IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ფილოსოფიის შესახებ, ქრისტიანულისა თუ არაქრისტიანულის
A.V.M
პოსტი Feb 23 2014, 12:46 AM
პოსტი #1


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ახლახანს ვათვალიერებდი ფორუმის განყოფილებებს და ვერ მივაკვლიე ფილოსოფიის შესახებ თემას , რაც ჩემი აზრიც ძალიან ცუდია . თქვენის ნებართვით დავიწყებ ამ თემის შესახებ საუბარს და იმედი მაქვს რომ იაქტიურებთ . შესაძლებელია კაცი არ იყოს მართლმადიდებელი , ქრისტიანი , საერთოდ ათეისტი იყოს , მაგრამ ეს ისეთი საკითხია , რომელზეც ჩემი აზრით , ყველას გვაქვს შეხების წერტილები , განურჩევლად რწმენისა , ეთნიკური კუთვნილებისა თუ სქესისა . მაშ ასე :

,, ღმერთი არს ჩვენთან ! ვიწყებ ! '' biggrin.gif

პირველი პოსტში დავიხმარ ვიკიპედიას და დანარჩენი განვაგრძოთ .

ფილოსოფია — მეცნიერება, მსოფლმხედველობა, იდეების და შეხედულებების სისტემა სამყაროზე და მასში ადამიანის ადგილზე. მისი კვლევის საგანია სამყაროსთან ადამიანის შემეცნებითი, სოციალურ-პოლიტიკური, ღირებულებითი, ეთიკური და ესთეტიკური ურთიერთობები. ფილოსოფიის სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად იყენებდნენ ისეთ ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებებს, როგორებიცაა: დიალექტიკა და მეტაფიზიკა, რაციონალიზმი და ემპირიზმი, მატერიალიზმი და იდეალიზმი, ნატურალიზმი და სპირიტუალიზმი, დეტერმინიზმი და ინდეტერმინიზმი და ა. შ.
თანამედროვე ფოლოსოფიის ძირითადი ტენდენციები დაკავშირებულია ისეთი ფუნდამენტური პრობლემების გააზრებასთან, როგორებიცაა თანამედროვე ცივილიზაციის ბედი, კულტურების მრავალფეროვნება და ერთიანობა, ადამიანის შემეცნების ბუნება, ყოფიერება და ენა.

ეტიმოლოგია

სიტყვა ფილოსოფია მომდინარეობს ბერძნულიდან (Φιλοσοφία, philosophia) და ნიშნავს „სიბრძნის მოყვარეს“. ამ ტერმინს ხშირად იყენებენ „კონცეფციის“ მნიშვნელობით: ურბანიზაციის ფილოსოფია, სასკოლო განათლების ფილოსოფია და ა. შ.

ფილოსოფიური სკოლები
აგნოსტიციზმი – არისტოტელიზმი – აპრიორიზმი – ეგზისტენციალიზმი – ემპირიზმი – ეპიკურეიზმი– ვოლუნტარიზმი – თომიზმი – იდეალიზმი – ირაციონალიზმი – მარქსიზმი – მატერიალიზმი – მოდერნიზმი – ნეოპლატონიზმი – ნიჰილიზმი – რაციონალიზმი – პლატონიზმი – პოსტმოდერნიზმი – პრაგმატიზმი – სტოიციზმი – სქოლასტიციზმი – ფატალიზმი

ფილოსოფიის ისტორიული ფორმები
აღმოსავლური ფილოსოფია – ებრაული ფილოსოფია – ინდური ფილოსოფია – ისლამური ფილოსოფია – ჩინური ფილოსოფია – დასავლური ფილოსოფია: ანტიკური ფილოსოფია – გვიან ანტიკური ფილოსოფია – შუა საუკუნეების დასავლური ფილოსოფია – აღორძინების ხანის დასავლური ფილოსოფია – ახალი დროის დასავლური ფილოსოფია – თანამედროვე დასავლური ფილოსოფია

გამოჩენილი ფილოსოფოსები :

ავგუსტინე ნეტარი – ავეროესი – ავიცენა – არისტოტელე – ბეკონი, ფრენსის – ბერკლი, ჯორჯ – ბრენტანო, ფრანც – ბრუნო, ჯორდანო – ბოლცანო, ბერნჰარდ – დეკარტი, რენე – დერიდა, ჟაკ – დიოგენე – ეპიკურე – ვიტგენშტაინ ლუდვიგ - ზენონ ელეელი – თალეს მილეტელი – თომა აქვინელი – იაკობი, ფრიდრიხ ჰაინრიხ – იოანე პეტრიწი – კამიუ, ალბერ – კანტი, იმანუელ – კენტერბერიელი, ანსელმ – კონტი, ოგიუსტ – კონფუცი – ლაიბნიცი, გოტფრიდ ვილჰელმ – ლაო-ძი – ლოკი, ჯონ – ლუკრეციუსი – მაკიაველი, ნიკოლო – მალებრანში, ნიკოლა – მამარდაშვილი, მერაბ – მარკუს ავრელიუსი – მარქსი, კარლ – ნიცშე, ფრიდრიხ –ნუცუბიძე, შალვა – პასკალი, ბლეზ – პითაგორა – პლატონი – პლოტინი – რასელი, ბერტრან – რუსო, ჟან-ჟაკ – სარტრი, ჟან-პოლ – სპინოზა, ბარუხ – სოკრატე – უნამუნო, მიგელ დე – ფუკო, მიშელ პოლ – შოპენჰაუერი, არტურ – ჭავჭავაძე, ნიკოლოზ – ჯუან ძი – ჰაიდეგერი, მარტინ – ჰეგელი, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ – ჰერაკლიტე – ჰიუმი, დეივიდ – ჰობსი, თომას – ჰუსერლი, ედმუნდ

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A4%E1%...%83%98%E1%83%90


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Mar 27 2014, 02:21 AM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



IV-ნაწილი :
ამ დროს ღმერთი იმანენტური ანუ მთელ ბუნებასთან გაიგივებული რეალობაა; ყველაფერი მისი არსებობის გარკვეულ მოდუსებად წარმოგვიდგება. რაკი ყველაფერი ღმერთია, აბსოლუტური გაგებით აზრს კარგავს სიკეთისა და ბოროტების ცნება. ბოროტების არსებობა მხოლოდ იქ გვეჩვენება, სადაც ჩვენი კერძო ადამიანური ინტერესები კოსმიურ წესრიგს უპირისპირდება; პანთეისტურ სისტემებში აზრს კარგავს განღმრთობის ცნებაც. შემთხვევითი არაა, რომ ბუდისტური და ინდუისტური მისტიკური სწავლებების მიხედვით, სრულყოფილი ასკეტი პიროვნულობას კარგავს და უპიროვნო ღვთაებრივ სტიქიას შეერწყმის. ტრანცენდენტურ ანუ არაამსოფლიურ ბუნებას მოკლებულია ასევე ტრადიციული წარმართული პოლითეიზმის ღვთაებები. წარმათული პოლითეიზმის მიერ შთაგონებული ეთიკა არათუ ათავისუფლებს ადამიანს ამსოფლიური მიჯაჭვულობისაგან, არამედ საბოლოოდ ამონებს მას ამქვეყნიურ ღირებულებებსა და ოკულტურ ძალებს.
ერთ, პიროვნულ, ტრანცენდენტურ ღმერთს ქრისტიანობის გარდა იუდაიზმი და ისლამი აღიარებს. თუმცა ისლამი და იუდაიზმი არ იცნობს განკაცებული ღმერთის გამომხსნელ სიყვარულს. მათი ეთიკა არსებითად ნორმატიულ ხასიათს ატარებს. ისლამსა და იუდაიზმში ღმერთი ადამიანებისაგან მონურ მორჩილებას ითხოვს, იქ წარმოუდგენელია უფალთან მადლისმიერი ერთობის ქრისტიანული პერსპექტივა.
კაცობრიობის გამოხსნისათვის განკაცებული ღმერთი კაცობრივი გონებისთვის მიუწვდომელი ღვთაებრივი სიყვარულით ადამიანს უდიდეს სიკეთესთან ზიარებისკენ მოუწოდებს. ეს უდიდესი სიკეთე თავად უფალია. რაკი ადამიანს, როგორც ქმნილებას, ღმერთთან ბუნებითად გაიგივება არ შეუძლია, ამას იგი ღვთაებრივი მადლის შემწეობით მიაღწევს. ამაღლების შემდეგ, ქრისტეს მამის მარჯვენით დაჯდომით მან ეს პერსპექტივა რეალობად აქცია.
ქრისტიანობისთვის მთავარი არ არის ზნეობრივი მოძღვრება; ქრისტიანის უმთავრესი მიზანი ზნეობრივი ნორმების მორჩილება კი არ არის, არამედ მადლის საშუალებით ქრისტესთან გაიგივება. ქრისტიანული ეთიკა ქრისტეცენტრულია; ქრისტიანი, უპირველეს ყოვლისა, ქრისტეს ეძიებს; ამის შედეგია მცნებების აღსრულება, რადგან ღვთაებრივი მცნებების ჭეშმარიტი აღსრულება მხოლოდ ჩვენში ჩასახლებულ ქრისტეს შეუძლია. იგი თვითონვე აღასრულებს ჩვენში ჩვენს გამომხსნელ საქმეებს და თავადვე მიგვიძღვება ყოვლადწმინდა სამებასთან ქრისტესმიერი ერთობისაკენ.
ჩვენი სტატიის ბოლოს სახარებისეული უწყების ქრისტეცენტრული ბუნების ილუსტრაციას დავუთმობთ; ეს კიდევ უფრო ნათლად წარმოადგენს ქრისტიანული ეთიკის ქრისტეცენტრულ ხასიათს, რომლის შესახებაც ეს–ესაა ვისაუბრეთ.
დავიწყოთ იმით, რომ როგორც ეთიკური მოძღვრება ძველი აღთქმა უკვე შეიცავდა რელიგიური ეთიკის ორ უმნიშვნელოვანეს მცნებას: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით“ და „შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“ (მთ. 22. 37). აქედან გამომდინარე, წმინდა ზნეობრივი თვალსაზრისით, ქრისტიანობას არსობრივად ახალი მოძღვრების მოტანა არ შეეძლო; პრინციპული სიახლე, რომელიც ახალ აღთქმას ძველისაგან განასხვავებს, იესო ქრისტეს პიროვნებაა; თავად უფალიც შემდეგნაირად გადმოსცემს ახალი ქრისტიანული ზნეობის არსს: „ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი“ (ინ. 13. 34). როგორც ვხედავთ, ახალი მცნება უშუალოდ ქრისტეს პიროვნებას უკავშირდება, იგი ზოგადად ადამიანთა სიყვარულზე კი არ საუბრობს, არამედ იმ სიყვარულზე, რომელიც მასში გამომჟღავნდა. ქრისტეს პიროვნება სიყვარულზეც მეტია, ეს კარგად ჩანს უფლის სიტყვებიდან, რომელიც პირდაპირ მოსდევს „ახალ მცნებასთან“ დაკავშირებულ ზემოთ მოხმობილ ფრაზას: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ“ (ინ. 13. 35). აქედან კარგად ჩანს, რომ იესო ქრისტეს მოწაფეობა უფრო დიდია, ვიდრე ერთმანეთის სიყვარული. აქ „ერთმანეთის სიყვარული“ მასზე უფრო მაღალი ღირებულების – ქრისტეს მოწაფეობის ნიშანია; ვთქვათ, ვინმე გვეუბნება: „ქრისტიანები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ მკერდზე ჯვარს ატარებთ“. ყველასათვის ცხადია, რომ ქრისტიანი იყო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მკერდზე ჯვარს ატარებდე. იმავე ლოგიკასთან გვაქვს საქმე ქრისტეს მოწაფეობასა და სიყვარულთან დაკავშირებით.
ქრისტიანული მოძღვრებისა და ზნეობის ქრისტეცენტრულობა იმაშიც გამოიხატება, რომ არაქრისტიანული რელიგიური ტექსტებისაგან განსხვავებით, სახარება, უპირველეს ყოვლისა, ქრისტესადმი რწმენას ქადაგებს; მისი უმთავრესი მისია განკაცებული ღმერთის შესახებ ქადაგებაა და არა ახალი მორალური მაქსიმების ჩამოყალიბება; ქრისტეს ქადაგებების მთავარი ობიექტი თავად იგი არის: „იკვლევთ წერილებს, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე, ისინი კი ჩემზე მოწმობენ“ (ინ. 5. 39); „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით“ (ინ. 14, 6); „მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცოდინებოდათ“ (ინ. 14. 7); „მე ვარ პური სიცოცხლისა, ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასოდეს მოსწყურდება“ (ინ. 6. 35); „მე ვარ ნათელი სოფლისა, ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას“ (ინ. 8. 12) და ა. შ. როდესაც უფალი პირველად დაიწყებს ქადაგებას სინაგოგაში, ებრაელებს ძველ მოწოდებებს კი არ შეახსენებს სიყვარულის, სიწმინდის, ღვთისმოშიშების შესახებ, არამედ ესაია წინასწარმეტყველის მასზე ნათქვამ სიტყვებს კითხულობს და განმარტავს: „და მიაწოდეს მას ესაია წინასწარმეტყველის წიგნი, და გაშალა წიგნი და იპოვა ადგილი, სადაც დაწერილი იყო: „უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლებისა და ბრმათათვის თვალის ახელის გამოსაცხადებლად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად“ (ლკ. 4. 17–18).
უფალი იესო ქრისტე ღვთის სასუფევლის დასამყარებლად მოვიდა და არა სკოლის დასაარსებლად. სხვა რელიგიების დამფუძნებლები მათ მიერ დაარსებული რწმენის ობიექტები კი არ არიან, არამედ მედიატორები. ბუდას, მოსეს და მუჰამედის მიერ ნაქადაგები რელიგიების არსი მათ პიროვნებებს კი არ ეფუძნება, არამედ – მოძღვრებებს. ამ შემთხვევაში ადვილია მათი პიროვნებებისა და მოძღვრებების გამიჯვნა, ქრისტე კი ნეტარად იმას აცხადებს, ვინც მასში არ დაეჭვდება. უფალი მოწაფეებს იმას კი არ ეკითხება, რას ფიქრობს ხალხი მის მოძღვრებაზე, არამედ რად მიიჩნევენ მას. მღვდელმთავარმაც ტანისამოსი ქრისტეს მორალური მოძღვრების გამო კი არ შემოიხია, არამედ იმ სიტყვებისთვის, რომელიც უფლის პიროვნებას ეხებოდა.
აქედან გამომდინარე, ქრისტიანი, უპირველეს ყოვლისა, თავად ქრისტეს ანუ მასთან მადლისმიერ ერთობას ეძიებს; ქრისტესთან ერთობის გზა კი მასთან ზიარებას გულისხმობს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვეძლება უფლის მცნებების სწორი აღსრულება. სწორედ ამაზე ესაუბრება უფალი თავის მოწაფეებს საიდუმლო სერობის ჟამს: „თქვენ ჩემში დარჩით, მე კი – თქვენში, როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით. მე ვაზი ვარ, თქვენ კი – ლერწები, ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს ისხამს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ“ (ინ. 15. 4–5).
სხვა ეთიკური და რელიოგიური სისტემები კონცენტრაციას ადამიანურ საქმეებზე ახდენს და მათი უმთავრესი მიზანი ადამიანური საქმეების სწორი წარმართვაა. ამ თვალსაზრისით, ისინი ძალიან ბევრ შთამბეჭდავ მორალურ მაქსიმებს გვთავაზობენ. ქრისტიანობაში კი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, პირიქით, ღვთის სასუფეველი უახლოვდება სნეულებს (ლკ. 10. 9), ჯერ თავად ღმერთი მოდის ჩვენთან, გვაზიარებს თავის განღმრთობილ სხეულთან, თვითონვე შეგვეწევა მცნებების აღსრულებაში და თავად მიგვიძღვება ღმერთთან საბოლოო მადლისმიერი ერთობისაკენ. ამიტომ არის და უნდა იყოს ქრისტიანული ეთიკა ქრისტეცენტრული.
ჩვენი სტატია ნეტარი ავგუსტინეს ერთი ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზით გვინდა დავასრულოთ, რომელიც, ჩვენი აზრით, ამ სტატიის უმთავრეს იდეას გამოხატავს. ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ წარმართები და ამა სოფლის ბრძენნი ადამიანური სიკეთეების მოხვეჭას ესწრაფვიან და ამის მიღწევას თვითონ ან ღმერთების საშუალებით ცდილობენ, მაშინ როდესაც ქრისტიანი მხოლოდ ღმერთს ეძიებს და ამასოფელს მხოლოდ აღნიშნული მიზნის აღსრულების საშუალებად მიიჩნევს.

http://www.orthodoxtheology.ge/guligonieri2/#more-4681


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
A.V.M   ფილოსოფიის შესახებ   Feb 23 2014, 12:46 AM
†სერგი†   ინტერესნო. გურამ ს...   Feb 23 2014, 02:13 PM
A.V.M   †სერგი† პლატონის ფ...   Feb 24 2014, 01:30 AM
შანკარა   წმ. ანდრია პირველწ...   Mar 2 2014, 02:00 PM
MIRDAT   შანკარა შეუძლებელ...   Mar 2 2014, 03:29 PM
A.V.M   MIRDAT სანამ არ გასხივ...   Mar 2 2014, 07:37 PM
MIRDAT   A.V.M აი ეგ ნაწერი გას...   Mar 3 2014, 02:38 AM
A.V.M   ეთიკის ფილოსოფიურ...   Mar 25 2014, 03:24 AM
A.V.M   II - ნაწილი : თუმცა პლ...   Mar 27 2014, 01:50 AM
A.V.M   III - ნაწილი : მართალი...   Mar 27 2014, 02:08 AM
A.V.M   IV-ნაწილი : ამ დროს ღმ...   Mar 27 2014, 02:21 AM
G_saxva   A.V.M ამდენს რომ წერ წ...   Mar 27 2014, 09:50 AM
A.V.M   G_saxva ბატონი თემურ ბუ...   Mar 28 2014, 01:08 AM
G_saxva   A.V.M კი მინდა წაკითხვ...   Mar 28 2014, 09:18 AM
A.V.M   გადაკოპირე და ნელ-...   Mar 29 2014, 03:24 PM
A.V.M   ,, მრევლიც რა ხედავს...   Jul 18 2014, 02:27 PM
A.V.M   მართალია თემა ნაკლ...   Aug 22 2014, 07:07 PM
A.V.M   ,,მამრისა და მდედრი...   Aug 25 2014, 04:01 PM
G_saxva   ,,მამრისა და მდედრი...   Aug 26 2014, 09:55 AM
A.V.M   ,,რა მომწიფდებიან ი...   Aug 29 2014, 12:46 AM
A.V.M   ,,სიყვარული არის სუ...   Aug 30 2014, 12:29 AM
A.V.M   ,, სიყვარული სრულია...   Aug 30 2014, 11:46 PM
A.V.M   ,, ყველა სულდგმული თ...   Sep 1 2014, 09:59 PM
A.V.M   ცოტა ხანი მოვშორდე...   Sep 2 2014, 12:07 PM
A.V.M   ფოიერბახის კითხვა ...   Sep 3 2014, 05:51 PM
A.V.M   რამდენიმე დღის წინ...   Sep 9 2014, 12:34 AM
G_saxva   A.V.M ყველაზე ემტად ფი...   Sep 9 2014, 11:20 AM
A.V.M   G_saxva ჰეგელისა და კან...   Sep 9 2014, 02:10 PM
A.V.M   ,, ასე და ამრიგად , დღ...   Sep 24 2014, 12:24 AM
marine   „ათენის ერთ-ერთ ქუ...   Nov 3 2014, 06:05 PM
marine   "ინდეფერენტიზმი ...   Nov 27 2014, 11:07 PM
marine   "ინი და იანი - ძველ...   Dec 16 2014, 09:37 PM
marine   "ძველ საბერძნეთშ...   Dec 28 2014, 05:01 PM
marine   "ცოდნის უზოგადეს...   Dec 28 2014, 08:04 PM
marine   "დაფარო საკუთარი ...   Dec 28 2014, 09:30 PM
A.V.M   ეს სიტყვები მსხვილ...   Jan 11 2015, 08:06 PM
marine   "გარედან მიღებულ...   Feb 3 2015, 07:14 PM
marine   "ბრძენი ბევრს ფიქ...   Feb 3 2015, 11:22 PM
marine   "ნეტარ ავგუსტინე...   Feb 22 2015, 11:12 PM
marine   "ფილოსოფია მხოლო...   Mar 1 2015, 09:53 PM
marine   "მოექეცი ყველას ს...   Mar 15 2015, 09:22 PM
marine   "ქრისტიანი ფილოს...   Mar 18 2015, 10:27 PM
marine   "ლეონტისათვის [იე...   Mar 29 2015, 10:28 PM
marine   "მაგიზმში ფარულა...   Apr 24 2015, 10:03 PM
marine   "მლოცველთა და ასკ...   Apr 27 2015, 08:23 PM
marine   "მე მაკვირვებს ვა...   Apr 28 2015, 09:57 PM
marine   ერთმა კაცმა კითხა ...   Jul 16 2015, 01:50 PM
marine   "ჭკუა მატერიალურ...   Jul 22 2015, 11:59 AM
marine   "სიბრძნე - ეს არის ...   Jul 30 2015, 11:04 PM
marine   "სიმამაცე: ანტიკუ...   Aug 2 2015, 09:58 PM
marine   "ის, ვინც მისდევს ...   Aug 2 2015, 11:09 PM
marine   „ვისთვისაც მცირედ...   Aug 2 2015, 11:23 PM
marine   „ფილოსოფოსი ის კაც...   Aug 3 2015, 10:57 AM
marine   "ღმერთი არც წარმა...   Aug 15 2015, 09:15 PM
marine   "იმედი პიროვნები...   Sep 15 2015, 09:25 PM
marine   "როგორც ერთი ფილო...   Sep 26 2015, 09:31 PM
marine   "ადრეულ ეპოქაში ყ...   Sep 29 2015, 11:06 PM
marine   "სიბრძნე ჭაღარაა ...   Sep 30 2015, 07:32 PM
marine   "წმინდა იოანე ოქრ...   Oct 12 2015, 08:21 PM
marine   "ფილოსოფიური გან...   Oct 22 2015, 09:33 PM
marine   „იყო მრავალი ნიჭით...   Nov 8 2015, 10:32 PM
marine   "არსებობს სამართ...   Dec 1 2015, 11:33 AM
marine   "წმინდა გრიგოლი [...   Dec 21 2015, 12:25 PM
marine   "ყველაზე დიდი ფილ...   Dec 21 2015, 02:19 PM
marine   "სახე უბრწყინავდ...   Dec 23 2015, 09:49 PM
marine   "ქრისტიანული რწმ...   Jan 4 2016, 05:12 PM
marine   "ფილოსოფოსები ღმ...   Jan 15 2016, 07:15 PM
marine   რელიგიურ-ფილოსოფი...   Jan 28 2016, 07:31 PM
marine   "ბევრი რამ ხდება, ...   Feb 2 2016, 10:22 PM
marine   "ქრისტესმიერ ფილ...   May 27 2016, 12:32 PM
marine   " - ვინ არის ჭეშმარ...   Jul 19 2016, 10:55 PM
marine   "გონი, ღვთაებრივ ...   Dec 5 2016, 01:28 PM
marine   "ჰუმანიტარუილი ფ...   Jan 4 2017, 10:59 AM
marine   "ჩინელი ფილოსოფო...   Jun 9 2017, 12:38 PM
marine   "როცა ბიზანტიის ქ...   Jul 20 2017, 12:21 PM
marine   "ფილოსოფიას არა ა...   Jul 23 2017, 12:48 PM
marine   "ფილოსოფიის ცნებ...   Aug 30 2017, 10:43 AM
marine   „ქრისტიანმა მამებ...   Sep 24 2017, 09:59 PM
marine   "ფილოსოფია მხოლო...   Nov 13 2017, 08:56 PM
marine   "ღირსი ანტონი ერთ...   Jan 16 2018, 07:46 PM
marine   "პლატონი, თავისი ...   Aug 28 2018, 01:27 PM
marine   "პრაქტიკული ფილო...   May 7 2019, 08:27 PM
marine   "ფილოსოფიური გან...   Jul 3 2019, 05:09 PM
marine   "ქრისტიანი მამებ...   Aug 20 2019, 08:04 PM
marine   "ამქვეყნიურობიდ...   Oct 8 2019, 06:10 PM
marine   "ფილოსოფია, როგორ...   Mar 28 2020, 08:25 PM
marine   "მიჩნეულია, რომ რ...   Jan 9 2021, 09:20 PM
marine   "მოსეირნე ფილოსო...   Mar 12 2021, 05:45 PM
marine   "ყველა სახელოვან...   Jun 24 2021, 08:38 PM
marine   "ბერძენი მოაზროვ...   Jul 5 2021, 02:00 PM
marine   "ქრისტიანმა იცის ...   Jul 25 2021, 04:40 PM
marine   "ალექსანდრიაში ე...   Sep 1 2021, 08:11 PM
marine   "იუსტინე მარტვილ...   Sep 3 2021, 08:29 PM
marine   "თავი აარიდე ფილო...   Sep 7 2021, 07:44 PM
marine   "ფილოსოფიაც თავი...   Sep 21 2021, 08:35 PM
marine   „საერთოდ ფილოსოფი...   Nov 3 2021, 09:43 PM
marine   "ყოველივე ხილული ...   Jan 23 2022, 06:44 PM
marine   "ერთმა ფილოსოფოს...   Jan 23 2022, 09:53 PM
marine   "IX საუკუნის საქარ...   Feb 28 2022, 03:25 PM
marine   "ფილოსოფოსები თა...   Apr 6 2022, 02:40 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 04:30 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი