ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
G_I_O_R_G_I_ |
Apr 11 2007, 05:44 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
როგორც ვიცი ზოგიერთი ფორუმელი ერკვევა პროტესტანტიზმში და რამდენიმე კითხვა მაქვს და იქნებ ამიხსნათ.
როგორც ვიცი მრავალი პროტესტანტული მიმდინარეობაა მარმონები,ანგლიკანები და აშ.და ასევე მათი ყველა რელიგიური შეხედულება ეყრდნობა წმინდა წერილს და ისინი ნაკლებად იზიარებენ წმინდა მამებს. კითხვა 1)რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ა)გათხოვილი ქალი ეპისკოპოსად აკურთხეს,ბ)ერთ სქესიან ქორწილების ჩატარება დააკანონეს,გ)და ასევე განსხვავებული ორიენტაციის კაცი ეპისკოპოსად აირჩიეს.და წმინდა წერილში სად წერია ამის შესახებ რომ ეს შეიძლება?და რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ 3 პუნქტს არ იზიარებენ.თქვენ მგონი ამ სამივე პუნქტს არ ეთანხმებით და თვლით რომ არასწორია და რომელიმეს თუ თვლით რომ სწორია წმინდა წერილიდან დამისაბუთეთ. კიდე ბევრი კითხვები მაქვს ისეთ ქმედებებზე პროტესტანტებზე რაც წმინდა წერილში არ წერია და ვინც ერკვევით ამიხსენით რის საფუძველზე აკეთებენ ამას. კითხვა 2) იცავენ თუ არა პროტესტანტები მარხვას (როგორც მე ვიცი არ იცავენ ) თუ იცავენ რამდენ დღიანს და როდის რომელ დროებში |
მარიამი |
Apr 16 2007, 12:50 PM
პოსტი
#2
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
QUOTE ყველა ქრისტიანულ ეკლესიას და აღმსარებლობას აქვს მცდარი სწავლება ამა თუ იმ საკითხში. ასე რომ ასეთი მიდგომით ვერცერთი ეკლესია ვერ ჩაითვლება ჭეშმარიტად. ვერ დაგეთანხმები. მცდარი შეიძლება იყოს კონკრეტული პიროვნების კერძო შეხედულება ან მთელი ეკლესიის სწავლება. და ამ ორ შემთხვევას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. მაგრამ აქ ამაზე არაა საუბარი. საუბარია იმაზე, თუ როგორ დგინდება პროტესტანტულ მიმდინარეობებში განსხვავებული სწავლებების ჭეშმარიტება/მცდარობა? QUOTE სხვა ეკლესიები კი შიდა განხეთქილებაში ცხოვრობენ და გარედან არ იმჩნევენ ამას... თუ მართლმადიდებელ ეკლესიას გულისხმობ, გეტყვი, რომ არსებობს განხეთქილების სამი ხარისხი: ერესი, სქიზმა, კიდეშესაკრებლობა. ერესად იწოდება, როცა ვინმე დოგმატურ სწავლებაში უპირისპირედება ეკლესიას. სქიზმა არის განხეთქილება არა-დოგმატურ სწავლებაში. ხოლო კიდე-შესაკრებლობა არის, როცა რომელიმე სასულიერო პირი პირადი წყენის ან უკმაყოფილების გამო აღარ ემორჩილება პირველ იერარქს და ცალე დაჯგუფებას ქმნის, თუმცა არც დოგმატურად და არც კანონიკურად განსხვავებულად არ ასწავლის (თუმცა, როგორც წესი, ეკლესიისგან განდგომა ასეთ სწავლებებსაც შობს ხოლმე თანდათანობით). ეს სამივე შემთხვევა ეკლესიისგან გამოყოფის შემთხვევაა, ანუ ისინი არ იწოდებიან ეკლესიის წევრებად. ე.ი. შიგნით არ არსებობს განხეთქილება. თუ ეს განხეთქილება გაჩნდა, ის უკვე შიგნით აღარაა, განეშორება ეკლესიას. იმედია სწორად ავხსენი. თუ რამე შემეშალა, კაიროსი არ შემარჩენს და გავიგებთ QUOTE უბრალოდ პროტესტანტები განსხვავებული შეხედულების გამო ადვილად იწყებენ ერთმანეთში განხეტქილებას... და ეს დადებითი მოვლენაა? თუ რომელიმე მიმდინარეობა ერთ თვეში 5 ნაწილად დაიყო, ყოჩაღ, მაგრები არიან ხუთივე? ჩვენთან ასეთი განდგომა უარყოფით მოვლენად და უდიდეს ცოდვად განიხილება. სახარების ენით რომ ვთქვათ: "ნუ-უკუე გაიყო ქრისტე?!" პ.ს. დულოსს ვთხოვ, რომ ჩემს ძირითად კითხავს უპასუხოს ჯერ და ჩემი და გლახას საუბრის კომენტარები შემდეგ გააკეთოს, თუ სურვილი ექნება, თორემ ასე თემას გადავუხვევთ. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი