პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Aug 3 2014, 11:24 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ვმადლობ ღმერთსა და ჩვენს ხალხს სიყვარულისათვის
ვმადლობ ღმერთსა და ჩვენს ხალხს სიყვარულისათვის 02.08.2014 37 წელია ჩვენ ერთად ვართ და ამ წლების მანძილზე თქვენი სიყვარული მამხნევებდა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა. დღეს უწმინდესის ანგელოზის დღეა. მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს. საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესს დღევანდელი დღე მიულოცა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა. მოგვიანებით, მრევლს ქადგებით პატრიარქმა მიმართა. "ყოვლად სამღვდელონო, მღვდელმთავარნო, მამანო, ძმანო და დანო, სული წმინდა მოვიდეს თქვენზე და ძალი მაღლისა გფარვიდეთ თქვენ. უპირველეს უყოვლისა მე ვმადლობ ღმერთსა და ჩვენს ხალხს სიყვარულისათვის, იმ თავდადებული მოღვაწეობისათვის, რასაც თქვენ აკეთებთ. ახლა თქვენ რომ მითხრათ, რომ მე ძალიან გიყვარვართ, ეს არ არის საჭირო, იმიტომ რომ მე ისედაც ვიცი და მე რომ გითხრათ თქვენ, რომ თქვენ ძალიან მიყვარხართ, ესეც თქვენ იცით. სიყვარული მარადიულია, სიყვარულს არ აქვს საზღვარი, ასე რომ, ეს თვისება, სულიერი სიყვარული არის ღვთისგან მოვლენილი და თვითონ ღმერთი არის სიყვარული", - აღნიშნა უწმინდესმა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, იგი მადლობელია ყველაფრისათვის. "მე მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, 37 წელია ჩვენ ერთად ვართ და ამ წლების მანძილზე თქვენი სიყვარული მამხნევებდა. მართლაც ძნელია ეს ჯვარი, მაგრამ უფალი, რომელიც ჯვარს აძლევს, იგივე უფალი ეხმარება ადამიანს, ამიტომ როცა განსაცდელი მოგივათ, არ შეუშინდეთ განსაცდელს, ყველაზე ახლოს უფალია თქვენთან იმ დროს, განსაცდელის დროს. წმინდა ილია წინასწარმატყველის ლოცვით, წმინდა ილია მართლის ლოცვით და წმინდა ილია პირველის ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და მთელი მსოფლიო", – ბრძანა უწმინდესმა. მან მრევლს ნაკურთხი წყალი აპკურა. ამასთან, დღეს 19:30 საათზე მრევლს შესაძლებობა ექნება საპატრიარქოში მივიდეს და უწმინდესს ანგელოზის დღე მიულოცოს. http://www.karibche.ambebi.ge/skhvadaskhva...ulisathvis.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 08:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი