![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
annats |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 20-November 13 წევრი № 13,441 ![]() |
დღეს ძალიან აქტუალური გახდა იოგა,რომელსაც მართლმადიდებლობა კრძალავს, მაგრამ იოგა იყოფა რამოდენიმე ნაწილადო.. ძირითადად მედიტაცია და ე.წ ხატჰა-იოგა.. რომელიც მხოლოდ ფიზიკურ ვარჯიშს მოიცავსო და სასარგებლოა ჯანმრთელობისთვისო, ასევე გასწავლიან სწორ სუნთქვასო.. რამდენად დასაშვებია ეს ხატჰა-იოგა, ანუ მედიტაციის გარეშე, მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში?
|
![]() ![]() |
მათველა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დაიგვიანე ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 318 რეგისტრ.: 1-April 07 მდებარ.: მიმავალი , მიმავალი.. წევრი № 1,539 ![]() |
სინამდვილეში ფანატიზმი რა არის, არც კი გეცოდინება (ბევრი რომც გქონდს წაკითხული), და შენ შეიძლება ქრისტიანული სწავლების ნაწილი ფანატიზმი გეგონოს, და საკუთარი იდეები კი სიმართლე. მარა მე ეგ იდეები უფრო "ფანატიზმად" მიმაჩნია, ვიდრე ეკლესიის სიტყვა, რომელიც შენი პირადი შეხედულებების გამო არ მოგწონს.
ვარჯიშს ვინ გიშლის, იოგას ვარჯიშები არვიცი, მარა მე ლამის მთელ აერობიკას კი ვვარჯოშობ ხოლმე ყოველდღე ![]() მე არც წამიკითხავს და არც მაქვს წარმოდგენა თუ რა და როგორ დაწერა ambioni.ge-მ (და არც ვიცი, ეკლესიის ჭეშმარიტ სიტყვას წარმოადგენს თუ არა, იმიტო რომ მე ვერ ვერკვევი მაგაში), მარა ერთი ახალგაზრდა ბიჭი ეკლესიის სახელით რო ლაპარაკობ და "გასცემ ნებართვას", უკვე ძაან შორს ხო არ ხარ ჭეშმარიტებისაგან? ჩემი აზრით, რათქმა უნდა არ იქნება სწორი, რომ ვთქვა: "აი, ესა თუ ის ღვთისმგმობელი ადამიანები სვამენ 'ნოშპას', და 'ნოშპა' ბოროტი ადამიანების წამალი არის და მე არ დავლევ"–ო რომ ვთქვა. ხომ არ იქნება სწორი? 'ნოშპა'-სი რა ბრალია არა? ასევე, ზოგიერთი ვარჯიში, რაც იოგას მიმდევრებს აქვთ აღებული, შეიძლება სუფთა სამედიცინო/სპორტული შინაარსის მქონე იყოს, და ვარჯიშის რა ბრალია (და შეიძლება იმ ვარჯიშებს შორის, რომელსაც დილაობით "წავივარჯიშებ" ხოლმე, შეიძლება შემთხვევით "იოგისტების" საყვარელი ვარჯიშიც ერიოს ხომ, მარა ამით განა იოგის სულისკვეთების მიმდევარი ვარ მე? არა რათქმაუნდა). მაგრამ მე მაინც არ ვიცი, იოგას მიმდევრობისას ადამიანს რასთან აქვს ურთიერთობა, და ამიტო ეკლესიის სახელით ვერ ვილაპარაკებ. (ისე კი, თუ კი არც რამე ცუდი არ ურევია, და მხოლოდ ვარჯიშია, მაშინ რაღა იოგა ქვია, ბარემ უბრალოდ "ვარჯიში", ან აერობიკა ერქვას ხომ? მარა თუ მაინც იოგას ეძახიან, ესეგი მართლაც იოგისტურ რელიგიასაც უნდა შეეხოს ალბათ ადამიანი ხომ...?? რავიცი, არვიცი მე აბა....) შეიძლება იოგა და მუსიკა კი არა, მეტი რამეც იყოს ჩვეულებრივად ნებადართული ეკლესიისაგან, მარა მაგას ქრისტიანობა წყვეტს და არა 21-საუკუნის ბიჭები და გოგოები. [და თუნდაც რომ აუკრძალოს ვინმეს მოძღვარმა, არც დიდი რამე დააკლდება. და თუნდაც რომ მოძღვარს შეეშალოს და არასწორად აგიკრძალოს რამე (მაგალითად, ხუმრობით ვიტყვი და, "დუტის კურტკის ჩაცმა" ![]() რა დაგვრჩება ცხოვრებაში? რა და ღვთის ურჩობა. და, ღირს ამად? არ ჯობია, ამ დროებით ცხოვრებაში, ერთი–ორი წვრილმანის გამო ნუ გავხდებით ურჩები, და ღვთის სიყვარულის გამო უარი ვთქვათ ცოდვაზე (თუკი ამა თუ იმ ცოდვას/მოქმედებას გვიკრძალავს ღმერთი). და რომც ნება დართოს – რაც გინდა ის ქენიო, არც საქორწილო ცეკვებით მოგემატება ბევრი რამ კაცმა რომ თქვას. ხოდა, თუკი რამე მოვლენა შენს სულიერებას არაფერს მატებს, იმაზე ეკლესია გეუბნება სიმართლეს, აბა ხომ არ მოგატყუებს. ეკლესია გვასწავლის, რომ "წყლის ნაყვა არაფერ სარგებელს მოგვიტანს", და აბა გინდა რომ მოგატყუოს და გითხრას – "კი, მიდი ნაყე წყალი, სარგებელს მოგიტანსო"? ღმერთმა ნუ ქნას. რაც არაფერი სარგებლის მომტანია, იმას განგვაშორებს, და რაც სასარგებლოა, იმაზე მიგვითითებს ხომ? და რატომ სწყინს ეს ადამიანს? მეც მსიამოვნებდა კომპიუტერული თამაშები და ბილწი გართობები ერთ დროს, და მწყინდა, რატომ კრძალავს თქო ეკლესია, მაგრამ მადლობა ღმერთს, სწორედ იმისათვის, რომ ეკლესიამ მიშველა და გამომიყვანა იმ უაზრობებიდან]. სენსეის მოწაფე რომ იყო, და ამასობაში არც სულიერი მოძღვარი გყავდეს (და არც განაღვლებდეს ეკლესიისაგან მოწყვეტილობა), ამით ხომ საბოლოოდ რას მივიღებთ? ზოგადად კი, საკითხს არ ეხება მაინცდამაინც,არც იოგაზე ვამბობ, მარა ვიტყოდი, რომ არ იცით თუ ქრისტიანობა რატომ კრძალავს ამა თუ იმ რამეს(და რა მიზეზით), ნუ გეწყინება, მარა ამიტომ ძაან უმეცრებაა, როცა "ფანატიზმი" და მსგავსი სიტყვების სროლა ხდება. ის რაც "ვიღაცას" ფანატიზმი გგონია, შეიძლება დიდი ჭეშმარიტება იყოს, ხოლო რაც მისაღები გგონია, სიბნელე და უსარგებლო შეიძლება იყოს (თუმცა ეს ამ თემას– იოგას არ ეხება, რადგან მაგაში ვერ ვერკვევი და ვერაფერს გეტყვი.... უბრალოდ ისე, ზოგადად ვამბობ) ისე კი, ჩემთვის ძაან დასანანია, როცა ადამიანი ეკლესიაში, ღვთის გზაზე არ დადის და იოგაზე კი ისე დადის, რომ წამს არ აცდენს... არ არსებობს ალბათ ფიზიკური მიზეზი, რომელიც ხელს შეუშლის ადამიანს ამაში. ნუ, ღამის 12 საათამდე თუ კომპს უზის კაცი, მერე იტყივს "დილას ვერ ვდგებიო" და ა.შ.. აბა, სამსახურში რომ იყოს წასასვლელი - ხომ ეგრევე გაიღვიძებს?... ხოდა ცოტა ეცადე, რომ შენი სულიც გაავარჯიშო და სიზარმაცეს აჯობო. ხოდა მერე სულიერი და ხორციელი ძალაც შეგემატება. სულიერი(და ხორციელიც) სისრულე – ყველაფერი ღვთის ხელშია, და მის გარეშე ბედნიერებას ვერ ვიპოვით. აი, ამაში გვეშლება. და გვადარდებს მეორეხარისხოვანი რამეები ("ტატუ შეიძლება თუ არა?", "ლეღვის ჭამა შეიძლება თუ არა" და ა.შ), ხოლო ჭეშმარიტების გზისაგან და ეკლესიისაგან ასე შორს რომ ვართ – არ გვადარდებს, და ვერ შეგვიცვნია რომ, ღმერთს კი არა, ამაო ცხოვრებაში ვეძებთ რაღაც ბედნიერებას და რაღაც სისულელეებს მიყვებით მთელი ცხოვრება. -------------------- თავიდან საკმაოდ "ვდრტვინავდი" გულში, რა ამბავია 7გზის ლოცვა მეთქი, ძნელია, ბევრი დრო უნდა თქო..
ახლა კი, სულ იმას ვამბობ -კიდევ კარგი, რომ ასეთი საშუალება არსებობს, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებას წყვეტს და ცხოვრებისეული ჩაძირულობიდან მუდმიდი გამოფხიზლება ხდება ყოველ სამ საათში ერთხელ.. ძალიან სასიხარულოა რომ ეს ლოცვები გაგვაჩნია. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 10:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი