ფილოსოფიის შესახებ, ქრისტიანულისა თუ არაქრისტიანულის |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფილოსოფიის შესახებ, ქრისტიანულისა თუ არაქრისტიანულის |
A.V.M |
Feb 23 2014, 12:46 AM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ახლახანს ვათვალიერებდი ფორუმის განყოფილებებს და ვერ მივაკვლიე ფილოსოფიის შესახებ თემას , რაც ჩემი აზრიც ძალიან ცუდია . თქვენის ნებართვით დავიწყებ ამ თემის შესახებ საუბარს და იმედი მაქვს რომ იაქტიურებთ . შესაძლებელია კაცი არ იყოს მართლმადიდებელი , ქრისტიანი , საერთოდ ათეისტი იყოს , მაგრამ ეს ისეთი საკითხია , რომელზეც ჩემი აზრით , ყველას გვაქვს შეხების წერტილები , განურჩევლად რწმენისა , ეთნიკური კუთვნილებისა თუ სქესისა . მაშ ასე :
,, ღმერთი არს ჩვენთან ! ვიწყებ ! '' პირველი პოსტში დავიხმარ ვიკიპედიას და დანარჩენი განვაგრძოთ . ფილოსოფია — მეცნიერება, მსოფლმხედველობა, იდეების და შეხედულებების სისტემა სამყაროზე და მასში ადამიანის ადგილზე. მისი კვლევის საგანია სამყაროსთან ადამიანის შემეცნებითი, სოციალურ-პოლიტიკური, ღირებულებითი, ეთიკური და ესთეტიკური ურთიერთობები. ფილოსოფიის სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად იყენებდნენ ისეთ ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებებს, როგორებიცაა: დიალექტიკა და მეტაფიზიკა, რაციონალიზმი და ემპირიზმი, მატერიალიზმი და იდეალიზმი, ნატურალიზმი და სპირიტუალიზმი, დეტერმინიზმი და ინდეტერმინიზმი და ა. შ. თანამედროვე ფოლოსოფიის ძირითადი ტენდენციები დაკავშირებულია ისეთი ფუნდამენტური პრობლემების გააზრებასთან, როგორებიცაა თანამედროვე ცივილიზაციის ბედი, კულტურების მრავალფეროვნება და ერთიანობა, ადამიანის შემეცნების ბუნება, ყოფიერება და ენა. ეტიმოლოგია სიტყვა ფილოსოფია მომდინარეობს ბერძნულიდან (Φιλοσοφία, philosophia) და ნიშნავს „სიბრძნის მოყვარეს“. ამ ტერმინს ხშირად იყენებენ „კონცეფციის“ მნიშვნელობით: ურბანიზაციის ფილოსოფია, სასკოლო განათლების ფილოსოფია და ა. შ. ფილოსოფიური სკოლები აგნოსტიციზმი – არისტოტელიზმი – აპრიორიზმი – ეგზისტენციალიზმი – ემპირიზმი – ეპიკურეიზმი– ვოლუნტარიზმი – თომიზმი – იდეალიზმი – ირაციონალიზმი – მარქსიზმი – მატერიალიზმი – მოდერნიზმი – ნეოპლატონიზმი – ნიჰილიზმი – რაციონალიზმი – პლატონიზმი – პოსტმოდერნიზმი – პრაგმატიზმი – სტოიციზმი – სქოლასტიციზმი – ფატალიზმი ფილოსოფიის ისტორიული ფორმები აღმოსავლური ფილოსოფია – ებრაული ფილოსოფია – ინდური ფილოსოფია – ისლამური ფილოსოფია – ჩინური ფილოსოფია – დასავლური ფილოსოფია: ანტიკური ფილოსოფია – გვიან ანტიკური ფილოსოფია – შუა საუკუნეების დასავლური ფილოსოფია – აღორძინების ხანის დასავლური ფილოსოფია – ახალი დროის დასავლური ფილოსოფია – თანამედროვე დასავლური ფილოსოფია გამოჩენილი ფილოსოფოსები : ავგუსტინე ნეტარი – ავეროესი – ავიცენა – არისტოტელე – ბეკონი, ფრენსის – ბერკლი, ჯორჯ – ბრენტანო, ფრანც – ბრუნო, ჯორდანო – ბოლცანო, ბერნჰარდ – დეკარტი, რენე – დერიდა, ჟაკ – დიოგენე – ეპიკურე – ვიტგენშტაინ ლუდვიგ - ზენონ ელეელი – თალეს მილეტელი – თომა აქვინელი – იაკობი, ფრიდრიხ ჰაინრიხ – იოანე პეტრიწი – კამიუ, ალბერ – კანტი, იმანუელ – კენტერბერიელი, ანსელმ – კონტი, ოგიუსტ – კონფუცი – ლაიბნიცი, გოტფრიდ ვილჰელმ – ლაო-ძი – ლოკი, ჯონ – ლუკრეციუსი – მაკიაველი, ნიკოლო – მალებრანში, ნიკოლა – მამარდაშვილი, მერაბ – მარკუს ავრელიუსი – მარქსი, კარლ – ნიცშე, ფრიდრიხ –ნუცუბიძე, შალვა – პასკალი, ბლეზ – პითაგორა – პლატონი – პლოტინი – რასელი, ბერტრან – რუსო, ჟან-ჟაკ – სარტრი, ჟან-პოლ – სპინოზა, ბარუხ – სოკრატე – უნამუნო, მიგელ დე – ფუკო, მიშელ პოლ – შოპენჰაუერი, არტურ – ჭავჭავაძე, ნიკოლოზ – ჯუან ძი – ჰაიდეგერი, მარტინ – ჰეგელი, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ – ჰერაკლიტე – ჰიუმი, დეივიდ – ჰობსი, თომას – ჰუსერლი, ედმუნდ http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A4%E1%...%83%98%E1%83%90 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Mar 27 2014, 02:21 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
IV-ნაწილი :
ამ დროს ღმერთი იმანენტური ანუ მთელ ბუნებასთან გაიგივებული რეალობაა; ყველაფერი მისი არსებობის გარკვეულ მოდუსებად წარმოგვიდგება. რაკი ყველაფერი ღმერთია, აბსოლუტური გაგებით აზრს კარგავს სიკეთისა და ბოროტების ცნება. ბოროტების არსებობა მხოლოდ იქ გვეჩვენება, სადაც ჩვენი კერძო ადამიანური ინტერესები კოსმიურ წესრიგს უპირისპირდება; პანთეისტურ სისტემებში აზრს კარგავს განღმრთობის ცნებაც. შემთხვევითი არაა, რომ ბუდისტური და ინდუისტური მისტიკური სწავლებების მიხედვით, სრულყოფილი ასკეტი პიროვნულობას კარგავს და უპიროვნო ღვთაებრივ სტიქიას შეერწყმის. ტრანცენდენტურ ანუ არაამსოფლიურ ბუნებას მოკლებულია ასევე ტრადიციული წარმართული პოლითეიზმის ღვთაებები. წარმათული პოლითეიზმის მიერ შთაგონებული ეთიკა არათუ ათავისუფლებს ადამიანს ამსოფლიური მიჯაჭვულობისაგან, არამედ საბოლოოდ ამონებს მას ამქვეყნიურ ღირებულებებსა და ოკულტურ ძალებს. ერთ, პიროვნულ, ტრანცენდენტურ ღმერთს ქრისტიანობის გარდა იუდაიზმი და ისლამი აღიარებს. თუმცა ისლამი და იუდაიზმი არ იცნობს განკაცებული ღმერთის გამომხსნელ სიყვარულს. მათი ეთიკა არსებითად ნორმატიულ ხასიათს ატარებს. ისლამსა და იუდაიზმში ღმერთი ადამიანებისაგან მონურ მორჩილებას ითხოვს, იქ წარმოუდგენელია უფალთან მადლისმიერი ერთობის ქრისტიანული პერსპექტივა. კაცობრიობის გამოხსნისათვის განკაცებული ღმერთი კაცობრივი გონებისთვის მიუწვდომელი ღვთაებრივი სიყვარულით ადამიანს უდიდეს სიკეთესთან ზიარებისკენ მოუწოდებს. ეს უდიდესი სიკეთე თავად უფალია. რაკი ადამიანს, როგორც ქმნილებას, ღმერთთან ბუნებითად გაიგივება არ შეუძლია, ამას იგი ღვთაებრივი მადლის შემწეობით მიაღწევს. ამაღლების შემდეგ, ქრისტეს მამის მარჯვენით დაჯდომით მან ეს პერსპექტივა რეალობად აქცია. ქრისტიანობისთვის მთავარი არ არის ზნეობრივი მოძღვრება; ქრისტიანის უმთავრესი მიზანი ზნეობრივი ნორმების მორჩილება კი არ არის, არამედ მადლის საშუალებით ქრისტესთან გაიგივება. ქრისტიანული ეთიკა ქრისტეცენტრულია; ქრისტიანი, უპირველეს ყოვლისა, ქრისტეს ეძიებს; ამის შედეგია მცნებების აღსრულება, რადგან ღვთაებრივი მცნებების ჭეშმარიტი აღსრულება მხოლოდ ჩვენში ჩასახლებულ ქრისტეს შეუძლია. იგი თვითონვე აღასრულებს ჩვენში ჩვენს გამომხსნელ საქმეებს და თავადვე მიგვიძღვება ყოვლადწმინდა სამებასთან ქრისტესმიერი ერთობისაკენ. ჩვენი სტატიის ბოლოს სახარებისეული უწყების ქრისტეცენტრული ბუნების ილუსტრაციას დავუთმობთ; ეს კიდევ უფრო ნათლად წარმოადგენს ქრისტიანული ეთიკის ქრისტეცენტრულ ხასიათს, რომლის შესახებაც ეს–ესაა ვისაუბრეთ. დავიწყოთ იმით, რომ როგორც ეთიკური მოძღვრება ძველი აღთქმა უკვე შეიცავდა რელიგიური ეთიკის ორ უმნიშვნელოვანეს მცნებას: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით“ და „შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“ (მთ. 22. 37). აქედან გამომდინარე, წმინდა ზნეობრივი თვალსაზრისით, ქრისტიანობას არსობრივად ახალი მოძღვრების მოტანა არ შეეძლო; პრინციპული სიახლე, რომელიც ახალ აღთქმას ძველისაგან განასხვავებს, იესო ქრისტეს პიროვნებაა; თავად უფალიც შემდეგნაირად გადმოსცემს ახალი ქრისტიანული ზნეობის არსს: „ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი“ (ინ. 13. 34). როგორც ვხედავთ, ახალი მცნება უშუალოდ ქრისტეს პიროვნებას უკავშირდება, იგი ზოგადად ადამიანთა სიყვარულზე კი არ საუბრობს, არამედ იმ სიყვარულზე, რომელიც მასში გამომჟღავნდა. ქრისტეს პიროვნება სიყვარულზეც მეტია, ეს კარგად ჩანს უფლის სიტყვებიდან, რომელიც პირდაპირ მოსდევს „ახალ მცნებასთან“ დაკავშირებულ ზემოთ მოხმობილ ფრაზას: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ“ (ინ. 13. 35). აქედან კარგად ჩანს, რომ იესო ქრისტეს მოწაფეობა უფრო დიდია, ვიდრე ერთმანეთის სიყვარული. აქ „ერთმანეთის სიყვარული“ მასზე უფრო მაღალი ღირებულების – ქრისტეს მოწაფეობის ნიშანია; ვთქვათ, ვინმე გვეუბნება: „ქრისტიანები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ მკერდზე ჯვარს ატარებთ“. ყველასათვის ცხადია, რომ ქრისტიანი იყო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მკერდზე ჯვარს ატარებდე. იმავე ლოგიკასთან გვაქვს საქმე ქრისტეს მოწაფეობასა და სიყვარულთან დაკავშირებით. ქრისტიანული მოძღვრებისა და ზნეობის ქრისტეცენტრულობა იმაშიც გამოიხატება, რომ არაქრისტიანული რელიგიური ტექსტებისაგან განსხვავებით, სახარება, უპირველეს ყოვლისა, ქრისტესადმი რწმენას ქადაგებს; მისი უმთავრესი მისია განკაცებული ღმერთის შესახებ ქადაგებაა და არა ახალი მორალური მაქსიმების ჩამოყალიბება; ქრისტეს ქადაგებების მთავარი ობიექტი თავად იგი არის: „იკვლევთ წერილებს, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე, ისინი კი ჩემზე მოწმობენ“ (ინ. 5. 39); „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით“ (ინ. 14, 6); „მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცოდინებოდათ“ (ინ. 14. 7); „მე ვარ პური სიცოცხლისა, ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასოდეს მოსწყურდება“ (ინ. 6. 35); „მე ვარ ნათელი სოფლისა, ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას“ (ინ. 8. 12) და ა. შ. როდესაც უფალი პირველად დაიწყებს ქადაგებას სინაგოგაში, ებრაელებს ძველ მოწოდებებს კი არ შეახსენებს სიყვარულის, სიწმინდის, ღვთისმოშიშების შესახებ, არამედ ესაია წინასწარმეტყველის მასზე ნათქვამ სიტყვებს კითხულობს და განმარტავს: „და მიაწოდეს მას ესაია წინასწარმეტყველის წიგნი, და გაშალა წიგნი და იპოვა ადგილი, სადაც დაწერილი იყო: „უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლებისა და ბრმათათვის თვალის ახელის გამოსაცხადებლად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად“ (ლკ. 4. 17–18). უფალი იესო ქრისტე ღვთის სასუფევლის დასამყარებლად მოვიდა და არა სკოლის დასაარსებლად. სხვა რელიგიების დამფუძნებლები მათ მიერ დაარსებული რწმენის ობიექტები კი არ არიან, არამედ მედიატორები. ბუდას, მოსეს და მუჰამედის მიერ ნაქადაგები რელიგიების არსი მათ პიროვნებებს კი არ ეფუძნება, არამედ – მოძღვრებებს. ამ შემთხვევაში ადვილია მათი პიროვნებებისა და მოძღვრებების გამიჯვნა, ქრისტე კი ნეტარად იმას აცხადებს, ვინც მასში არ დაეჭვდება. უფალი მოწაფეებს იმას კი არ ეკითხება, რას ფიქრობს ხალხი მის მოძღვრებაზე, არამედ რად მიიჩნევენ მას. მღვდელმთავარმაც ტანისამოსი ქრისტეს მორალური მოძღვრების გამო კი არ შემოიხია, არამედ იმ სიტყვებისთვის, რომელიც უფლის პიროვნებას ეხებოდა. აქედან გამომდინარე, ქრისტიანი, უპირველეს ყოვლისა, თავად ქრისტეს ანუ მასთან მადლისმიერ ერთობას ეძიებს; ქრისტესთან ერთობის გზა კი მასთან ზიარებას გულისხმობს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვეძლება უფლის მცნებების სწორი აღსრულება. სწორედ ამაზე ესაუბრება უფალი თავის მოწაფეებს საიდუმლო სერობის ჟამს: „თქვენ ჩემში დარჩით, მე კი – თქვენში, როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით. მე ვაზი ვარ, თქვენ კი – ლერწები, ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს ისხამს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ“ (ინ. 15. 4–5). სხვა ეთიკური და რელიოგიური სისტემები კონცენტრაციას ადამიანურ საქმეებზე ახდენს და მათი უმთავრესი მიზანი ადამიანური საქმეების სწორი წარმართვაა. ამ თვალსაზრისით, ისინი ძალიან ბევრ შთამბეჭდავ მორალურ მაქსიმებს გვთავაზობენ. ქრისტიანობაში კი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, პირიქით, ღვთის სასუფეველი უახლოვდება სნეულებს (ლკ. 10. 9), ჯერ თავად ღმერთი მოდის ჩვენთან, გვაზიარებს თავის განღმრთობილ სხეულთან, თვითონვე შეგვეწევა მცნებების აღსრულებაში და თავად მიგვიძღვება ღმერთთან საბოლოო მადლისმიერი ერთობისაკენ. ამიტომ არის და უნდა იყოს ქრისტიანული ეთიკა ქრისტეცენტრული. ჩვენი სტატია ნეტარი ავგუსტინეს ერთი ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზით გვინდა დავასრულოთ, რომელიც, ჩვენი აზრით, ამ სტატიის უმთავრეს იდეას გამოხატავს. ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ წარმართები და ამა სოფლის ბრძენნი ადამიანური სიკეთეების მოხვეჭას ესწრაფვიან და ამის მიღწევას თვითონ ან ღმერთების საშუალებით ცდილობენ, მაშინ როდესაც ქრისტიანი მხოლოდ ღმერთს ეძიებს და ამასოფელს მხოლოდ აღნიშნული მიზნის აღსრულების საშუალებად მიიჩნევს. http://www.orthodoxtheology.ge/guligonieri2/#more-4681 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th September 2024 - 01:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი