სოდომი არ დასჯილა მხოლოდ ჰომოსექსუალიზმისთვის, ლოტის ქმედებაზეც ვისაუბროთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სოდომი არ დასჯილა მხოლოდ ჰომოსექსუალიზმისთვის, ლოტის ქმედებაზეც ვისაუბროთ |
benediqt |
Apr 22 2014, 04:42 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 |
დღეს ჰომოსექსუალიზმის დასაგმობად და ჰომოსექსუალების სამაგალითოდ დასჯისთვის იხსენებენ სოდომის მაგალითს, თითქოს სოდომი ღმერთმა დასაჯა მხოლოდ იმიტომ რომ ამ ქალაქებში მეტად გავრცელებული იყო ჰომოსექსუალური სექსი
თუმცა ვნახოთ ბიბლიის ციტატა, თუ რისთვის დაისაჯა სოდომი: ეზეკიელ წინასწარმეტყველი 49. აჰა, ეს იყო შენი დის, სოდომის, დანაშაული: ამპარტავნობა, ღორმუცელობა და უდარდელობა მისი და მისი ასულებისა; ღარიბ-ღატაკს ხელს არ უმართავდნენ. 50. გამედიდურდნენ და სისაძაგლის კეთება დაიწყეს ჩემს წინაშე და მეც მოვიცილე ისინი, როცა დავინახე. ანუ მხოლოდ ჰომოსექსუალიზმისთვის არ დასჯილა სოდომი, მიზეზები სხვა უკეთურებანიც ყოფილა, სოციალური უსამართლობა, ამპარტავნება და ა.შ. ძველი აღთქმა დაბადება თავი მეცხრამეტე 1. შევიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ხანს, როცა სოდომის კარიბჭესთან იჯდა ლოტი. დაინახა ისინი ლოტმა, წამოუდგა მისაგებებლად და მდაბლად თაყვანისცა. 2. უთხრა: აქეთ მობრძანდით, ჩემო ბატონებო, შემოუხვიეთ თქვენი მორჩილის სახლში. ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ, დილით კი ადრე ადგებით და თქვენს გზაზე წახვალთ. უთხრეს: არა, ქუჩაში გავათევთ ღამეს. 3. არ მოეშვა ლოტი და მათაც შეუხვიეს მის სახლში. გაუმზადა სასმელი ლოტმა, დაუცხო ხმიადები და ჭამეს. 4. ვიდრე დასაძინებლად დაწვებოდნენ, გარს შემოადგნენ სახლს ქალაქის მკვიდრნი, სოდომელი კაცები - ჭაბუკი თუ მოხუცი, მთელი ხალხი მოადგა ყოველის მხრიდან. 5. დაუძახეს ლოტს და უთხრეს: სად არიან ის კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ. 6. გამოვიდა მათთან ლოტი კარის ზღურბლზე და გამოიხურა კარი. 7. უთხრა: ნუ იზამთ ბოროტებას, ძმებო! 8. აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არ იციან; მათ გამოგიყვანთ და უყავით, რაც გენებოთ. ოღონდ იმ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი. 9. უთხრეს: მოშორდი აქედან! კვლავ უთხრეს: მარტოხელა კაცი მდგმურად მოსულხარ აქ და უკვე სამართალს სჯი? ახლა მათზე უარეს საქმეს დაგმართებთ. არ მოეშვნენ ამ კაცს, ლოტს და მიიჭრნენ კარის შესამტვრევად. 10. გამოიწოდეს ხელი სტუმარმა კაცებმა, შინ შეიყვანეს ლოტი და ჩაკეტეს კარი. 11. იმ კაცებს კი, სახლის შესასვლელთან რომ იდგნენ, სიბრმავე მოჰგვარეს დიდიან-პატარიანა და მათ ქანცი გაუწყდათ შესასვლელის ძებნაში. 12. უთხრეს იმ კაცებმა ლოტს: კიდევ ვინა გყავს აქ? სიძე, ვაჟები და ქალიშვილები, ყველა, ვინც კი შენიანია ამ ქალაქში, გაიყვანე ამ ადგილიდან, 13. რადგან უნდა გავანადგუროთ ეს ადგილი, რაკი დიდია მათზე სამდურავი უფლის წინაშე, და მოგვავლინა უფალმა მის გასანადგურებლად. -------------------------------------------------------- "7. უთხრა: ნუ იზამთ ბოროტებას, ძმებო!" "იმ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი" ამ ფრაზებით როგორც მივხვდი ჩანს ის, რომ ლოტი სტუმარ-მასპინძლობის წესს იცავს და ბოროტებაშიც ის იგულისხმება, რომ "ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი" -ო და არ გმობს ჰომოსექსუალიზმს ანუ არ ამბობს რომ ჰომოსექსუალიზმი ცოდვაა და ამიტომ ნუ იზამთო, არამედ "ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი"-ო -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
A.V.M |
May 24 2014, 09:48 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
benediqt
ციტატა 5) ლოტი იქცეოდა როგორც იდეალური მასპინძელი, მზად იყო ყველაზე ძვირფასი რაც კი გააჩნდა შეეწირა თავისი ვალის უნაკლოდ შესრულებისთვის ეს სწორია . ციტატა 4) სტუმრები დაიცვა ყველაზე უკანასკნელი შეურაცხყოფისგან, ძალადობრივი სექსისგან (უთხრა: "ნუ იზამთ ბოროტებას") ესეც გავამართლოთ . ციტატა 3) ლოტს იმედი ჰქონდა რომ ღმერთი არ დაუშვებდა მისი ქალიშვილების გაუპატიურებას, ისევე როგორც ღმერთმა აბრაამის ცოლი - სარა დაიცვა ლოტს იმედი ჰქონდა რომ თავის შვილებს დაიცავდა ღმერთი და სტუმრებს არა ? ასეთი მიკერძოებულია ღმერთი ? ციტატა 2) რახან ლოტის სიძეები ქალაქის მკვიდრები იყვნენ, ბრბოში დამცველები გამოუჩნდებოდნენ აუჰ... რა დაცვა , რის დაცვა . ტოტალური გარყვნილება იყო ქალაქში . ვინ რისი დამცველი იყო . ეს მოსაზრება აქავე მცდარია და უსაფუძვლო . ციტატა 1) ლოტს სჯეროდა რომ ისინი მის ქალიშვილებს არაფერს უზამდნენ მხოლოდ იმიტომ რომ კაცები აინტერესებდათ მხოლოდ ეს ხომ საერთოდ . ანუ ცოლ–ქმრული ურთიერთობა მხოლოდ იმიტოპმ ჰქონდათ ამ ქალაქში , რომ ერი გაემრავლებინათ ხომ ? ამის გარდა , მარტო ჰომოსექსუალური კავშირებით იყვნენ დაკავეულები ? და ჰეტეროსექსუალიზმზზე უარს ამბობდნენ , თუნდაც მშვენიერი ქალწულები ყოლოდათ პარტნიორებად ? სადაა აქ ლოგიკა დ არგუმენტი , გუჯა ? ციტატა ბებრები ალბათ სეირის საყურებლად მივიდნენ აი ეგ ფაქტი , მაგ ქალაქის ტოტალურ გარყვნილებაზე , კიდევ ერთხელ მიუთითებს . ეგ უკბილო ბებრები , თან ვიზუალურ სიამოვნებას იღებდნენ ( როგორც შენ ამბობ – სეირს) , თანაც მომავალ თაობას რჩევებს მსცემნენ ხომე შიგადაშიგ , დაარიგებდნენ და უკან წამოვიდოდნენ . ახალი სტუმარი მოუვიდოდა ვინმეს ? კიდევ მიაკითხავდნენ , ისიამონებდნენ , მომავალ თაობას ,,შეამოწმებდნენ'' , ,,აღმზრდელობით საქმიანობას ჩაატარებდნენ'' და.ა.შ. და უკან დაბრუნდებოდნენ . ეს სოდომისთვის , დამახასიათებელი და ყოველდღიური იყო . -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი