![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
:_მარიამი_: |
![]()
პოსტი
#1
|
![]() gvirila_mari ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 ![]() |
სქიმ-არქიმანდრიტი ვიტალის ლოცვა
უფალო, ღმერთო ჩვენო! როგორ ვერასოდეს ვიქცევით შენს მოსაწონად, რაც არ გსურს იმას ვაკეთებთ, დაგვჯაბნა ცოდვებმა და ვნებებმა, მოწყალეო, ყოვლის შემძლევ, შენი მადლით შეეხე ჩვენს გულებს, მოგვეცი ძალა ცოდვებთან ბრძოლისა, განგვაშორე მაცდური ეშმაკი, მფარველი ანგელოზი მოგვივლინე, მისივე ძალით გვიხსენი, შენ თვითონ თქვნი უფალო, რომ ცოდვილთა საცხოვნებლად მოხვედი; შენ, შენ თვითონ თქვი მოწყალეო, რომ ცოდვილის სიკვდილი კი არ გსურს, არამედ მის სინანულს მოელი. თვითონვე ბრძანე შენი უწმინდესი ბაგეებით:"ჩემთან მოსულს არ განვაგდებ". და აი, მოგეახლენით, სასოო ჩვენო, შენს ფეხებთან დამხობილნი ვქვითინებთ, ღმერთო და მეუფეო ჩვენო, ნუ მოგვარიდებ სახეს შენს ქმნილებებს, თუმცა ცოდვილნი ვართ, მაგრამ მაინც შენ გეკუთვნით, მოგვანიჭე სიმტკიცე და ძალა, რათა დავძლიოთ ჩვენი ბოროტი, ცოდვიანი ჩვევები. ამინ! |
![]() ![]() |
Georg |
![]() ![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 ![]() |
ციტატა დემეტრეს წინ გამოსახული მავედრებელი ფიგურის ინდენფიცირება დღეისათვის ძალზე ჭირს ფრესკის ძლიერი დაზიანების გამო შეიძლება აქ გამოსახული უდაბნოს მონასტრის წინამძღვარია ამ პერიოდის წერიოლობითი წყაროდან ირკვევა რო მონასტრის მოწესე ყოფილა ვინმე ანტონი შეიძლება ვივარაუდოთ რო ფრესკაზე ეს ანტონი გამოისახა კიდეც მეფე დემეტრეს წინაშე მავედრებლი . Liliana დიდი მადლობა ქართველი ერის ისტორიის საინტერესო პრობლემის გაცოცხლებისათვის, ამ საკითხთან დაკავშირებით (დემეტრეს წინ გამოსახული მავედრებელი ფიგურის ინდენფიცირება), შენდობის თხოვნით, ერთ აზრს მოგახსენებთ: ჩვენი წმინდა მეფის (1271-89წწ), დემეტრე II თავდადებულის (1259-89წწ) მოწამეობრივი გარდაცვალების თვითმხილველი იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (1282-1310) აბრაჰამ I, აბრაამი, აბრამი (მანამდე მეფის ჯვარმტვირთველი), წინამორბედმა პატრიარქმა ნიკოლოზმა, რომელიც გადადგა პატრიარქობიდან (თუ ვინმეს აინტერესებს მიზეზი ამ გადადგომისა - მოგახსენებთ), თავის ხელით აკურთხა აბრაჰამ I კათოლიკოსად. დემეტრემ პატრიარქ აბრაჰამ I –ს გაანდო სიკვდილის წინ აღსარება და მიიღო მისგან ზიარება. აქედან გამომდინარე, საფუძველს მოკლებული არაა აზრი, რომ დემეტრეს წინ გამოსახული მავედრებელი ფიგურა პატრიარქ აბრაჰამ I-ისაა. -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 06:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი