წმინდანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანობა |
Ismail |
Oct 4 2008, 02:08 PM
პოსტი
#241
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ხოდა რა მაინტერესებს:
ქრისტიანული ეკლესია ხო წმინდანად შერაცხავს ხოლმე გარკვეულ პიროვნებეს, ვინც, თავისი ცხოვრებით გამორჩეული იყო მრავალმხრივ... ხოდა: 1. ადამიანი იმიტომ ხდება წმინდანი, რომ მას ეკლესია შერაცხავს წმინდანად (ანუ ადამიანები შერაცხავენ წმინდანად) და იგი შერაცხვამდე წმინდანი არ იყო; თუ 2. ესა თუ ის ადამიანი ისედაც არის წმინდანი და ეკლესიის მიერ მისი წმინდანად შერაცხვა მხოლოდ ამის აღიარებას (თუ რაღაც მსგავსს) წარმოადგენს. ? ანუ წმინდანად შერაცხვა არის წმინდანობის საფუძველი თუ პირიქით, - წმინდანობის შედეგი? მაგალითად, ილია ჭავჭავაძე რომ წმინდანად არ შეერაცხა ეკლესიას, იგი ფრესკებზე და ხატებზე შარავანდედით არ გამოისახებოდა, არ იარსებებდა მისი ტროპარი და სხვა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძე წმინდანი არ იქნებოდა? -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
guest1 |
Apr 23 2014, 08:48 PM
პოსტი
#242
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
ქრისტე აღსდგა
ყველა ქართველ და არაქართველ ქრისტიანს ვულოცავ ამ დღესასწაულს. გისურვებთ ყველას სიწმინდისაკენ სვლას, წმინდა მოძღვრის პოვნას. განვაგრძობ, თქვენის ნებართვით, წმინდანთა სწავლებას წმინდანობაზე და მღვდლობაზე. ქვემოთ მოცემულია მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსის ვრცელი ციტატა მისი წიგნიდან "მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია: ციტატა დიონისე არეოპაგელის ღვთისმეტყველების თანახმად ეპისკოპოსი სულიერი ცხოვრების მცოდნეა, ღვთისმხილველია და აქვს თავად განღმრთობის გამოცდილება. ამიტომ "მღვდელმთავრის ღვთაებრივი წოდება არის პირველი ღმერთისმხილველ წოდებათა შორის. ეს არის უკანასკნელი ხარისხი"109. მღვდელმთავარი განღმრთობის ნაყოფია, რადგან განღმრთობა განიცადა თავად და ეხმარება სხვა ქრისტიანებს მადლით განღმრთობის გზაზე. "მღვდელმთავრის ხარისხი მოითხოვს თვითსრულყოფას. განღმრთობის განცდას, რასაც გადასცემს მასზე დაბალ საფეხურზე მდგომთ მათი ღირსების შესაბამისად, გადასცემს თავის განღმრთობის ნაწილს"110. დიონისე მღვდელმთავრად ასახელებს "ღმრთივშთაგონებულ და ღვთიურ ადამიანს, რომელიც წმინდა ცოდნის მფლობელია და მისი მაგალითით სრულდება და შეიცნობა მთელი იერარქია"111. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, დიონისე არეოპაგელის მიხედვით ეპისკოსპოსი უნდა იყოს არამარტო წმინდანი, არამედ დიდი წმინდანი (ანუ განღმრთობილი).ვნახოთ ისევ რა არის ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება და რა არის დამახინჯებული "ღვთისმეტყველება": ციტატა თეოლოგიაც ვერ ჩაითვლება ფილოსოფიად, ისიც მკურნალი მოძღვრებაა. მართლმადიდებლური თეოლოგია ნათლად გვიჩვენებს, რომ ერთი მხრივ იგი კურნების ნაყოფია და მეორე მხრივ არის კურნებისკენ მიმავალი გზა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, ვინც განიკურნა და ღმერთთან კავშირშია, ღმრთისმეტყველია, მხოლოდ მას შეუძლია ქრისტიანებს კურნების ჭეშმარიტი გზა უჩვენოს. ანუ, ღვთისმეტყველი შეიძლება იყოს მხოდლო-და-მხოლოდ წმინდანი (განკურნებული ადამიანი) და არა ცოდვებით დაავადებული.ღვთისმეტყველი არის მამა გაბრიელი და მისი სულიერი მოწაფე (ან მოწაფეები), რომელსაც მამა გაბრიელმა სულიერი მღვდელთმთავრობის ხელი დაასხა. ღვთისმეტყველი არის მამა გაბრიელის სულიერი მასწავლებლები - ბეთანიელი წმინდა მამები. ხოლო, ედიშერ ჭელიძე, ანდრია კურაევი და სხვები თვით საჭიროებენ მკურნალობას და აქედან გამომდინარე ღვთისმეტყველები ვერ იქნებიან. აი კიდევ რას წერს მიტროპოლიტი თანამედროვე ღვთისმეტყველებაზე: ციტატა ჩემი აზრით, თანამედროვე ღმრთისმეტყველება რაციონალისტურია. მისი საყრდენი “სიმდიდრე” აზროვნებაა. საყურადღებოა არქიმანდრიტ სოფრონისეული შეფასება: “წარმოსახვის ერთი სახეობა, რაზეც გვსურს ვისაუბროთ არის ლოგიკით ღვთაებრივ სამყაროში შეჭრა და მისი განმარტება. ასეთ მცდელობას ყოველთვის წარმოსახვა ახლავს, რასაც მრავალნი უწოდებენ ‘ღმრთისმეტყველების შემოქმედებას’. გონიერი ღმრთისმეტყველების მოღვაწე და წმინდად მლოცველი თავის თავში ებრძვის ამგვარ ‘შემოქმედებას’, რადგან ის ჭეშმარიტი არსებობის საპირისპირო პროცესია და ამ დროს ადამიანი თავად ქმნის ღმერთს საკუთარი წარმოსახვით და თავის მსგავსად”908. არქიმანდრიტი სხვა ადგილას წერს:, რომ ღვთისმეტყველ-რაციონალისტი აგებს თავის სისტემას არქიტექტორის მსგავსად და იყენებს ემპირიულ და მეტაფიზიკურ აზრებს სამშენებლო მასალად და იმას კი არ აქცევს ყურადღებას, რამდენად შეესაბამება მისი იდეალური შენობა რეალურს, არამედ ფიქრობს შენობის დიდებულებაზე. თავის სისტემის ჰარმონიულობაზე ლოგიკური თვალსაზრისით. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, დიდმა ადამიანებმაც კი ვერ გაუძლეს ამგვარ ცდუნებას, რომლის თავი და თავი არის ამპარტავნება. რაციონალისტი თეოლოგისთვის ისევე ძვირფასია თავისი მოსაზრება, როგორც დედისთვის შვილი. თავის შემოქმედება საკუთარი თავივით უყვარს, მასთან აიგივებს და თავის სფეროში იკეტება. ზოგჯერ ასეთ შემთხვევაში ადამიანური ჩარევა გარედან უშედეგოა, თუკი თვითონ რაციონალისტ-თეოლოგი არ გამოეთიშება ე.წ. სიმდიდრეს. სხვაგვარად ვერასოდეს ვერ შეძლებს წმინდად ლოცვას და ჭეშმარიტ ჭვრეტას უფლისას" ციტატა ზემოთ შევნიშნე, რომ ბევრი ჩვენგანი ღმრთისმეტყველებას მკურნალ მეცნიერებად არ აღიარებს. ჩვენ არ ვიცნობთ მართლმადიდებლური მოღვაწეობის არსს. თუ წავიკითხავთ “სათნოებათმოყვარეობას” (φιλοκαλία), სადაც თავმოყრილია თეოლოგიური მეთოდების ამსახველი მნიშვნელოვანი თხზულებები, დავინახავთ, რომ მათი უმრავლესობა სულის ვნებათაგან განკურნებაზე მოგვითხრობს. ჭეშმარიტად: ჩვენ არ ვიცნობთ მართლმადიდებლურ სწავლებას და იმიტომ არის, რომ მამა გიორგი ბასილაძეს ზოგერთი "ღვთისმეტყველი" აკრიტიკებს. მამა გიორგი არის ღვთისმეტყველი. მამა გიორგის სწავლებაში გადმოცემულია ყველაფერი ზუსტად ისე, როგორც დიდი წმინდა ბერების თხზულებებში, რომელიც თავმოყრილია "სათნოთმოყვარეობაში" ანუ "ფილოკალიაში".ციტატა წმინდა სამების სახელით მონათლული და სამპიროვანი ერთარსება ღმერთის ნებას დამორჩილებული ყველა მორწმუნე არის მღვდელმსახური, სულიერი მღვდელი. ტერმინი "სულიერი მღვდლობა" ჩვენთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ("საყოველთაო", "საერო" მღვდლობა), რადგან "სულიერი მღვდლობა" შეიძლება მიიღოს სასულიერო პირმაც და ერისკაცმაც, მაგრამ არა ყველა მონათლულმა, მხოლოდ იმათ, ვინც უფლის ტაძარი გახდა. ჩვენმა მღვდლებისა და ეპისკოპოსების დიდმა ნაწილმა რომ გაიგონ რას გვასწავლიან სინამდვილეში დიდი წმინდანები (გრიგოლ სინელი, მაქსიმე აღმსარებელი, იოანე ოქროპირი, სვიმონ ღვთისმეტყველი და მისი სულიერი მოწაფე ნიკიტა სტითატი და ა.შ.) მათ ერეტიკოსებად შერაცხავდნენ და წმინდანები თითქმის აღარ დაგვრჩებოდა. წმინდანები პირადპირ გვასწავლიან, რომ დაიკვანი, მღვდელი და ეპისკოპოსი წმინდანი უნდა იყოს. ვინც წმინდანი არ არის, ის წეშმარიტი მღვდელსახური ვერ იქნება. იგივე წმინდანები გვასწავლიან, რომ სულიერი მღვდელმთავარი, მიუხედავად იმისა მას ეკლესიამ დაასხა თუ არა ხელი (ანუ ერში მოღვაწე არა-მღვდელი ადამიანიც შედის აქ), ღვთისაგან ხელდასხმულია და ისინი საიდუმლოდ აღასრულებენ ჭეშმარიტ მღვდელთმსახურებას. ასევე გვასწავლიან, როგორც სვიმონ ღვთსიმეტყველი აღნიშნავს, რომ ცოდვის მიტევების უფლება მხოლოდ წმინდა მღვდელს (ან ეპისკოპოსს) გააჩნია. ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზია არ არის, არამედ, მოყვანილ ციტატებში პირდაპირ წერია.სულიერი მღვდლობა შეუძლია გონებით უწყვეტად მლოცველ ადამიანს, უფრო სწორად იმას, ვინც მადლის იმ სიმაღლეს მიაღწია, როცა ძალმოსილია მთელი სამყაროსთვის ილოცოს. ამას სულიერი მღვდელმსახურება ეწოდება, და ყველასთვის აღესრულება. ამგვარი ადამიანების (თავშეწირვით სხვებისთვის რომ ლოცულობენ) ლოცვაზეა დამყარებული სამყარო და მათით იკურნებიან სულები. ლოცვით ხდებიან ისინი ექსორცისტები და განაგდებენ ადამიანთა შორის გამეფებულ ეშმაკს. ეს რჩეულთა ღვაწლია, მათი, ვინც მთელი დედამიწისთვის ლოცულობს. წმინდა გრიგოლ სინელი სულიერ სამღვდელოებაზე ამბობს, რომ მისი არსებობა თავად ხელდასხმული სამღვდელოებისათვისაა აუცილებელი. ნაშრომის წინა ნაწილში წარმოვაჩინეთ, რომ მღვდელმსახურად ირჩევდნენ ღვთიური მადლის მატარებელ ადამიანებს. გრიგოლ სინელის სიტყვებით გონებითი ლოცვა "საიდუმლო მღვდელმსახურებაა". საინტერესოა წმინდა მამის გამონათქვამი: "გონებით ლოცვას წინ უძღვის განწმენდა ანუ სული წმინდის ქმედება და შემდეგ გონებით საიდუმლო მღვდელმსახურება"149. ვისაც გონებითი ლოცვის მადლი ეძლევა, ის გრძნობს მადლის ქმედებას (ანუ, წმინდანმა იცის, რომ თვითონ წმინდანია), რაც განწმენდილი, განმანათლებელი და საიდუმლოა. ასეთია სულიერი მღვდელმსახურება და სულიერი საღმრთო ლიტურგია. ამ მდგომარეობამდე ამაღლებული ადამიანი არის მღვდელმსახური. ჭეშმარიტი მღვდელმსახურებისას სული წმინდა მართავს გულს და სხვა აზრებისგან ათავისუფლებს, ასეთ გულში ყველაფერი ითქმის და სრულდება სული წმინდის მადლით"150. წმინდა მამის მოყვანილი სიტყვები ცხადყოფენ, რომ სწორედ სულიერი სამღვდელოება გადავა მომავალ საუკუნეში, ზეციურ სასუფეველში. სულიერი სამღვდელოება ერისთვის, მისი სამსახურისთვის არსებობს. ის ზეციურ სასუფეველში განაგრძობს მსახურებას წმინდა ტრაპეზთან. ასეთი სულიერი მადლის მატარებელნი შეადგენენ “ჭეშმარიტ სამღვდელოებას”, მათი ღვაწლი ამქვეყნიურ ცხოვრებაში იწყება. ამ სინათლეში შეუძლია შესვლა ყველანაირ ადამიანს, მათ შორის ქალსაც. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ მართლმადიდებლური ტრადიციით ქალის ხელდასხმა არ შეიძლება. ქალს შეუძლია "სულიერი მღვდელმთავარი" გახდეს. გრიგოლ სინელი სხვა ადგილას წერს: "ყველა კეთილმორწმუნე მეფე და მღვდელმსახური მადლცხებულია ახალი მადლით, ისევე როგორც უწინ. "არქეტიპის მიხედვით" ძველი აღთქმის მღვდელმსახურები იყვნენ წინასახენი ჩვენი ჭეშმარიტებისა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი სამღვდელოება და მეფეები არ არიან "ერთსახოვანნი და ერთნაირნი"151. ტყვეობისგან განთავისუფლებული ადამიანური გონება სული წმინდის მადლის მიღებით "სულიერი ხდება და მაშინ ადამიანი საიდუმლოდ ასრულებს მღვდელმოქმედებას საკუთარი სულის სამსხვერპლოზე და ეზიარება უფლის კრავს სულიერი ქორწინებით. სულის გონიერ სამსხვერპლოზე სულიერი მღვდელმსახური იგემებს უფლის კრავს და იმავდროულად თავად ემსგავსება მას. ამდენად, როცა ჩვენს სულში გონებითი ლოცვა აღევლინება, სრულდება უწყვეტი საღმრთო ლიტურგია, რაც ჩვენს არსებობას ასაზრდოებს. წმინდა გრიგოლ სინელი წერს: "სულიერი მღვდელმსახურება სულის საკურთხეველზე აღსრულებული გონიერი ქმედებაა. ზიარებაა უფლის კრავთან და უფალთან ქორწინება". გონიერ საკურთხეველზე კრავის შეჭმა ნიშნავს არა მხოლოდ მასთან ზიარებას, არამედ კრავად გარდაქცევას, მის მიმსგავსებას მომავალში."152 წმინდა გრიგოლი აგრძელებს "ზეციური სასუფეველი უფლის შექმნილ კარავს ჰგავს, სასუფეველსაც მოსეს კარვის მსგავსად ორი შესასვლელი ექნება მომავალ საუკუნეში". პირველ კარავში შევლენ "მადლით განათლებულნი", მეორეში კი ისინი, ვინც იმსახურა "ღმრთისმეტყველებაში, როგორც სრულყოფილმა განმანათლებელმა" და მათგან რომელიც არის უპირატესი წმინდა სამებისა და იესოს წინაშე"153. უპირატესობა აქვთ მათ, ვინც ღმრთისმეტყველების მადლი ზემოთ გადმოცემული გზით მოიპოვა. უფლის ჭვრეტით შევიდა ღვთიურ სამყაროში, ისინი არიან უფლის მღვდელმსახურები და წარმოადგენენ ჭეშმარიტ, სულიერ სამღვდელოებას და ძალუძთ უძლურთა განკურნება. ნიკიტა სტითატი ამბობს, რომ ნებისმიერი ღვთიურ მადლთან ზიარებული და წმინდა მამათა მიერ ჩამოთვლილი თვისებების მატარებელი მღვდელი, დიაკვანი და მონაზონიც კი ითვლება "ჭეშმარიტ ეპისკოპოსად" მაშინაც კი, თუ ის ხელდასხმული არ არის მღვდელმთავრად. პირიქით, სულიერ ცხოვრებასთან უზიარებელი ითვლება ცრუ მღვდელმსახურად, თუგინდ ხელდასხმის ღირსებით ამაყობდეს და სხვებზე აღმატებულად მიიჩნევდეს თავს"154. კურნების მადლის თაობაზე საყურადღებოა სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველის სწავლება. იგი წერს, რომ ცოდვათა მიტევების უფლება მხოლოდ ეპისკოპოსებს ჰქონდათ მოციქულთაგან მემკვიდრეობით მიღებული. თუმცა, როცა ისინი (ეპისკოპოსები) ამისთვის შეუფერებელნი გახდნენ, "ეს საშინელი მოვალეობა მღვდლებს გადაეცა, ვინც უბიწო ცხოვრებით ცხოვრობდა და ღვთიური მადლის ტარების ღირსი იყო". როცა სამღვდელოებაც მიეცა ცდუნებას, მაშინ ცოდვათა შენდობის პატივი გადაეცა ღვთის რჩეულთ, ანუ მონაზვნებს. ეპისკოპოსებს და მღვდლებს კი არ ჩამოერთვათ, არამედ ისინი თავად გაუუცხოვდნენ ამ მოვალეობას"155. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 05:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი