IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქართველოს რელიგიური სიახლენი, ფაქტი და კომენტარი
A.V.M
პოსტი Aug 6 2014, 12:15 PM
პოსტი #21


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს , ვერ ვნახე თემა , რომელშიც უშუალოდ , საქართველოს რელიგიურ ცხოვრებაზე იქნებოდა მსჯელობა . ამიტომ გადავწყვიტე , თავად გამეხსნა იგი . ვნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები .

Print
Email
"სახელმწიფოს მოვუწოდებ, ნუ გვეთამაშება! ღარიბაშვილი ვერ მოგვატყუებს. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ბათუმში მეჩეთს მაინც ავაშენებთ! " - ასეთ განცხადებას ავრცელებს "ქართველ მუსლიმთა კავშირის" თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე.

ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი კვლავ აქტიურ ფაზაში შევიდა. ამჯერად, ამის მიზეზი აჭარის ხელისუფლებასა და მუფთას შორის შემდგარი შეთანხმება გახდა, რომლის მიხედვითაც, ბათუმში ახალი მეჩეთი აღარ აშენდება და მხოლოდ არსებული ორთამეჯეს მეჩეთი გაფართოვდება. რაც შეეხება, ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს - ოშკსა და იშხანს, რომელთა რეაბილიტაციის სანაცვლოდ თურქული მხარე ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებას ითხოვდა, რესტავრაცია მათ ჩაუტარდებათ, მაგრამ ყოველგვარი ნაცვალგების გარეშე. (ნაცვალგების პრინციპი გულისხმობს, რომ თურქულ მხარეს ახალი მეჩეთის სანაცვლოდ ქართული ტაძრები უნდა აღედგინა). აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, მუსლიმ თემს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აცნობა. მისივე განცხადებით, ამ საკითხით თავად პრემიერ-მინისტრია დაინტერესებული და პროცესსაც თავად გააკონტროლებს. ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან ქართველი მუსლიმები. "Mediacity" "ქართველ მუსლიმთა კავშირის" თავმჯდომარეს ტარიელ ნაკაიძეს ესაუბრა:

- რატომ არის თქვენთვის მიუღებელი ორთამეჯეს გაფართოება?

- ორთამეჯე არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის სახეცვლილება დაუშვებელია. მისი გაფართოებით დაიკარგება ის ერთიანი სივრცე, რაც მეჩეთისთვისა აუცილებელია. ორთამეჯეს გაფართოების გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მხრიდან არის მცდელობა გახანგრძლივდეს ბათუმში ახალი მეჩეთის არაშენების პროცესი.

- აჭარაში მცხოვრები მუსლიმებისთვის ერთი მეჩეთი საკმარისი არ არის?

- მეჩეთში ლოცვების დროს ტევა არ არის და ხშირად მლოცველებს შენობის გარეთაც უწევთ დგომა. ქალაქში კი ამ დროს 19-მდე ეკლესია შენდება და თანაც ყოველგვარი სამართლებრივი და არქიტექტურული საფუძველის გარეშე. ამიტომ, გვჭირდება თუ არა, ჩვენ ახალ მეჩეთს აუცილებლად ავაშენებთ! მართლმადიდებელს რატომ არავინ უსაზღვრავს რამდენი ეკლესია უნდა აშენდეს?

- ხომ არ გავიწყდებათ, რომ საქართველოს სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა არის გამოცხადებული?

- ეს არ არის სწორი დამოკიდებულება - საქართველო არის რესპუბლიკა, დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ყველა რელიგიას უნდა ჰქონდეს თავისუფლება. ავტონომია ტყუილად ხომ არ აქვს აჭარას?! საქართველო თუ მართლმადიდებლური ქვეყანაა, აჭარა მაშინ მუსლიმანური კუთხეა.

- რას ამბობთ, ბატონო ტარიელ, საქართველოში პირველად სწორედ აჭარიდან შემოვიდა ქრისტიანობა?

- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ არის სწორი მიდგომა და ამ საკითხზე საუბარი ცოტა სხვა მიმართულებით წაგვიყვანს. ამიტომ, უმჯობესია, ამ დამოკიდებულებით საკითხს არავინ მიუდგეს, თორემ მე გამიფრთხილებიხართ

- ამას სხვა პროცესები მოყვება და იმაზე გაცილებით რთული, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.

- ხომ არ მოქმედებთ თურქულ მხარესთან შეთანხმებით?

- რა თქმა უნდა არა. მე ვსაუბრობ მხოლოდ ქართველი მუსულმანების სახელით. არც ერთი მუსლიმი არ არსებობს ბათუმში, რომელიც ორთამეჯეს გაფართოებას იწონებდეს.

- პრემიერის გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა სრულიად საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე. ამაზე რას იტყვით?

- მუფთი არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს. ჯემალ პაქსაძე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება და იგი ვერ ისაუბრებს მორწმუნეების სახელით.

- გადაწყვეტილება თურქულმა მხარემაც შეცვალა და ქართული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ მეჩეთის აშენებას აღარ ითხოვს?

- ჩვენი მთავარი მოთხოვნა მეჩეთის აშენებაა და სულ არ გვაინტერესებს რა მოუვათ ქართულ ძეგლებს თურქეთში. სულ რომ დაინგრეს ოშკი და იშხანი, ეს ჩვენი საქმე არაა! არ გვაინტერესებს!
ჩვენი ერთადერთი საზრუნავი ქართველ მუსლიმთა რელიგიური გრძნობებია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ ბათუმში ღირსეულად ლოცვის საშუალება მიეცეთ! ჰოდა, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს,

ბათუმში მეჩეთს მაინც ავაშენებთ! სახელმწიფოს კი მოვუწოდებ, ნუ გვეთამაშება! ღარიბაშვილი ვერ მოგავტყუებს, თითქოს მეჩეთის გაფართოებით აღნიშნულ პრობლემას მოხსნის. ასე რომ, დაანებოს თამაშს თავი,
http://mediacity.ge/sazogadoeba/127-%E1%83...%83%A0%E1%83%97

ეს ნახეთ რა :
,,სულ არ გვაინტერესებს რა მოუვათ ქართულ ძეგლებს თურქეთში. სულ რომ დაინგრეს ოშკი და იშხანი, ეს ჩვენი საქმე არაა! არ გვაინტერესებს!''


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Aug 6 2014, 04:33 PM
პოსტი #22


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



რელიგიური სინკრეტიზმი აჭარაში
––––––––––
საქართველოში , რელიგიური კუთხით , უამრავი პრობლემაა . წინამდებარე წერილში კი შევეცდებით ვისაუბროთ იმ რელიგიური სინკრეტიზმის შესახებ , რომელიც აჭარაშია გავრცელებული და რომლის წარმატებით მოგვარების სურვილიც გაგვაჩნია .
პრობლემის გადასაჭრელ გზებზე სანამ დავიწყებთ საუბარს , ჯერ თავად პრობლემაში გავერკვეთ . უპირველესად მიმოვიხილოთ , ტერმინის ეტიმოლოგია :,, Gk. synkrētismos გაერთიანება შერწყმულად არსებობა, დაუნაწევრებლობა, რაც რაიმე მოვლენის განვითარების საწყის საფეხურებზე გვხვდება.’’
ახლა კი გეოგრაფიულ არეალზე ვისაუბროთ . მოცემულ თემაში არ შევეხებით ზემოაჭარის საკითხს , გამომდინარე იქიდან, რომ მის მრავალ სოფელში , მოსახლეობის უმეტესობა ისლამის მიმდევარია და შეძლებისდაგვარად ასრულებს ყველა იმ წეს-ჩვეულებას , რომლის შესრულებაც სავალდებულოა , მისი რჯულიდან გამომდინარე . ამ მიზეზის გამო , ხსენებულ ტერიტორიაზე , რელიგიური სინკრეტიზმის შესახებ საუბარი უადგილოა . ჩვენ უფრო მეტად გავამახვილებთ ყურადღებას ბათუმისა და ქობულეთის რაიონებზე . აქვე ვისარგებლებთ შემთხვევით და აღვნიშნავთ, რომ არაერთ სასულიერო პირს ვიცნობთ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში და თამამად შეგვიძლია ვთქვათ , რომ გამორჩეულნი არიან ისინი საკუთარი განათლებით , ზნეობით , სიწმიდით თუ სხვა სახის სათნოებებით . თუმცა , ყველა მათგანი ქალაქში მსახურობს და არა სოფელში . ეს ფაქტია ერთ-ერთი განმაპირობებელი იმისა ,რომ რაიონებში , კატეხიზატორული და ზოგადად მისიონერული მოღვაწეობა მიზერულია , რაც განაპირობებს სწორედ იმ პრობლემებს , რომელსაც განვიხილავთ . ( სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ ისიც , რომ არც საქართველოს სხვა კუთხეები ,,ყვავის’’ , მისიონერულ-კატხიზატორული საქმიანობა , მაგრამ , ისტორიული , გეოგრაფიული თუ სხვა სახის ფაქტორების გამო , აჭარის რაიონებში , უმფრო მძაფრად იჩენს თავს მისი ნაკლებობა ) .
არაა გამორიცხული, რომ ამგვარი და უფრო მძაფრი პრობლემა , საქართველოს სხვა რეგიონებშიც იყოს , მაგრამ მე ამ ეტაპზე , მხოლოდ აჭარას განვიხილავ , იმ მარტივი მიზეზის გამო , რომ ნათესავური კავშირები მაქვს მასთან და სხვაზე მეტად მიყვარს ხსენებული კუთხე .
ზოგადი მიმოხილვის შემდეგ , უშუალოდ საკითხზე გადავალთ და ვიტყვით , რომ მთავარი პრობლემა რაც უკავშირდება მას , არის ის , რომ ბევრმა მოქალაქემ არ იცის , როგორც ქრისტიანული (ამ შემთხვევაში მართლმადიდებლობას ვგულისხმობთ) , ასევე ისლამის მოძღვრება , რის გამოც თავს მიიჩნევს როგორც ქრისტიანად , ასევე მუსულმანად . ან მეორე ვარიანტი - შეიძლება თავს მიიჩნევდეს ქრისტიანად , მაგრამ საკუთარი საქმიანობით გამოხატავდეს იმას , რომ ისლამის აღმღიარებელია იგი .
ახლა ჩამოვთვლით იმ კონკრეტულ საკითხებს , რომელსაც შეიძლება შეხვდეთ , არაერთ აჭარელთან ურთიერთობისას და რომელიც ადასტურებს, რომ იგი არც მუსლიმია და არც ქრისტიანი .
1- მისთვის შესაძლებელია , რომ ერთი და იგივე ღირებულება, ავტორიტეტი , დანიშნულება ჰქონდეს მუსლიმ ხოჯას და მართლმადიდებელ მღვდელს . მაგ : თუ ოჯახის წევრი გარდაეცვლება , იგი მოიყვანს ხოჯას , რომ განბანოს მიცვალებული , შემდეგ კი არაა გამორიცხული , რომ მართლმადიდებელ მღვდელს სთხოვოს წესის აგება, საკუთარი ოჯახის წევრისათვის .
2- მისთვის შესაძლებელია, რომ ერთი და იგივე ღირებულება , დანიშნულება და მიზანი ჰქონდეს , როგორც ჯამეს , ისევე მართლმადიდებლურ ტაძარს . შევიდეს ორივეგან , შეასრულოს ის მოვალეოანი , რომელიც განკუთვნილია მასში შემსვლელთათვის და ერთი და იგივე რაღაც სთხოვოს , როგორც მუჰამედს , ასევე ქრისტეს .
3- მისთვის შესაძლებელია , რომ ქრისტე იყოს ღმერთი , ხოლო მუჰამედი კი მასზე აღმატებული წინასწარმეტყველი . რაც მიუთითებს იმას , რომ იგი არც ქრისტიანია და არც ჭეშმარიტი მუსლიმი , რადგან თუკი მართლმადიდებელია , მუჰამედი არ უნდა იყოს მისთვის ქრისტეზე აღმატებული ან მასზე გატოლებული , ხოლო თუკი მუსლიმია და ქრისტეს აღიარებს ღმერთად , მაშინ იგი ეწინააღმდეგება ყურანს:,, განა შენ უთხარი ხალხს აგვირჩიეთ მე და დედაჩემი ორ ღვთაებად თვინიერ ალ- ლაჰისაო ? - დედება შენდა ! არასოდეს ყოფილა მეთქვას ის, რისი უფლებაც არ გამაჩნია.’’ (სურა V , აია 116. ალ-ლაჰისა და ქრისტეს საუბარი )
4- ნუ გაგიკვირდებათ თუ შეხვდებით ისეთ პიროვნებას , რომელიც იძახის - ,,ალაჰუ აქბარ’’ და იწერს პირჯვარს .
5- არაა გამორიცხული, რომ თქვენ შეხვდეთ პიროვნებებს , რომლისათვისაც ერთნაირად ღირებული და ფასეულია , როგორც ყურანი , ისევე ბიბლია . მეტიც , საერთოდ არ არჩევდეს ერთმანეთისგან ან შესაძლებელია , საერთოდ არ ჰქონდეს წაკითხული თავიდან ბოლომდე , არცერთი მათგანი .
6- მეტსაც გეტყვით , თქვენს შეიძლება შეხვდეთ აჭარელს , რომელიც ისევე მიულოცავს მეზობელს აღდგომის დღესასწაულს , როგორც ბაირამს. თანაბრად ზეიმობდეს ორივეს და უხაროდეს მისი დადგომა . შეგნებულად არ ვიტყვით არაფერს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მართლმადიდებლისთვის , აღდგომის დღესასწაულისთვის ბაირამის გატოლება და რამხელა მკრეხელობაა ეს . სამაგიეროდ მოვიტანთ ციტირებას ყურანიდან , ქრისტეს ჯვარცმის შესახებ : ,, ჩვენ მოვკალითო ალ-მასიფ ‘ისა იბნ მარიამი - მოციქული ალ-ლაჰისაო . მაშინ როცა არ მოუკლავთ და არც ჯვარზე უცვიათ. ‘’ ( სურა IV ; აია 157-158 ) . ე.ი. ისლამი რადიკალურად ეწინააღმდეგება იმ ფაქტის აღნიშვნას , რომ ქრისტე ჯვარს ეცვა და მოკვდა ,ხოლო თუ არ ჯვარცმულა და მომკვდარა , როგორღა აღდგა ? ეს ყველაფერი ნიშნავს იმას , რომ ყველა ის მუსლიმი , რომელიც ამბობს რომ ქრისტე ჯვარზე მოკვდა , უხეშად არღვევს ყურანს .

ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეგვიძლია , თუმცა თავს შევიკავებთ მისგან იმ მარტივი მიზეზის გამო , რომ მავანმა , ჩემი სიყვარული აჭარლებისადმი , არასწორად არ გაიგოს და სხვაგვარი ინტერპტეტაცია არ მისცეს . ძირითადი პათოსის გასაგებად კი, ვფიქრობთ , რომ სავსებით საკმარისია რაც აღვნიშნეთ .
არ ვიცით , თუ რას მოიმოქმედებს აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად , ისლამის რომელიმე მიმდევარი . მე კი , როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი , ვისურვებდი, რომ უფრო მეტი განათლებული და ღირსეული სასულიერო პირი წასულიყოს აჭარის სოფლებში სამოღვაწეოდ , გახსნილიყოს იქ სამრევლო სკოლები , უფრო მეტად გაძლიერებულიყოს საქველმოქმედო თუ კატეხიზატორული მოღვაწეობა . ხოლო ვისაც ეს ყველაფერი ხელეწიფება , გადაედოს გვერდზე საკუთარი ამბიციები , მათთვის ბრძოლა და შეესრულებინოს ის მოწოდება , რომელიც მას დაუტოვა ქრისტემ : ,, წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელსსცემდით მათ , სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა . ‘’ (მთ.28.19-20)
გურამ ლურსმანაშვილი
http://seminarieli.wordpress.com/2014/08/0...83%90%E1%83%AD/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
A.V.M   საქართველოს რელიგიური სიახლენი   Aug 6 2014, 12:15 PM
G_saxva   A.V.M ღორის ტილის ამბა...   Aug 6 2014, 02:01 PM
A.V.M   რელიგიური სინკრეტ...   Aug 6 2014, 04:33 PM
A.V.M   დახმარება იაშვილი...   Aug 7 2014, 08:31 PM
A.V.M   დღეს ვკითხულობდი ე...   Aug 10 2014, 02:37 PM
A.V.M   ,,დასავლეთ ევროპის ...   Aug 13 2014, 11:12 PM
A.V.M   ასავლეთ ევროპის მი...   Aug 22 2014, 07:09 PM
A.V.M   საქართველოს ელჩმა ...   Sep 9 2014, 01:12 AM
A.V.M   ირაკლი ღარიბაშვილ...   Sep 11 2014, 11:23 AM
A.V.M   „ლიბერალის" მიერ ...   Oct 1 2014, 09:16 PM
A.V.M   საქართველოს ხელის...   Oct 12 2014, 02:53 PM
A.V.M   მამა ისე - შეიძლება ...   Oct 14 2014, 12:39 PM
A.V.M   მამა ისე - შეიძლება ...   Oct 14 2014, 12:39 PM
A.V.M   ოთხ სასულიერო პირს...   Nov 7 2014, 08:55 PM
marine   ოთხ სასულიერო პირ...   Nov 7 2014, 09:04 PM
tamuna m   ნიკოლოზ ჩიტია სად ...   Nov 9 2014, 12:28 AM
A.V.M   tamuna m არ ვიცი . გეცნო ? ...   Nov 9 2014, 12:47 AM
tamuna m   ილია წინასწარმეტყ...   Nov 9 2014, 01:32 PM
A.V.M   მამა ილია ბოლო წუთ...   Dec 31 2014, 01:44 AM
sanfol   A.V.M რატომ არ გადაარ...   Dec 31 2014, 12:26 PM
A.V.M   sanfol ერი ჰა....   Dec 31 2014, 03:25 PM
sanfol   A.V.M რა გულითადია ქრ...   Dec 31 2014, 03:29 PM
A.V.M   sanfol შენი ნაწერი არა...   Dec 31 2014, 04:23 PM
sanfol   A.V.M შეცდომა? ახლა მო...   Dec 31 2014, 05:01 PM
A.V.M   sanfol რა ხდება იცი ? სა...   Dec 31 2014, 07:23 PM
sanfol   A.V.M აჰა გასაგებია თუ...   Dec 31 2014, 07:49 PM
sanfol   იაკობის ეპისტოლე ...   Dec 31 2014, 08:41 PM
sanfol   ფუნდისი მონასტრის ...   Jan 1 2015, 12:43 AM
A.V.M   sanfol ორივემ თავისი ს...   Jan 1 2015, 01:43 AM
sanfol   A.V.M და მაგალითად როც...   Jan 1 2015, 03:41 PM
A.V.M   sanfol გააჩნია რისთვი...   Jan 1 2015, 05:31 PM
A.V.M   sanfol იტალიის სახელმწ...   Jan 2 2015, 02:34 AM
sanfol   A.V.M გასაგებია მადლო...   Jan 2 2015, 12:44 PM
A.V.M   ,,საქართველოს ტერი...   Jan 28 2015, 11:03 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th September 2024 - 12:17 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience