სპორტი, საუბარი , სპორტის სხვადასხვა სახეობების შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სპორტი, საუბარი , სპორტის სხვადასხვა სახეობების შესახებ |
A.V.M |
Apr 3 2014, 12:52 AM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მოკლედ გადმოვცემ თემის აზრზს .
აქ ვისაუბრებთ ხოლმე სპორტის სხვადასხვა სახეობის , ჩვენი საყვარელი გუნები სპორცმენების თუ სხვა სიახლეების შესახებ . ვახოთ , თუ გაამართლებს ხომ კარგი . თუ არადა ადვილია დახურვა . -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Apr 5 2014, 10:33 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
სტადიონია თუ სასაკლაო? "ბეთლემი" - "სულორის" მატჩის მსაჯს 52 ნაკერი დაადეს
AutoSharing Option Yes No 12:30 05-04-2014 2 აპრილს ქობულეთში, "ჩელე არენაზე" გამართულ სკანდალურ მატჩზე "ლელო" უკვე წერდა. პირველი ლიგის "ა" ზონის ლიდერების, ქობულეთის "შუქურასა" და ფოთის "კოლხეთი-1913"-ის მატჩი 6 წუთით შეწყდა: მიზეზი გულშემატკივართა დაპირისპირება იყო. სამართალდამცავებმა რეაგირება დროულად მოახდინეს, მაგრამ თამაშის დასრულების შემდეგ ფოთელ გულშემატკივრებს რამდენიმე ადგილობრივი ფანი თავს დაესხა. შედეგად, რამდენიმე სტუმარი დაშავდა, მათი ავტობუსი კი დაზიანდა. ამასთან დაკავშირებით, ქობულეთის "შუქურას" ფანკლუბმა განცხადება გაავრცელა: "ამ საქციელს ვგმობთ და აღვნიშნავთ, რომ ქობულეთის "შუქურას" ოფიციალური ფანკლუბის, "ვიკინგების" წევრები ავტობუსის დაზიანებაში არ ვმონაწილეობდით. "შუქურა" ისევ პირველ ადგილზეა, თუმცა ამ ფაქტმა დიდი ზიანი მიაყენა კლუბს და სტადიონს. პროვოკაცია ფოთის გულშემატკივრებმა წამოიწყეს. კერძოდ, ფეხბურთელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა ისმოდა, როდესაც "შუქურა" 1:0 დაწინაურდა. ამ პროვოკაციას "ვიკინგებიც" წამოეგნენ და თამაში 6 წუთით შეჩერდა, თამაშის ჩაშლას არაფერი აკლდა... ამას დაემატა მსაჯის უყურადღებობა გარკვეულ მომენტებში, რამაც ისედაც გაღიზიანებული გულშემატკივრების აგრესია გამოიწვია. რაც დღეს მოხდა, სამარცხვინოა. კლუბები სანქციების მოლოდინში არიან. რას გადაწყვეტს ფედერაცია, ამას მალე შევიტყობთ. თუმცა, იმედია, სტადიონისთვის მიყენებული ზიანის შედეგები მალე გამოსწორდება. იმედია, მომხდარი "კოლხეთის" ფან-კლუბისთვის კარგი მაგალითი იქნება და ისწავლიან, რომ მეტოქეს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო, მით უფრო, სტუმრად! აქვე იმედს ვიტოვებთ, რომ არბიტრები მომდევნო თამაშზე "ფხიზლად" იქნებიან". საინტერესოა, რომ შეხვედრამდე "შუქურასა" და თავად ფანკლუბის ხელმძღვანელები თადარიგს იჭერდნენ და გულშემატკივარს თავშეკავებისკენ მოუწოდებდნენ. თურმე, "ჩელე არენაზე" საგანგებო შეხვედრაც შედგა გუნდის და ფანკლუბის თავკაცებს შორის, სადაც "შუქურა" ფანებს სთხოვდა, რომ სტადიონზე მაქსიმალურად თავშეკავებულნი ყოფილიყვნენ. თავად ფანკლუბის წევრები აცხადებდნენ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაწესებულ ნორმებს გაეცნენ, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება სტადიონზე და ერთმანეთს მოუწოდებდნენ, მაქსიმალურად თავშეკავებულნი ვიყოთო. სამწუხაროდ, ეს უსიამოვნო ამბავი მაინც მოხდა. არანაკლებ სკანდალური გამოდგა 28 მარტს ქედაში გამართული შეხვედრა, სადაც "ბეთლემისა" და ვანის "სულორის" მატჩი შეწყდა. 87-ე წუთზე, როდესაც 0:0 იყო, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. ამ დროს, სამსაჯო-საინსპექტორო განყოფილების უფროსის, ლევან მიქელაძის ინფორმაციით, მსაჯს, აბო მონიავას მასპინძელთა ფეხბურთელები მისცვივდნენ, მერე კი სტადიონზე 70-მდე ადამიანი შეიჭრა და ისე საშინლად სცემეს, 52 ნაკერი დაადეს! ძნელი სათქმელია, რა ხდება ქართულ სტადიონებზე. ეს პოლიტიკა არაა, წინასწარ დადგმულ პროვოკაციებზე რომ ვილაპარაკოთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოედანზე ეს ამდენი შევარდნაც ტოტალიზატორთან კავშირში იყოს. იქნებ მიზეზი ქართული ფეხბურთისადმი დაკარგული ნდობაა, მათ შორის, მსაჯების მიმართაც? იქნებ სწორედ ამიტომაა, მსაჯების სამართლიან გადაწყვეტილებასაც ხალხი ეჭვით რომ უყურებს? მაგრამ ამ ეჭვების გამო ადამიანის სასიკვდილოდ გამეტება დიდი ცოდვაა. ყველაზე საწყენი ისაა, ეს ერთი მუჭა ქართველები მთელ ენერგიასა და შემართებას ერთმანეთის დაჭმაში რომ ვხარჯავთ. ასეთი ფეხბურთი არავის სჭირდება. ბოლოს და ბოლოს, სტადიონები სასაფლაოს არ უნდა დაემსგავსოს. P.S. საშეჯიბრო განყოფილების უფროსის, დიმა ბოკერიას თქმით, მომხდარ ფაქტებზე სადისციპლინო კომიტეტი ორშაბათს იმსჯელებს: "წინასწარ ვერ ვიტყვი, სადისციპლინო კომიტეტის წევრები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ სანქციები მკაცრი იქნება". http://sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhb...eri-daades.html ჩემი ინიციატივა ძალაშია - აიკრძალოს საქართველოში ფეხბურთი ! -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 09:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი