IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> კაზანტიპი, პოტენციურად უღმერთო ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე
q.w.e
პოსტი Jul 8 2014, 05:07 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685



ალბათ ყველას გსმენიათ ფესტივალ კაზანტიპის შესახებ(ვისაც არა იინტერნეტში საკმაოდ მასალაა ინფორმაციის მისაღებად და შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ) ჯერ თქვეს ჩატარდებაოო ,მერე სავარაუდოდ საქართველოში ეს ვერ მოხერხდებაო,შემდეგ კი ისევ ჩატარდებაო.თუმცა ჩემდა გასაკვირად საპატრიარქოც კი დუმს ამ ყველაფერზე(თუ არ ვცდები)თქვენი აზრი მაინტერესებს ან რა ინფორმაციას ფლობთ ამ თემაზე ან რა დამოკიდებულება გაქვთ იმასთან დაკავშირებით რომ ფულის გამო საქართველოს მიწა ასე შეიბილწება,წესით საქართველოში უნდა არსებობდეს ძალა რომელიც ამ ყველაფერზე ხმას აიმარლებს და შესაბამისადაც იმოქმედებს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Aug 13 2014, 01:31 AM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



,,S O S !
კაზანტიპი და მიტინგები!
კაზანტიპთან დაკავშირებით - მათ, რომლებიც კაზანტიპის ჩატარებას ეწინააღმდეგება (ანუ, მეც)!
ისმის კითხვა: რის გამო დაუშვა უფალმა ასეთი განსაცდელი საქართველოში (ჩვენ ხომ კაზანტიპი მიუღებლად და მისი ჩატარება ძლიერ არაქრისტიანულად მიგვაჩნია)!
საკმაოდ ბევრი ქართველი გოგონა უდიდესი სიხარულით მიემართება ამ გარყვნილებისაკენ - უფრო მეტს რაღაცის ერიდება/ეშინია, თორემ ისინიც გაეშურებოდნენ აქეთკენ!
ეს ის საქართველო არ არის, რომელიც უნდა გაბრწყინდეს, რომელიც ასეთი ქრისტიანულია და ასე შემდეგ? გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები: „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანედ გარეშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა მკუდართაჲთა და ყოვლითა არაწმიდებითა“ - ამიტომაც,, ვფიქრობ, დღეს ეს გასაბრწყინვებელი საქართველო, უბრალოდ აყროლებული საფლავია, რომელიც ვიღაცამ მაგრად შეარემონტა, ჩვენ კი ეს დიდ იმედებს აღგვიძრავს........სწორედ ეს აყროლებული საფლავი! ამიტომაც დაუშვა ღმრთმა ეს საშინელება, რომ დავინახოთ, სინამდვილეში რას წარმვადგენთ და ერთხელ და სამუდამოდ თავი დავანებოთ მოქადულობას იმით, რაც ერს ღმერთს ავიწყებს. სწორედ ასე ნაციონალურად აღტყინებულებს დაუბრმავდათ თვალები და ვერ იცნეს ქრისტე.....ჩვენც იგივე არ დაგვემართოს: სულ მაგარი ერის სახელის მტკიცებით, არ დაგვავიწყდეს ის, ვისგანაც უნდა მოველოდეთ სინამდვილეში ხსნასა და სიძლიერეს.
ისინი, ვინც მიტინგებითა და სხვა ემოციურ-ძალისმიერი მეთოდებით გეგმავენ შეეხმიანონ კაზანტიპს, იქნება დაფიქრდნენ, რომ ძალით გარყვნილების წინააღმდეგობა მხოლოდ ირანიზაციას მოუტანს საქართველოს და ზნეობრივად კი ვერაფერს შემატებს....იქნებ შრომა, სწავლა და ლოცვა იყოს ის იარაღი, რითაც ქვეყანას გადავარჩენთ? არ ვიცი........მე კი, რომელიც სწორედ იმ აყროლებულ საფლავში ვაგდივარ, რომელიც გარედან ასე შეულამაზებიათ და სხვაზე არანაკლებად გამოვირჩევი ლოზუნგების ფრიალით, უარს ვაცხადებ კომენტარებზე ათასობით გავრცელებულ პოსტებსა და მოწოდებებზე.....ჩემგან კი მხოლოდ შემეცნებითი პოსტები დაიდება და შეიძლება გვერდიც გავაკეთო, რათა მხოლოდ ის ვაკონტროლო და სხვა სისულელეებით აღარ დავკავდე.......
თქვენ კი, ვინც ისევ ფიქრობთ, რომ აქტიური მიტინგებითა და წყევლა-კრულვით უშველით ქვეყანას, დამილოცნიხართ, აკეთეთ რაც გინდათ, რადგან იგივე მაცხოვარი ბრძანებს: „იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა, რაოდენ-გზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა სახედ შეიკრიბნის მფრინველმან მართეუნი თჳსნი ქუეშე ფრთეთა თჳსთა, და არა ინებეთ! აჰა ესერა დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად.“

გიორგი გვასალია


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
q.w.e   კაზანტიპი   Jul 8 2014, 05:07 PM
A.V.M   საპატრიარქომ რა უნ...   Jul 8 2014, 11:07 PM
q.w.e   როდსაც საქმე ქართ...   Jul 9 2014, 11:26 AM
A.V.M   q.w.e ხომ არ სჯობდა , ს...   Jul 9 2014, 11:29 AM
q.w.e   ვერ ვხვდები მართლ...   Jul 9 2014, 11:41 AM
MIRDAT   q.w.e შენ ვერ მიხვდი გ...   Jul 9 2014, 05:41 PM
q.w.e   :X მე კიდე რეები დავ...   Jul 10 2014, 02:02 PM
ikanosi   ჰა ბრატცი როდის მი...   Jul 13 2014, 06:04 PM
A.V.M   ikanosi ბილეთს დამითრე...   Jul 13 2014, 06:13 PM
ikanosi   ნამეტანი ძვირი კი ...   Jul 13 2014, 06:24 PM
A.V.M   თემა ,დასახური , მე ...   Jul 13 2014, 08:08 PM
ikanosi   მხოლოდ უკრაინელი ...   Jul 13 2014, 09:14 PM
q.w.e   არა მართალი ხარ და...   Jul 13 2014, 10:34 PM
მათველა   შენ შეიძლება შენ წ...   Jul 29 2014, 08:32 PM
q.w.e   გასაგებია რასაც ა...   Aug 3 2014, 03:15 PM
jariskaci   სვუპზე ფასდაკლები...   Aug 3 2014, 10:32 PM
A.V.M   ,,S O S ! კაზანტიპი და ...   Aug 13 2014, 01:31 AM
G_saxva   თავს ვიკავებ მაქსი...   Aug 13 2014, 11:36 AM
q.w.e   რაც ამ ფოსტში დაწე...   Aug 13 2014, 12:54 PM
sandro sandro   საპატრიარქომ გააკ...   Aug 15 2014, 05:47 PM
q.w.e   :მადლიობა:   Aug 16 2014, 10:49 AM
A.V.M   დიდი მადლობა უფალს...   Aug 21 2014, 11:53 PM
G_saxva   მშვენიერია გურამ ს...   Aug 22 2014, 09:27 AM
sandro sandro   A.V.M გეთანხმები   Aug 22 2014, 11:26 PM
q.w.e   ცოტა უნამუსოდ გამ...   Aug 24 2014, 08:09 PM
A.V.M   უსამართლობაზე , ყო...   Aug 31 2014, 08:10 PM
q.w.e   კაზანტიპი საქართვ...   Sep 2 2014, 02:50 PM
ნაინა   ვხურავ მე ამ თემას.   Sep 13 2014, 07:28 AM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th July 2025 - 03:44 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი