პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Aug 10 2014, 06:30 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
პატრიარქმა დღეს რწმენის მნიშვნელობაზე იქადაგა
15:20 10-08-2014 პატრიარქმა დღეს რწმენის მნიშვნელობაზე იქადაგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს რწმენის მნიშვნელობაზე იქადაგა. პატრიარქის თქმით, იმისთვის, რომ ადამიანმა სრულყოფილებას მიაღწიოს, საჭიროა რწმენა და საქმე. "ყოველი ადამიანი ეს არის უნიკალური ქმნილება ღვთისა, ეს არის მოვლენა, უდიდესი სასწაული. ყოველი ადამიანი მოწოდებულია სრულყოფისაკენ. მაცხოვარი ამბობს: "იყავით სრულყოფილნნი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულყოფილ არს". როგორ მივაღწიოთ ჩვენ ამ სრულყოფას? უპირველეს ყოვლისა, საჭიროა რწმენა – ჭეშმარიტი სარწმუნოება. მათეს სახარებაში აღწერილია, რომ მოციქულები ზღვაში ნავით იმყოფებოდნენ. მათ დაინახეს, მაცხოვარი წყალზე ისე მოდიოდა, როგორც დედამიწაზე. ეს იყო უდიდესი სასწაული. ამას ხედავდა ყველა. პეტრე მოციქული ეუბნება უფალს: "უფალო, მიბრძანე, რომ მეც გამოვიარო წყალზე". მაცხოვარმა – "მოდიო", გაირა, დაკარგა რწმენა და შეშინდა. შიშის შედეგად დაიწყო ჩაძირვა. აი, როგორი ძალა აქვს რწმენას. რწმენა მუდმივად უნდა ახლდეს ადამიანს, მაგრამ მოციქული იაკობი ამბობს, რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. ამიტომ საჭიროა სარწმუნოება და საქმე. როგორ მივაღწიოთ სრულყოფას? რა გზას დავადგეთ იმისათვის, რომ სრულყოფილნი ვიყოთ? – რომ დღეს ვიყოთ იმაზე უკეთესი, ვიდრე ვიყავით გუშინ. საჭიროა სულიერი მოღვაწეობა, ლოცვა და მარხვა. საჭიროა განათლება და ცოდნა", - განაცხადა ილია მეორემ. პატრიარქმა ბრძანა, რომ 14 აგვისტოს იწყება მარიამობის მარხვა და მრევლს მიმართა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ სულიერად გაუძლონ "იმ სიმძიმეებს, დაწოლას, არაწმინდა საქმეებს, რომელიც გარშემო ტრიალებს". მან მრევლს ლოცვისკენ მოუწოდა. დღესვე პატრიარქმა რამდენიმე სასულიერი პირი დააჯილდოვა. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...ze-iqadaga.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი