ID ბარათი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ID ბარათი |
babaka |
Jun 25 2011, 10:20 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 25-June 11 წევრი № 11,242 |
გამარჯობათ, მაინტერესებს რას ფიქრობს ეკლესია ID ბარათებზე უნდა ავიღოთ თუ არა?
ხალხისგან გამიგია რომ ეკლესია კრძალავს და თქვენი აზრი მაინტერესებს |
iohanan |
Jun 25 2014, 06:42 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 260 რეგისტრ.: 9-April 14 წევრი № 13,661 |
ვინს არის ეს კაცი...?პირადობა არ არის ბეჭედი გასაგებია ,მაგრამ უბრალოდმაგიც არ მინდა რომ მქონდეს ,თუმცა მომიწევს...მაგრამ რაც შეეხება ბეჩედს ვერ დაგეთანხმები ეს არის აბსულიტურად რეალური,და ტუ ვინმე მიიგებს და იტყვის მერე რა მე მთავარია ღმერთის მწამსო და მიყვარსო ,მაგრად მიქარავს...არ გამიკვირდება ზოგმა ინექციის ადგილზე ნაკურთხი წყლის სხურება ან მაგ.მამა გაბრიელის ზეთის წასმა რომ დაიწყოს,როგორც მამა პაისი იტყვის შარდი ნაკურთხი წყალი ვერასდროს ვერ გახდება.
-------------------- ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21) მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25) მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34) |
damiane80 |
Jun 26 2014, 03:52 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
ვინს არის ეს კაცი...?პირადობა არ არის ბეჭედი გასაგებია ,მაგრამ უბრალოდმაგიც არ მინდა რომ მქონდეს ,თუმცა მომიწევს...მაგრამ რაც შეეხება ბეჩედს ვერ დაგეთანხმები ეს არის აბსულიტურად რეალური,და ტუ ვინმე მიიგებს და იტყვის მერე რა მე მთავარია ღმერთის მწამსო და მიყვარსო ,მაგრად მიქარავს...არ გამიკვირდება ზოგმა ინექციის ადგილზე ნაკურთხი წყლის სხურება ან მაგ.მამა გაბრიელის ზეთის წასმა რომ დაიწყოს,როგორც მამა პაისი იტყვის შარდი ნაკურთხი წყალი ვერასდროს ვერ გახდება. ეს კაცი არის რუსეთის სასულიეროო სემინარია აკადემიის ღვთისმეტყვენლების პროფესორი - ალექსეი ოსიპოვი. თუ ყურადღებით მოისმინე იმ ორი ვიდეოს აზრი ჯამში იყო ის, რომ ჯერ ერთი ე.წ "ჩიპიზაცია" ეს უდაოდ სახიფათო პროცესია, რომლის მიზანია ტოტალური კონტროლის დამკვიდრება და გასაგებია, ვინ და როგორ გამოიყენებს ამ კონტროლს, მაგრამ მეორეს მხრივ, საყურადღებოა გავითვალისწინოთ, რომ თავისთავად "აიდის" ან ჩიპის აღება ეს არ არის ბეჭდის მიღება. ამ ლოგიკის დასადასტურებლად, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ გამოვიდეს კანონი, რომლითაც ჩიპებს შუბლზე და მარჯვენა ხელზე კი არ დაასვამენ, არამედ ვთქვათ ყურზე და მარცხენა ხელზე, რა ასეთ შემთხვევაში "ჩიპი" უსაფრთხო გახდება და აღარ იქნება "კონტროლის" მექანიზმი ანუ ასეთი ჩიპები მივიღოთ??? გარდა ამისა, ვიდეოში ძალიან კარგად არის განმარტებული საიდან მოდის ციფრი 666 და რას ნიშნავს ეს ციფრი (თუ მოისმინე ბოლომდე პირველი ვიდეო). აღმოჩნდა, რომ დავითის მეფობის პერიოდში ისრაელის სამეფო მეზობელი სახელმწიფოებიდან ხარკის სახით იღებდა სწორედ 666 ტალანტ ოქროს (1 ტალანტი თუ სწორად მახსოვს 40 კილო). სწორედ ამიტომ ეს ციფრი დამკვიდრა როგორც სიმბოლო მიწიერი სიმდიდრისა და ფუფუნებისა. ამიტომაც განმარტავს წმინდა ალექსანდრე კესარიელი, რომ 666-ის ბეჭედი შუბლზე (ანუ გონებაზე) - ეს არის რომ ადამიანის მთელი აზრები მიმაღტულია 666-ისკენ ანუ ფულზე და სიმდიდრეზე, ხოლო 666-ის ბეჭედი მარჯვენა ხელზე - ნიშნავს რომ ადამიანის საქმეები მიმართულია მხოლოდ სიმდიდრისაკენ. (პრინციპში ეს პროცესები უკვე დაწყებულია და ეს განსაკუთრებით უცხოეთში კარგად შეინიშნება). და ბოლოს, წმნიდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში, როდესაც ის საუბრობს ბეჭედზე და 666-ზე ბოლოს ამბობს - "ვისაც ყურნი აქვს ისმინოს" - სიტყვასიტვით ეს ასე ჯღერს: 18. აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაჲ, აღიპყარნ რიცხჳ იგი მჴეცისაჲ, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს რიცხჳ მისი ექუსას სამეოც და ექუს.. ვფიქრობ ამ ბოლო ფრაზით, მოციქულმა აშკარად მიანიშნა, რომ ბეჭდის დასმის საკითხი და ეს მხეცის ნიშანი პირდაპირ და სიტყვასიტვით კი არ უნდა გავიგოთ (ისე რომ ვიღაც ადამიანს შუბლზე 666-ის ნიშანს დააწერს), არამედ ეს ადგილი არის იგავურად დაფარულად გადმოცემული, რომლის გაანალიზებაც "სიბრძნისთ" უნდა მოხდეს, ხოლო თუკი ასეთ ანალიზს გავაკეთებ, მაშინ ნატელია, რას ნიშნავდა ებრაელთათვის ნიშანის 666 (და ეს შესანიშნავად იცოდა მოციქულმა), რომ ეს იყო ნიშანი "სიმდიდრისა". აქ ვფიქრობ ერთი საგულისხმო რაღაც უნდა გავიხსენოთ სახარებიდან და ისტორიულადაც. იმ პერიოდში, და ალბათ ეხლაც, ებრაული სჯულის მიხედვით, მდიდარი და წარმატებული ადამიანი ითვლებოდა ღვთისგან დალოცვილად, რადგან ებრაელების აზრით სიმდიდრე ეს იყო ღმერთის ჯილდო ადამიანისსწორი ცხოვრტების გამო და პირიქით, სიღარიბე და მაგალითად უშვილობა, ნიშნავდა ღმერთის სასჯელს. გახსოვს სახარებიდა ადგილი, როდესაც მაცხოვარი მოციქულებს ეუბნება: მდიდარი ძნელად შევაო სასუფეველში, უფრო ადვილია აქლემის გაძრომა ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარის შესვლა სასუფეველშიო" და მოციქულების რეაქცია - "ეგ თუ ასეა, მაშინ ვინღა შეიძლება ცხონდეს???" ანუ მოციქულებისათვისაც ცხონების პირველი კანდიდატი სწორედ მდიდარი ანუ ღმერთისგან დაჯილდოებული ადამიანი იყო, ამიტომაც გაუკვირდათ ასე მაცხოვრის სიტყვები. ეს წარმოდგენები სიმდიდრეზე და ჯილდოზე (რაც იუდაიზმს ახასიათებს) თავდაყირად დააყენა მართლმადიდებლობამ. როგორციმ ვიდეოშია ახსნილი, სწორედ ამიტომაც თქვა იოანე ღვთისმეტყველმა შეფარვით "სიმდიდრის ნიშანზე", რომ მხეცის ნიშანი არის სწორედ სიმდიდრეზე დამონების ნიშანი. ასეთ ადამიანს მართლაც უბრალოდ აღარ ძალულს ურთიერთობა ღმერთთან. საპირისპიროს თუ ავირებთ, შეიძლება ადამიანს 100 ჩიპიანი პასპორტის ჰქონდეს და მაქსიმალურად იცავდეს ცნებებს და უყვარდეს ღმერთი და მეტიც მზად იყოს თავგანწირვისათვისაც. ცხადია, ასეთ ადამიანი იმის გამო, რომ პასპორტი აქვს ვერ ჩაითვლება ღმერთის უარმყოფელად, რადგან მაცხოვარი ამბობს - მე ვუყვარვარ მას, ვინც ჩემს მცნებებს ასრულებსო. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი