პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Jul 27 2014, 08:24 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ილია მეორე - არ უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი მატერიალური დოვლათი იყოს
13:59 27-07-2014 ილია მეორე - არ უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი მატერიალური დოვლათი იყოს არ უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი მატერიალური დოვლათი იყოს, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქის თქმით, მატერიალური დოვლათი საჭიროა, მაგრამ უმთავრესი სულიერი დოვლათი და სულიერი სიწმინდეა. ილია მეორის განცხადებით, უცხო ქვეყნებში არის მეტი მატერიალური სიდიადე და სიუხვე, მაგრამ ის, რაც კვებავს ადამიანის სულიერ სამყაროს, არსად არის იმდენი, რაც საქართველოშია. "ძალიან მომენატრა სამშობლო და ძალიან მომენატრეთ თქვენ. სამი კვირა ჩვენ არ გვინახავს ერთმანეთი. ადამიანმა თავისი სამშობლო და ახლობლები რომ დააფასოს, ალბათ უცხოეთში უნდა წავიდეს. იქ იხილავს სამშობლოს სიდიადეს, სიწმინდეს. ასე დავინახე მეც. ასე დიდხანს – სამი კვირა არასდროს ვყოფილვარ უცხოეთში. მინდა გითხრათ, რომ საქართველო მართლა განსაკუთრებული ქვეყანაა. მართლა ღვთისმშობლის წილხვედრია, მართლა გამოიყოფა თავისი სიწმინდით, სიდიადით. როცა ვუყურებთ და შედარებას ვაკეთებთ სამშობლოსა და უცხო ქვეყანას შორის, ვხედავთ, რომ შეიძლება უცხოეთში მეტი მატერიალური სიდიადეა, მეტი სიუხვეა, მაგრამ ის, რაც მთავარია, რაც კვებავს სულს, გონებას და სულიერ სამყაროს, არსად არის იმდენი, რაც არის საქართველოში. ეს მეტყველებს იმის შესახებ, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. ვხედავთ, რამდენად განსხვავდება საქართველო. იქ, ჩვენთან ბევრი ქართველი ახალგაზრდა მოვიდა. გვქონდა შეხვედრები. ერთ საღამოს 500-მდე ახალგაზრდა მოვიდა. გვქონდა მათთან საუბარი. ისინიც გრძნობენ ამ განსხვავებას. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყველაფერმა შეჩვევა იცის – სიკეთემაც და ბოროტებამაც. ამიტომ არ უნდა შევეჩვიოთ ბოროტებას, არ უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი იყოს მატერიალური დოვლათი. მატერიალური დოვლათი საჭიროა, მაგრამ მატერიალურ დოვლათზე მეტი არის სულიერი დოვლათი, სულიერი სიწმინდე და ამას უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ", - მიმართა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს ილია მეორემ. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...lathi-iyos.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი