შინაური ცხოველები, ვისაუბროთ ჩვენ უმცროს მეგობრებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
შინაური ცხოველები, ვისაუბროთ ჩვენ უმცროს მეგობრებზე |
ქევანა |
Feb 7 2013, 08:38 PM
პოსტი
#1
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ჩემი ლუსი მონადირეა, მაგრამ ნეჩევო, ძალიანაც კარგად გავზრდი მე, დავგეშავ კიდეც
მართალია ახლა კომპლექსური აცრები სჭირდება + დე ვიტამინი, მაგრამ მაინც ჩემი სიცოცხლე <3 სასიამოვმოდ მღლის პატარა ბავშვივითაა უხ, აცრებს როდის მორჩება, გარეთ რომ გავიყვანო სასეირნოდ პ.ს. ხალხ, გაგვაცანით თქვენი მეგორები, ვიცი რომ გყავთ გლახას ცუგას ფოტოები, იზის ბარტყის ფოტოები და სხვების - დაიდოს -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
A.V.M |
Apr 27 2014, 12:15 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
,,ახლახანს კითხვა დამისვეს და ჩავთვალე ბარემ ცოტას დავწერდი ამის შესახებ.
საქმე ეხება ცხოველთა დალოცვას და წმ. ანტონი დიდთან დაკავშირებულ დასავლურ ტრადიციას. 17 იანვარს, იტალიაში, გერმანიაში და ზოგიერთ ქვეყანაში, ზოგიერთ სოფელში (ეს ლოკალური ტრადიციაა) ხდება შინაურ ცხოველთა დალოცვა, როგორც ღმერთისგან ბოძებული მეგობრებისა, რომლებზე ზრუნვაც უფალმა სამოთხეშივე დაავალა ადამს. თუმცა ტრადიცია მაინც შუასაკუნეებში, გერმანიაში ჩაისახა, და თავიდან ის ღორებთან იყო დაკავშირებული, რადგან ყველა სოფელს ქონდა არაჩვეულებრივი წესი, განსაკუთრებით გამოეზარდათ ერთი ღორი , რომელსაც წირავდნენ საავადმყოფოს, ხოლო ამ საავადმყოფოებს კი იქ ანტონიანელი ორდენის ბერები ხელმძღვანელობდნენ. ნელნელა , ზუსტად ისევე როგორც აღმოსავლეთის ქვეყნებში ცხვარმა, სანტ'ანტონიოსადმი შეწირული ღორებიც წმინდა ცხოველებად მიიჩნია საზოგადოებამ, ხოლო წმ. ანტონი კი ზუსტად ისეთი მფარველი გახდა შინაური ცხოველებისა, როგორც წმ. გიორგია აღმოსავლეთში (ჩვენთან უფრორე ხარის); მეტიც წმ. ანტონი დიდი გახდა მფარველი იმ ოჯახებისა, რომლებიც ამ შინაური ცხოველებით თავს ირჩენენ, დაწყებული ყასბებიდან დამთავრებული მწყემსებით; ამიტომაცაა რომ ევროპაში ძალიან ბევრია წმ.ანტონი დიდის სახელობის სოსისი ან ძეხვი ვენეტოს რეგიონში (იტალია) არსებობს წესი, რომ როგორც წყალი იცვლის ბუნებას ნათლისღების წინ , ისევე ცხოველნიც ამეტყველდებიან ერთი დღით 17 იანვარს, და გლეხებს ამ დღეს ცხოველები შორს გაყავდათ სახლიდან, რადგან მათი "საუბრის" მოსმენა (ბევრი, ვინც მაინც მოუსმინა ამტკიცებდა, რომ მართლა რაღაც სიტყვებს არჩევდნენ) აკრძალული იყო. ეს მითები და შორეული ისტორია, დღესდღეობით კი არსებობს ლიტურგიული მსახურებაც - ცხოველთა დალოცვა , რომელიც მსგავსია, ჩვენებური პარაკლისისა, რომელსაც მღვდელმსახურიც და ერისკაციც კითხულობს (შესაბამისად არსებობს დიდი და მცირე მსახურებაც) ; შიგნით არის გახსენება როგორ ეხმარებოდნენ ცხოველები ადამიანს, როგორც უნდა მოუაროს ადამიანმა ცხოველებს და ბუნებას, იხსნებენ ცხოველთა მორჩილებას ნოეს მოხმობისადმი და ნოეს ზრუნვას მათ გადარჩენისათვის, იხსნებენ კრავს როგორც თავისუფლების სიმბოლოს ეგვიპტიდან გამოსვლისას, იხსენებენ დიდ ვეშაპს, რომელმაც გადაარჩინა იონა, ყვავებს რომლებიც ემსახურებოდნენ ელიას, ასევე იმ საერთო მარხვას, რომელშიც ადამიანებიც და ცხოველებიც თანამონაწილეობდნენ ნინევიაში და ა.შ. ასევე გალობენ საგალობლებს, სადაც ცხოველებია ნახსენები (მაგ: ფსალმუნი 8 5. რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე მისი, ანუ ძე კაცისა, რამეთუ მოხედავ მას? 6. დააკლე იგი მცირედ რაჲმე ანგელოზთა, დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსან-ჰყავ იგი. 7. და დაადგინე იგი ზედა ქმნულსა ჴელთა შენთასა, 8. ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერჴთა მისთა. ცხოვარი და ზროხაჲ ყოველივე, 9. მერმეცა და პირუტყუნი ველისანი, მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღჳსანი, რაოდენნი ვლენან ალაგებსა მას ზღუათასა.) მსახურება ძირითადად ქუჩებში ხდება (თუმცა ეკლესიაშიც აკეთებენ გამონაკლისს), სადაც თუ მღვდელმსახურია უსუპით ნაკურთ წყალს ასხურებს ცხოველებს და მათ პატრონებს და ყველას მოუწოდებს მოუფრთიხლდნენ უფლის მიერ ნაბოძვარ ფლორას და ფაუნას. სხვა ყველაფერი ამ უცნაური რიტუალის იქით არის მითი და გამონაგონი, ან უბრალოდ ვიღაცის კერძო საქციელი, რომელიც არ ეყრდნობა საერთო სწავლებას და ტრადიციას.'' www.facebook.com-Sergo Parulava -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 11:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი