სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ნათია |
Jul 16 2008, 03:32 PM
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
როგორც შევთანხდით ვიწყებთ ძველი აღთქმიდან დეტალურ განხილვას, განმარტებებს წმ. მამების მიხედვით
თითო-თითო თავი განვიხილოთ, სანამ შეკითხვები არ ამოიწურება მანამდე ნუ გადავალთ მომდევნო თავზე დაბადება თავი პირველი ციტატა 1. თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. 2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ. 3. თქვა ღმერომა: იყოს ნათელი ! და იქმნა ნათელი. 4. და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი. 5. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე. 6. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები. 7. გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე. 8. მყარს ღმერთმა უწოდა ცა. იყო საღამო, იყო დილა - მეორე დღე. 9. თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე. 10. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 11 . თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე. 12. წარმოშვა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი თავისი გვარისდა მიხედვით, და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით. 13. იყო საღამო, იყო დილა - მესამე დღე. 14. თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა; 15. იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე რომ გაანათონ მიწა. და იქმნა ასე. 16. გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად - და ვარსკვლავები. 17. დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა, 18. განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 19. იყო საღამო, იყო დილა - მეოთხე დღე. 20. თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე. 21 . შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, რაც-კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 22. აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვები. ფრინველებმა იმრავლონ მიწაზე. 23. იყო საღამო, იყო დილა - მეხუთე დღე. 24. თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე. 25. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს. 27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. 28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს. 29 . თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო. 30. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე. 31. დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე. ვისაუბროთ ამ თავის გარშემო... აბა შეკიხვები, გთხოვთ კომპეტენტურმა პირებმაც დაგვეხმარონ, თორემ მარტო ვერაფერს გავხდებით -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
| A.V.M |
Jul 26 2014, 11:21 PM
პოსტი
#2
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
,,იუდაიზმში სქესობრივი ცხოვრება ადამიანის ძირითად მოვალეობას წარმოადგენს. ამ მცნების აღსრულება მან უშუალოდ ღვთისაგან მიიღო, როდესაც დაევალა გამრავლება და ქვეყნიერების ავსება. უფრო მეტიც, იუდაიზმისათვის ქმნილებისათვის გამრავლების უნარის მინიჭება (და შესაბამისად ამ უნარის რეალიზება) გახდა საფუძველი იმისა, რომ ღმერთმა შემოქმედება აღარ გააგრძელა.
ებრაული ტრადიცია დადებითად უყურებს ქალის სექსუალურ ლტოლვას და მამაკაცს ავალდეულებს ქალის სექსუალური სურვილების დაკმაყოფილებას (ზომიერების ფარგლებში). ებრაულ კანონმდებლობაში, ამ მხრივ, რაბინიზმისათვის ჩვეული ფორმალიზმი შეინიშნება. მაგალითად, ჯანმრთელ მამაკაცს ევალება ყოველ ღამეს დედაკაცის სექსუალური მოთხოვნა დააკმაყოფილოს (გარდა რამდენიმე დღისა). ის, ვინც მძიმე ფიზიკური შრომით არის დკავებული, მას თავისი სექსუალური მოვალეობის შესრულება ცოლის მიმართ კვირაში ორჯერ ევალება, ხოლო ის ვინც თორას სისტემატურად სწავლობს, მას - კვირაში ერთხელ მაინც (აქედანაც კარგად ჩანს რაბინული დამოკიდებულება თორის შესწავლისადმი). ცოლ-ქმრული ურთიერთობა სასტიკად იკრძალება პირველი და მეორე ტაძრის დანგრევის აღსანიშნავად დადგენილ მარხვის დღესა და განწმენდის დღეს (როდესაც განტევების ვაცის გამორჩევა ხდება). რაბინები სექსუალურ ცხოვრებაში თავშეკავებას დიდ გმირობად განიხილვენ. აი, რამდენიმე მოსაზრება ებრაელი მოძღვრების ფურცლებიდან: „ვინ არის ძლიერი? ის ვინც საკუთარ ვნებებს აღვირს სდებს.“ „ზოგიერთი ადამიანისათვის არაფერია იმაზე რთული თორაში, ვიდრე ვნებებისაგან თავშეკავებისა და აკრძალული სექსუალური კავშირისაგან თავის არიდების მცნების შესრულება.“ იმისათვის, რომ აღვირახსნილი სექსუალური ურთიერთობა თავიდან იქნას აცილებული, იკრძალება ცოლისა და ქმრის ცალ-ცალკე ცხოვრება. იუდაიზმი კატეგორიულად კრძალავს მამათმავლობასა და ზოოფილიზმს (ცხადია, ბიბლიურ უწყებაზე დაფუძნებით). ამ დანაშაულის ჩამდენს იუდაიზმი უპირობოდ სიკვდილს განუსაზღვრავს. საინტერესოა, რომ ლესბოსელობის შესახებ ბიბლიაში არაფერია ნათქვამი. აქედან გამომდინარე, იუდაიზმში ამ ცოდვასთან დკავშირებით მხოლოდ მიდრაში საუბრობს და ლესბოსელ ქალებს სიკვდილის ნაცვლად გამათრახებას განუწესებს. საინტერესოა, რომ მამათავლობის ტავიდან ასახილებლად რაბინთა ჯგუფმა მოითხოვა მამაკაცებს აკრძალვოდათ მარტოებს ერთ ჭერ ქვეშ ღამის გათენება, თუმცა ეს მოსაზრება არ იქნა ბოლომდე გაზიარებული და არც კანონმდებლობაში შესულა. თანამედროვე ისრაელში მამათმავლობა ისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოხდა ძალადობა ან არასრულწოვანის შეცდენა. სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებით იუდაიზმს მთელი რგირ წესები აქვს შემუშავებული, რომელთაგანაც საყურადღებოა კატეგორიული აკრძალვა გათხოვილ ან დანიშნულ ქალთან სექსუალურ ურთიერთობაზე. ცხადია, ეს ღალატად აღიქმება. ღალატის შემთხვევაში ისჯება როგორც ქალი, ასევე მამაკაცი, რომელთანაც მოხდა ღალატი. ქორწინებამდე ქალწულების დაკარგვა ასევე ღალატად და უმძიმეს დანაშაულად ითვლება. მთელი სიმძიმე იუდაური კანონმდებლობისა უკავშირდება იმას, რომ ძველაღმოსავლური კანონთა ნუსხებისაგან განსვავებით, სადაც ქალის ღალატი მამაკაცისადმი ქმრის შეურახყოფად აღიქმებოდა, იუდაიზმში ქმრის ღალატი არამხოლოდ მეუღლის, არამედ ღმერთის შეურაცხყოფადაც ითვლებოდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ოჯახურ ღალატში დამნაშავეს არავითარი დანდობა არ ჰქონდა. ქმრის ეჭვის შემთხვევაში, როდესაც მას ფაქტები ხელთ არ ჰქონდა, მოქმედებას იწყებდა ქალის მიერ „მწარე წყლის“ დალევის ტრადიცია. საინტერესოა, რომ თალმუდის მიხედვით, მოღალატეების დასჯა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მათ ღალატამდე იცოდნენ, რა დანაშაულზე მიდიოდნენ (აქედან გამომდინარე, ცხადია ოჯახური სიწმინდის შესახებ თავიდანვე შეაგონებდნენ იუდეველებს). ასევე საინტერესოა ის, რომ ბიბლიისაგან განსხვავებით, რომელიც ოჯხის სიწმინდის მოღალატეებს ქვებით ჩაქოლვას ან ცეცხლში დაწვას გნუწესებდა, თალმუდი, როგორც უფრო ჰუმანურს, დახრჩობა-ჩამოხრჩობას განაწესებს. ძველი ებრაული ტრადიციისა და იუდაიზმის შეხედულების შედეგია ის, რომ ღალატისათვის მამაკაცი არ ისჯება. საქმე ის გახლავთ, რომ ერთი მხრივ მამაკაცს მხარს უჭერს ძველი ებრაული ტრადიცია პოლიგამიისა, ხოლო მეორე მხრივ ის ფაქტი, რომ უძველესი კონცეფციის ტანახმად მამაკაცი ცოლს ყიდულობდა და ამიტომაც მასზე ექსკლუზიური უფლება გააჩნდა. იუდაიზმი კატეგორიულად კრძალავს კანონიერად შობილი ებრაელის ქორწინებას იმაზე, რომელიც ან სისხლის აღრევის ან დედის უსუფთაო ცხოვრების შედეგად იშვა.ამ კანონის დარღვევა გამათრახებით ისჯება. უცხო რჯულის მქონესთან სექსუალური კავშირი იმის გამო, რომ შემდეგ მასზე ექორწინა, კანონი ებრაელს ასევე გამათრახებით ისჯებოდა. უცხო ტომელთან სექსუალური ურთიერთობა მხოლოდ ტკბობის მიზნით იყო ნებადართული და ის სასჯელს არ ითვალისწინებდა. ამ შემთხვევაში მხოლოდ მსუბუქი გამათრახება იქნებოდა გამოყენებული ჭკუის სასწავლებლად. სპეციფიკური აკრძალვა უხებოდა (ან სულაც ეხება) იუდაიზმის რელიგიურ მსახურს. მას ეკრძალება სქესობრივი კავშირი ქმარგაშორებულ, მეძავ ან ქორწინებამდე ქალწულება დაკარგულ ქალთან. ამ კანონის დარღვევისათვის, როგორც სასულიერო პირი, ასევე ქალი გამათრახებით ისჯება. უზენაეს რელიგიურ მსახურს იუდაიზმი ქვრივთან კავშირსაც კი უკრძალავს. აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში ისიც კი ექვემდებარებოდა გამათრახებას. ყველაფერთან ერთად, საინტერესოა ისიც, რომ გაუპატიურებისათვის მამაკაცი მძიმედ არ ისჯებოდა. მას მხოლოდ ქალის მამისათვის 50 ვერცხლის გადახდა და ამ ქალის ცოლად მოყვანა ევალებოდა. თუმცა აქ მოქმედებდა ის პრინციპი, რომ ამ ქალს ქმარი ვერასოდეს გაცილდებოდა. თალმუდს ამ მხრივ არაფერი შეუცვლია. მხოლოდ ის არის გათვალისწინებული, რომ თუ ქალი უარს იტყვის მოძალადეზე გათხოვებაზე, მაშინ მმკაცი ყოველგვარი მოვალეობისაგან არის თავისუფალი. თანამედროვე ისრაელში გაუპატიურებისათვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული, ხოლო ჯგუფური ძალადობისათვის - 20 წელი.'' https://www.facebook.com/krialosani/posts/474244912710911:0 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ნათია ძველი აღთქმიდან დღემდე Jul 16 2008, 03:32 PM
თემო აქ ძალიან საინტერე... Jul 16 2008, 03:39 PM
ნათია თანამედროვე ქართუ... Jul 16 2008, 03:49 PM
თემო
დროში რას გულისხმ... Jul 16 2008, 03:52 PM
ნათია თემო
ანუ სხვადასხვ... Jul 16 2008, 03:53 PM
G_I_O_R_G_I_
ეს სახარებები სხვ... Jul 16 2008, 04:10 PM
G_I_O_R_G_I_
სხვადასხვა პერიოდ... Jul 16 2008, 04:31 PM
ნათია G_I_O_R_G_I_
იმიტომ ვიკით... Jul 16 2008, 04:35 PM
თემო
G_I_O_R_G_I_
იმიტომ ვიკით... Jul 16 2008, 04:39 PM
ნათია თემო
ახლა შევადარ... Jul 16 2008, 04:45 PM
კანონისტი ნათია
არა ნათი. მა... Jul 16 2008, 05:26 PM
კანონისტი ნათია
შეცდომაა მერ... Jul 16 2008, 05:30 PM
კანონისტი ნათია
დევს კიდევა... Jul 16 2008, 05:39 PM
ნათია k@the
მაქედან დავაკოპ... Jul 16 2008, 05:52 PM
კანონისტი ნათია
წინასწარმეტ... Jul 16 2008, 05:54 PM
ნათია კანონისტი
გაიხარე... Jul 16 2008, 05:56 PM
zedela საინტერესო თემააა.... Jul 16 2008, 07:08 PM
ლია ვინაიდან ეს პირველ... Jul 17 2008, 12:19 PM
orthodox-georgia
ვინაიდან ეს პირვე... Jul 17 2008, 03:23 PM
ნათია ლია
შეგიძლია მოკლ... Jul 17 2008, 03:25 PM
ზვარე ბიბლიური შესაქმის ... Jul 17 2008, 07:14 PM
Misha Songulashvili ღით ვერ დაიწყეთ ამ ... Jul 17 2008, 07:36 PM
ნათია Misha Songulashvili
ეგ კითხვა მ... Jul 17 2008, 07:41 PM
ზვარე რამეთუ ათასი წელი ... Jul 17 2008, 07:48 PM
ნათია
იქნებ ეს განმიმარ... Jul 17 2008, 07:50 PM
kavkasioni ძალიან საინტერესო ... Jul 26 2008, 02:06 PM
Misha Songulashvili kavkasioni
იქამდის განუყ... Jul 26 2008, 04:22 PM
abo http://s53.radikal.ru/i139/0807/7b/b2bb55e61b78.jp... Jul 26 2008, 04:41 PM
kavkasioni Misha Songulashvili
კი. მოგეხს... Jul 26 2008, 05:01 PM
nino kiwo მეგობრებო რთულ თემ... Jul 26 2008, 05:19 PM
ჰერელი ძველი აღთქმა, თავი... Apr 2 2012, 09:09 PM
George Leluashvili
ძველი აღთქმა, თავი... Apr 2 2012, 11:43 PM
ჰერელი
ლოპუხინს აქვს მთლ... Apr 3 2012, 12:09 AM
George Leluashvili
საბითუმო ნამდვილა... Apr 3 2012, 01:16 AM
აკაკი ჰერელი
ვერცხლის ქუ... Apr 3 2012, 04:01 PM
ჰერელი უი არც გამიგია ეგ ქ... Apr 3 2012, 05:44 PM
George Leluashvili ჰერელი
მანდ ძვირი ... Apr 3 2012, 07:30 PM
აკაკი ხო, არ ვიცი, 8 ლარი ღი... Apr 3 2012, 11:12 PM
George Leluashvili აკაკი
ბოლოს გამოვ... Apr 5 2012, 03:50 PM
აკაკი George Leluashvili
კი მაგას ვა... Apr 5 2012, 06:40 PM
George Leluashvili
George Leluashvili
კი მაგას ვა... Apr 5 2012, 06:49 PM
A.V.M მოგვთა თაყვანისცე... Dec 15 2012, 12:22 AM
A.V.M ამ თემაზე იყო ადრე ... Dec 15 2012, 12:46 AM
A.V.M ახლა ვიპოვე მართლმ... Mar 21 2013, 01:50 AM
G_saxva A.V.M
10-ძველი აღთქმის ს... Jun 6 2013, 10:45 AM
qetevano G_saxva
ეგ მამა აკაკი მე... Jun 6 2013, 07:34 PM
G_saxva qetevano
ძალიან კარგი :D წ... Jun 7 2013, 08:33 AM
qetevano G_saxva
კიი მაქვს. ეხლა ... Jun 7 2013, 09:47 AM
G_saxva qetevano
არა მასე როგორ ... Jun 7 2013, 10:03 AM
qetevano G_saxva
კი გათხოვებ, წიგ... Jun 7 2013, 10:14 AM
G_saxva
G_saxva
კი გათხოვებ, წი... Jun 7 2013, 10:23 AM
qetevano G_saxva
მაილი მომეცი პმ-... Jun 7 2013, 10:28 AM
A.V.M
მე მაქვს...
ქინდლკი ,... Jun 7 2013, 09:26 PM
G_saxva
მე მაქვს...
ქინდლკი ,... Jun 8 2013, 09:09 PM
azazeli ,,დასაბამად ღმერთმ... Sep 3 2013, 11:24 AM
A.V.M azazeli
გვასალიას ლექც... Sep 3 2013, 11:52 AM
G_saxva azazeli
აზაზელო ეშმაკი... Sep 3 2013, 11:54 AM
A.V.M G_saxva
ჩემი ჯგუფელი ყო... Oct 31 2013, 10:45 PM
G_saxva A.V.M
მერე გაწიე პროპა... Nov 1 2013, 09:12 AM
†სერგი†
რომელია გურამ? Nov 1 2013, 09:16 AM
A.V.M †სერგი†
ასტამაა ბი... Nov 1 2013, 04:44 PM
G_saxva A.V.M
მერე შე კაი კაცო... Nov 1 2013, 05:26 PM
A.V.M შემოიხედე აქ.
G_saxva
http:/... Nov 2 2013, 12:50 AM
†სერგი†
აზაზელს მივცემ მა... Nov 3 2013, 09:03 PM
azazeli დებორასა და ბარაკი... Nov 5 2013, 10:39 PM
A.V.M ნახეთ რა კაცი დავა... Nov 5 2013, 10:40 PM
azazeli
სერგი შენ ნიჭიერო. ... Nov 5 2013, 11:23 PM
A.V.M azazeli
ძმა ხარ ასტამ !
... Nov 5 2013, 11:30 PM
azazeli მზადება მიდიამელე... Nov 6 2013, 11:22 PM
azazeli აბიმელექის შეთქმუ... Nov 16 2013, 09:21 PM
A.V.M azazeli
ჯიგარი ხარ ასტა... Nov 17 2013, 12:22 AM
azazeli საღმრთო გამოცხადე... Jan 13 2014, 03:33 PM
azazeli იუდა ებრძვის ქანაა... Jan 13 2014, 03:51 PM
A.V.M azazeli
jigari xar... Jan 13 2014, 06:17 PM
შანკარა წმ. ანდრია პირველწ... Feb 27 2014, 09:20 PM
azazeli 1) შესავალი
2)წმიდა ე... Jun 7 2014, 02:08 PM
azazeli ომიკური კრიზისის დ... Jun 7 2014, 03:24 PM
A.V.M azazeli
ჯიგარი ხარ ასტა... Jun 7 2014, 03:25 PM
შანკარა 89 შეკითხვა ქრისტია... Jun 11 2014, 03:45 PM
G_saxva
ჩავქვესკნელდი :D Jun 11 2014, 06:27 PM
A.V.M შანკარა
ამ შეკითხ... Jun 11 2014, 11:28 PM
A.V.M შანკარა
მიუხედავა... Jun 13 2014, 01:01 AM
შანკარა
შანკარა
მიუხედავა... Jun 13 2014, 02:44 AM
A.V.M შანკარა
GMADLOB !
მომი... Jun 13 2014, 03:50 PM
შანკარა რაციონალური მეცნი... Jun 14 2014, 01:56 PM
azazeli ისრაელის გაყოფვის ... Aug 4 2014, 12:29 PM
A.V.M azazeli
ჯიგარი ხარ ... Aug 4 2014, 12:34 PM
azazeli RE: ძველი აღთქმიდან დღემდე Aug 4 2014, 12:55 PM
azazeli RE: ძველი აღთქმიდან დღემდე Aug 4 2014, 01:13 PM
A.V.M პატრიოტიზმი ძველ დ... Sep 1 2014, 10:05 PM
marine "პირველ ქრისტიან... Oct 21 2015, 05:39 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2025 - 09:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი