ახალი აღთქმა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ახალი აღთქმა |
iohanan |
Apr 9 2014, 06:31 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 260 რეგისტრ.: 9-April 14 წევრი № 13,661 |
მოგესალმებით,გილოცავთ ხარების მრწყინვალე დგესასწაულს (დაგვიანებით)
მაქვს რამდენიმე შეკითხვა: 1.რატომ იყო ქრისტე ებრაელი? 2.რატომ არ პასუხობს იესო პილატეს შეკითხვას რა არის ჭეშმარიტებება? 3.რას ნიშნავს იესოს პასუხი მღდელმთავრების და პილატეს შეკითხვაზე - "შენ ამბობ" 4.არიან თუ არა ებრაელები დამნაშავენი ქრისტეს ჯვარცმაში და თუ კი თუ დაისაჯნენ ამისთვის? 5.იოანე ითვლება უფლის საყვარელ მოწაფედ?და რატომ? (ბოდიშს გიხდით ბევრი შეკითხვისთვისsmile.gif )დიდი მადლობა. -------------------- ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21) მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25) მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34) |
A.V.M |
Apr 10 2014, 11:27 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
iohanan
ციტატა 1.რატომ იყო ქრისტე ებრაელი? ძალიან ბევრი პასუხი შეიძლება ამას ჰქონდეს , მაგამ რაც ყველაზე მეტად მისასადაგებელი და დამაჯერებელი მომეჩვენა , იმას დაგიწერ და შემდეგ , მსჯელობა განვავითაროთ . ებრაელებს , მიცემული ჰქონდათ უფლისგან რჯული , რომელიც უნდა დაეცვათ , თუმცა , ისინი საკუთარ ნაჭუჭში იყვნენ ჩაკეტილები . ამირომ , საჭირო გახდა მხსნელის მოსვლა ამ წიაღიდან . ერთის მხრივ იმიტომ რომ ძველი რჯული სრულეყო , მეორე მხრივ კი , ძველი ისრაელი შეეცვალა ახალი ისრაელით . ამას კი ვერავინ შეძლებდა სხვა , თუ არა ტომით ისრაელი .ამავდროულად , სათქმელიც არ უნდა ჰქონოდათ ებრაელებს , რომ სხვა წიაღიდან მოსულმა შეცვალა მათი აზროვნება და იძალავა მათზე . ზოგადად , იმდენად ჩაკეტილი იყო , იუდეველთა საზოგდოება , რომ თავისიანიც კი არ დაინდეს , რომელიც განსხვავებულს ასწავლიდა და ეს ხალხი , სხვა ეროვნების წარმომადგეელს როგორ და რაში დაუჯერებდა . 2-3 შეკითხვას , მიუთითე მუხლები და კონკრეტულად იმაზე ვიმსჯელოთ , გადახტომა-გადმოხტომა რომ არ გამოგვივიდეს . რომელი სახარების რომელი მუხლი გაინტერესებს ზუსტად , ეგ მითხარი და მსგავსები მომენტები, განხილვისას წამოვწიოთ . ციტატა 4.არიან თუ არა ებრაელები დამნაშავენი ქრისტეს ჯვარცმაში და თუ კი თუ დაისაჯნენ ამისთვის? რა თქმა უნდა არიან და რა თქმა უნდა დაისაჯნენ . ბევრი რომ არ გავაგრძელო და ისრაელის ისტორია რომ არ მოვყვე , ახ.წ. 69 წელი გაიხსენე , რომაელებმა ,,გუთანი გადაატარეს იერუსალიმს'' და სახელიც კი შეუცვალეს მას - ,,ელია კაპიტოლინა.'' მიწით დაფარეს იგი და შიგ მცხოვრებნი გაჟლიტეს . ციტატა 5.იოანე ითვლება უფლის საყვარელ მოწაფედ?და რატომ? ეგ ცნება გარკვეულ ასპექტში პირობითობასა შეიცავს მაგრამ გიპასუხებ : ა - იმიტომ რომ ასაკით ყველაზე უმცროსი იყო და სრულიად ბუნებრივია , ასაკით მცირესთან მაგდაგვარი დამოკიდებულება (ჩვენი ცხოვრება გავიხსენოთ თუნდაც , რა დამოკიდებულება გვაქვს ბავშვებთან და რა უფროსებთან) ბ-ხორციელი ნათესავი იყო იესოსი იოანე , თან ძალიან ახლობელი . გ-თავად იოანეს უყვარდა გამორჩეულად იესო . (და არა ისე ,,ფეთქებადად'') როგორც ეს გრძნობა პეტრეს ჰქონდა . -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი