![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
aleko512 |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 22-June 14 წევრი № 13,747 ![]() |
გამარჯობათ,
ვარ 28 წლის, მამაკაცი. გასაგები მიზეზების გამო ვეცდები ზუსტი დეტალების დასახელებისაგან თავი შევიკავო ფაქტიურად ადრეული ბავშვობიდანვე დათრგუნულად ვიზრდებოდი, ,მამა ადრე გარდაიცვალა, არც მახსოვს და დედა მზრდიდა მარტო, რომელიც იყო ძალიან მკაცრი, ყოველდღე თუ არა ყოველ მეორე დღეს მცემდა და ხმა რომ ამომეღო ხანდახან და ამაზე ნერვები მოშლოდა, ეგეც კი შეიძლება გამხდარიყო ცემის მიზეზი. ამის გამო გავხდი ჩაკეტილი და გულჩათხრობილი საკუთარ თავში, არც არავინ მყავდა რომ გამემხილა ან შველა მეთხოვა. ალბათ ამის გამო ადრეულ ბავშვობაშივე, ზუსტად არ მახსოვს რა ასაკში, დამეწყო რაღაც მდგომარეობა, ფიქრები, აზრები, რომლებიც თითქოს "ჩემგან დამოუკიდებლად ფიქრობდნენ", თუმცა რამე დანიშნულება არ ქონდათ, არ ვიცოდი რა იყო, რატომ იყო, თუმცა აუტანელი შეგრძნება იყო და ყოველ ღამე ვიძინებდი იმის იმედით, რომ ძილში დავისვენებდი, დავწყნარდებოდი და მეორე დღეს გაქრებოდნენ, მაგრამ არა. მერე სადღაც წავიკითხე და აღწერით მივხვდი, რომ ნევროზის ერთ-ერთი ფორმაა.. განსაკუთრებით საპირისპირო სქესთან ურთიერთობა იყო ჩემთვის თითქმის შეუძლებელი და დროთა განმავლობაში,, როცა წამოვიზარდე, უფრო აშკარად გამოჩნდა. ამავე დროს, თანატოლებისთვის ეს ჩემი მდგომარეობა ხშირად ხდებოდა დაცინვის ან ჩაგვრის პირდაპირი ან ირიბი მიზეზი და ამან კიდევ უფრო ჩაკეტილი გამხადა ადამიანების მიმართ. ნორმალური ურთიერთობის უნარი დავკარგე. იმდენად უკუღმა მიდიოდა ყველაფერი და იმდენად ნულზე იყო დასული ცხოვრების ყველა მხარე, რომ ხანდახან ვფიქრობდი, შეუძლებელი იყო ასე შემთხვევით, "ბუნებრივად მომხდარიყო", ან ჯადო მქონდა, ან რამე მაგდაგვარი, ეს არ იყო ერთი ცუდი შემთხვევა, თითქოს რაღაც საშინლად ძლიერი მაგნიტი ვიყავი, რომელიც ყველანაირ პატარა თუ დიდ ტრავმას თვითონ იზიდავდა. ეკლესიაში მისვლა გადავწყვიტე, ვიფიქრე, რომ მხოლოდ აქ თუ ვნახავდი პასუხს, მით უმეტეს, წაკითხული მქონდა ერაერთხელ რომ მოწრმუნე ადამიანზე ჯადოები და ბოროტი ძალების მსგავსი ზემოქმედება არ ჭრის. მანამდეც მწამდა ღმერთის გულწრფელად და ისედაც ვფიქრობდი რომ ეს ერთადერთი სწორი გზა იყო ეკლესია. სანამ მივიდოდი ეკლესიაში მაშინაც ვლოცულობდი, მათ შორის მათთვის, ვინც ჩემს ჩაგვრას ცდილობდა და ბოროტად მექცეოდა, გადავწყვიტე რომ ყველასთვის მეპატიებინა და ასეც ვიქცეოდი, მაგრამ დროთა განმავლობაში არათუ რაიმე კარგი მომიტანა ამან, არამედ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას დიდი დარტყმა მიაყენა. ეს უკვე რამდენიმე წლის მერე, როცა შედეგი უკვე აშკარა იყო და უარყოფას აზრი აღარ ჰქონდა. ეკლესიაში ვმარხულობდი, აღსარებაც ჩავაბარე რამდენჯერმე, ზიარებაც მივიღე, ვცდილობდი ყველაფერი გამეკეთებინა საჭიროებისამებრ, მითუმეტეს, ჩემი არაერთი თხოვნა უფალმა ისმინა და ბევრი მათგანი სასწაულებრივად შესრულადა, ეჭვი არ მეპარება მის არსებობაში და ძლიერებაში. , მიუხედავად ამისა, რაც არ ვთხოვე, რომ ეს აუტანელი მდგომარეობა მოეშორებინაჩემთვის და საშუალება მოეცა ნორმალური ცხოვრებით ცხოვრებისა, ეშველა ჩემთვის ამ განსაცდელში, მაინდამაინც ამ მხრივ საერთოდ არაფერი იცვლებოდა........ ის რაც ჩემთვის, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში, სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო, არ მქონდა. წირვაზე ყოფნა ყოველთვის მანიჭებდა სულიერ სიმშვიდეს და ეს წირვის შემდეგ რამდეიმე საათიც გრძელდებოდა, მაგრამ პრობლემა არასდროს მოგვარებულა. მერე დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ რაღაც მეთვითონ უნდა მეღონა, ალბათ. იყო რაღაც პასუხისმგებლობა, რომელიც უშუალოდ მეკისრებოდა. რაც შეეხება ჩემს მოძღვარს, აღსარებას ვაბარებდი, მაგრამ პირად საკითხებზე არასდროს მისაუბრია, არც მასთან და არც სხვა ვინმესთან. სულ რამდენჯერმე მქონდა მომენტები, როდესაც რამდენიმე საათით, ყველაზე მეტი - 2-3 დღით ვიყავი ნორმალური, აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანი და შემეძლო სხვა ადამიანებთან დალაგებულად ურთიერთობა. რამე კონკრეტული მიზეზი ამას არ ჰქონია. რაღაც თავისით მოიდიოდა და მერე ისე ქრებოდა ეს "მდგომარეობა" რომ ვერ ვახერხებდი მის "დაბრუნებას"...რაც არ უნდა მეცადა. ეს რწმენასთან არაფრით ყოფილა დაკავშირებული ან მარხვასთან, უბრალოდ იყო რაღაც უმიზეზოდ მოსული და უმიზეზოდ წასული გამონათებები ძალიან ცოტა ხნით და იშვიათად. დიდი ხანი არ გასულა, როცა უკვე ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რომლის ქვევით წასვლა, ალბათ, აღარ შეიძლებოდა, ეს იყო რაღაც ფსკერი, მყრაი, როცა ყველაფერმა აზრი დაკარგა, ყველაზე უარესი, ალბათ, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, მოხდა, არ მქონდა პირადი ცხოვრება, ვიყავი დათრგუნული და დაჩაგრული, ფაქტიურად ყველაფერში მარცხს განვიცდიდი, ერთადერთი სწავლა გამომდიოდა და ამ გამუდმებულმა ნეგატიურმა მდგომარეობამ მეხსიერებასა და აზროვნების უნარსაც დაატყო კვალი, განსკუთრებით მეხსიერებას.. არაფერს აზრი აღარ ჰქონდა, , თავს იმიტომ არ ვიკლავდი და არც მქონდა მაინცდამაინც ამის სურვილი, რომ საშინელებასა და უარეს საშინელებას შორის საშინელებას ვარჩევდი ისევ. სხვებისთვის მაქსიმალურად "დახურული" ვიყავი და კი ამჩნევდნენ, რომ ვიყავი ჩუმი, ჩაკეტილი თუმცა ალბათ მეტი არაფერი იყო მათთვის გასაგები. ხანდახან ისეთ ადამიანებთან მომიწია შეხვედრა, რომელთაც დიდი გამოცდილება ჰქონდათ ადამიანებთან ურთიერთობის და მათი სულიერი მდგომარეობის შესახებ, და გაოცებული ვრჩებოდი იმდენად არაადეკვატური წარმოდგენა ექმნებოდათ ჩემზე... გამომდინარე იქიდან, რომ ან იმავე ფსკერზე უნდა დავრჩენილიყავი, სადაც ვიყავი, ან რამე უნდა მეღონა, ინტერნეტში ვეძებდი პასუხებს ჩემს კითხვებზე, ვიღაცას ხომ მაინც ექნებოდა ასეთი რამე, და ვიღაც ხომ მაინც იფიქრებდა, თუ რა უნდა ყოფილიყო საშველი... მანამდე ასე ინტენსიურად არასდროს მიძებნია პასუხი იმაზე თუ რა მჭირდა და რატომ, როგორ შეიძლებოდა სიტუაცია გამომესწორებინა.ბევრი მეთოდი აღმოვაჩინე, ზოგმა გამოიღო შედეგი, ზოგმა არა, ყველაფერს ვცდიდი,საბოლოო შედეგი იდეალური არ ყოფილა, მაგრამ კოლოსალური ნამდვილად იყო, რომ გავაანალიზე, თავიდან როგორც დაიწყო ყველაფერი და სადამდეც ვიყავი მისული... ერთ წელიწადში ის "დავიბრუნე", რაც 10 წელზე მეტის განმავლობაში ვკარგე . უკვე შემეძლო ადამიანებთან არამარტო ნორმალური ურთიერთობა, არამედ ბევრისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთან ურთიერთობას, ხშირად მომხდარა, ადრე რაც ყოველთვის ჩემს საჭინააღმდეგოდ ტრიალდებოდა ხოლმე, ჩემს სასარგებლოდ ვიყენებდი უკვე. არამარტო ადამიანებთან ურთიერთობაში, კარიერაშიც მნიშვნელოვანი წინსვლები მქონდა. ვაკეთებდი ისეთ რაღაცეებს და გამომდიოდა ისეთი რაღაცეები, რაც ბევრისთვის ძალიან რთული შეიძლებოდა ყოფილიყო. მერე უკვე ნელ-ნელა მცირე ნიუანსებზც დავიწყე მუშაობა და ახლა ნამდვლად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერს აზრი და მნიშვნელობა მიეცა, ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც მინდოდა ცხოვრება და დაბრუნების დიდი სურვილი არ მაქვს, ალბათ ეკლესიაში გავაგრძელებ(დავიწყებ) სიარულს, ქართული თუ ვერ ვნახე, სხვა სხვა ენაზე მაინც დავესწრები წირვას. აქ მგონი არაა ქართული სამრევლო. რამე კონკრეტული შეკითხვა, ალბათ, არ მაქვს, ეს უფრო იმიტომ დავწერე, რომ მე თავის დროზე ამ თემზე პასუხი ვერსად ვიპოვე, მათ შორის ვერც აქ. ახლა მაინც კარგი იქნებოდა, თუ სასულიერო პირი ამ კონკრეტულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს მისცემდა რჩევას. მადლობა. |
![]() ![]() |
G_saxva |
![]()
პოსტი
#2
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
aleko512
ციტატა რომ არ ვიმარჩიელოთ, არის ხალხი, რომელიც მისულა მოძღვართან, გაუნდვია მსგავსი პრობლემა და ზოგს ეშველა, ზოგს ვერა, ხოლო ვისაც ეშველა, სულაც არ ყოფილა ეს მარტივი და ხანმოკლე პროცესი. ასე, რომ ძალიან მარტივი პასუხი მაქვს, გულის გადაშლის აუცილებლობა განსხვავდება გულის გადაშლის შესაძლებლობისგან და რომც მომეხერხებინა, ან მივიღებდი სასურველ შედეგს, ან ვერა. წამიკითხავს კიდევ ზოგან, რომ მდგომარეობის გაუარესებითაც დამთავრებულა, მაგრამ მაგას ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ, არ ვიცი რამდენად ზუსტი ინფორმაციაა. მოძღვარი არანაირ დაბრკოლებას არ მიქმნიდა და შესანიშნავი ავტორიტეტი ჰქონდა ჩემთვის, შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ასე მგონია. პირდაპირ ვამბობ და მაინც სხვაგან რატომ ეძებთ პრობლემებს... მოდი ჯერ იქიდან დავიწყოთ საუბარი, რომ ყველა სასულიერო პირი ვერ დაგეხმარება. ისევე როგორც ექიმი, არსებობენ გამოცდილები ახალაგაზრდები კარგი მკურნალი და საერთოდ უყურადღებონიც კი, ზუსტად ასეა სასულიერო პირებთანდ აკავშირებით. ყველა ექიმი ვერ გიმკურანლებს. არის კიდევ ის მომენტიც, შეიძლება სასულიერო პირი კარგი ადმიანი პიროვნება ან მოღვაწე იყოს მაგრამ მრევლთან ვერ კონტაქტობდეს ისე კარგად, მათ სულს რომ სჭირდება. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ძირითადად მაინც მრევლის უმრავლესობა კმაყოფილებას გამოთქვავს თავიანთი მოძღვრის სულიერი დახმარებით, მაგრამ არიან ინდივიდები და მცირე მრევლის ნაწილი რომლებსაც უფრო მეტი ყურადღება და ცოტა განსხვავებული მიდგომა სჭირდება, აი აქ არის მთავარი პრობლემა. ჩემი აზრით ამ შემთხვევაში უფრო მეტი პასუხისმგებლობა სასულიერო პირს ეკისრება, მაგრამ თუ ბოლომდე არ გავანდეთ სათქმელი ეს სულიერ დახმარებას უფრო სათუოს ხდის. საკმაოდ ბევრი შეგვიძლია ამ თემის გარშემო ვისაუბროდ მაგრამ ჩემი აზრი ამ შემთხვევასი ასეთია, თუ მოძღვარს ვიპოვით რომელთანაც ბოლომდე გავიხსნებით ეს პრობლემა უფრო ადვილად და ნაკლებ დროში მოგვარდება. MIRDAT შენი შემთხვევა საკმაოდ განსხვავებულია ალეკოს შემტხვევისგან, რადგან შენი იცი შიდა სამზარეულო გინახავს და ის სულიერება ვერ გიპოვია რასაც ეძებდი. ციტატა ხოდა მითხარი ახლა, როგორ უნდა გაიხსნა ადამიანთან, რომელიც უცხოა შენთვის? არადა ყველაზე ახლოს ვიყავი მოძღვართან მე პირადად. მისი პირველი სტიქაროსანი ვიყავი და სულ მის გვერდით ვიდექი, მაგრამ არ იყო ისეთი სიტუაცია, როგორიც უნდა ყოფილიყო. თითქოს ეკლესიაში დრო არაა ნორმალური ურთიერთობებისთვის. მხოლოდ საქმე! წირვა და ლოცვაა ჩასატარებელი, იქ რაღაც უნდა აკურთხო, პარაკლისი უნდა გადაიხადო... მერე საღამოს დასხდებით მონასტერში და... და რეალურად არაფრისმომცემ რაღაცებზე საუბრობთ. მაგ დროს რომც გავხსნილიყავი, არც კი ვიცოდი რა უნდა მეთქვა, ჩემს თავშიც არ ვიყავი გარკვეული, თვითნ ეს სიტუაცია არ მაძლევდა, საკუთარ თავში ჩაღრმავების საშუალებას. ჩემი გონება იმდენად იყო ამ წესებით, ლოცვებით და რაღაც აზრებით დამძმებული, რომ ვეღარ ვიგებდი სად იყო პრობლემა, ყველაფერს რაღაცნაირად ვუყურებდი... ჩემს თავში მხოლოდ მას შემდეგ გავერკვიე, რაც ჩამოვშორდი ეკლესიას, აი ახლა კი შემიძლია მოძღვართან საუბარი, მაგრამ აზრი? მე იმას ვერ გეტყვი როგორ უნდა გაიხსნ, მაგრამ შეიძLება რაღაც ვარაუდები გამოვთქვა ან წამოვაყენო, რაც შეიძლება საერთოდ არც იყოს სწორი და ვერც ვერავის ვერაფერში ვერ დაეხმაროს (ამ უკანასკნელს უფრო ვფიქრობ) ამიტომ თავს შევიკავებ, აზრების ფრქვვისგან ამ შემთხევაში. ციტატა შენს ბოლო კითხვას რაც შეეხება, ნამდვილად არ ვიცი უფრო უმტკივნეულოდ მივიღებდი თუ არა ამ შედეგს, მე ისაც კი არ ვიცი, საერთოდ ეშველებოდა თუ არა ამ ყველაფერს. ახლა რომ ვუფიქრდები, იმ სიტუაციაში არც ეშველებოდა. საბოლოოდ ფანატიკოსი მორწმუნე გამოვიდოდი, დიდი ალბათობით მღვდელი ვიქნებოდი, რასაც ჩემი მოძღვარი ისედაც ამბობდა ჩემზე, მერე მეც ისევე "დავეხმარებოდი" ადამიანებს, როგორც მე დამეხმარნენ... ამასთან დაკავშირებით ასე სჯობს ვუპასუხო. კაცი საომრად რომ მიდის, როგორი რთულია ალბათ ყველა ვხვდებით, მაგრამ როდესაც გვაქვს შესაძლებლობა დამხმარედ მეორე კაცი წავიყვანოთ, რომელიც გამოცდილი მეომარია და არაფერს დაიშურებს ჩვენთვის, რას ავირჩვთ? ციტატა მერიდება ამის თქმა მარა, ეკლესია მხოლოდ ხელს მიშლიდა ამ პრობლემის მოგვარებაში. ეძებო შესაფერისი მოძღვარი, მერე ან გაგიგებს ან ვერა, უხსნა იმას რას გრძნობ და დარიგებები ისმინო... რაღაც წესები... ლოცვები, მარხვები... დამატებითი პრობლემები და წუხილი "ცოდვებზე"... ეს ყველაფერი გაცილებით ართულებს სიტუაციას. ჩემი აზრით შენი მთავარი პრობლემა არა ეკლესიაში არამედ შენშია, ვფიქრობ საკმაოდ ემოციური და მგრძნოებიარე ადამიანი ხარ, რომელიც მიდრეკილია დეპრესიულობისკენ თავისი ჩაკეტილი ბუნების გამო. არასწორ დროს მოხვდი და ის ყველაფერი რაც შენთან თანდათანობით უნდა მოსულიყო ერთიანად მოვიდა. ვერ იპოვე ის მაკავშირებელი ძაფი რაც ღვთის მსახურებას სულიერებასტან აკავშირებს, ეს ყველაფერი ძალიან გართულდა და საბოლოოდ პრობლემად თავად იქცა, რისგან თავის დახწევა იმ დროს შეიძლება სწორიც იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც იქ დაბრუნდები უფრო გაზრდილი და დალაგებული, ჩემი ღრმა რწმენით ასე მოხდება. ციტატა ჩემი აზრით არიან ადამიანები ვისზეც ეკლესია კარგად მოქმედებს და არის ხალხი, ვინც მარტო უკეთესად ვითარდება... ყველამ თვითონ უნდა დაუმუღამოს საკუთარ თავს და მიხვდეს რომელი სჭირდება. არასწორი მიდგომაა,მრევლის უდიდესი ნაწილიც ზუსტად ასე უყურებს, ეკლესიაში იმიტომ უნდა იარო რომ კარგად იყო და არა იმიტომ რომ ღვთის დიდებაში მიიღო მონაწილეობა და ამ ქმდეებიდან გამომდინარე მადლით აღსავსემ საბოლოოდ ჰპოვო ცათა სასუფეველი და ცხნონდე. პირველ რიგში ეკლესიაში სიარული უფლის სასდიდებელად უნდა იყოს, მერე დახმარების სათხოვნელად და საბოლოოდ მადლობობის გადასახდელად. არასწორი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ ბადებს არასწორ ჩვევებს და შეხედულებებს, რაც საბოლოოდ აისახება კიდევაც ჩვენსა და ეკლესიას შორის ჩატეხილი ხიდისა თუ გაურკვეველი წესების მორჩილების სახით. qetevano iohanan ახალგაზრდებო, მთალად ასე ადვილადად არ არის საქმე, ყველამ ვიცით საბოლოოდ ღვთის წაყალბობითა და მისი შემწეობით ხდება ველაფერი მაგრამ აქ აუბარი იმ გასავლელ გზაზეა რომელიც საბოლოოდ უფალთან მიდის. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th July 2025 - 03:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი