოების მფლობელია, თუ შესაბამის კონკრეტულ სიტუაციაში ბრძნული არჩევანის და სწორი მოქმედების აღსრულების ჩვევა გააჩნია. სათნოებების მქონე ადამიანი ყოველთვის შუალედურ გზას ირჩევს, ჩვევად აქვს ქცეული ექსესების თავიდან აცილება; მას შიშის დაძლევა შეუძლია, თუმცა არასდროს იჩენს უგუნურ სიმამაცეს; არც ძუნწია და არც მფლანგველი; თავს არავის აბეზრებს ბევრი ლაპარაკით და არც ყოველთვის დუმს; ერთნაირად გაურბის ნაყროვანებას და ზომაგადასულ ასკეტიზმს და ა. შ. ერთი შეხედვით, ვინმეს შეიძლება ეგონოს, რომ არისტოტელე უფერულ, ორდინალურ ადამიანს აიდეალებს, სინამდვილეში „შუალედური გზის“ პრინციპი დაცემული ადამიანური ბუნების ერთ–ერთი ფუნდამენტალური გამოხატულების კარგ ცოდნას ემყარება: ადამიანს ექსესებისაკენ ვნებები, ანუ დაუმორჩილებელი მისწრაფებები უბიძგებს; მხოლოდ ვნებების ბატონობისაგან თავისუფალ ადამიანს შეუძლია არისტოტელესეული მორალური სათნოებების ფლობა. არისტოტელეს ეთიკა ზომიერების ეთიკაა, იგი რაიმე ტრანცენდენტურის, ღვთაებრივის იდეას არ საჭიროებს და, აქედან გამომდინარე, რელიგიურ გრძნობას არ ეფუძნება. არისტოტელეს ზომიერების პრინციპმა უკიდურესად გამიწიერებული გამოხატულება ჰპოვა ეპიკურელთა ეთიკურ სისტემაში. არისტოტელესთან ყოველ რეალობას მისი ბუნების შესაფერისი მიზანი ანუ telos–ი გააჩნდა. ამ მიზნის მიღწევა ბუნებრივი უნარების გააქტიურებით იყო შესაძლებელი. ბედნიერება სწორედ ამ უნარების სწორ აქტიურობაში მდგომარეობდა. ეპიკურელების წარმოდგენით კი, ადამინური ცხოვრების ერთადერთი მიზანი უდრტვინველი სიამოვნების მიღება არის. საკმარისი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეპიკურელთა მორალური სწავლება რელიგიურ ხასიათს არ ატარებს, რადგან, მათი აზრით, ადამიანური ბედნიერება სწორედ რელიგიური რწმენებისაგან განთავისუფლებით მიიღწევა. ეპიკურეს მიხედვით, ადამიანურ ბედნიერებას ორი რამ ემუქრება: პირველი, ღმერთების მიერ მოვლენილი სასჯელების შიში და მეორე, სიკვდილის წინაშე ძრწოლა. პირველის გასაბათილებლად იგი ამტკიცებს, რომ სრულყოფილ ნეტრებაში მყოფი ღმერთები გულგრილნი არიან ადამიანური საქმეების, ცოდვების, ბედნიერებისა და უბედურებათა მიმართ. მეორე შიში კი უგუნურებად მიაჩნია, რადგან, მისი აზრით, ცოცხალ ადამიანს არაფერი ესაქმება სიკვდილთან, მკვდარს კი აღარაფრის განცდა აღარ ძალუძს. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 03:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი