პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Mar 30 2014, 11:42 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ილია მეორე - ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა სიკეთე უარყოფილია
ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა სიკეთე უარყოფილია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა. როგორც უწმინდესმა სამების საკათედრო ტძარში საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, "ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა ხალხმა დაივიწყა, რა არის ნამდვილი ფასეულობა, რას უნდა მივსდევდეთ". "ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ცოდვა ცოდვად აღარ ითვლება, როცა პირიქით - სიკეთე უარყოფილია. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ადამიანი განსაკუთრებით ხედავს სხვის ცოდვებს, განკითხვაშია და თავის ცოდვებს ვერ ხედავს", - ბრძანა პატრიარქმა. ქადაგებისას ილია მეორემ წმინდა მამა იოანე კლემაქსის, კიბისაღმწერელის ხსენების დღეზეც ისაუბრა. მისი თქმით, სულიერი კიბე, ყოველი ადამიანის წინაშე დგას და ამ კიბეს აქვს ორი გზა, ერთი ზემოთ, მეორე ქვემოთ. "ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც შესწევს ძალა, რომ იაროს მაღლა. უპირველეს ყოვლისა ადამიანს უნდა გააჩნდეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, სიყვარული, სიხარული და ვისაც აქვს ჭეშმარიტი სარწმუნეობა, ღმერთი აძლევს მრავალ სიკეთეს", - განაცხადა ილია მეორემ. დიდმარხვის მეოთხე კვირიაკეს, დღეს ტაძრებში წმინდა მამის, იოანე კლემაქსის, კიბისაღმწერელის ხსენება აღინიშნება. ღირსმა იოანე კლემაქსმა აღწერა სულიერი კიბე, რომლითაც ღვთივსათნო ცხოვრებით მოღვაწეები უფალთან მიდიან. წმინდა მამა მე-7 საუკუნეში მოღვაწეობდა. გადმოცემით იგი 16 წლის ასაკში სინას მთაზე მივიდა. მონასტერში ოთხი წელი დაჰყო და შემდეგ ბერად აღიკვეცა. მოგვიანებით კი, 40 წელი უდაბნოში განმარტოებული ცხოვრობდა. დიდმარხვის შემდგომ კვირას წმინდა მარიამ ეგვიპტელის ხსენება აღინიშნება. დიდმარხვა 3 მარტს დაიწყო და 20 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება. პატრიარქმა დღეს განკითხვის ცოდვის შესახებაც ისაუბრა. როცა პატრიარქს ეტყვი - შენს განკითხვაში ვარო, ისიც უნდა უთხრა, რატომ, - აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. "ერთი კვირის წინ მე მოვედი აქ იმ დროს, როცა წირვა-ლოცვა არ იყო. ხალხი ბევრი იყო და ერთ-ერთი ქალბატონი მეუბნება, უწმინდესო, სულ თქვენს განკითხვაში ვარო. მე ვკითხე მას, რატომ ხარ მეთქი განკითხვაში და ის უკან წავიდა. მართალია, განსაკითხავი ბევრია ჩემში, მაგრამ ასე თქმა, პატრიარქს რომ ეტყვი შენს განკითხვაში ვარო, ისიც უნდა უთხრა, რატომ ხარ. ისიც უნდა უთხრა, რას ხედავ, იქნებ მე ვერ ვხედავ და ის ხედავს, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ", - აღნიშნა პატრიარქმა. ამასთან, მან ის შემთხვევა გაიხსენა, როდესაც ერთ-ერთმა ადამიანმა კალისტრატეს, ყოფილ პატრიარქს იუდა უწოდა. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, იმის მაგივრად, უწმინდესი აღელვებულიყო, მას უთხრა, რომ ის არ იყო იუდა და ის იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. "ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ განკითხვაში. შეიძლება მართლა ცოდვილია ადამიანი, შენ ხედავ იმის ნაკლს, მაგრამ იმას ხომ ვერ ხედავ, როგორ ინანიებს, როგორ დასცინის თავის თავს და ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ადამიანი განსაკუთრებით ხედავს სხვის ცოდვებს, განკითხვაშია და თავის ცოდვებს ვერ ხედავს. რომელიც განიკითხავს სხვა ადამიანს, თვითონ ვარდება იმ ცოდვაში", - ბრძანა უწმინდესმა. ამასთან, პატრიარქმა უფალს სთხოვა იმის ძალა, რომ "ჩვენ დავინახოთ ჩვენი ცოდვები და არ განვიკითხოთ ჩვენი მოყვასი". წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/100266-il...l#ixzz2xTdDdXn4 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 08:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი