სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| q.w.e |
Jun 8 2014, 04:57 PM
პოსტი
#1
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 150 რეგისტრ.: 26-April 14 წევრი № 13,685 |
გამარჯობათ
ამ თემაზე ბევრი დაწერილა,ამ ფორუმზეც,მამაოსაც დავუსვი კითხვა და ზოგადად ძალიან აქტუალურია ეს საკითხი იმ ყმაწვილთAთვის რომელთა ჰორმონების ჩამოყალიბების ეტაპი მიმდინარეობს. მაინტერესებს რა ოქროს შუალედი უნდა დავიცვა იმისათვის რომ არც ჩუკენობის ცოდვაში ჩავვარდე და არც ძილსა შინდა დაცემა შემემთხვეს ხშირად?არ არის აუცილებელი მარტო მედიცინური და"ლოგიკური"გზებით ამიხსნათ ყოველივე მისტიკურიც ჩემთვის მისაღEბი იქნება.ის რომ ჩუკენობის ცოდვა ბევრად მძიმეა საკუთარ თავზე მაქ გამოცდილი,თავიდან მამაოსთვის ამის დაწერა ძალიან მრცხვენოდა მაგრამ მერე თავს ძალა დავატანე მოვინანიე დაახლოებით ნახევარი წლის უკან და იმედია ამ ცოდვას აღარ დავუბრუნდები არაფრის ფასად.თუმცა მას შემდეგ მტანჯავს ძილსა შინა დაცემა კვირაში მინიმუმ ერთხელ ,ხშირად 2 ჯერ მაინც მემთხვევა,თანაც არც თუ ისე ადვილია ამ ცოდვით დაცემის შემდეგ მოიწესრიგო თავი როგორც სულიერად(50 მეტანია და ლოცვა)ასევე ფიზიკურად(ჰიგიენურად)ისე რომ ოჯახის წევრებმა არ გაიგოს,თუმცა ამ მიზეზების გამო არ ვაპირებ დავუბრუნდე ჩუკენობის ცოდვას(თუ ძაან არ დამიბნელდა გონება) მაინტერესებს თქვენი პირადი გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით....რას..მირჩევდით?? |
![]() ![]() |
| q.w.e |
Jun 13 2014, 09:19 PM
პოსტი
#2
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 150 რეგისტრ.: 26-April 14 წევრი № 13,685 |
ციტატა გეთანხმები, ეგ მომწონს ყველაზე მეტად ამ რელიგიაში, რეალურად მართლმადიდებლობა ყველა ადამიანს ერგება, ადამიანთან ერთად იცვლება თვითონ რელიგიის მიდგომები, თუნდაც როგორც ზემოთ ვთქვით, ცოდვის განმარტებაზე, სხვადასხვა პიროვნებისთვის სხვადასხვა რამაა ცოდვა... მაგრამ რეალურად მე ეკლესიაში ვერ ვხედავ რომ ასეთი მიდგომა იყოს. საერთოდ ნამდვილ მართლმადიდებლობას ცოტა მოძღვარი ასწავლის... მე პირადად დაბადებიდან 19 წლამდე მართლმადიდებელი ვიყავი და მხოლოდ მაშინ გავიგე ამ რელიგიის ნამდვილი "მუღამი" რაც წამოვედი ეკლესიიდან... არ მომწონს ის სისტება რაც დღესაა, იმდენადაა ცოდვებზე ორიენტირებული, უამრავ ლოცვაზე, დაუჯდომლებზე, კანონებზე, მარხვებზე და ასეთ რამეებზე, რომ აღარ გრჩება დრო, უბრალოდ დაგიქრდე თუ რა არის მთავარი და ყველაზე ნამდვილი... მახსოვს რომ წამოვედი ეკლესიიდან, ჩემი სიტყვებით ვილოცე ის რაც მინდოდა, რაც მართლა მაწუხებდა და საოცარი გრძნობა დამეუფლა, მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ იმდენად ვიყავი ადრე ამ წესებით და დაწერილი ლოვების კითხვით დაღლილი, რომ ღმერთთან ნამდვილი საუბრისთვის ვეღარც ვიცლიდი... რეალურად ღმერთს სწორედ მაგან დამაშორა, არასწორად ნაკეთებმა წესებმა. იმ თEმაზე რომ სხვადასხვა პიროვნებისთვის სხვადასხვა რამაა ცოდვა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვერ დაგეთანხმები , მაღტალია ადამიანმა უნდა მოირგოს თავის თAვზე ის ღირებულებები რასაც ქრისტიანობა ქადაგებს თუმცა ზომიერად და ფაქიზად რადგან ამასთანავე უნდა გაანალიზოს რომ დაცემული ბუნება არ მონაწილეობდეს ამ მორგებაში.გინება და ლოთაობა ცოდვაა თAვისთავად თუმცა კონკრეტული პიროვნებისთვის რა არის უფრო პრინციპული და მომაკვდინებელი ვნება და ცხონდება თუ არა ამის გამო ესა თუ ის პიროვნება ეს მხოლოდ და მხოლოდ ღმერთმა იცის. ციტატა მე პირადად დაბადებიდან 19 წლამდე მართლმადიდებელი ვიყავი და მხოლოდ მაშინ გავიგე ამ რელიგიის ნამდვილი "მუღამი" რაც წამოვედი ეკლესიიდან... არ მომწონს ის სისტება რაც დღესაა, იმდენადაა ცოდვებზე ორიენტირებული, უამრავ ლოცვაზე, დაუჯდომლებზე, კანონებზე, მარხვებზე და ასეთ რამეებზე, რომ აღარ გრჩება დრო, უბრალოდ დაგიქრდე თუ რა არის მთავარი და ყველაზე ნამდვილი... მახსოვს რომ წამოვედი ეკლესიიდან, ჩემი სიტყვებით ვილოცე ის რაც მინდოდა, რაც მართლა მაწუხებდა და საოცარი გრძნობა დამეუფლა, მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ იმდენად ვიყავი ადრე ამ წესებით და დაწერილი ლოვების კითხვით დაღლილი, რომ ღმერთთან ნამდვილი საუბრისთვის ვეღარც ვიცლიდი... რეალურად ღმერთს სწორედ მაგან დამაშორა, არასწორად ნაკეთებმა წესებმა. ეხლა მართმადიდებელი არ ხარ? მე პირადად მომწონს შენი ასეთი მიდგომა და გეთანხმები კიდეც ბევრ რამეში, ხშირად სასულიერო პირებსაც ავიწყდებათ მთავარი არსი ამ რელიგიისა, უფალს ის კი არ უნდა ლოცვები რომ გავიზუთხოთ და მეტანიებით მუხლები ავიტკივოთ არამედ, ეს ლოცვები უნდა იყოს უბრალოდ იარაღი ჩვენი ცხოვრების მანძილზე ,იარაღი კიდე არაფერია თუ მას არ ყავს ის ვინც იყენებს ჩემი აზრით კი ადამიანი რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გარეგნულად ასრულებს წეს ჩვეულებებს (მასიურად) და გულში არც სიხარულს არც სიყვარულს და არც იმედს გრძნობს და არც ცდილობს რომ ცხოვრების ამა თუ იმ ეპიზოდში ქრისტეს დაემსგავსოს, სულიერად მკვდარია და გავს ზემოთ ხსენებული იარაღების დასადებ კარადას.ჩემი აზრიტ სEნი მთავარი პრობლემა 19 წლამდე იქიდან გამომდინარე რაც დამიწერე ის იყო რომ ერთბაშად მოგიწია ქრისტიანულ ცხოვრებაში ჩართულიყავი გარეგნული წესებით, არ ვიცი ვისი ან რისი ბრალი უნდა იყოს ეს ჩEმი აზრით ამ დროს მოძღვარს ყველაზე მეტი სიფრთხილე მმართებს, არ შეიძლება 21 საუკუნის ახალგაზრდის რომელთა მშობლებიც(პირადად ჩემიც) სოციალური ათეიზმის ტალღაში მოხვდნენ გარეგნული წეს ჩვეულებებით დაკავება, რა თქმა უნდა ამის გარეშეც არ შეიძლება თუმცა უპირველესი მაინც ყოველდღიური მსჯელობა ქრისტიანობის შესახებ საკუთარ თავთან და იმის ცდაა რომ "ლაივში" მოიქცე ისე როგორც ქრისტიანობა გვმოძღვრავს. |
q.w.e ფიზიოლოგიური მოთხონილების სტატუსით გამართებული ცოდვ Jun 8 2014, 04:57 PM
A.V.M q.w.e
ღია ფორუმზე ნამდ... Jun 8 2014, 07:08 PM
q.w.e
საღადაო რა არის ნა... Jun 8 2014, 08:22 PM
მახოროგა
გამარჯობათ
ამ თემ... Jun 9 2014, 01:51 PM
q.w.e
გასაგებია,მეც დავ... Jun 9 2014, 02:00 PM
damiane80
გასაგებია,მეც დავ... Jun 25 2014, 12:34 AM
MIRDAT რთულადაა საქმე ჩემ... Jun 9 2014, 06:28 PM
q.w.e
რას ნიშნავს საერთ... Jun 10 2014, 02:37 PM
MIRDAT q.w.e
რაც შენ დაწერე მ... Jun 10 2014, 11:43 PM
G_saxva MIRDAT
არასწორი ხედვაა... Jun 11 2014, 09:49 AM
MIRDAT თუ ცოდვას ისე განვ... Jun 11 2014, 09:29 PM
G_saxva MIRDAT
მაშინ მეორე კით... Jun 12 2014, 09:28 AM
q.w.e
ღმერთი რა არის რეა... Jun 12 2014, 12:47 PM
MIRDAT
მაშინ მეორე კითხვ... Jun 12 2014, 11:23 PM
G_saxva
ზუსტად მეც მანდ ვა... Jun 13 2014, 09:32 AM
MIRDAT
ზუსტად მეც მანდ ვა... Jun 13 2014, 12:29 PM
q.w.e
რა თქმა უნდა იმიტო... Jun 13 2014, 01:52 PM
G_saxva
მართალია დაბალია ... Jun 13 2014, 02:11 PM
iohanan რაგაცას ვიკითხავ ა... Jun 13 2014, 04:30 PM
G_saxva iohanan
რაც შეეხება წირ... Jun 13 2014, 04:45 PM
iohanan G_saxva
ვიცოდი შენ რომ მ... Jun 13 2014, 06:08 PM
MIRDAT
მართალია დაბალია ... Jun 13 2014, 08:10 PM
iohanan MIRDAT
კარგზე ამბობო ,რ... Jun 13 2014, 08:24 PM
q.w.e
არ ვარ ზოგიერთისა... Jun 13 2014, 09:02 PM
iohanan რა კითხვებიც დავსი... Jun 13 2014, 09:14 PM
MIRDAT
მაღტალია ადამიანმ... Jun 13 2014, 10:05 PM
q.w.e
მთავარია ღმერთი ე... Jun 13 2014, 10:36 PM
iohanan
პირადად მე მსგავს... Jun 13 2014, 10:48 PM
A.V.M iohanan
კარგი იყო ხომ ი... Jun 13 2014, 10:52 PM
iohanan
iohanan
,,მეგობარო''
Jun 13 2014, 10:56 PM
q.w.e
ანუ რიტორიკულად მ... Jun 13 2014, 11:02 PM
iohanan ჩემი შეკითხვები იყ... Jun 13 2014, 11:07 PM
q.w.e
რამდენჯერმე დავკვ... Jun 26 2014, 01:33 PM
damiane80
რამდენჯერმე დავკვ... Jun 26 2014, 03:55 PM
q.w.e
გასაგებია,თუმცა ც... Jun 27 2014, 11:11 PM
+თომა+ ჩემი რჩევა იქნება ... Oct 7 2015, 02:24 AM
q.w.e
ეგ ძალიან კარგი რჩ... Oct 19 2015, 01:06 PM
+თომა+ q.w.e
თუ შენს თავს უფა... Jan 9 2017, 02:25 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th November 2025 - 02:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი