ID ბარათი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ID ბარათი |
babaka |
Jun 25 2011, 10:20 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 25-June 11 წევრი № 11,242 |
გამარჯობათ, მაინტერესებს რას ფიქრობს ეკლესია ID ბარათებზე უნდა ავიღოთ თუ არა?
ხალხისგან გამიგია რომ ეკლესია კრძალავს და თქვენი აზრი მაინტერესებს |
MIRDAT |
Jun 26 2014, 07:36 PM
პოსტი
#2
|
MIRDAT ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 |
თუ ყურადღებით მოისმინე იმ ორი ვიდეოს აზრი ჯამში იყო ის, რომ ჯერ ერთი ე.წ "ჩიპიზაცია" ეს უდაოდ სახიფათო პროცესია, რომლის მიზანია ტოტალური კონტროლის დამკვიდრება და გასაგებია, ვინ და როგორ გამოიყენებს ამ კონტროლს, მაგრამ მეორეს მხრივ, საყურადღებოა გავითვალისწინოთ, რომ თავისთავად "აიდის" ან ჩიპის აღება ეს არ არის ბეჭდის მიღება. ამ ლოგიკის დასადასტურებლად, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ გამოვიდეს კანონი, რომლითაც ჩიპებს შუბლზე და მარჯვენა ხელზე კი არ დაასვამენ, არამედ ვთქვათ ყურზე და მარცხენა ხელზე, რა ასეთ შემთხვევაში "ჩიპი" უსაფრთხო გახდება და აღარ იქნება "კონტროლის" მექანიზმი ანუ ასეთი ჩიპები მივიღოთ??? რას გულისხმობ ამ ტოტალურ კონტროლში? ან ამ სიტყვა "ჩიპის" რატომ გეშინია? გგონია ჩაგიდგავენ ჩიპს, თნდაც შუბლზე და მარჯვენა ხელზე და მერე ვიღაც დისტანციური სათამაშოსავით გმართავს? შენ თვითნ ამბობ, რომ ანტიქრისტეს ბეჭედი ნიშნავს გონების მთლიანად სიმდიდრისკენ გადართვას და საქმითაც იგივეს კეთებას. დაანებე რა ამ ჩიპებს და ID ბარათებს თავი. ტოტალურ კონტროლსაც თუ ამოიგდებ თავიდან კარგი იქნება. ვერავინ ვერ გმართავს რაღაც ჩიპის საშუალებით და რა ვიდეოსაც ნახავ ყველაფერს ნუ დაიჯერებ თუნდაც ეს ცნობილი სასულიერო პირის მიერ იყოს ნათქვამი. ციტატა გარდა ამისა, ვიდეოში ძალიან კარგად არის განმარტებული საიდან მოდის ციფრი 666 და რას ნიშნავს ეს ციფრი (თუ მოისმინე ბოლომდე პირველი ვიდეო). აღმოჩნდა, რომ დავითის მეფობის პერიოდში ისრაელის სამეფო მეზობელი სახელმწიფოებიდან ხარკის სახით იღებდა სწორედ 666 ტალანტ ოქროს (1 ტალანტი თუ სწორად მახსოვს 40 კილო). სწორედ ამიტომ ეს ციფრი დამკვიდრა როგორც სიმბოლო მიწიერი სიმდიდრისა და ფუფუნებისა. შენი ნათქვამის აზრი მომწონს, მაგრამ როგორც ფაქტი, უაზრობაა. წელიწადში 666*40=26 640კგ ოქრო? ხუმრობ ალბათ... ციტატა ამიტომაც განმარტავს წმინდა ალექსანდრე კესარიელი, რომ 666-ის ბეჭედი შუბლზე (ანუ გონებაზე) - ეს არის რომ ადამიანის მთელი აზრები მიმაღტულია 666-ისკენ ანუ ფულზე და სიმდიდრეზე, ხოლო 666-ის ბეჭედი მარჯვენა ხელზე - ნიშნავს რომ ადამიანის საქმეები მიმართულია მხოლოდ სიმდიდრისაკენ. მშვენივრად განმარტავს წმინდა ალექსანდრე კესარიელი... მოუსმინე მერე, რას გადაეკიდე ამ ჩიპებს და ტოტალურ მართვას. რაც შეეხება ამას: ციტატა პრინციპში ეს პროცესები უკვე დაწყებულია და ეს განსაკუთრებით უცხოეთში კარგად შეინიშნება ეგ პროცესი იმ დღიდან დაიწყო, რაც ადამიანი გაჩნდა. მანდედან სულ სიმდიდრეზე უჭირავს კაცთა მოდგმას თვალი. ასე იყო ყოველთვის და ასეა ახლაც. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.... დრო შეიცვალა, გარემო... რაღაც დეტალები, ადამიანი ისევ იგივეა... ციტატა და ბოლოს, წმნიდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში, როდესაც ის საუბრობს ბეჭედზე და 666-ზე ბოლოს ამბობს - "ვისაც ყურნი აქვს ისმინოს" - სიტყვასიტვით ეს ასე ჯღერს: 18. აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაჲ, აღიპყარნ რიცხჳ იგი მჴეცისაჲ, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს რიცხჳ მისი ექუსას სამეოც და ექუს.. ვფიქრობ ამ ბოლო ფრაზით, მოციქულმა აშკარად მიანიშნა, რომ ბეჭდის დასმის საკითხი და ეს მხეცის ნიშანი პირდაპირ და სიტყვასიტვით კი არ უნდა გავიგოთ (ისე რომ ვიღაც ადამიანს შუბლზე 666-ის ნიშანს დააწერს), არამედ ეს ადგილი არის იგავურად დაფარულად გადმოცემული, რომლის გაანალიზებაც "სიბრძნისთ" უნდა მოხდეს, ხოლო თუკი ასეთ ანალიზს გავაკეთებ, მაშინ ნატელია, რას ნიშნავდა ებრაელთათვის ნიშანის 666 (და ეს შესანიშნავად იცოდა მოციქულმა), რომ ეს იყო ნიშანი "სიმდიდრისა". დიდი ვერაფერი სიბრძნის ანალიზია. ეს ჩვეულებრივი გაანალიზებაა, რომელიც უკვე გეწერა ზემოთ. ციტატა შეიძლება ადამიანს 100 ჩიპიანი პასპორტის ჰქონდეს და მაქსიმალურად იცავდეს ცნებებს და უყვარდეს ღმერთი და მეტიც მზად იყოს თავგანწირვისათვისაც. ცხადია, ასეთ ადამიანი იმის გამო, რომ პასპორტი აქვს ვერ ჩაითვლება ღმერთის უარმყოფელად, რადგან მაცხოვარი ამბობს - მე ვუყვარვარ მას, ვინც ჩემს მცნებებს ასრულებსო. ნამდვილად მასეა. თვითონ ამბობ ამას და ვერ ვხვდები ამის შემდეგ ჩიპის რაღატომ გეშინია? ან თუნდაც ID ბარათის? მეც მაგას ვამბობ რომ არავის იცის(მაგრამ ნურც შენ იტყვი რომ ჯერ არ იქნება და არც მე ვიტყვი რომ მალე იქნება) არ უთქვამს არაფერი მაგდაგვარი. არავინ იცის როდის იქნებაო და მარჩიელობას შევეშვათო, მარტო მაგას გაიძახის. G_saxva გაბრალებენ რაღაცებს P.S. თუ სადმე ზედმეტი ირონია მომივიდა, გთხოვთ მაპატიოთ, პოსტის წერა, ემოციურ ფონზე დავიწყე.... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი