![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზვარე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 286 რეგისტრ.: 15-February 08 წევრი № 3,936 ![]() |
სოხუმის რაიონში არის პატარა სოფელი კომანი. წმ. მოწამე ვასილისკოს წამების ადგილი, აქვე სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა წმ. იოანე ოქროპირმა. აქვე აღესრულნენ ახალმოწამენი იპოდიაკონი გიორგი და მღვდელმონაზონი ანდრია.
გთხოვთ, თუ გაქვთ ამ ადგილის ფოტომასალა, ან რაიმესაინტერესო ინფორმაციები ან ისტორიები გამოეხმაურეთ ამ თემას. -------------------- მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
|
![]() ![]() |
iohanan |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 260 რეგისტრ.: 9-April 14 წევრი № 13,661 ![]() |
(1-2 წლის წინ გავიგე მამა ანდრიას შესახებ ,რაღაცები წავიკიხე მის შესახებ ,რაღაცნაირად ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან...ძალიან მიყვრას და ასე რომ ცოტ-ცოტაც დავწერ კი არა და დავაკოპირებ მის შესახებ )
1966 წლის 3 აპრილს ელგუჯა ყურაშვილის ოჯახში ვაჟიშვილი დაიბადა. სახელად დაარქვეს პაატა - საქართველოს დიდი მხედართმთავრის გიორგი სააკაძის ვაჟიშვილის პაატას საპატივცემულოდ. პაატა იყო კეთილი. უყვარდა ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები. რვა კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ტექნიკურ სასწავლებელში, და თან მუშაობა დაიწყო რადიო ქარხანაში . ქარხანა სახლიდან შორს იყო. იმისათვის, რომ სავალი გზა შეემოკლებინა, მან მდინარეზე ბაგირი გაჭიმა. თითქმის მთელი ხელფასი ოჯახში მოჰქონდა. ბერი სიმონი: მორჩილი გაბრიელი, რომელიც მოღვაწეობდა მამა ანდრიასთან ერთად სოხუმსა და კომანში. ამჟამად ბერია და მოღვაწეობს ზედაზნის მონასტერში. მამა ანდრიამ მოგვიყვა, თუ როგორ შეიგრძნო პირველად საღმრთო წერილის სულიერი ძალა. წმიდა წერილმა ისე გაიტაცა, რომ მას მთელი კვირის განმავლობაში თავაუღებლივ კითხულობდა. ხოლო ღვთის სიტყვამ ისეთი ძალით იმოქმედა მასზე, რომ სულ მალე უარი თქვა ამსოფლის მოჩვენებით, ეფემერულ სიამოვნებაზე და თავი მთლიანად ღმერთს მიუძღვნა. ასე დაიწყო მამა ანდრიამ ასკეტური ცხოვრება. იღუმენია, დედა თეოდორა: ბოდბის დედათა მონასტერი ამ არაჩვეულებრივ ადამიანს მე პირველად შევხვდი სხალთის მონასტერში. ამ დროს მამა ანდრია ჯერ კიდევ არ იყო მორჩილი, მისი სახელი იყო პაატა. ჩემი ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ის იშვიათად საუბრობდა, და თუ რამეს იტყოდა, ისიც ძალიან ცოტას. მე დავინტერესდი და ვკითხე მამა ეფრემს, თუ ვინ იყო ეს ახალგაზრდა, რომლიც ყოველთვის დუმილს ამჯობინებდა. მამა ეფრემმა შეაქო პაატა და დასძინა, რომ ის დიდი მლოცველი იყო. მას შეეძლო ხანგრძლივად ელოცა ეკლესიაში წირვის დაწყებამდე. მე მახსენდება, როგორ გაემგზავრნენ ერთხელ მეუფე დანიელი და მამა ეფრემი სოხუმში. პაატამ განმარტოებით გაატარა აღდგომის მარხვა და დღესასწაულსაც მარტო შეხვდა. მორჩილი ნანა:1992 წლის 3 აპრილს, მისი დაბადების დღეს ბერად აღკვეცეს. მას უწოდეს ანდრია (მოციქულ წმიდა ანდრია პირველწოდებულის საპატივცემულოდ, რომელმაც სახარება პირველად აჭარაში იქადაგა). იმავე წლის აგვისტოში იგი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. მისი ცხოვრების ამ პერიოდის შესახებ მონაზონი ქრისტინე იხსენებს, ერთხელ, ვთხოვე მამა ანდრიას ჩემთვის მოეთხრო, თუ როგორ დაიწყო მან ეკლესიური ცხოვრება. პირველად, მამა ანდრია მესაუბრა მამამისის შესახებ. მამა ძალიან უყვარდა. მათ ოჯახში რვა ბავშვი იზრდებოდა. მამამისს ძალიან ჰყვარებია ხატები. მას იმდენი ხატი შეუგროვებია, რომ მთავრობა იძულებული გახდა ხატებისათვის ორი ოთახი გამოეყო. მამა ანდრიამ მითხრა, რომ როდესაც დააპირა სხალთაში წასვლა, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი აირჩია წასაღებად. მამა ანდრიას მიწის ნაკვეთი ჰქონდა, რომელსაც თვითონ ამუშავებდა. ამ ნაკვეთზე მოწეული მოსავალი მასაც ჰყოფნიდა და სხვებსაც. ის პურს და სეფისკვერს თვითონ აცხობდა. მამა ანდრია ფსალმუნებს ყოველდღე თავიდან ბოლომდე კითხულობდა. დღეში 200 მეტანიას აკეთებდა. შემდეგ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს დაუჯდომელს უკითხავდა და ჯანმრთელობის პარაკლისს წმიდა ანდრია პირველწოდებული ხატთან იხდიდა. დიდთოვლობის გამო მამა ანდრია ხუთი თვის განმავლობაში სხალთის მონასტერში ჩაიკეტა. მან ეს თვეები ლოცვაში გაატარა. მოგვიანებით ის დასძენს: „რომ იცოდნენ თუ რას ნიშნავს, რა დიდი ბედნიერებაა მონასტერში განმარტოება, მიატოვებდნენ ყველაფერს, ყოველივე ამქვეყნიურს განერიდებოდნენ და ღვთისკენ მიმავალ გზას დაადგებოდნენ“. -------------------- ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21) მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25) მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 11:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი