ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
G_I_O_R_G_I_ |
Apr 11 2007, 05:44 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
როგორც ვიცი ზოგიერთი ფორუმელი ერკვევა პროტესტანტიზმში და რამდენიმე კითხვა მაქვს და იქნებ ამიხსნათ.
როგორც ვიცი მრავალი პროტესტანტული მიმდინარეობაა მარმონები,ანგლიკანები და აშ.და ასევე მათი ყველა რელიგიური შეხედულება ეყრდნობა წმინდა წერილს და ისინი ნაკლებად იზიარებენ წმინდა მამებს. კითხვა 1)რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ა)გათხოვილი ქალი ეპისკოპოსად აკურთხეს,ბ)ერთ სქესიან ქორწილების ჩატარება დააკანონეს,გ)და ასევე განსხვავებული ორიენტაციის კაცი ეპისკოპოსად აირჩიეს.და წმინდა წერილში სად წერია ამის შესახებ რომ ეს შეიძლება?და რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ 3 პუნქტს არ იზიარებენ.თქვენ მგონი ამ სამივე პუნქტს არ ეთანხმებით და თვლით რომ არასწორია და რომელიმეს თუ თვლით რომ სწორია წმინდა წერილიდან დამისაბუთეთ. კიდე ბევრი კითხვები მაქვს ისეთ ქმედებებზე პროტესტანტებზე რაც წმინდა წერილში არ წერია და ვინც ერკვევით ამიხსენით რის საფუძველზე აკეთებენ ამას. კითხვა 2) იცავენ თუ არა პროტესტანტები მარხვას (როგორც მე ვიცი არ იცავენ ) თუ იცავენ რამდენ დღიანს და როდის რომელ დროებში |
Dulos |
Apr 16 2007, 11:50 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 |
ციტატა 1. მორმონები არ თვლიან ტავს პროტესტანტებადო ამბობ, მაგრამ მათი წარმოშობის საფუძველი საიდან მოდის? ანუ ტავდაპირველად ისინიც პორტესტანტები იყვნენ და რარაც სეუტანხმებლობის გამო გამოეყვნენთუ როგორაა საქმე? რატომ არ არიან მორმონები პროტესტანტები (ისევე როგორც იეჰოვას მოწმეები)? თუ მორმონებზე ვსუბრობთ, რამოდენიმე სიტყვით მინდა შევეხო იმას, თუ როგორ დახასიათებას აძლევს მათ საზოგადოება. "სამართლიანები და შრომისმოყვარენი, სერიოზულები და უანგარონი - ეს არის ხალხი, რომლებსაც მორმონებს უწოდებენ და ისინი მართლაც სამაგალითონი არიან. მათი თვითდისწიპლინა და მიზანმიმართულობა ქებას იმსახურებს. მათი პროპაგანდა უმაღლესი დონისაა. მათ წარმატება აქვთ ბიზნესში, ხოლო მათ ჰუმანიტარული პროექტებზე მთელი პრესა აღფრთოვანებით წერს. საეკლესიო მეათედის გაღება -გაოცებას იწვევს. რაღა თქმა უნდა ქების ღირსია მათი ახალგაზრდა მისიონერები, 19-25 წლის გოგონები და ბიჭები, რომლებიც საკუტარი ცხოვრების ორ წელს მისიონერულ ველზე ატარებენ ანაზღაურების გარეშე." - ესეთ დახასიათება აძლევს ერთერთი ინგლისურ ენოვანი სახლემძღვანელო მორმონებს. მორმონთა სათაო ტაძარი მორმონიზმის წარმომავლობა უკავშირდება იოსებ სმიტის სახელს (1805-1844). მისი მტიცებით "მორმონი" არის წინასწარმეტყველის სახელი, რომელიც ჩვ.წ.აღ. V საუკუნეში ამერიკაში ცხოვრობდა. იოსებ სმიტი ასწავლიდა, რომ მეორე საუკუნიდან მოყოლებული, როდესაც იესოს მოწაფეები გარდაიცვალნენ, ჭეშმარიტმა ეკლესიამ არსებობა შეწყვიტა. ეს გამოცხადება მან მიიღო მისივე სიტყვებით ტყეში, როდესაც ლოცულობდა და ღმერთს ევედრებოდა, ამდენი ეკლესიაა და რომელია ჭეშმარიტი მე სად ვიაროო. ამ დროს მას გამოეცხადნენ მამა ღმერთი და იესო ქრისტე (1820 წელს) და უთხრეს, რომ არცერთი ეკლესია არ იყო ჭეშმარიტი და მას გამოიყენებდნენ, რათა დედამიწაზე ჭეშმარიტი ეკლესია აღედგინათ. ამის შესახებ იგი დაწვრილებიტ აღწერს წიგნში "ძვირფასი მარგალიტი". ჯოზეფ სმიტი მორმონთა მთავარ წმიდა წერილს წარმოადგენს "მორმონთა წიგნი". მეორე ჩვენების დროს, ღამით, მას ეჩვენა ანგელოზი მორონი, რომელმაც აუწყა, რომ სმიტს უნდა გადაეტარგმნა წინასწარმეტყველ მორმონის მიერ დაწერილ"ოქროს ფილები", სადაც ამერიკაში მცხოვრები ხალხის ისტორია იყო აღწერილი. ამ წიგნის ისტორია, თარგმნა და საერთოდ საიმედოობა ბევრ კიტხვას და ეჭვს ბადებს. დავძენთ მხოლოდ იმას, რომ მას უფრო მეტი ავტორიტეტი გააჩნია, ვიდრე ბიბლიას, რომელშიც მორმონტა მტკიცებიტ უამრავი შეცდომაა. საგულისხმო ფაქტია, რომ წიგნის გამოცემიდან (1830) დღემდე მასში 4000 მეტი შესწორება არის შეტანილი. ჩვენება ტყეში ერთი თვალის გადავლებით ჩანს, რომ ეს არის "კეთილი და პატიოსანი ხალხია". მაგრამ ერთია რას აკეტებენ და მეორე რა სწამთ. არ გვაქვს იმის დრო რომ მათ სწავლებას გავეცნოთ, რაც საშუალებას მოგვცემდა უფრო ნათლად დაგვენახა, რომ პროტესტანტულ სწავლებასთან მას შეხება არა აქვს. და აი რატომ: 1) უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ პირველი გამოცხადების დროს, რომელიც მან მიიღო (14 წლის ასაკში) ადვილი დასანახია, რომ არცერთი დენომინაციის წევრი იგი არ ყოფილა. ადრეული ასაკიდან დაიწყო მან "ჩვენებების" მიღება და ახალი "ეკლესიის" ჩამოყალიბება. ამას იგი თავად იძახის. 2) წმიდა წერილი. როგორც ავღნიშნე, მორმონთათვის ყველაზე ავტორიტეტული წიგნია "მორმონტა წიგნი", შემდეგ მოდის კიდევ ორი: "ძვირფასი მარგალიტი" და "დოქტრინები და აღთქმები". ამ წიგნების შემდეგაა ბიბლია (იოსებ სმიტის თარგმანი). აქედან გამომდინარე, პროტესტანტებტან, რომლებიც ერთხმად აღიარებენ "სოლა სკრიპტურას" დოქტრინას (მხოლოდ წმიდა წერილი), საერთო არ აქვთ. 3) მორმონთა სწავლება რადიკალურად განსხვავდება ბიბლიური სწავლებისაგან. აქ ჩამოთვლას არ დავიწყებ, მაგრამ 16 ფუნდამენტალური ჭეშმარიტებიდან, რაც სახარებისეულ ეკლესიებს გააჩნიათ, არცერთში არ არსებობს ერთობა. (მათ მესამე კითხვაზე პასუხისას მოგაწვდით) 4) თავს აღარ შეგაწყენთ და ბოლოს დავძენ, რომ მორმონთა რწმენას სხვაგვარად "ადამიანის ღმერთად გახდომის შესაძლებლობას უწოდებენ". ბრიგამ იანგის ქადაგებიდან (მორმონტა ეკლესიის ხელმძღვანელი სმიტის შემდეგ): "ისეთი, როგორიც არის დღეს ღმერთი, უნდა გახდეს ადამიანი; ისეთი, როგორიც არის დღეს ადამიანი, იყო ოდესღაც ღმერთი". ანუ გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, სიკვდილის შემდეგ ადამიანი ხდება ღმერთი... მრავალცოლიანობასთან დაკავშირებით უკვე ავღნიშნე, რომ კონფლიქტი ჰქონდათ აშშ-ს ხელისუფლებასთან. უარს ეუბნებოდნენ შტატებში მიღებაზე მრავალცოლიანობის გამო. იუტას შტატში ცხოვრობდნენ და შტატებში შეერთებაზე უარი მიიღეს. ამის შემდეგ შეცვალეს სწავლება. თუმცა იყო პატარა ჯგუფი, რომლეიც გამოეყო და ეს სწავლება შეინარჩუნა და დღესაც მრავალცოლიანობა აქვთ. ნინო შემიძლია კიდევ რამით დავაკმაყოფილო თქვენი ცნობისმოყვარეობა სანამ შემდეგ საკითხზე გადავალ? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი