პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
May 18 2014, 10:01 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ილია მეორე - უფალს უჭირავს საქართველოს ხელი, როგორც ბავშვის ხელი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინდელ დღეს "ისტორიული დღე" უწოდა. როგორც პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, გუშინ უფალმა დიდი წყალობა გაიღო და მთელი საქართველო დალოცა. მისივე თქმით, "უფალს უჭირავს საქართველოს ხელი, როგორც ბავშვის ხელი". "ჩვენ ძალიან ხშირად ვთხოვთ უფალს "მომეცი", "მომანიჭე", მაგრამ ძალიან ხშირად გვავიწყდება მადლობის და დიდების შეწირვა. რომ გადავხედოთ წარსულს, დღევანდელ დღეს და განვჭვრიტოთ მომავალი, დავინახავთ, რომ უფალი მუდამ ჩვენთან იყო, არის და იქნება. უფალს უჭირავს საქართველოს ხელი, როგორც ბავშვის ხელი და გვატარებს ამ უდაბნოებში. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ არ გვტოვებს. მრავალი განსაცდელი გამოიარა და რა თქმა უნდა, ეს განსაცდელი კიდევაც იქნება. სანამ ადამიანი დედამიწაზეა, განსაცდელი მუდამ არის, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი არასდროს დატოვებს საქართველოს თავისი მფარველობის გარეშე, რადგან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ღვთისმშობელი არის შუამავალი ღვთის წინაშე. გუშინდელი დღე არის ისტორიული დღე. გუშინ უფალმა მოიღო დიდი წყალობა და დალოცა მთელი საქართველო და ჩვენი თან ამემამულეები, რომლებიც ცხოვრობენ არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. თქვენ უნდა დალოცოთ თქვენი შვილები იმ ლოცვით, რომელიც გუშინ მე წავიკითხე", - მიმართა მრევლს ილია მეორემ. პატრიარქმა ბრძანა ისიც, რომ როდესაც ვამბობთ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის საქართველოს მფარველი, ამით მეტია პასუხისმგებლობა და მეტი მოგვეკითხება. პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, ყოველ დღე წაიკითხონ ღვთისმშობლის ლოცვები. პატრიარქმა ასევე მრევლს გადასცა მეფეების, დედოფლებისა და კათოლიკოს-პატრიარქთა მოსახსენებელი. წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/102811-il...l#ixzz325jXixT6 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი