IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ფიზიოლოგიური მოთხონილების სტატუსით გამართებული ცოდვ
q.w.e
პოსტი Jun 8 2014, 04:57 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685



გამარჯობათ

ამ თემაზე ბევრი დაწერილა,ამ ფორუმზეც,მამაოსაც დავუსვი კითხვა და ზოგადად ძალიან აქტუალურია ეს საკითხი იმ ყმაწვილთAთვის რომელთა ჰორმონების ჩამოყალიბების ეტაპი მიმდინარეობს. მაინტერესებს რა ოქროს შუალედი უნდა დავიცვა იმისათვის რომ არც ჩუკენობის ცოდვაში ჩავვარდე და არც ძილსა შინდა დაცემა შემემთხვეს ხშირად?არ არის აუცილებელი მარტო მედიცინური და"ლოგიკური"გზებით ამიხსნათ ყოველივე მისტიკურიც ჩემთვის მისაღEბი იქნება.ის რომ ჩუკენობის ცოდვა ბევრად მძიმეა საკუთარ თავზე მაქ გამოცდილი,თავიდან მამაოსთვის ამის დაწერა ძალიან მრცხვენოდა მაგრამ მერე თავს ძალა დავატანე მოვინანიე დაახლოებით ნახევარი წლის უკან და იმედია ამ ცოდვას აღარ დავუბრუნდები არაფრის ფასად.თუმცა მას შემდეგ მტანჯავს ძილსა შინა დაცემა კვირაში მინიმუმ ერთხელ ,ხშირად 2 ჯერ მაინც მემთხვევა,თანაც არც თუ ისე ადვილია ამ ცოდვით დაცემის შემდეგ მოიწესრიგო თავი როგორც სულიერად(50 მეტანია და ლოცვა)ასევე ფიზიკურად(ჰიგიენურად)ისე რომ ოჯახის წევრებმა არ გაიგოს,თუმცა ამ მიზეზების გამო არ ვაპირებ დავუბრუნდე ჩუკენობის ცოდვას(თუ ძაან არ დამიბნელდა გონება) მაინტერესებს თქვენი პირადი გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით....რას..მირჩევდით??
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
MIRDAT
პოსტი Jun 13 2014, 08:10 PM
პოსტი #2


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ციტატა(G_saxva @ Jun 13 2014, 02:11 PM) *

მართალია დაბალია ეგ შანსი მაგრამ საცადე და გამოიყენე დაიჭირე წამი და იქნებ ხელიდან აღარ გაუშვა? მთავარი ისაა რომ მონომება გაკლია, ერთი რამ ცხადია ახლა გირჩევნია ნეიტრალური მდგომარეობა დაიჭირო მაგრამ როცა ეგ მდგომარეობაც დაგღლის სცადე კიდევ განიცადო ეგ გრძნობა.

კი, ნამდვილად მასე მირჩევნია და დარწმუნებული ვარ, ამ ეტაპზე რასაც ვაკეთებ ესაა ჩემთვის საჭირო და სწორი. მომავალში სავარაუდოდ შეიცვლება ეს მდგომარეობა და ალბათ მასეც ვიზამ, როგორც შენ თქვი, მარა დამეწმუნე, მე რომ ქრისტიანობისკენ გადმოვდგამ ისევ ნაბიჯს, ეგ სერიოზული ნაბიჯი იქნება...

ციტატა(iohanan @ Jun 13 2014, 04:30 PM) *

მაინტრერესებს რა ჯობია ეკლესიაში წირვაზე ვიდგე 3-4 სთ,მაგრამ ჩემს გონებაში ერთი სიტყვაც არ შევიდეს და გონებამ ყოველი სიტყვა აისხლიტოს, მაგრამ მაინც ვიდგე, თუ ასეთ მგომარეობაში ყოფნას ჯობია საერთოდ არ წავიდე...
ან მაგალითად მარხვაში ნერწყვი რომ გახრჩობს რომელიმე საჭმლის დანახვაე ,რა ჯობია ვჭამო თუ მაინც ბოლომდე თავი შევიკავო...

მაშინ დავწერ მეც ჩემ აზრს. რაღაც პარალელებსაც გავავლებ.
თუ მხოლოდ ეკლესიაში წასვლა–არწასვლაზეა საუბარი, რაც შენ დაწერე, მაგ მდგომარეობით, ჩემი აზრით ერთიდაიგივეა, გინდ წასულხარ და გინდ არა. სახლშიც უაზროდ გაატარებ დროს, თან სინდისი შეგაწუხებს, ეკლესიაში მიხვალ და იდგები დაცარიელებული ბევრ ხალხში და იფიქრებ როგორი სუსტი ხარ და როგორ გამოხვიდე მაგ მდგომარეობიდან, თუ წინა ღამით კარგად არ გეძინა, შეიძლება თვალებიც დაგეხუჭოს და ოცნებათა სურეალისტურ სამყაროში ამოყო თავი, სანამ მოძღვრის ხმა არ გამოგიყვანს უცაბედად... აქედან გამოსავალი, წესით უნდა გამოიკვეთოს ჩემი მსჯელობიდან, ვნახოთ რა გამომივა.

მიყვარს ხოლნმე რელიგიასა და განათლების სისტემას შორის პარალელის გავლება, კარგად ესადაგებიან...
აი მაგალთად, მეორე კურსზე, ყოველ ლექციაზე უაზროდ ვიჯექი, არცერთი სიტყვა არ შედიოდა თავში... მერე მივხვდი რომ უაზრო იყო ასე სიარული და უნიში წასვლის მაგივრად სახლში ვრჩებოდი იმ იმედით რომ ვიმეცადინებდი ჩემით. წირვაზე არწასულებიც მაგ იმედით რჩებიან სახლში, რომ აქ ვილოცებთო, მაგრამ როგორც თქვენ ლოცულობდით, ისე ვმეცადინეობდი მეც სახლში... ანუ წასვლაც და არწასვლაც უაზრო იყო, სანამ ჩემი აზროვნება არ შევცვალე. დავფიქრდი რა მინდოდა ბოლოს და ბოლოს, რისთვის მინდოდა ეს უნივერსიტეტი, ლექციები... ხოდა სერიოზულად მივუდექი საქმეს, დავალაგე ჩემი მიზნები და არცერთ ლექციას არ ვტოვებდი და ვცდილობდი მომესმინა ლექტორისთვის. ხოდა ყველაფერი გაცილებით კარგად წავიდა ვიდრე მეგონა. ყველაფერს ლექციებზე ვსწავლობდი, ყველაფერს ვიგებდი, შემეძლო 6 საათის განმავლობაში მესმინა და არ დავღლილიყავი და ეს ყველაფერი უბრალოდ იმიტომ, რომ მინდოდა მესწავლა, გადავწყვიტე, რომ ლექციებისგან მიმეღო რაღაც, ოდნავ მოვინდომე და ყველაფერი გამომივიდა.

დაფიქრდი რა გინდა წირვაზე, რისი მიღება გინდა მისგან, იფიქრე საერთოდ რა არის წირვა, რისთვის ტარდება და თავად გადაწყვიტე გინდა თუ არა იქ სიარული. ნუ ივლი მხოლოდ წესის გამო, უნდა გინდოდეს. ახლა მხოლოდ იმიტომ აკეთებ ამას, რომ ასეთია წესი... იცი რომ წირვაზე მადლო გადმოდის და ა.შ. ლექციებზეც გადმოდის ცოდნა, მაგრამ შენ თუ მაგ ცოდნას არ ხარ მოწყურებული, იქიდან ვერაფერს მიიღებ. არსებობს ასეთი აზრი, რომ წირვაზე უბრალოდ დგომითაც კი მიიღებ მადლს, მარა ეგ აბსურდია ჩემი აზრით და ხალხის მოგონილი, ან თვითონ მოძღვრების, რომ ხალხი სულ არ შეეშვას ეკლესიაში სიარულს. მოკლედ სერიოზულად მიუდექი უფრო მაგ საკითხს, თან წირვაზე მაინდამაინც იმის გაგება არაა მნიშვნელოვანი თუ რას ამბობს იმ მომენტში მოძღვარი, მთავარია შენ რისთვის ხარ მისული და რა გიტრიალებს თავში.

6 დღე იშრომე და 1 დღე მე შემომწირეო, ამას როცა ამბობენ მხოლოდ იმ 1 დღეზე აკეთებენ აქცენტს, ჩემი აზრით თუ ის 6 დღე წესივრად არ იშრომე, 1 დღეს ვერ შეწირავ უფალს. ეგაც უშლის რაღაც დონეზე ხელს წირვაზე წესიგრად დგომას, არ ვშრომობთ იმ 6 დღეს კარგად...



ციტატა(q.w.e @ Jun 13 2014, 01:52 PM) *

რა თქმა უნდა იმიტომაცაა ქრისტიანობა ჭეშმარიტება რომ შენს ცხოვრებაში ღვთის ნებით უნდა იყო შემოქმედი(ანუ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შესაბამისად უნდა მოიქცე,ვინაიდან ყველაფერი ვერ ეწერება წმინდა წერილში ,ღირსი მამების შეგონებებში და ა.შ.)


გეთანხმები, ეგ მომწონს ყველაზე მეტად ამ რელიგიაში, რეალურად მართლმადიდებლობა ყველა ადამიანს ერგება, ადამიანთან ერთად იცვლება თვითონ რელიგიის მიდგომები, თუნდაც როგორც ზემოთ ვთქვით, ცოდვის განმარტებაზე, სხვადასხვა პიროვნებისთვის სხვადასხვა რამაა ცოდვა... მაგრამ რეალურად მე ეკლესიაში ვერ ვხედავ რომ ასეთი მიდგომა იყოს. საერთოდ ნამდვილ მართლმადიდებლობას ცოტა მოძღვარი ასწავლის... მე პირადად დაბადებიდან 19 წლამდე მართლმადიდებელი ვიყავი და მხოლოდ მაშინ გავიგე ამ რელიგიის ნამდვილი "მუღამი" რაც წამოვედი ეკლესიიდან... არ მომწონს ის სისტება რაც დღესაა, იმდენადაა ცოდვებზე ორიენტირებული, უამრავ ლოცვაზე, დაუჯდომლებზე, კანონებზე, მარხვებზე და ასეთ რამეებზე, რომ აღარ გრჩება დრო, უბრალოდ დაგიქრდე თუ რა არის მთავარი და ყველაზე ნამდვილი... მახსოვს რომ წამოვედი ეკლესიიდან, ჩემი სიტყვებით ვილოცე ის რაც მინდოდა, რაც მართლა მაწუხებდა და საოცარი გრძნობა დამეუფლა, მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ იმდენად ვიყავი ადრე ამ წესებით და დაწერილი ლოვების კითხვით დაღლილი, რომ ღმერთთან ნამდვილი საუბრისთვის ვეღარც ვიცლიდი... რეალურად ღმერთს სწორედ მაგან დამაშორა, არასწორად ნაკეთებმა წესებმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
q.w.e   ფიზიოლოგიური მოთხონილების სტატუსით გამართებული ცოდვ   Jun 8 2014, 04:57 PM
A.V.M   q.w.e ღია ფორუმზე ნამდ...   Jun 8 2014, 07:08 PM
q.w.e   საღადაო რა არის ნა...   Jun 8 2014, 08:22 PM
მახოროგა   გამარჯობათ ამ თემ...   Jun 9 2014, 01:51 PM
q.w.e   გასაგებია,მეც დავ...   Jun 9 2014, 02:00 PM
damiane80   გასაგებია,მეც დავ...   Jun 25 2014, 12:34 AM
MIRDAT   რთულადაა საქმე ჩემ...   Jun 9 2014, 06:28 PM
q.w.e   რას ნიშნავს საერთ...   Jun 10 2014, 02:37 PM
MIRDAT   q.w.e რაც შენ დაწერე მ...   Jun 10 2014, 11:43 PM
G_saxva   MIRDAT არასწორი ხედვაა...   Jun 11 2014, 09:49 AM
MIRDAT   თუ ცოდვას ისე განვ...   Jun 11 2014, 09:29 PM
G_saxva   MIRDAT მაშინ მეორე კით...   Jun 12 2014, 09:28 AM
q.w.e   ღმერთი რა არის რეა...   Jun 12 2014, 12:47 PM
MIRDAT   მაშინ მეორე კითხვ...   Jun 12 2014, 11:23 PM
G_saxva   ზუსტად მეც მანდ ვა...   Jun 13 2014, 09:32 AM
MIRDAT   ზუსტად მეც მანდ ვა...   Jun 13 2014, 12:29 PM
q.w.e   რა თქმა უნდა იმიტო...   Jun 13 2014, 01:52 PM
G_saxva   მართალია დაბალია ...   Jun 13 2014, 02:11 PM
iohanan   რაგაცას ვიკითხავ ა...   Jun 13 2014, 04:30 PM
G_saxva   iohanan რაც შეეხება წირ...   Jun 13 2014, 04:45 PM
iohanan   G_saxva ვიცოდი შენ რომ მ...   Jun 13 2014, 06:08 PM
MIRDAT   მართალია დაბალია ...   Jun 13 2014, 08:10 PM
iohanan   MIRDAT კარგზე ამბობო ,რ...   Jun 13 2014, 08:24 PM
q.w.e   არ ვარ ზოგიერთისა...   Jun 13 2014, 09:02 PM
iohanan   რა კითხვებიც დავსი...   Jun 13 2014, 09:14 PM
q.w.e   იმ თEმაზე რომ სხვა...   Jun 13 2014, 09:19 PM
MIRDAT   მაღტალია ადამიანმ...   Jun 13 2014, 10:05 PM
q.w.e   მთავარია ღმერთი ე...   Jun 13 2014, 10:36 PM
iohanan   პირადად მე მსგავს...   Jun 13 2014, 10:48 PM
A.V.M   iohanan კარგი იყო ხომ ი...   Jun 13 2014, 10:52 PM
iohanan   iohanan ,,მეგობარო''   Jun 13 2014, 10:56 PM
q.w.e   ანუ რიტორიკულად მ...   Jun 13 2014, 11:02 PM
iohanan   ჩემი შეკითხვები იყ...   Jun 13 2014, 11:07 PM
q.w.e   რამდენჯერმე დავკვ...   Jun 26 2014, 01:33 PM
damiane80   რამდენჯერმე დავკვ...   Jun 26 2014, 03:55 PM
q.w.e   გასაგებია,თუმცა ც...   Jun 27 2014, 11:11 PM
+თომა+   ჩემი რჩევა იქნება ...   Oct 7 2015, 02:24 AM
q.w.e   ეგ ძალიან კარგი რჩ...   Oct 19 2015, 01:06 PM
+თომა+   q.w.e თუ შენს თავს უფა...   Jan 9 2017, 02:25 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th July 2025 - 10:14 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი