IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ადამიანის, მამაკაცის და დედაკაცის, შექმნა, შესაქმის მატიანის მიხედვით.
argani
პოსტი Jun 19 2008, 12:19 AM
პოსტი #21


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859



ციტატა
შესაქმეთა
თავი 1
27. და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი,მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი.
31. და იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და აჰა, კარგია ძლიერ. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღე მეექვსე.

თავი 2
3. და აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმინდაიყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ყველა თავისი საქმისგან, რომლის კეთებაც დაიწყო ღმერთმა.
15. და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა, და დაადგინა იგი სამოთხესა მას საშვებელისასა საქმედ მისა და დაცვად.
18. და თქვა ღმერთმა: არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა; შევუქმნათ მას შემწე, მისი მსგავსი.

???
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
შანკარა
პოსტი Jun 13 2014, 02:19 PM
პოსტი #22


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 51
რეგისტრ.: 22-February 14
წევრი № 13,586



ბიბლიის და საერთოდ თეოლოგიის, კოსმოგონიის და კოსმოლოგიის ის ვერსია რომნელიც მე წარმოვადგინე, ის რასაც თეოსოფიური მოძღვრება ამტკიცებს წარმოადგენს აბსოლუტურ მეცნიერულ ლოგიკურ და რაციონალურ ჭეშმარიტებას და მხოლო გონებაშეზღუდულ დებილოიდ პრიმიტივებს არ შეუძლიათ ამ ჭეშმარიტების შეცნობა. თქვენ უბრალოდ ბიბლიის მართლმადიდებელ აპოლოგეტთა მიერ გაყალბებულ და მისტიფიცირებულ ვერსიას შეეჩვიეთ! თქვენ "მორწმუნეებს" მღვდლები 24 საათი შთაგაგონებენ რომ ისინი რასაც ამბობენ აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, ხოლო ყველა სხვა ცდება, მაგრამ ეს სიცრუეა!
II რა არის თეოსოფია
თეოსოფია ბერძნული სიტყვაა (თეოს – ღვთაება, სოფია – სიბრძნე) და „ღვთის სიბრძნეს“ ნიშნავს. თეოსოფია ღვთიური სიბრძნის წარმოჩენის მეცნიერება ანუ ღვთისშემეცნების მეთოდოლოგიაა და მას ამ სახელით მოიხსენიებდნენ სხვადასხვა ფილოსოფიურ სისტემაში: იუდაურ კაბალაში, ანტიკურ და ქრისტიანულ გნოსტიციზმში, ისლამურ სუფიზმში. თუმცა თეოსოფია, როგორც მეცნიერების დარგი, XIX საუკუნის 70-იან წლებში ჩამოყალიბდა და იგი ძირითადად დაფუძნებულია ინდურ ფილოსოფიურ–მეტაფიზიკურ სისტემებზე, მაგრამ ჭეშმარიტების მარცვლებს ყველგან ხედავს და „კაცთა მოდგმის საყოველთაო ძმობას“ ქადაგებს. არსებობს თეოსოფიის სხვადასხვაგვარი დეფინიცია: 1) რელიგიის ისტორიკოსებისა და ეზოთერიზმის მკვლევართა განსაზღვრებით, თეოსოფია მისტიციზმის ნაირსახეობას წარმოადგენს. იგი განსხვავდება თეოლოგიისაგან. თუკი თეოლოგია მოცემული რელიგიის საფუძვლების, როგორც ავტორიტეტის, რაციონალურ და რეფლექტურ ანალიზს ემყარება, თეოსოფიის წყარო ერთი კონკრეტული რელიგიის ფარგლებს სცილდება. 2) თანამედროვე რელიგიურ-მისტიკური მიმართულების თვალთახედვით, თეოსოფია იმ ზეჭეშმარიტების გამოცხადებას წარმოადგენს, რომელიც ადამიანის შინაგან სამყაროში არსებული ღვთაებრივი ცენტრიდან გადმოიღვრება და რომლის საფუძველზე ერთი კონკრეტული დარგი და სისტემა იქმნება.
თეოსოფია ანუ ძველ ინდურად იგივე პარავიდია (უზენაესი ცოდნა) ან ბრაჰმავიდია (ღმერთის ცოდნა) მსოფლიოს ყველა რელიგიის, ფილოსოფიური და მეტაფიზიკური სისტემის საწყისი, პროტოფორმა და თეოსოფიური ტრადიციით თავად ზეციური ღვთაებების მიერ ადამიანთათვის შორეულ წარსულში გადმოცემული მოძღვრებაა. თეოსოფიაში ცნობს რეინკარნაციას (სულთა გადასახლება) და პოლითეიზმს (მრავალი ღვთაების არსებობა). თეოსოფია სინკრეტული სწავლებაა, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს მსოფლიოს მრავალ მოძღვრებასა (ბუდიზმი, ინდუიზმი, ჯაინიზმი, სიქჰიზმი, ლამაიზმი, დაოსიზმი, სინტოიზმი, ანიმიზმი, ზოროასტრიზმი, ისლამური სუფიზმი, ებრაული ტრანცენდენტური კაბალა, ქრისტიანული გნოსტიციზმი, ქრისტიციზმი) და მითოლოგიურ სისტემას. თეოსოფიაში უარყოფილია პიროვნული შემოქმედი ღმერთის იდეა. თეოსოფიური მოძღვრება, რომელიც წარმოადგენს დედამიწის ყველა რელიგიის, ფილოსოფიისა და მეტაფიზიკის ფესვსა და არქაულ ფუძეს, ეზოთერული ტრადიციების თანახმად დედამიწაზე გაჩნდა მესამე რასის - ლემურიული რასის განსხეულების (მატერიალიზაციის) მომენტიდან, რომელიც მოხდა 600 000 000 წლის წინ (ე. ბლავატსკაია, რ. შტაინერი, ბ. და ე. რერიხები, მ. კრემო, რ. სტრატონი). ლემურიელები განუზომლად დიდი ფსიქიკური, მენტალური და სულიერი ზეძალების მქონე სრულყოფილი ადამიანები იყვნენ, რომლებიც კოსმოსის ენერგიებით იკვებებოდნენ. ჯერ კიდევ შორეულ წარსულში, ასეულ მილიონობით წლის წინ, როცა დედამიწაზე რელიგია საერთოდ არ არსებობდა, დღევანდელი რელიგიების ძირითადი ეზოთერული დოქტრინები ცოცხლობდნენ პრეისტორიული სულიერი მეცნიერების, წინარე თეოსოფიის ანუ ბრაჰმავიდიის (ანუ პარავიდია) წიაღში. თავდაპირველად რელიგია დედამიწაზე წარმოიშვა მეხუთე რასის – არიული რასის არსებობის შუაპერიოდში და იგი საგრძნობლად განსხვავდებოდა ნებისმიერი თანამედროვე რელიგიისგან, რამეთუ მასში ნაკლები ალოგიზმი და ირაციონალიზმი, ცრურწმენა და დიალექტიკა იყო, ვიდრე დღესაა. ეს რელიგია ერთიანი და გრანდიოზული მონოლითი იყო, რომელიც ბედისწერის ნებით დაიშალა მრავალრიცხოვან მცირე რელიგიებად და აქედან დაიწყო ქაოსი და შუღლი ადამიანებს შორის. საუკუნეების შემდეგ რელიგიებმა განიცადეს პროფანაცია და დეგრადირება და დაკარგეს პირვანდელი სულიერი ცოდნა, რაც გამოჩნდა შუასაუკუნეებშიც.
ათასწლეულების განმავლობაში კოსმიური იშვარები (უფლები) დედამიწაზე გზავნიდნენ თავიანთ ავატარებს – ღვთაებრივ ინკარნაციებს, რათა მართალთათვის სულიერი სამყაროს საიდუმლო ცოდნა ემცნოთ და კაცობრიობა გადაერჩინათ ხილული (ფიზიკური) სამყაროს ბოროტი შემოქმედის – ილდაბაოთ-სატანაილისგან, რომელსაც აბრაამულ რელიგიათა წარმომადგენლები ჭეშმარიტ ღმერთად თვლიან, იაჰვეს ან ალაჰს უწოდებენ და ქრისტე ღმერთის ჭეშმარიტ ზეციურ მამად გვისახავენ. ყოველგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად თეოსოფიური სულიერი მოძღვრება ღვთაებრივ შუქს ჰფენდა მსოფლიოს და არსებობას განაგრძობდა მრავალი ფორმით: დასავლეთში ეს იყო გნოსტიციზმი, კაბალა, ნეოპლატონიზმი და ბოგომილური სწავლება, აღმოსავლეთში – ვედანტა, სანკხია, იოგა, მაჰაიანური და ტანტრისტული ბუდიზმი, ზერვანიტული მაზდეიზმი და მანიქევლური მოძღვრება. ეს სწავლებები იყვნენ და არიან არქაული თეოსოფიის – სულიერი მეცნიერების ნამსხვრევები, გადარჩენილი ნაწილები, რომლებიც დღემდე განაგრძობენ არსებობას ამა თუ იმ ფორმით.
ქრისტიანული თეოსოფიის ისტორია იწყება სილეზიელი იაკობ ბიომეს (1575-1624) მოღვაწეობასთან ერთად. 1610 წელს მას ჰქონდა პირველი ხილვა, რის შემდეგ მრავალი ნაშრომი დაწერა, რომელთა შორისაც იყო «ავრორა», გერმანული ბაროკული პროზის შესანიშნავი ნიმუში. მისი ნაშრომებია: «დე ტრიბუს პრინციპიის» (1619), «დე სიგნატურა რერუმ»(1621), «მისტერიუმ მაგნუმ» (1623) (სათაურები ლათინურია) და გერმანულად დაწერილი «დერ ვეგ ცუ ქრისტო» («გზა ქრისტესკენ“,1624). ეს ნაშრომები ეფუძნება არა ანტიკურ წყაროებს, არამედ უშუალოდ ბიბლიას, პარაცელსს, ალქიმიურ სიმბოლიკას და კაბალას. შუა საუკუნეების და ნეოპლატონური კონცეფციების საწინააღმდეგოდ იაკობ ბიომე ღვთაებას არ უყურებს როგორც სტატიურ ძალას. მისი აზრით ღვთაება არის დიალექტიკა. თეოსოფიური განსჯა ფაქტიურად ერთდროულად ეხება ღმერთს, ღმერთის ბუნებას, მის ადგილს სამყაროში. შესაბამისობათა ამ სამყაროს წვდომა თეოსოფს ძალუძს თავისი «აქტიური წარმოსახვით». ამას გარდა ქრისტიანული თეოსოფია უპირატესობას ანიჭებს ბიბლიის მითიურ ელემენტებს, მაგ.: დაბადების წიგნს, ეზეკიელის ხილვას, აპოკალიფსს. გავრცელებულ ფიგურებსა და თემებს შორისაა: ანგელოზები, დაბადების პირველთავში ნახსენები ელოჰიმი, თავდაპირველი ანდროგინი – კაბალისტური ადამ–კადმონი, რომელთა პროფანაცია და ფალსიფიკაცია ურჩევნიათ თეოლოგებს. ბოლოს თეოსოფიის აზრით, ადამიანს აქვს ღვთაებრივ სამყაროსთან და სინამდვილის უფრო მაღალი საფეხურის არსებებთან კავშირის დამყარების მთვლემარე, მაგრამ მუდამ პოტენციური უნარი. „ქრისტიანული თეოსოფიის მეფე” იაკობ ბიომე, გარკვეული წარმატებით სარგებლობდა XVII ს. გერმანიაში. ეს მიმდინარეობა განაგრძობს ნაყოფიერ არსებობას იოჰან გეორგ გიშელთან (მისი “პრაქტიკული თეოსოფია” გამოქვეყნდა 1722 წ.), გოტფრიდ არნოლდთან (მისი „ღვთაებრივი სიბრძნის ანუ სოფიას საიდუმლო” გამოიცა 1700 წ.), ანტუანეტ ბურგინიონთან, ჯონ პორდაჟთან, ჟან ლეადთან და XVIII-XIX საუკუნეების სხვა ავტორებთან ერთად. ფრიდრიხ იოზეფ ფონ შელინგი – ნატურფილოსოფიისა და ტრანსცენდენტალური იდეალიზმის ფუძემდებელი, თეოსოფიას მიიჩნევდა მისტიკური ღვთივშემეცნებისა და რაციონალისტური ფილოსოფიის სინთეზად. იგი მას უპირისპირებდა თეოსოფიზმს – მისტიციზმის ნაირსახეობას, რომელიც გამორიცხავს მეცნიერულ შემეცნებას. ვიწრო გაგებით თეოსოფია ეწოდება XVI_XVII საუკუნეების მისტიკურ თეორიებს, რომლებიც, როგორც წესი, გარკვეული კონფესიისა და ზოგადად ეკლესიური ორთოდოქსიის გარეთ არსებობდა. ესაა იაკობ ბიომეს, პარაცელსის, სენ ჟერმენის, ემანუელ სვედებორგის, ფრიდრიხ ეტინგერის და სენ მარტენის თეორიები. პეტრე იბერის (ანუ დიონისე არეოპაგელის) ტრაქტატებში სიტყვა „თეოსოფია“ იხმარება როგორც თეოლოგიის სინონიმი.
XIX საუკუნეში თეოსოფიური მოძრაობის აღორძინება დაკავშირებულია მადამ ელენა ბლავატსკაიას (1831–1891) სახელთან, რომელმაც რუსეთსა და ევროპაში ცხოვრების შემდეგ, ნიუ–იორკში პოლკოვნიკ ჰენრი ოლკოტთან ერთად 1875 წელს დააფუძნა თეოსოფიური საზოგადოება. ეს მოძრაობა მკვეთრად ანტიაბრაამული ორიენტაციისა გახლდათ. თეოსოფების დევიზი იყო ძველინდური გამოთქმა: „სატიატ ნასტი პარო დჰარმა“ (satyat nasti paro dharma), რაც ნიშნავს: „რელიგიები არ არიან ჭეშმარიტებაზე მეტი ანუ არცერთი რელიგია არ დგას ჭეშმარიტებაზე მაღლა“. თეოსოფიური სწავლების მიხედვით სამყარო წმინდა ჰიპერკოსმიური ღვთაებრივი არსობრიობის ტრანსფორმაციას წარმოადგენს, ე. ი. ფიზიკური კოსმოსი აბსოლუტური სინათლის (ანუ პარაბრაჰმანის) გარდასახვის შედეგადაა წარმოშობილი. თეოსოფიის თანახმად, არსებობს სამყაროს მატერიალური გამოვლინების შვიდი ეტაპი. ვირტუალური ილუზორული მატერიალური კოსმოსის პროექცია, მისი მატერიალურობის შვიდი პლანი წარმოსახულ იქნა უმაღლესი ღმერთის – პარაბრაჰმანის სამი ენერგიის: 1) ანტარანგა შაკტის ანუ შინაგანი უმაღლესი სულიერი ენერგიის, 2) ტატასტხა შაკტის ანუ ცოცხალი არსებების მოსაზღვრე ენერგიის და 3) ბაჰირანგა შაკტის ანუ გარეგანი მატერიალური ენერგიის საფუძველზე, ტრანსმუტაციური გარდაქმნითი პროექცირების გზით. თეოსოფიურ მოძღვრებაში იყვნენ სხვა გამოჩენილი სწავლულებიც: ალისა ენ ბეილი, ანა ბეზანტი, კუტ ჰუმი, ლევ ტოლსტოი და მრავალი სხვა.
თეოსოფიური სწავლების თანახმად, თავდაპირველი პირველდასაბამიერი უნივერსალური ზესულის (ბიტუსის ანუ ეინ სოფის) იგივე პარაბრაჰმანის შესახებ გვამცნობს ბიბლიის პირველი წიგნის – დაბადების I სტროფივე და იოანეს სახარების პირველი ხუთი სტროფი, რომლიბშიც კოდირებულია უზენაესი საიდუმლო. დაბადების პირველ სტროფში წერია: „დასაბამში ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“, მაგრამ ეს არის არასწორი თარგმანია. გამოჩენილ თეოსოფ ქალს ელენა პეტროვნა ბლავატსკაიას და დიდ ებრაელ კაბალისტებს მაკ გრეგორ მატერსსა და ისააკ მეიერს თავიანთ ნაშრომებში უწერიათ, რომ ტექსტი, რომელიც ებრაულ ორიგინალშია ნახსენები: „ბარაშიტ ბარა ელოჰიმ ეთ ჰაშამაიმ ვეთ ხარეთს“ ითარგმნება როგორც: „მარადიულად არსებული სუბსტანციისგან ქალღმერთებმა მოახდინეს ცის (კოსმოსისა და სუპერკოსმოსის) ფორმირება“. თეოსოფიური სწავლების თანახმად ორიგინალში ნახსენები „ელოჰიმ“ ძველ აღთქმაში ორთოდოქსი აბრაამიტი დოგმატიკოსების მიერ თარგმნილია როგორც ღმერთი, მაგრამ სინამდვილეში სიტყვა „ელოჰიმ“ ითარგმნება როგორც „ღმერთები“. სწორედ ასე ფიქრობს მრავალი მეცნიერი, მაგ.: ე, ბლავატსკაია, რ. შტაინერი, ერიხ ფონ დანიკენი, კრისტოფერ დანი, გრემ ჰენკოკი, ფილიპ კოპენსი, დევიდ აიკი და ა.შ. ებრაული ელოჰიმები იგივე არსებები არიან, რაც შუმერული ანუნაქები. თუ კარგად დავაკვირდებით ანალოგია გამაოგნებლად აშკარაა. აგრეთვე საოცრად ჰგვანან ერთმანეთს ებრაული იაჰვე, რომელიც არის მთვარის „ღმერთი“ და შუმერული „ანუმი“ იგივე „ანუ“, რომელიც ითვლება „ცის ღმერთად“. შუმერული მითოლოგიის თანახმად ე. წ. ღმერთებმა ადამიანები თიხისაგან იმისათვის შექმნეს, რათა მათთვის ეშრომათ.
თეოსოფიურ სწავლებაში უარყოფილია სამყაროს ერთჯერადი ქმნადობის აბრაამული იდეა და მიჩნეულია, რომ ჩვენს კოსმიურ რეალობამდე უზენაესი სულიდან ემანაციის გზით არაერთგზის წარმოქმნილან სხვადასხვა სამყაროები და ჩვენი მატერიალური კოსმოსის განადგურების შემდეგაც, მისი ენერგეტიკული ნამსხვრევებისაგან და აგრეთვე უზენაესი სულიდან გამოსხივებული ენერგიით კვლავ წარმოიქმნება განზომილებათა ახალი სისტემა და ასე გაგრძელდება უსასრულოდ. თეოსოფიურ სწავლებაში ხაზგასმულია ის, რომ არსებობს უამრავი მულტისამყარო და თითოეულ მათგანში სიცოცხლის მრავალი ფორმაა. მაგ., თითოეულ მულტისამყაროს გააჩნია სიცოცხლის 8 400 000 ფორმა და აქედან 400 000 – ანთროპომორფული ანუ ადამიანურია. თეოსოფიური მოძღვრებით ადამიანს აქვს სამი სხეული (კაუზიური სხეული – კარანაშარირა, ასტრალური სხეული – სუკშმაშარირა და ფიზიკური სხეული – სტხულაშარირა) და ხუთი კარმული გარსი ( ანამაიაკოშა – ფიზიკური გარსი, პრანამაიაკოშა – ეთერული სასიცოცხლო ენერგიის გარსი, მანომაიაკოშა – მენტალური ენერგიის გარსი, ვიჯნანამაიაკოშა – ინტელექტის გარსი და ბოლოს ანანდამაიაკოშა – ნეტარების გარსი).
თეოსოფიური მოძღვრების მიხედვით, აბსოლუტურ ღმერთს გააჩნია ლოკალური იპოსტასური დესიგნაციების უსასრულო მირიადები. თითოეული იპოსტასი არის აბსოლუტური ღმერთის ყოფიერების ერთ-ერთი ფორმა და ფლობს ავატარების (მატერიალური ინკარნაციების) უსასრულო სიმრავლეს. თეოსოფიური სწავლების მიხედვით არსებობენ მრავალი სახის ავატარები, ესენია: პურუშაავატარები, გუნაავატარები, შაკტიავეშაავატარები, იუგაავატარები, მაჰაავატარები, მაჰათმიაავატარები და სხვა. თეოსოფიურ სწავლებაში მონოთეიზმი არ არსებობს. მას ახასიათებს მხოლოდ პანთეიზმი და გენოთეიზმი (ნაწილობრივ ნიჰილიზმი). პანთეიზმი – ესაა სწავლება იმის შესახებ, რომ მთელი ხილული მატერიალური სამყარო სულიერია. მის წიაღში არსებობს უხილავი და იმანენტური იმპერსონალური სულიერი სუბსტანცია, რომელიც წარმოადგენს ყოველგვარი მატერიალური ფენომენის, ნებისმიერი მატერიალური ელემენტის დედამატრიცას და პირველდასაბამს. უნივერსალური სული ითვლება ყოვლისმომცველად და ყოვლისგამჭოლად, უსაწყისოდ და უსასრულოდ, უქმნელად და მარადიულად. აღიარებულია სხვადასხვა ღვთაებრივი, ნახევრადღვთაებრივი, დემონური, ნახევრადდემონური და ადამიანური არსებების არსებობა, რომლებიც უნივერსალური სულის ემანაციებად ითვლებიან. ისინი წარმოადგენენ აგრეთვე მის ცოცხალ, ინდივიდუალურ, უსასრულო ავტონომიურ იპოსტასებს ანუ მოდუსებს. თავად მატერიალური კოსმოსი ითვლება ამ უზენაესი სულის საბოლოო ემანაციად და რადიაციად. გენოთეიზმი – ესაა მოძღვრება იმის შესახებ, რომ სამყაროში არსებული ჭეშმარიტი უსასრულო ღმერთი, ესაა სამყაროს ყველა მცირე ღვთაების, ყველა იპოსტასის უსასრულო და განუსაზღვრელი ერთობლიობა, ღმერთების კოსმიური მირიადების კრებითი სახე, მათი კოლექტიური ცნობიერება და თითოეული ღვთაება, უმდაბლესით დაწყებული, უმაღლესით დამთავრებული, არის ერთგვარი ასო-ფრაგმენტი ერთიანი და უსასრულო კოსმოსური ღმერთისა. ეს ორი დოქტრინა არის დამახასიათებელი თეოსოფიური მოძღვრებებისათვის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jun 13 2014, 08:31 PM
პოსტი #23


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ციტატა(შანკარა @ Jun 13 2014, 02:19 PM) *

ბიბლიის და საერთოდ თეოლოგიის, კოსმოგონიის და კოსმოლოგიის ის ვერსია რომნელიც მე წარმოვადგინე, ის რასაც თეოსოფიური მოძღვრება ამტკიცებს წარმოადგენს აბსოლუტურ მეცნიერულ ლოგიკურ და რაციონალურ ჭეშმარიტებას და მხოლო გონებაშეზღუდულ დებილოიდ პრიმიტივებს არ შეუძლიათ ამ ჭეშმარიტების შეცნობა. თქვენ უბრალოდ ბიბლიის მართლმადიდებელ აპოლოგეტთა მიერ გაყალბებულ და მისტიფიცირებულ ვერსიას შეეჩვიეთ! თქვენ "მორწმუნეებს" მღვდლები 24 საათი შთაგაგონებენ რომ ისინი რასაც ამბობენ აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, ხოლო ყველა სხვა ცდება, მაგრამ ეს სიცრუეა!


მოიცა მოიცა, ამან დამაინტერესა, აი მაგალითად მე თავისუფალი წევრი ვარ, ამჟამად არცერთი რელიგიის წარმომადგენელი, ათეისტიც არ ვარ რათქმაუნდა. მეცნიერებასთანაც საკმაოდ დაახლოებული ვარ, მათემატიკას ვსწავლობ რაც თავი მახსოვს და ზოგადად მეცნიერების მთელი მუღამი ვიცი რაცაა. კოსმოლოგიაც ძალიან მაინტერესებს, ვეცნობი სიახლეებს, ვერკვევი მოყვარულის კვალობაზე საკმაოდ კარგად, მაგრამ შენი ნაწერი მეტისმეტად რთული და მოსაბეზრებელია, აზრის გამოტანა ძალიან ჭირს. გადატვირთულია ფრჩხილებში ჩასმული გამოუსადეგარი განმარტებებით. მოდიხარ და პირდაპირ რაღაც რთულით იწყებ. თუ გინდა, რომ თეოსოფიას გვაზიარო, მაგის მსურველი საკმაოდ ცოტა იქნება ამ ფორუმზე, მაგრამ აი მე მოგისმენდი, უბრალოდ თავიდან დავიწყოთ. პირდაპირ რაღაც ფაქტებს ნუ მიწერ, ეს ბობლიის თეოსოფიური ვარიანტი რაც მოიტანე, იგივე ბიბლიაა, უბრალოდ რაღაცებს სხვა სახელი ქვია და ერთი დიდი დომხალივითაა.

მოდი რამდენიმე კითხვას დაგისვამ, რა არის თეოსოფიის მთავარი მიზანი და იდეა?

მაგალითად ქრისტიანობა დგას რწმენასა და სიყვარულზე. ამიტომ ქრისტიანული რელიგიით თუ ვიმსჯელებთ, ღმერთის არსებობის დამტკიცება შეუძლებელია, ეს ვერასდროს ვერ მოხერხდება. (თუ დაგაინტერესათ დავწერ რატომაც)

თეოსოფია რას გვეუბნება? რამდენი ღმერთია? ან როგორ აღწერს ღმერთს? თეოსოფიური მოძღვრებით რწმენა საჭიროა? თუ საჭიროა, რისი უნდა ვიწამოთ?
და კიდევ 1 კითხვა, თუკი მეცნიერებას ეფუძნება თეოსოფია, მაშინ წესით რწმენა არ უნდა იყოს საჭირო საერთოდ. მეცნიერები რასაც ამტკიცებენ, ის ფაქტია და არა რაღაც, რაც უნდა იწამო ან არ იწამო. აი მაგალითად დედამიწის სიმრგვალე ფაქტია და რწმენა არაფერ შუაში აღარაა აქ. მაგრამ რადგან თეოსოფიის არცისე ბევრს სჯერა, ესეიგი მეცნიერებისგან ძაან შორსაა, უბრალოდ თეორიების და დაუმტკიცებელი იდეების კრებულია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
argani   ადამიანის, მამაკაცის და დედაკაცის, შექმნა   Jun 19 2008, 12:19 AM
KAIROS   1. ზოგადი მოყოლა შექ...   Jun 19 2008, 12:29 AM
argani   ო, ეგ თავისთავად, მ...   Jun 19 2008, 12:33 AM
KAIROS   აუცილებად მეექვსე...   Jun 19 2008, 12:44 AM
დათიკო   argani http://church.ge/index.php?showtopic=2930   Jun 19 2008, 12:49 AM
argani   KAIROS გადავავლე და შე...   Jun 19 2008, 01:04 AM
KAIROS   იყო მაგაზე საუბარ...   Jun 19 2008, 01:22 AM
argani   ნამდვილად თავის ხ...   Jun 19 2008, 01:36 AM
KAIROS   ნუ გავარიატ :D წმინ...   Jun 19 2008, 01:54 AM
argani   მისცა რა მას, საკუ...   Jun 19 2008, 02:00 AM
KAIROS   ვერ გავიგე, რას ქვი...   Jun 19 2008, 02:03 AM
argani   KAIROS გარეგნულ სახეს, ...   Jun 19 2008, 07:00 PM
კანუდოსელი   აქ ლაპარაკია გარე...   Jun 19 2008, 07:07 PM
argani   კანუდოსელი არ ვიც...   Jun 19 2008, 07:19 PM
კანუდოსელი   მაგრამ თემასთან დ...   Jun 19 2008, 07:38 PM
argani   argani იყო ასეთი სექტა ...   Jun 19 2008, 08:12 PM
afxazi   argani მაგრამ საინტერ...   Jun 19 2008, 09:26 PM
argani   afxazi ეგ ნეტარება ოდე...   Jun 19 2008, 09:30 PM
afxazi   argani http://church.ge/index.php?s=&showtopic=22...   Jun 19 2008, 09:37 PM
argani   afxazi კეთილი, ველი პა...   Jun 19 2008, 10:33 PM
ზვარე   მგონი თემების გაერ...   Jun 20 2008, 02:27 AM
argani   არა ივარგებს, ვინა...   Jun 20 2008, 05:45 AM
afxazi   argani ეგაა პასუხი :)   Jun 20 2008, 11:17 AM
დათიკო   ზვარე არაფერია ცუ...   Jun 20 2008, 11:27 AM
შანკარა   მართლმადიდებელთა ...   Jun 13 2014, 10:11 AM
G_saxva   შანკარა ორმოცდაათ...   Jun 13 2014, 10:53 AM
შანკარა   თეოსოფი ვარ   Jun 13 2014, 11:10 AM
MIRDAT   G_saxva ჩვენში დარჩეს დ...   Jun 13 2014, 12:33 PM
afxazi   ბიბლიის წარმოდგენ...   Jun 13 2014, 01:27 PM
შანკარა   ბიბლიის და საერთოდ...   Jun 13 2014, 02:19 PM
MIRDAT   ბიბლიის და საერთო...   Jun 13 2014, 08:31 PM
A.V.M   შანკარა რაც აქ გიწ...   Jun 13 2014, 04:11 PM
afxazi   შანკარა ხოდა გაემ...   Jun 13 2014, 05:34 PM
შანკარა   თეოსოფიის თანახმა...   Jun 13 2014, 09:16 PM
A.V.M   afxazi :D :D :D „შანკარა   Jun 13 2014, 10:39 PM
marine   "უფალმა სამყაროს ...   Aug 4 2022, 04:56 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th May 2024 - 05:01 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი