სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
![]() ![]() |
| A.V.M |
Aug 10 2014, 06:30 PM
პოსტი
#2
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
პატრიარქმა დღეს რწმენის მნიშვნელობაზე იქადაგა
15:20 10-08-2014 პატრიარქმა დღეს რწმენის მნიშვნელობაზე იქადაგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს რწმენის მნიშვნელობაზე იქადაგა. პატრიარქის თქმით, იმისთვის, რომ ადამიანმა სრულყოფილებას მიაღწიოს, საჭიროა რწმენა და საქმე. "ყოველი ადამიანი ეს არის უნიკალური ქმნილება ღვთისა, ეს არის მოვლენა, უდიდესი სასწაული. ყოველი ადამიანი მოწოდებულია სრულყოფისაკენ. მაცხოვარი ამბობს: "იყავით სრულყოფილნნი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულყოფილ არს". როგორ მივაღწიოთ ჩვენ ამ სრულყოფას? უპირველეს ყოვლისა, საჭიროა რწმენა – ჭეშმარიტი სარწმუნოება. მათეს სახარებაში აღწერილია, რომ მოციქულები ზღვაში ნავით იმყოფებოდნენ. მათ დაინახეს, მაცხოვარი წყალზე ისე მოდიოდა, როგორც დედამიწაზე. ეს იყო უდიდესი სასწაული. ამას ხედავდა ყველა. პეტრე მოციქული ეუბნება უფალს: "უფალო, მიბრძანე, რომ მეც გამოვიარო წყალზე". მაცხოვარმა – "მოდიო", გაირა, დაკარგა რწმენა და შეშინდა. შიშის შედეგად დაიწყო ჩაძირვა. აი, როგორი ძალა აქვს რწმენას. რწმენა მუდმივად უნდა ახლდეს ადამიანს, მაგრამ მოციქული იაკობი ამბობს, რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. ამიტომ საჭიროა სარწმუნოება და საქმე. როგორ მივაღწიოთ სრულყოფას? რა გზას დავადგეთ იმისათვის, რომ სრულყოფილნი ვიყოთ? – რომ დღეს ვიყოთ იმაზე უკეთესი, ვიდრე ვიყავით გუშინ. საჭიროა სულიერი მოღვაწეობა, ლოცვა და მარხვა. საჭიროა განათლება და ცოდნა", - განაცხადა ილია მეორემ. პატრიარქმა ბრძანა, რომ 14 აგვისტოს იწყება მარიამობის მარხვა და მრევლს მიმართა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ სულიერად გაუძლონ "იმ სიმძიმეებს, დაწოლას, არაწმინდა საქმეებს, რომელიც გარშემო ტრიალებს". მან მრევლს ლოცვისკენ მოუწოდა. დღესვე პატრიარქმა რამდენიმე სასულიერი პირი დააჯილდოვა. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...ze-iqadaga.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
Irine პატრიარქის ქადაგებები Aug 25 2006, 09:00 PM
tekla ზოგიერთი მშობელი ა... Aug 30 2006, 02:24 PM
მარიამი ქართული ენა არის ღ... Aug 30 2006, 02:30 PM
iako ღვთივკურთხეულო სა... Aug 30 2006, 07:57 PM
salome * * *
სიყვარული მრავ... Sep 3 2006, 12:12 AM
salome ***
ჩვენს სხეულს სიც... Sep 3 2006, 12:34 AM
salome პატრიარქი გვირჩევ... Sep 16 2006, 11:59 PM
guja როგორ შეიძლება ქრი... Sep 27 2006, 07:46 AM
Georg საქართველოს კათოლ... Oct 3 2006, 06:18 PM
fea '' ყოველ ადამიან... Oct 19 2006, 10:12 PM
Solomonia რთულია ადამიანის ც... Oct 21 2006, 08:17 PM
გუჯა [b][size=3]საშობაო ეპისტ... Jan 7 2007, 04:33 AM
ადამიანი გუჯა
გაიხარე! :) Jan 7 2007, 05:01 AM
tati87 სამწუხაროდ ვერ მოვ... Jan 8 2007, 03:19 PM
Irine "ნარკომანობა სამ... Feb 18 2007, 05:57 PM
van111 [size=3][b]ucmidesisa da unetaresis, sruliad
saqar... Feb 25 2007, 12:24 AM
ana-xatia van111
უწმიდესისა და უ... Feb 25 2007, 01:53 AM
van111 ana-xatia
:) გაიხარე ana-xatia, დ... Feb 25 2007, 01:57 AM
ნიკოლოზ_V van111
ana-xatia
დიდი მადლობ... Feb 25 2007, 09:51 PM
იოანა ნაწყვეტი უწმინდეს... Jul 1 2007, 07:46 PM
kato_Bato იოანა
:მპუა: გაიხარ... Jul 1 2007, 07:47 PM
იოანა kato_Bato
გეწეოდეს მადლი... Jul 1 2007, 08:03 PM
kato_Bato იოანა
:მპუა: შენთან... Jul 1 2007, 08:04 PM
კანუდოსელი აქ რა მტლაშა მტლუშ... Jul 2 2007, 06:35 PM
იოანა კანუდოსელი
ნაწყვ... Jul 2 2007, 08:25 PM
marine "ჩემი მოღვაწეობი... Jul 20 2007, 11:26 AM
მარიამი უწმინდესის ძველ ქა... Nov 14 2007, 10:26 PM
marine
ამ რამდენიმე დღის... Nov 15 2007, 03:19 PM
solomony პატრიარქის ყველა ქ... Dec 22 2007, 02:17 AM
მარიამი სათხოვარი მაქვს...
... Feb 6 2009, 02:50 PM
.:Lela:.
სათხოვარი მაქვს...
... Feb 6 2009, 06:29 PM
mtawmindeli მართლა საინტერესო ... Feb 9 2010, 03:56 PM
.ნინო უწმინდესი და უნეტა... Dec 10 2010, 01:24 PM
lingvo RE: პატრიარქის ქადაგებები Dec 10 2010, 03:43 PM
A.V.M უწმიდესისა და უნეტ... Nov 12 2011, 01:17 AM
A.V.M საქართველო და გლობ... Nov 12 2011, 01:51 AM
A.V.M გამომეცხადა სახიე... Nov 12 2011, 02:04 AM
A.V.M უწმიდესისა და უნეტ... Nov 12 2011, 02:20 AM
A.V.M სრულიად საქართველ... Nov 12 2011, 02:31 AM
A.V.M სრულიად საქართველ... Nov 12 2011, 02:45 AM
A.V.M უწმინდესი და უნეტა... Nov 12 2011, 01:56 PM
A.V.M დღეს ჩვენ უნდა ვიფ... Nov 12 2011, 02:59 PM
A.V.M ქებაჲ და დიდებაჲ ქ... Nov 12 2011, 08:28 PM
A.V.M უწმიდესისა და უნეტ... Nov 12 2011, 08:53 PM
A.V.M უწმიდესისა და უნეტ... Nov 12 2011, 09:03 PM
A.V.M მოკლედ ყველას კიდე... Jan 19 2012, 02:12 AM
A.V.M ერთი ძველი ქადაგებ... Feb 24 2012, 09:00 PM
A.V.M ილია მეორე - როგორ შ... Oct 8 2012, 02:53 AM
A.V.M სრულიად საქართველ... Oct 16 2012, 02:41 AM
A.V.M ილია მეორე - ყველაზ... Oct 28 2012, 03:23 PM
A.V.M ილია მეორე - უფლისკ... Nov 5 2012, 02:09 AM
A.V.M ილია მეორე - იფიქრე... Dec 17 2012, 02:02 AM
A.V.M პატრიარქმა ღმერთი... Dec 31 2012, 07:59 PM
A.V.M ილია მეორე - ხშირია,... Feb 3 2013, 02:40 PM
A.V.M რომ შეიძლებოდეს, დ... Feb 8 2013, 09:32 PM
A.V.M უსიამოვნება, რომელ... Feb 10 2013, 09:38 PM
A.V.M ილია მეორე - საქართ... Feb 15 2013, 08:51 PM
A.V.M ილია მეორე - ადამია... Feb 17 2013, 02:01 PM
A.V.M ილია მეორე - კრიტიკ... Mar 3 2013, 09:35 PM
A.V.M სამებაში ხვალიდან ... Mar 11 2013, 02:35 AM
A.V.M პატრიარქმა უცხოეთ... Mar 14 2013, 09:37 PM
A.V.M პატრიარქმა მრევლს ... Mar 17 2013, 09:17 PM
marine შენდობა რომ ითხოვა... Mar 19 2013, 04:03 PM
A.V.M ილია II - როცა ადამია... Apr 14 2013, 03:09 PM
A.V.M ბზობა
28 აპრილს ბზო... Apr 28 2013, 11:17 PM
A.V.M ილია მეორე - ადამია... May 3 2013, 12:44 AM
A.V.M ილია II - ჩვენ გვიცავ... May 7 2013, 12:41 AM
A.V.M ილია მეორე – საქარ... May 26 2013, 07:11 PM
A.V.M ილია მეორე - საზოგა... Jun 17 2013, 01:44 AM
A.V.M პატრიარქმა მრევლს ... Jun 24 2013, 01:06 AM
A.V.M ილია მეორე - ვერავი... Jul 21 2013, 03:21 PM
A.V.M 15:17 / 04-08-2013
პატრიარქი ა... Aug 4 2013, 10:29 PM
A.V.M 14:27 / 25-08-2013
ილია მეორე - ... Aug 25 2013, 08:55 PM
marine "პატრიარქის ქადა... Sep 2 2013, 01:17 PM
A.V.M კათოლიკოს პატრიარ... Sep 17 2013, 12:59 AM
A.V.M პატრიარქი - ადამია... Sep 21 2013, 11:23 PM
A.V.M გთავაზობთ
კათოლიკ... Sep 29 2013, 03:30 PM
A.V.M ილია მეორე - ერი, რო... Oct 13 2013, 05:34 PM
A.V.M ილია მეორე - აღვავლ... Nov 10 2013, 09:44 PM
A.V.M გიორგობასთან დაკა... Nov 23 2013, 11:51 PM
A.V.M 100 წლის წინ ვერავინ ... Dec 22 2013, 10:13 PM
A.V.M ილია მეორე - მრავალ... Jan 12 2014, 03:24 PM
A.V.M დღეს განსაკუთრები... Jan 19 2014, 08:00 PM
A.V.M პატრიარქმა თავმდა... Feb 9 2014, 11:41 PM
A.V.M ილია მეორე - ეცადეთ,... Mar 2 2014, 08:08 PM
A.V.M "ყველაფერი უნდა გ... Mar 17 2014, 01:02 AM
A.V.M ილია მეორე - ჩვენ ვც... Mar 30 2014, 11:42 PM
A.V.M საქართველოს მართლ... May 7 2014, 02:13 AM
A.V.M ილია მეორე - უფალს უ... May 18 2014, 10:01 PM
A.V.M ილია მეორე - ვინც თე... May 25 2014, 04:06 PM
A.V.M პატრიარქის ქადაგე... Jun 22 2014, 09:36 PM
A.V.M ილია მეორე - არ უნდა... Jul 27 2014, 08:24 PM
A.V.M ვმადლობ ღმერთსა და... Aug 3 2014, 11:24 AM
A.V.M პატრიარქი - ყველაფ... Aug 18 2014, 12:09 PM
A.V.M ატრიარქი - თუ ადამი... Aug 24 2014, 09:11 PM
A.V.M ილია II: საქართველო ... Aug 30 2014, 02:14 AM
A.V.M პატრიარქმა მედიას ... Sep 28 2014, 11:48 PM
A.V.M პატრიარქი: ქართველ... Oct 10 2014, 12:42 AM
A.V.M ილია მეორე - აღვირა... Oct 12 2014, 03:03 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th December 2025 - 07:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი