პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Jun 22 2014, 09:36 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
პატრიარქის ქადაგება
22.06.2014 სვეტიცხოველი 22 ივნისს სვეტიცხოვლის ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ახლად არჩეული მღვდელმთავარი, არქიმანდრიტი საბა ინწკირველი ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად აკურთხა. საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა: “ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, თუ რა არის სასწაული, სასწაული ის არის, როცა სინამდვილეში ხდება ესა თუ ის მოვლენა, მაგრამ ადამიანის გონება ვერ წვდება ამას. სვეტიცხოველი სინამდვილეში ეს არის ღვთის ქმნილება და ღვთის სასწაული. ის, რაც ხდება ჩვენს თავს, ეს ამდენი მღვდელმთავრები, ამდენი სამღვდელოება, ამდენი მონასტერი, ტაძრები, სამების ტაძარი, ეს ხელთუქმნელი ტაძარი, ეს ყველაფერი სასწაულია. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის. მაგრამ ჩვენ უნდა დაგვაფიქროს ამან. ჩვენ უნდა გვაფიქრებინოს ამ მოვლენამ ის, რომ არის წინასწარმეტყველება, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს. აი, ამიტომ, ეკლესია, ჩვენი სამღვდელოება, მღვდელმთავრები და ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ უფლის შესახვედრად, უფლის თაყვანისსაცემად”, – ბრძანა პატრიარქმა. ილია მეორემ არქიმანდრიტ საბა ინწკირველსაც მიმართა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად აკურთხა. “თქვენ არჩეული ხართ ასეთი რთული ეპარქიის მღვდელმთავრად, სადაც მრავალი რელიგია და მრავალი ერის წარმომადგენელია, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად. მე ბევრი მიფიქრია იმის შესახებ, თუ რა გვეშველებოდა ჩვენ ამდენი ხალხი, ამდენი ქართველი ხალხი რომ გაიხვეწა უცხოეთში და ისინი ხომ გადაგვარდებოდნენ უეკლესიოდ … და აი, უფალმა გამოგვიგზავნა ჩვენ ის მადლი და ის წყალობა, რომ უცხოეთის ქვეყნებში დადგინდა მრავალი სამღვდელოება და მღვდელმთავარი”, – ბრძანა პატრიარქმა. ამასთან, უწმინდესმა გაიხსენა ის, რომ როდესაც მას აკურთხებდნენ, სულ რაღაც 5-6 ეპისკოპოსი იყო მაშინ. ახლა კი საქართველოს 48 ეპისკოპოსი ჰყავს. “თქვენ იგზავნებით ამერიკაში მეუფე საბა, იმისათვის, რომ მოამზადოთ, შეკრიბოთ ერთად სამღვდელოება და ერი და დააბრუნოთ სამშობლოში. ეს არის თქვენი მთავარი მოვალეობა. მაგრამ იქ ყოფნისას თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ არ დაივიწყოს ხალხმა ქართული ენა, ქართული გალობა, სიმღერა, ქართული წერს-ადათი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არის წილხვედრი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა”, – მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ახლადარჩეულ ეპისკოპოსს. ქადაგების დასასრულს პატრიარქმა საქართველოს საზღვრების დამცველი ივერიის ღვთისმშობლის ხატი – “სამანთ მფარველი” აკურთხა. საზღვრების დამცველი ღვთისმშობლის ხატის შექმნის შესახებ იდეა ქართველი მესაზღვეების მოძღვარს, სვეტიცხოვლის დეკანოზ, მიქაელ მაჭარაძეს ეკუთვნის. (“სამანი” ძველი ქართული სიტყვაა და საზღვარს ნიშნავს). სვეტიცხოველში პატრიარქმა სასაზღვრო პოლიციის სხვადასხვა სამმართველოებში დაბრძანებული საზღვრის მფარველი ხატებიც აკურთხა, თავად დედა ხატი კი სასაზღვრო პოლიციის სამმართველო “ყაზბეგში”, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაშია დაბრძანებული. უწმინდესმა სვეტიცხოველში ქადაგების დასასრულს მესაზღვრეებიც დალოცა. პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირიც დააჯილდოვა. https://www.facebook.com/pages/%E1%83%91%E1...0577617?fref=nf -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი