IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ძველი აღთქმიდან დღემდე, დეტალური განმარტებები
ნათია
პოსტი Jul 16 2008, 03:32 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



როგორც შევთანხდით ვიწყებთ ძველი აღთქმიდან დეტალურ განხილვას, განმარტებებს წმ. მამების მიხედვით

თითო-თითო თავი განვიხილოთ, სანამ შეკითხვები არ ამოიწურება მანამდე ნუ გადავალთ მომდევნო თავზე





დაბადება

თავი პირველი



ციტატა
1. თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.

2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.

3. თქვა ღმერომა: იყოს ნათელი ! და იქმნა ნათელი.

4. და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი.

5. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე.

6. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები.

7. გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე.

8. მყარს ღმერთმა უწოდა ცა. იყო საღამო, იყო დილა - მეორე დღე.

9. თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე.

10. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

11 . თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.

12. წარმოშვა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი თავისი გვარისდა მიხედვით, და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით.

13. იყო საღამო, იყო დილა - მესამე დღე.

14. თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა;

15. იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე რომ გაანათონ მიწა. და იქმნა ასე.

16. გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად - და ვარსკვლავები.

17. დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა,

18. განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

19. იყო საღამო, იყო დილა - მეოთხე დღე.

20. თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე.

21 . შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, რაც-კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

22. აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვები. ფრინველებმა იმრავლონ მიწაზე.

23. იყო საღამო, იყო დილა - მეხუთე დღე.

24. თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.

25. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.

27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.

28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.

29 . თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო.

30. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე.

31. დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე.






ვისაუბროთ ამ თავის გარშემო...


აბა შეკიხვები, გთხოვთ კომპეტენტურმა პირებმაც დაგვეხმარონ, თორემ მარტო ვერაფერს გავხდებით smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
azazeli
პოსტი Jun 7 2014, 02:08 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 24-August 13
წევრი № 13,307



1) შესავალი
2)წმიდა ელია წინასწარმეტყველის ხალენის ისტორია.
3)ელია წინასწარმეტყველის მოღვაწეობის დროს არსებული მდგომარეობა. მეფე აქაბი.
4)ელია წინასწარმეტყველის საწინასწარმეტყველო ასპარესზე გამოსვლა.
5)ელიას დაპირისპირება ისრაელის სამეფო სახლთან. ელია წინასწარმეტყველის მიერ, ბაალის კერპის ქურუმთა განადგურება.
6)უფალი იცავს ელია წინასწარმეტყველს.ელიას მიერ ელისეს, წინასწარმეტყველად გამორჩევა.
7) იეზებიელისა და აქაბის ვერაგული დამოკიდებულება ნაბუთეს მიმართ. ელიას ცად ამაღლება.

ელია წინასწარმეტყველი ძველი აღთქმის ერთ–ერთი გამორჩეული წინასწარმეტყველი გახლავთ. მისი შობა, სამოღვაწეო ასპარესზე გამოსვლა, საკუთრივ მოღვაწეობა და ამ მოღვაწეობის დასასრული გამორჩეული, განსაკუთრებული გახლავთ. როდესაც ელიას შობაზე ვსაუბრობთ აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმ იდუმალ ჩვენებაზე რომელიც ელია წინასწარმეტყველს მამამ იხილა, რომლის შესახებაც ეპიფანე კვიპრელი იუწყება. როდესაც ელია დაიბადა, მისმა მამამ იდუმალი ჩვენება იხილა: თუ როგორ ხვევდნენ კეთილსახიერი ჭაბუკები ცეცხლის ალში, ელიას და როგორ კვებავდნენ მას ცეცხლითა და ალით. ელია, ლევისტომიდან, ქალაქ თეზბადან[1] გახლდათ, სწორედ ამიტომ იგი ელია (თეზბიტელის) სახელწოდებითაც მოიხსენიება.

[1] (თეზბა–მისი მშობლიური ქალაქია. ეს ქალაქი, ერთი ვარაუდით, გალილეაში მდებარეობდა, სხვა მოსაზრებით კი – მდინარე იორდანეს მახლობლად, გალაადის ქვეყანაში )

საქართველო ეკუთვნის იმ რჩეული ქვეყნების რიცხვს, რომელთაც ბიბლიურ სამყაროსთან ინტენსიური ურთიერთობის პატივი ხვდა წილად. უძველესი დროიდან ქართლში დამკვიდრებული ძლიერი ებრაული დიასპორა იძლეოდა ამ ურთიერთობების საშუალებას; მესიანისტური იდეები, რომლებსაც ისრაელიანებთან ერთად გაეცნო ქართველობა, კარგი ფონი აღმოჩნდა ქრისტიანობის მისაღებად. სწორედ ებრაელებს უკავშირდება უდიდესი ქრისტიანული სიწმინდის – ქრისტეს კვართის საქართველოში ჩამოტანა.

პირველი დიდი სიწმინდე, რომლის სიახლოვესაც მცხეთაში ქრისტეს კვართი დაიკრძალა, არის წმ. ელია წინასწარმეტყველის ხალენი (მოსასხამი), რომლის საქართველოში მოტანას, ასევე ებრაელებს უკავშირებენ.

წინასწარმეტყველთა სამოსის, კონკრეტულად ხალენის დაწვრილებითი აღწერა ძველი აღთქმის წიგნებში არ გვხვდება. ბუნებრივია, წინასწარმეტყველთა საქმეების აღმწერთათვის ეს სამოსი ცნობილი იყო და მისი აღწერა აუცილებლობას არ წარმოადგენდა. ამისათვის, იმის გარკვევა, თუ როგორი იყო ამ სამოსის კომპლექსის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილი – ხალენი, ძალიან ძნელია, თუმცა, წინასწარმეტყველთა სამოსის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ ხალენი უნდა ყოფილიყო. იგი არა მარტო ჩვეულებრივი ჩასაცმელი, არამედ სიმბოლური დატვირთვის მატარებელიც იქნებოდა. გავიხსენოთ, რომ ელია წინასწარმეტყველი სწორედ ხალენის სიმბოლური შეხებით დაწინდავს ელისეს თავის მემკვიდრედ, ხალენით ახდენს სასწაულებს და ამ ხალენსვე უტოვებს ცეცხლოვანი ეტლით ზეცად ატაცებული მასწავლებელი მოსწავლეს, როგორც ღვთის მადლით ზიარების სიმბოლოს.

ქრისტიანულ ხატწერაში გვხვდება ელია წინასწარმეტყველის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდები (მაგ. მახვილით შეიარაღებული კარმელის მთასთან, ქორათის ხევს თავშეფარებული და სხვა), მაგრამ ძირითადად „ფერისცვალების“ სიუჟეტი. ამ თემატიკაზე შესრულებულ ხატებში ერთ მხარეს გამოისახება ელია წინასწარმეტყველი, მეორე მხარეს – მოსე. მაგ. ბერძნულ ხატებში ელია წინასწარმეტყველს გამოხატავენ სხვა ბიბლიურ წინასწარმეტყველთათვის დამახასიათებელი სამოსით, ხოლო ისეთ სიუჟეტებში, სადაც ელია ამ ქვეყნიდან წასვლამდეა გამოსახული, ყურადღება გამახვილებულია მოსასხამზე, რომელიც შიგნიდან ბეწვით არის შემოსილი ან ქსოვილის მოსასხამს ბეწვის ქობა აქვს შემოვლებული.

ლექსიკონებში ხალენი სხვადასხვაგვარად არის განმარტებული: ხალენი – უნდო მაზარა (უნდო მაზარა ცხოვართ მატყლისა, წამოსასხმელი) [11,414]. ხალენი – მატყლის უხეში ქსოვილი, ცხვრის ტყავის წამოსასხამი [12,1242], ხალენი – მატყლის ქსოვილი [4,460]. ხალენი – წამოსასხამი, ქურთუკი („იქცეოდნენ ხალენებითა და თხის ტყავებითა“) (ებრ. 11,37). ხალენი მოხსენიებულია შუშანიკის წამებაშიც „სასთაული ერთი ხალენისა უცნ სასთუნლით კერძო“ (შუშანიკის წამება, XIV,19). რუსულ ლექსიკონებში იგი განმარტებულია, როგორც ტოლომა, საკუხი, მოსასხამი [10,360] ან ზედა მოსაცმელი განიერი, გრძელი მოსასხამის სახით [18,1264]. გერმანულშჲ ხალენის შესატყვისია Umhang, Mantel… მაგრამ მისი დაწვრილებითი აღწერა არც ერთ ლექსიკონში არ გვხვდება. იგი არ არის აღწერილი უცხოენოვან სიმბოლოთა ლექსიკონებშიც [20]. როდესაც ოქოზიამ ბაალთან შესაკითხად გაგზავნა მაცნენი, მათ გზაში შეხვდათ ელია წინასწარმეტყველი, რომელიც, მსახურთა აღწერით, ასე გამოიყურებოდა: „კაცი მატყიერ და სარტყუელი ტყავისა ერტყა წელთა მისთა“ (IV მეფეთა 1,8) მსგავსი სამოსი ეცვა იოანე ნათლისმცემლს, „თვით იოანეს ემოსა აქლემის ბეწვის სამოსი და წელზე ერტყა ტყავის სარტყელი (მათე 3,4; მარკოზი 1,6).

ელია წინასწარმეტყველის ხალენი რამდენჯერმეა ნახსენები ძველ აღთქმაში: პირველად ხალენი ნახსენებია უფლის გამოცხადების ჟამს, როცა ელიამ „დაიფარა პირი თვისი ხალენითა“ (III მეფეთა 19,13), და მეორედ ელისესთან შეხვედრის დროს „…მიიწია ელია მისა და დააგდო ხალენი იგი მისი მის ზედა“ (III მეფეთა 19,19). მესამედ ხსენებისას ელია ხალენით უკვე სასწაულს ახდენს: „და მოიღო ელიამ ხალენი იგი თვისი… სცა წყალსა… და განიპო წყალი“ (IV მეფეთა 2,8), შემდეგ, როცა ცად ატაცებული ელია გადმოუგდებს ხალენს მოწაფეს. ამის შემდეგ უკვე ელისე ახდენს სასწაულს – იგი იორდანეს წყალს შუაზე გაჰყოფს და ისე გაივლის (IV მეფეთა 2,14).

ქართული წყაროები ელია წინასწარმეტყველის ხალენის საქართველოში, კერძოდ მცხეთაში ყოფნას ადასტურებენ: „მოქცევაჲს“ მიხედვით სიდონიას თავის მამის აბიათარისაგან სცოდნია, რომ უფლის კვართის დაკრძალვის ადგილი ორმაგი ძალით იყო შემოსილი: ქრისტეს კვართის დაფვლამდე ოდესღაც აქ დაუმარხავთ წინასწარმეტყველ ელიას ხალენი, რომლის შესახებაც „მოქცევაჲ“-ს შატბერდული რედაქცია ჭელიშურთან შედარებით განსხვავებულ ინფორმაციას იძლევა:

შატბერულ ვარიანტში, როდესაც სიდონია კვართის შესახებ საუბრობს, ამბობს, რომ, მისი ადგილსამყოფელი იცის ღმერთმან და „დედამან ჩემმან ნინო“, მაგრამ არ ამხელს, ვინაიდან ჯერ არ დამდგარა ჟამი. ამის შემდეგ სიდონია განაგრძობს, რომ მას მამისგან სმენია, რომ „არს სხუაჲცა ძალითა შემოსილი, მრჩობლი იგიცა, ხალენი ელიაჲსი ამას ქალაქსა შინა, ხელთა ჩუენთა საკურთხეველისა სიმტკიცისა ქუეშე ქვათა შინა ულპოლველად ვიდრე ჟამამდე მისა“ [1,130]. ჭელიშური რედაქციის ავტორი კი იმ ფრაზის შემდეგ, რომელიც ელიას ხალენს ეკუთვნის, წერს: „და აწ ესე სამოსელი იესუჲსი აქა არს გამოუთქმელად ვიდრე ჟამამდე მისა, რამეთუ მრავალგზის მაშრომა დედამან ჩემმან ნინო მამისა ჩემისა მიმართ, გამოვწულე ადგილი იგი სამოსლისა მის ჭეშმარიტად“ [1,130], მაშინ, როდესაც ცოტა ზემოთ იგივე ავტორი წერს, რომ „ელიოზ დაჰმარხა რაჲ თვისი და ხელთა აქვს სამოსელი იგი (კვართი) და არს ადგილი იგი, რომელი ღმერთმან იცის და იცის დედამან ჩემმაც“ (იგულისხმება ნინო) [1,129 - 2 ვარიანტი]. ჭელიშური რედაქციის ავტორს შეცდომით ჰგონია, რომ კვართზეა საუბარი, სინამდვილეში საუბარია ელიას ხალენის დაკრძალვის ადგილზე.

მოქცევაჲში ორივე სიწმინდის – როგორც ქრისტეს კვართის, ისე ელიას ხალენის ადგილსამყოფელის დასადგენად საჭიროა ელიოზის სახლისა და „მცირე ბაგინის“ ლოკალიზება. წყაროს ცნობით „სახლი ელიოზისი იყო ქალაქის დასავლით, წიაღ მოგუთასა, ხიდსა ზედა“ [1,130], ეს ის ხიდია, რომლის შესახებაც წმ. ნინო ამბობს: „მოვიწიენით მცხეთად ქალაქად წიაღ კერძო მოგუთასა, ხიდსა ზედა დავდექით. მუნით ვხედავდი ცეცხლის მსახურსა ერსა მოგუებასა და ცდომასა შინა“ [1,115].

ელია, სამოღვაწეო ასპარესზე მაშინ გამოდის როდესაც ისრაელში მეფობს მეფე აქაბი.შესაბამისად სანამ ელია წინასწარმეტყველზე ვისაუბრებდეთ, მანამდე ყურადღება უნდა გავამახვილოთ მეფე აქაბზე და მისი მოღვაწეობის დროს არსებულ მდგომარეობაზე.

ა ქ ა ბ ი[1]

აქაბი (874–853) ომრის დინასტიის ყველაზე გამოჩენილი მეფეა. მან მნიშვნელოვნად განავითარა ისრაელის ეკონომიკა და სამეფოს პოლიტიკური ინტერესები განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანა. აქაბმა ამას მთელი თავისი მეფობა მოახმარა. (22 წელი) აქაბის მეფობის დროს ისრაელსა და ფინიკიას საკმაოდ კარგი ურთიერთობები აქვს. მათი ერთმანეთთან ასეთი დამოკიდებულება სირიის ინტერესებს ეწინააღმდეგება. სწორედ ამის გამო სირიის მეფე ბენედადი უკავშირდება ფინიკიას და მასაც შემოაქვს ტვიროსული ღვთაება. ფიქრობენ რომ ბენედადმა ომრის მსგავსად, ტვიროსთან ნათესაური კავშირი შეკრა. მანამ, სანამ სირიასთან დაპირისპირება შეიარარებულ კომფლიკტში არ გადაიზრდება. აქაბი ახერხებს ქვეყნისა და ხალხის კეთილდრეობაზე ზრუნვას. მთელს ისრაელში აქაბმა მრავალი ქალაქი ააშენა და გაამაგრა. მათ რიცხვს მიათვლიან იერიქონსაც (3 მფ. 16, 34 ; 22 , 39 .) აქაბმა მოაბი ძლიერ დახარკა საქონლით, რამაც ფინანსურად ისე გააძლიერა, რომ ეკონომიკურად ფინიკიასთან და სირიასთან გაათანაბრა. იუდას სამეფოსთან აქაბი მეგობრობას აღწევს თავისი ქალიშვილის გოთოლიას[2] ქორწინებით იუდას სამეფოს მეფის, იოსაფატის ძეზე, იორამზე.
ისრაელი იუდას სამეფოსთან კარგ ურთიერთობას, სირიასთან ურთიერთობის გასარკვევად იყენებს. (3 მფ. 22, 39)–ში ნათქვამია, რომ აქაბმა სპილოს ძვლისაგან ააგო სასახლე, რაც მის ძლიერ სიმდიდრეზე მიუთითებს. ომრიმ ისრაელს ტვიროსის კერპი, ბაალი გააცნო, ხოლო მისმაძემ, აქაბმა მისი კულტი შემოიტანა სამეფოში. აქაბი ბაალის კერპს სამარიაში დგამს. ტვიროსიდან ასობით ქურუმი(წმინდა წერილში მათი რაოდენობა 850–ით იფარგლება) იქნა ჩამოყვანილი, რათა ისრაელში ბაალის კულტის მსახურება არა მარტო ოფიციალურ რელიგიად ქცეულიყო , არამედ ამ კულტისადმი მსახურება გამყარებულიყო კიდეც ისრაელიანთა გულებში. სწორედ ამის გამო, აქაბი, ისრაელის მეფეთა შორის ყველაზე ცოდვილი მეფის რეპუტაციით სარგებლობს.

[1] იუდასა და ისრაელის სამეფოს მეფეები. ( Ⓒ გიორგი გვასალია) 2013 წელი.

[2] არსებობს მოსაზრება რომლის მიხედვითაც გოთოლია იეზებიელის და არის და არა შვილი.

დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ ელია წინასწარმეტყველის სამოღვაწეო ასპარესზე გამოჩენა ხდება მოულოდნელად, სწორედ ისე როგორც იოვანე ნათლისცემლის გამოჩენა მოხდება აფსოლიტურად მოულოდნელად. ,, შეინანეთ რამეთუ მოახლოვებულ არს სასუფეველი ცათა’’ არაფერი წინ არ უძღვის იოვანეს გამოჩენას. და ელიაც სწორედ ასე გამოჩნდება, ელიას სამოღვაწეო ასპარესზე გამოსვლას, ელიას სამოღვაწეო ასპარესზე გამოჩენას, შემდეგი სიტყვები უძღვის წინ: ცხოველ არს უფალი ღმერთი ძალთა, ღმერთი ისრაჱლისა, რომლისა წინაშე ვდგა მე, უკუეთუ იყოს ცვარი გინა წვიმა ამათ წელთა თჳნიერ სიტყუათა პირისა ჩემისათა.ელია წინასწარმეტყველის მოღვაწეობას უკავშირდება ისრაელში სამ წლიანი უწვიმრობა, თუმცაღა მაცხოვარი 3 წელ ნახევარს ასახელებს უწვიმარობის პერიოდს ელიას დროს. მესამე მეფეთაში გვაქ სამი წელი აქ გვაქ სამ ნახევარი წელი. ჩვენთვის აპრიორი და საფუძველდამდები მაცხოვრის სიტყვებია სწორედ. ამიტომ ვარაუდობენ რომ ელიას თქმიდან, ელიას გამოჩენიდან იწყება უწვიმარობა, მაგარამ ასევთქვათ შესაგრძნობი, შემაწუხებელი უკვე ნახევარი წლის მერე ხდება და სწორედ ამიტომ მემატიანე სამ წელს აღნიშნავს. ჩვენ იუდაური გარდამოცემა გვიყვება ამბავს რატომ გამოჩნდა ელია. ჩვენ ქრისტიანობაში არ გვაქ ეს, მაგრამ იუდაური გარდამოცემა გვიყვება ერთ ასეთ ამბავს: მაგრამ სანამ უშვალოდ ელიაზე დავიწყებდეთ საუბარს მანამდე ყურადღება მინდა გავამახვილო წმინდა წერილიდან ერთ ასეთ დეტალზე: როდესაც იელ ბეთლემელმა წამოიწყო იერიქონის აშენება თავის უფროს შვილზე საძირკვლის დადება და თავის უმცროს შვილზე კარიპჭის დაფუძვნება. ახლა ეს იელ ბეთლემელი უბრალო კაცი არ უნდა იყოს ერთი მარტივი მიზეზის გამო რადგანაც მან წამოიწყო იერიქონის მშენებლობა, დარისხებულის აღდგენა, ეს ასე მარტივად არ ხდება, შესაბამისად ეს ადამიანი საკმაოდ დაწინაურებული უნდა ყოფილიყო, შეძლებული უნდა ყოფილიყო, მეფის კართან დაახლოვებული და შესაბამისად როდესაც მშენებლობა იწყება ის მან თვითნებურად ვერ დაიწყო, ეს აუცილებლად მეფის კართან უნდა იყოს შეთანხმებული, აუცილებლად აქაბის თანხმობა უნდა ქონდეს მას. აი ამ დეტალებიდან გამომდინარე ჩვენთვის მართლაც საინტერესო ხდება იუდაური გარდამოცემა რომელიც ერთ ასეთ ამბავს გვიყვება: როდესაც იელმა მიიწვია მეფე (აქაბი) მასთან ერთად მივიდა იელთან ელიაც. ანუ ამ გარდამოცემაში ელია და აქაბი ერთად არიან. როდესაც ამ ბეთილელმა კაცმა გააცნო თავის გეგმა იერიქონთან დაკავშირებით, ელიას უთქვამს მისთვის: არ შეიძლება ამ ქალაქის აგება რადგანაც ისუ ნავეს ძემ წყევლა დადო მასზე. მაშინ რქვა აქაბმა: (ამ გარდამოცემის თანახმად) ეგრე მოსემაც დაწერა თუ ზურგს აქცევ ჩემს ღმერთს და მიიქცევი კერპებისკენ, შიმშილობას ჩამოვაგდებ და დაგაქცევთო და აბა სად ხედავ აქ შიმშილობასო. ამ გარდამოცემის თანახმად ელიას უთქვამს: ,,ცხოველ არს უფალი ღმერთი ისრაელისა’’ და მერე დადო ეს წყევლა რომ სამი წელი შიმშილობა იქნებოდა. ელია თეზბიტელთან დაკავშირებით იუდაური გარდამოცემა საკმაოდ ბევრ რამეს ლაპარაკობს, ბევრი რამე ცხადია ურთიერთგამომრიცხავია მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც არის, ელია წინასწარმეტყველს იუდეველები დღევანდელ დღემდე ელოდებიან. რაც გამოიხატება შემდეგში: დღევანდელ იუდეველთა პასექსზე რომ შევიდეთ, იქ სადაც სუფრაა გაწყობილი, აუცილებლად დევს ერთი თეფშით მეტი ნიშნად იმისა რომ ელიამ შეიძლება ყოველ წუთს შემოაღოს კარები და მისთვის აუცილებლად უნდა იყოს გამზადებული ადგილი. ელია ქორათის ხევში ჩადის უფალმა ის იქ ჩაიყვანა, სავარაუდოდ ეს უნდა იყოს ის ექვსი თვე, ნაბრძანები აქვს უფალს ყორნებისთვის რომ მოუზიდოს მას პური და ხორცი. უწყლობისაგან აქაურობა გაუდაბურდება, მაგრამ სანამ უწყლობისაგან გაუდაბურდება ეს ადგილი, მანამდე სულიერი გაუდაბურება დაიწყება ისრაელიანებში. ისრაელი არის აღთქმულ მიწაზე მაგრამ სულით ისევ დაბრუნდა უდაბნოში. ელიას მთავარი დანიშნულება გახლავთ ეს ხალხი ამ სულიერი უდაბნოდან, ამ სულიერი ხეტიალიდან, ისევ აღთქმულ მიწაზე შეიყვანოს, ისევ ღმერთთან დააბრუნოს. თვითონ ყორანი არის უწმინდური ფრინველი და მისგან შეხებული წარმოუდგენელია ისრაელიანმა ჭამოს. მაგრამ ელია ყორნისაგან მოტანილ ხორცს და პურს ჭამს. რამდენად გაუწმინდურდა ელია ამ დროს? არანაირად ელია ამ დროს არ გაუწმინდურებულა. ეს აღთქმა დადებული იყო რელიგიურად არამდგრადი ადამიანებისთვის, მაგრამ ეს აკრძალვა არ ჭირდება პავლეს, პეტრეს, ელიას მოსეს და ა.შ. გარკვეული პერიოდის შემდგომ ეს ქორათის ხევი დაშრება საიდანაც წყალს სვავდა ელია, და უფალი უბრძანებს წავიდეს სარეფთაში. ,, ადექი და წადი სიდონიდან სარეფთაში და იქ იცხოვრე, რადგანაც ნაბრძანები მაქ იქ ერთი ქვრივი ქალისთვის, რომ საჭმელი გაჭამოს.’’

ნაბრძანები მაქ ერთი ქვრივი ქალისთვის რომ პური გაჭამოს. რას ქვია ნაბრძანები მაქ ? თუ ამ ქალს არ უნდა ? ახლა რაშია საქმე: ეს ნაბრძანები მაქ, არ ნიშნავს თავისთავად იმას რომ ამ ქალის თავისუფალი ნებაა შეკვეცილი. ეს ნიშნავს იმას რომ უფალი წინდაწინ ხედავს ეს ქალი რას გააკეთებს. ადგა და გაემართა ელიაც უფლის სიტყვისამებრ სარფათში. ქალაქის კარიპჭეს რომ მიადგა, ხედავს ქვრივი ქალი აგროვებს შეშას, დაუძახა და უთხრა: ცოტა წყალი მომიტანე ჭურჭლით რომ დავლიო. როდესაც ქალი წავიდა წყლის მოსატანად გზაში სიტყვა დააწია და უთხრა: პურის ნაჭერიც წამომიღე შენი ხელით. აი ეს ქალი რომელიც წყლის გამოსატანად უშურველად შეტრიალდა ამით ანახა ელიას თავის დამოკიდებულება უცხოდმოყვარეობისადმი. მაგრამ როდესაც ელია ეტყვის პურის ნაჭერიც გამომიტანეო, გაჩერდება დაიფიცებს და ეტყვის: ერთი ხმიადიც არ გამაჩნია, გარდა ერთი მუჭა ფქვილისა და ცოტაოდენი ზეთისა, ახლა წავალ გამოვაცხობ, ჩემთვის და ჩემი შვილისთვის შევჭამთ და მერე დავიხოცებით. ელია კი ეტყვის მას: წადი და ჯერ მე მაჭამე, რადგანაც ასე ამბობს უფალი ღმერთი ისრაელისა: საფქვილესა შენსა არა მოაკლდეს ფქვილი და საზეთესა შენსა არა მოაკლდეს ზეთი ვიდრე ვაწვიმო ქვეყანასა ზედა. ახლა რა მინდა გითხრათ ამ ქალს აქვს ერთი ასეთი არჩევანი: შენ ჯერ ეს გააკეთე და მერე ღმერთი არ მოგაკლებს, აი ეს არის ქრისტიანობა, აი ეს არის ქრისტიანობის ფორმულა. ქრისტიანობა რა არის? მომეცი და გავაკეთებ კი არა, გააკეთე და მოგეცემა. და ეს ქალი სწორედ ამ გზას ირჩევს თავის ერთ მუჭა ფქვილს გაიმეტებს ადამიანისთვის, რომელსაც საერთოდ არ იცნობს. და წმინდა წერილში ხაზგასმით წერია: არა მოაკლდა საფქვილესა ფქვილი და საზეთელსა ზეთი. ამ ამბების შემდგომ ავად გახდება ქვრივი ქალის ვაჟი, მისი ავადმყოფობა ძალზედ მძიმე იყო სხვაგვარად რომ ვთქვათ მას არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობოდა სიცოცხლისა. და რქვა ქალმა ელიას: [1]რაი არს ჩემი და შენი კაცო ღმრთისაო, შემოხუედ ჩემდა აღჴსნებად უწესობათა ამათ ჩემთა და მოკუდინებად ძისა ამის ჩემისა. მიუგო ელიამ და რქვა: ,,მომეც ყრმაი ეგე შენი’’ და უბიდან გამოართვა დედას შვილი, აიყვანა ზემოთვალში სადაც თვითონ ცხოვრობდა, დააწვინა ლოგინზე შეჰღაღადა უფალს და რქვა: უფალო, ღმერთო ჩემო, მოიქეცინ სამშჳნველი ყრმისა ამის ამისავე! და იყო ეგრე. ისმინა უფალმა ელიას სიტყვის, და გაცოცხლდა ბავშვი, ჩაიყვანა წინასწარმეტყველმა ბავშვი ზემოთვალიდან დაბლა და მისცა დედამისს. ქვრივმა ქალმა კი მიუგო: ვუწყი რამეთუ კაცი ღმრთისაი ხარ შენ და სიტყვაი ღმრთისა ჭეშმარიტ არს პირსა შენსა.



[1] მცხეთური ხელნაწერი.

ამ ამბების შემდგომ აუცილებლად უნდა დავიწყოთ თხრობა იმის შესახებ თუ როგორ უპირისპირდება ელია წინასწარმეტყველი მეფე აქაბს. მესამე წელს იყო უფლის სიტყვა რომ გამოეცხადა ელიას რომელმაც რქვა: წადი და ეჩვენე მეფე აქაბს და მეც ვაწვიმებ მიწის პირზე. შესაბამისად ელიაც უფლის სიტყვისამებრ გაემართება მეფე აქაბთან რათა შეხვდეს მას. წმ. წერილი აღნიშნავს და ამბობს რომ დიდი შიმშილობა იყო სამარიაში. წმ. წერილი ორი კაცის სახელს ახსენებს, აბდიას და იზებელის სახელებს. ერთის სახელს დადებით კონტექსტშიმოიხსენიება ხოლო მეორეს სახელი უარყოფით კონტექსტში. აბდიას შესახებ წმ. წერილში წერია ღვთისმოშიში ადამიანი იყოვო, ხოლო იზებელზე წერია რომ სპობდაო იგი უფლის წინასწარმეტყველებს. აბდიას ღვთივსათნო საქციელები გამოიხატება იმაში რომ მან გადამალა 100 წინასწარმეტყველი, 50 ცალკე და 50 ცალკე სხვადასხვა გამოქვაბულებში რომელთაც ამარაგებდა პურითა და წყლით, მაშინ როდესაც თვით მეფე აქაბიც თავისი სახედრებისთვის ბალახს ეძებს რათა შიმშილით არ დახოცვოდა. ამრიგად მეფე აქაბი იმ გზას დაადგა რომლის საპირისპირო გზასაც აბდია დაადება. სხვაგვარად რომ ვთქვათ მათ გაიყვეს ქვეყანა რომელსაც თავად მეფე ჩაუდგა სათავეში იმ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელი გზების საძებრად, რაც თავის თავში გულისხმობდა სამხედრო ძლიერება ისრაელისა არ შესუსტებულიყო თუმცაღა ამის აშკარა საფრთხის წინაშე დგას ახლა ისრაელი. მიუხედავად ამისა ღმერთი არ დაუშვებს ამ სამხედრო ძლიერების შესუსტებას ისრაელში, არა იმიტომ რომ ისრაელი იმსახურებს ამას, არამედ იმიტომ რომ საღმრთო განგებულებას უნდა ასე, და რას ნიშნავს საღმრთო განგებულებას უნდა ასე ამას ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვნახავთ როდესაც ბენ–ჰადიდისა და აქაბის ურთიერთობებს გავეცნობით. აი სწორედ ამ დროს არის ელია ჩამოსული, უფლის მითითებით, ქვეყნის ერთი მიმართულებით არის აქაბი წასული ქვეყნის მეორე მიმართულებით არის აბდია წასული, და სწორედ აბდიას შეხვდება ელია. ელიას იცნობს აბდია, იცნობს მისი შესამოსელით, მისი ხალენით, გაუხარდება მისი ნახვა და დაუჩოქებს. ახლა ვინ არის აბდია? აბდია არის ადამიანი რომელიც გახლავთ განსხვავებული თავისი ცხოვრების წესით, უფალი ყოველთვის მოავლენს ისეთ ღვთივსათნო ადამიანს, ისეთი პირწავარდნილი ადამიანის გვერძე როგორიც აქაბი გახლავთ. და რას აკეთებს ეს ადამიანი გამოქვაბულში კვებავს 100 წინასწარმეტყველს პურითა და წყლით. მაშინ როდესაც ქვეყანაში კრიზისია. წადი და უთხარი აქაბს : აქ არის–თქო ელია. განა არ იცი მე ვინ ვარ? განა არ იცი მე რა საქმეები მაქ გაკეთებული ? და უყვება იმ თავის საგმირო საქმეებს თუ როგორ შეიფარა 100 წინასწარმეტყველი და როგორ კვებავდა პურითა და წყლით. ისმის კითხვა: რა პრობლემაა? ელია არ ეხება ამ კაცს საერთოდ, მაგრამ წმ. წერილში საინტერესო რაღაც წერია: მთელს ისრაელში გეძებდაო შენ აქაბი, რომ წავიდოდა კაცი შენს მოსაძებნად, დაბრუნდებოდა და იტყოდა ელია ვერ ვნახეო, დააფიცებდა სამეფოსა და ხალხს, მართლა ვერ ნახე თუ გვატყუებო. სხვაგვარად რომ ვთქვათ ელიას სარეფთაში, ფინიკიაში წასვლა პოლიტიკური თავშესაფარიც იყო, ეს არ იყო მარტო მორწმუნე დედაკაცთან მისვლა, ელიას ეძებს აქაბი, გაშმაგებული ეძებს მას, და ერთადერთი ადგილი სადაც ელიას ძებნას აქაბი თავს დაანებებს ეს არის პოლიტიკური საზღვარი ისრაელის მიღმა ფინიკიის მხარეს. ახლა რომ მეუბნები წადი და უთხარი ელია ვნახეო, რომ წამოვიდეს შენს სანახავად, შენ კი ღმერთის სულმა აქედან აგიყვანოს და სხვაგან დაგსვას, ხომ დამსაჯაო სიკვდილით. სხვაგვარად რომ ვთქვათ აბდიას წარმოდგენაში შესაძლებელია ასეთი რაღაც მოხდეს: ელია გაქრეს სადღაც და გაჩნდე სადღაც. ელია კი მიუგებს: ცხოველ არს უფალი ღმერთი ისრაელისა რამეთუ დღესვე შევხვდები მე მას. მოხდება შეხვედრა ელიასა და აქაბს შორის. ერთადერთი რატომაც არის ელია ჩამოსული ისრაელში გახლავთ ოფიციალური კულტის დანგრევა, ოფიციალური რელიგიის მსახურების დარღვევა, რაც თავის თავში გულისხმობს იზებელის რელიგიური გარყვნილების მხილებას. (იზებელის რელიგიური გარყვნილების მხილება)– იეზებიელი სანამ აქაბი ოფიციალურად გამოაცხადებდა ბაალის კულტს, სანამ ჩაანაცვლებდა ხარების კულტს ბაალის კულტით, იეზებიელმა 850 კარგად გაწვრთნილი ქურუმი ჩამოიყვანა ფინიკიიდან. აქედან 400 უშვალოდ დაუდგინა ბაალის კერპს, და 450 დაუდგინა აშერას კერპს. და ახლა ელია სწორედ ამას ითხოვს: შემიკრიბეთ ქარმელის მთაზე მთელი ისრაელი, ბაალისა და აშერას წინასწარმეტყველნი. აქაბიც ელიას სიტყვისამებდაგზავნის ხალხს ისრაელში და შეკრიბავს ქარმელის[1] მთაზე ყოველ ,, წინასწარმეტყველს’’ და იტყვის ელია: თუ კი ბაალია უფალი, მაშინ მას ეცით თაყვანი, ხოლო თუ კი უფალია, უფალი ანუ თუკი მოსეს ღმერთია უფალი მაშინ მას ეცით თაყვანი.მაგრამ ახლა ჩვენ ერთ დეტალზე უნდა გავამახვილოთ ყურადრება, როდესაც მოხდება აქაბისა და ელიას შეხვედრა, აქაბი ერთ ასეთ რაღაცას ეუბნება: მოხვედი ისრაელის მაოხრებელო? სხვაგვარად რომ ვთქვათ აქაბის წარმოდგენებში ელია ისრაელის მაოხრებელია და თვითონ ისრაელის ამყვავებელი. რა კუთხით შეიძლებოდა ხალხის ცნობიერებაში გაჩენილიყო აზრი იმასთან დაკავშირებით რომ ელია მაოხრებელია ისრაელისა ხოლო აქაბი მაყვავებელი? ელიას გამოჩენამდე ისრაელი იყო (პოლიტიკური თვალსაზრისით) აყვავებული. არც საძოვარი მინდვრები აკლდათ, არც საჭმელი, არც სასმელი, სამხედრო წყობილებაც ძლიერი იყო, ერთი შეხედვით ხალხი ბედიერი იყო იმ დონეზე იყო პოლიტიკური თვალსაზრისით ისრაელი აყვავებული რომ მისი მეზობლებიც ინტერესდებოდნენ მასთან მეგობრული ურთიერთობებით. მაგრამ უცებ გამოჩნდა ადამიანი რომელმაც თქვა რომ არ მოვიდეს წვიმა 3 წელ ნახევარი ისრაელში, განადგურდა საძოვრები, ჯარი მოსუსტდა, საჭმელ–სასმელი, სანთლით საძებნელი გახდა, სხვაგვარად რომ ვთქვათ აყვავებული ისრაელი მიწასთან სწორდება, ვის გამო, ერთი ადამიანის გამო რომელმაც თქვა: არ იწვიმოს ისრაელში 3–წელ ნახევარი. მაგრამ ელიას პასუხი არის საოცარი: მე კი არ ვაოხრებ ისრაელს, არამედ შენ და მამაშენის სახლი აოხრებდით ისრაელს რომ დაივიწყეთ უფლის მცნებები და შეაცდინეთ ისრაელი. ქარმელის მთაზე უნდა მოხდეს ამ იდეის შეპირისპირება. ქარმელის მთაზე უნდა დაუპირისპირდეს ვინ ? აქაბი და ელია კი არა, წინასწარმეტყველთა დასი და 850 ქურუმი კი არა, არამედ ღმერთები, ბაალის და მოსეს ღმერთი. ორი კურატი, ორი საკურთხეველი, ბაალის მსახურებმა უნდა მოიბან ერთი კურატი, გაკვეთონ და შეშებზე შემოდონ, ოღონდ პირობაა ერთი, ცეცხლი არ უნდა შეუნთონ. იგივეს გააკეთებს ელია და რომელსაც ცეცხლით მოხედავს ღმერთი, აი ის იყოს უფალი. ახლა აქ ერთი დეტალია რატომ უთმობს ელია ბაალის თაყვანისმცემლებს რომ პირველებმა მათ მოუხმონ ღმერთს ?[2] საბაბი რომ არ დარჩენოდათ ბაალი გაგვიწყრა პირველი მე რატო არ მეცით თაყვანიო. შუადღემდე გაჰყვიროდნენ: ბაალ მოგვხედე, ბაალ მოგვხედე, ტანს ისერავდნენ მახვილებით და შუბებით მათი წესისამებრ. (ტანის დასერვასთან დაკავშირებით, რატომ ისერავდნენ ტანს, მაინც და მაინც ქურუმები?) ყველა რელიგიაში, აბსოლიტურად ყველა რელიგიაში, ქურუმის სისხლი ითვლებოდა განსაკუთრებულ შესაწირავად. წარმართულ რელიგიაში, სადაც ღმერთები და ღმერთის შვილები არსებობდნენ, როდესაც ამბავი წავიდა რომ ღმერთმა თავისი შვილი თავისი ძე მოავლინა და იმ ძემ სისხლი დაღვარა, … წარმართი რომელიც ამას გაიგებდა ყველაზე დიდ ინტერეს მასში ეს დეტალი იწვევდა. ეს თუ მართლა ღმერთის ძე იყო ამაზე დიდი შესაწირავი ადამიანისაგან ვერ იქნებოდა. და ახლა ქერმელის მთაზე როდესაც ღმერთის მოხმობასა და ვედებაზე მიდგება საქმე ეს ქურუმები ღვრიან სისხლს. ირონია, დაცინვა ამ ტერმინების ხმარებას წმ. წერილი არ ერიდება, ელია იჯდა და დასცინოდა მათ ქურუმებს ცოტა ხმამაღლა იყვირეთ ვაითუ გზაშია, ან რამე უჭირთ, ან იქნებ სძინავს და გაიღვიძებს. ანუ ელიას ცნობიერებაში ღმერთი იმ თვისებებით არის აღჭურვილი, რის შესახებაც წარმოდგენა არააქვთ მაცხოვრის განკაცების პერიოდში. ელიასათვის ღმერთი იმ თვისებებით არის შემკული (ძაან შორს არ მინდა წავიდე) რასაც უკვე ივანე დამასკელი თავის გარდამოცემაში დაწერს. ეს დაცინვა, ეს ირონია წმინდა წერილისთვის დამახასიათებელი არ არის მაგრამ უცხოც არ არის. დაიღალნენ აღარ შეუძლიათ და მორჩნენ. ახლა კი ჯერი ელიაზე მიდგება. წმ. წერილში წერია ელია ახალს სამსხვერპლოს კი არ აშენებს არამედ დანგრეულს აღადგენსო, რაშიც მას ხალხი ეხმარება. აიღო ელიამ 12 თლილი ქვა (ნიშნად იაკობის 12 ძისა) და ააშენა სამსხვერპლო რომლის გარშემოც შემოავლო ორი სეა მარცვლის ტევადობის თხრილი. და 4 ჩაფ წყალს გადაასხმევინებს, ისე რომ ეს თხრილი წყლით ამოივსება. ანუ რაღაცა წყარო, რაღაცა ჯერ კიდევ დაუმშრალი ზღვა არსებოდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ აქ თუ რამეს ცეცხლი მოეკიდა ეს უნდა იყოს საერთო რელიგიური აღტკინების გამოვლინება. ელია დაიჩოქებს და იწყებს ლოცვას: უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისაკისა და ისრაელისა! გაცხადდეს დღევანდელ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელში, მე კი შენი მორჩილი ვარ, და რომ შენი სიტყვის წყალობით გავაკეთე ეს ყველაფერი. ხმა გამეცი, უფალო, ხმა გამეცი, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ღმერთი ხარ, უფალო, და რომ შეგიძლია უკუმოაქციო მათი გულები. ჩამოვარდა უფლის ცეცხლი და შთანთქა აღსავლენი მსხვერპლი, შეშა, ქვები და მტვერი; ამოლოკა წყალიც, არხში რომ ესხა. დაინახა ეს მთელმა ხალხმა, პირქვე დაემხო და შეჰყვირა: ღმერთია უფალი! ღმერთია უფალი! ახლა ელია ბრძანებს შეიპყარით წინასწარმეტყველნი, არავინ გაგეგცეთ. შეიბყრობენ და ხევში დახოცავენ. ხოლო ყოველივე ამას აქაბი უყურებს თავისი თვალით. და უთხრა ელიამ აქაბს: წადი სახლში და საჭმელი ჭამე, რადგან წვიმის ხმაური ისმის უკვე. ადგება აქაბიც და წავა. მოუხმობს ელია თავის მსახურს. არსად არ ჩანს წმ. წერილიდან რომ ელიას მსახური ჰყავს ( ვიდრე თავად არ მოუხმობს მას) მაგრამ ელიას ჰყავს მსახური რომელიც დაყვება და ემსახურება მას. მოუხმობს ელია მსახურს და ეტყვის: წადი გახედე ცას: არაფერი არ სჩანს: მიუგებს მსახური. შვიდჯერ გააკეთე. ისიც ელიას სიტყვისამებრ შვიდჯერ გააკეთებს და მეშვიდეზე რომ გაიხედავს ეტყვის: ვხედავ ღრუბელსა ვითარცა ნებსა კაცისასა. ნელ–ნელა ეს ღრუბელი გაიზრდება, გაძლიერდება და წამოვა წვიმა. აქაბი მიისწრაფის თავის საზაფხულო რეზიდენციისაკენ. და რომ ჩავა ელია დახვდება იქ. აი ეს არის ელიას სულით მოძრაობა, რომ შეიძლება აქედან აღიტაცოს ღმერთმა და იქ გააჩინოს.
წვიმა მოვიდა, ყველას უხარია, ეკონ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნათია   ძველი აღთქმიდან დღემდე   Jul 16 2008, 03:32 PM
თემო   აქ ძალიან საინტერე...   Jul 16 2008, 03:39 PM
ნათია   თანამედროვე ქართუ...   Jul 16 2008, 03:49 PM
თემო   დროში რას გულისხმ...   Jul 16 2008, 03:52 PM
ნათია   თემო ანუ სხვადასხვ...   Jul 16 2008, 03:53 PM
G_I_O_R_G_I_   ეს სახარებები სხვ...   Jul 16 2008, 04:10 PM
G_I_O_R_G_I_   სხვადასხვა პერიოდ...   Jul 16 2008, 04:31 PM
ნათია   G_I_O_R_G_I_ იმიტომ ვიკით...   Jul 16 2008, 04:35 PM
თემო   G_I_O_R_G_I_ იმიტომ ვიკით...   Jul 16 2008, 04:39 PM
ნათია   თემო ახლა შევადარ...   Jul 16 2008, 04:45 PM
კანონისტი   ნათია არა ნათი. მა...   Jul 16 2008, 05:26 PM
კანონისტი   ნათია შეცდომაა მერ...   Jul 16 2008, 05:30 PM
კანონისტი   ნათია დევს კიდევა...   Jul 16 2008, 05:39 PM
ნათია   k@the მაქედან დავაკოპ...   Jul 16 2008, 05:52 PM
კანონისტი   ნათია წინასწარმეტ...   Jul 16 2008, 05:54 PM
ნათია   კანონისტი გაიხარე...   Jul 16 2008, 05:56 PM
zedela   საინტერესო თემააა....   Jul 16 2008, 07:08 PM
ლია   ვინაიდან ეს პირველ...   Jul 17 2008, 12:19 PM
orthodox-georgia   ვინაიდან ეს პირვე...   Jul 17 2008, 03:23 PM
ნათია   ლია შეგიძლია მოკლ...   Jul 17 2008, 03:25 PM
ზვარე   ბიბლიური შესაქმის ...   Jul 17 2008, 07:14 PM
Misha Songulashvili   ღით ვერ დაიწყეთ ამ ...   Jul 17 2008, 07:36 PM
ნათია   Misha Songulashvili ეგ კითხვა მ...   Jul 17 2008, 07:41 PM
ზვარე   რამეთუ ათასი წელი ...   Jul 17 2008, 07:48 PM
ნათია   იქნებ ეს განმიმარ...   Jul 17 2008, 07:50 PM
kavkasioni   ძალიან საინტერესო ...   Jul 26 2008, 02:06 PM
Misha Songulashvili   kavkasioni იქამდის განუყ...   Jul 26 2008, 04:22 PM
abo   http://s53.radikal.ru/i139/0807/7b/b2bb55e61b78.jp...   Jul 26 2008, 04:41 PM
kavkasioni   Misha Songulashvili კი. მოგეხს...   Jul 26 2008, 05:01 PM
nino kiwo   მეგობრებო რთულ თემ...   Jul 26 2008, 05:19 PM
ჰერელი   ძველი აღთქმა, თავი...   Apr 2 2012, 09:09 PM
George Leluashvili   ძველი აღთქმა, თავი...   Apr 2 2012, 11:43 PM
ჰერელი   ლოპუხინს აქვს მთლ...   Apr 3 2012, 12:09 AM
George Leluashvili   საბითუმო ნამდვილა...   Apr 3 2012, 01:16 AM
აკაკი   ჰერელი ვერცხლის ქუ...   Apr 3 2012, 04:01 PM
ჰერელი   უი არც გამიგია ეგ ქ...   Apr 3 2012, 05:44 PM
George Leluashvili   ჰერელი მანდ ძვირი ...   Apr 3 2012, 07:30 PM
აკაკი   ხო, არ ვიცი, 8 ლარი ღი...   Apr 3 2012, 11:12 PM
George Leluashvili   აკაკი ბოლოს გამოვ...   Apr 5 2012, 03:50 PM
აკაკი   George Leluashvili კი მაგას ვა...   Apr 5 2012, 06:40 PM
George Leluashvili   George Leluashvili კი მაგას ვა...   Apr 5 2012, 06:49 PM
A.V.M   მოგვთა თაყვანისცე...   Dec 15 2012, 12:22 AM
A.V.M   ამ თემაზე იყო ადრე ...   Dec 15 2012, 12:46 AM
A.V.M   ახლა ვიპოვე მართლმ...   Mar 21 2013, 01:50 AM
G_saxva   A.V.M 10-ძველი აღთქმის ს...   Jun 6 2013, 10:45 AM
qetevano   G_saxva ეგ მამა აკაკი მე...   Jun 6 2013, 07:34 PM
G_saxva   qetevano ძალიან კარგი :D წ...   Jun 7 2013, 08:33 AM
qetevano   G_saxva კიი მაქვს. ეხლა ...   Jun 7 2013, 09:47 AM
G_saxva   qetevano არა მასე როგორ ...   Jun 7 2013, 10:03 AM
qetevano   G_saxva კი გათხოვებ, წიგ...   Jun 7 2013, 10:14 AM
G_saxva   G_saxva კი გათხოვებ, წი...   Jun 7 2013, 10:23 AM
qetevano   G_saxva მაილი მომეცი პმ-...   Jun 7 2013, 10:28 AM
A.V.M   მე მაქვს... ქინდლკი ,...   Jun 7 2013, 09:26 PM
G_saxva   მე მაქვს... ქინდლკი ,...   Jun 8 2013, 09:09 PM
azazeli   ,,დასაბამად ღმერთმ...   Sep 3 2013, 11:24 AM
A.V.M   azazeli გვასალიას ლექც...   Sep 3 2013, 11:52 AM
G_saxva   azazeli აზაზელო ეშმაკი...   Sep 3 2013, 11:54 AM
A.V.M   G_saxva ჩემი ჯგუფელი ყო...   Oct 31 2013, 10:45 PM
G_saxva   A.V.M მერე გაწიე პროპა...   Nov 1 2013, 09:12 AM
†სერგი†   რომელია გურამ?   Nov 1 2013, 09:16 AM
A.V.M   †სერგი† ასტამაა ბი...   Nov 1 2013, 04:44 PM
G_saxva   A.V.M მერე შე კაი კაცო...   Nov 1 2013, 05:26 PM
A.V.M   შემოიხედე აქ. G_saxva http:/...   Nov 2 2013, 12:50 AM
†სერგი†   აზაზელს მივცემ მა...   Nov 3 2013, 09:03 PM
azazeli   დებორასა და ბარაკი...   Nov 5 2013, 10:39 PM
A.V.M   ნახეთ რა კაცი დავა...   Nov 5 2013, 10:40 PM
azazeli   სერგი შენ ნიჭიერო. ...   Nov 5 2013, 11:23 PM
A.V.M   azazeli ძმა ხარ ასტამ ! ...   Nov 5 2013, 11:30 PM
azazeli   მზადება მიდიამელე...   Nov 6 2013, 11:22 PM
azazeli   აბიმელექის შეთქმუ...   Nov 16 2013, 09:21 PM
A.V.M   azazeli ჯიგარი ხარ ასტა...   Nov 17 2013, 12:22 AM
azazeli   საღმრთო გამოცხადე...   Jan 13 2014, 03:33 PM
azazeli   იუდა ებრძვის ქანაა...   Jan 13 2014, 03:51 PM
A.V.M   azazeli jigari xar...   Jan 13 2014, 06:17 PM
შანკარა   წმ. ანდრია პირველწ...   Feb 27 2014, 09:20 PM
azazeli   1) შესავალი 2)წმიდა ე...   Jun 7 2014, 02:08 PM
azazeli   ომიკური კრიზისის დ...   Jun 7 2014, 03:24 PM
A.V.M   azazeli ჯიგარი ხარ ასტა...   Jun 7 2014, 03:25 PM
შანკარა   89 შეკითხვა ქრისტია...   Jun 11 2014, 03:45 PM
G_saxva   ჩავქვესკნელდი :D   Jun 11 2014, 06:27 PM
A.V.M   შანკარა ამ შეკითხ...   Jun 11 2014, 11:28 PM
A.V.M   შანკარა მიუხედავა...   Jun 13 2014, 01:01 AM
შანკარა   შანკარა მიუხედავა...   Jun 13 2014, 02:44 AM
A.V.M   შანკარა GMADLOB ! მომი...   Jun 13 2014, 03:50 PM
შანკარა   რაციონალური მეცნი...   Jun 14 2014, 01:56 PM
A.V.M   ,,იუდაიზმში სქესობ...   Jul 26 2014, 11:21 PM
azazeli   ისრაელის გაყოფვის ...   Aug 4 2014, 12:29 PM
A.V.M   azazeli ჯიგარი ხარ ...   Aug 4 2014, 12:34 PM
azazeli   RE: ძველი აღთქმიდან დღემდე   Aug 4 2014, 12:55 PM
azazeli   RE: ძველი აღთქმიდან დღემდე   Aug 4 2014, 01:13 PM
A.V.M   პატრიოტიზმი ძველ დ...   Sep 1 2014, 10:05 PM
marine   "პირველ ქრისტიან...   Oct 21 2015, 05:39 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 08:49 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი