IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ყოვლისმომცველი თვალი, ხატი
MOW
პოსტი Sep 30 2011, 10:26 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 21-May 07
წევრი № 1,972



გამარჯობათ.
შეკითხვა მაქვს ხატ "უფლის თვალთან" თუ ყოვლისმომცველ თვალთან დაკავშირებით...არ ვიცი ქართულად რა ქვია სწორად.რუსულად "всевидящее око"

საკმაოდ საინტერესო ხატია,იშვიათი და აქ შეიძლება მისი შოვნა სადმე?


მადლობა
პატივისცემით

IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Aug 13 2014, 01:46 AM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ყოვლისმხედველი თვალი
GALLERYPosted on July 18, 2013
ინტერნეტ საშუალებებითა და სხვა პუბლიკაციებით აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვალის გამოსახულება, რომელიც რაიმე ფიგურაში ზის (ძირითადად სამკუთხედში) არის მასონური, სატანური, ანტქირისტიანული ორგანიზაციების ლოგო.

სამწუხაროდ როგორც სხვა მსგავს შემთხვევებში აქაც საკითხის მეტად ზედაპირულ, ან ხშირად ნულოვან ინფორმაციულობასთან გვაქვს საქმე.

თვალის გამოსახულება ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ სამყაროში იღებს სათავეს, ისრაელსა და მის საზღვრებს გარეთაც. მაგალითად ბერძნულ მითოლოგიაში თვალი სიმბოლო იყო აპოლონისა, როგორც ზეციური დამკვირვებლისა, ასევე მზისაც, რომელიც გახლდათ ზევსის თვალი. ძველ ეგვიპტეში მას მეტად რთული, კომპლექსური მნიშვნელობა ჰქონდა, გორას თვალი ატშეტი ყოვლისმხედველია, მიიჩნევდნენ, რომ ეს იყო პოლარული ვარსკვლავი, თვალი გონისა. ორი თვალი წარბებით – ეს იყო ჩრდილოეთი და სამხრეთი, ცის ორი განყოფილება, მთვარისა და მზის სამკვიდრო, მარჯვენა თვალი ეს არის მზე – რა და ოსირისი, მარცხენა თვალი კი არის მთვარე – ისიდა. ინდუისტებში შივას მესამე თვალი არის სულიერი გონი, ტრანსცენდენტური სიბრძნე. ხოლო თვალი ვარუნისა არის მზე. ირანულ მითოლოგიაში კეთილი მწყემსი იმა ფლობს მზის თვალსა და უკვდავებას. შუმერულ მითებში კი თვალის მეუფე არის ეა, ან ენქი – სადაც ის წარმოადგენს სიბრძნისა და ყოვლისმცოდნეობის სიმბოლოს. ფინიკიურ მითოლოგიაში კი კრონოსს ჰქონდა ორი დახუჭული და ორი ღია თვალი, რაც იყო სიმბოლოს მარადიული ცვალებადობისა და სიფხიზლისა.

როგორც ვხედავთ თვალის თემა, რელიგიური აზროვნების ისტორიისათვის უცხო არ გახლავთ. რაღა თქმა უნდა ქრისტიანობაშიც შეიძინა თვალმა საკუთარი მნიშვნელობა პირველ რიგში იმის გამო, რომ თავად წმინდა წერილი საუბრობს თვალზე. სახარებისეულ თხობაში თვალის თემა შემოჰყავს იესო ქრისტეს: „სხეულის სანთელი თვალია, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება.“(მთ.6.22) – როგორც მათე მახარებელთან ვხედავთ აქ თვალზე საუბარია როგორც ანთროპოლოგიურ დეტალზე. ჩვენ ქრისტიანობაში კვლავაც შეგვიძლია შევხვდეთ თვალს, როგორც ქმნილების თვისობრიობის მაჩვენებელს: „ექვსექვს ფრთენი სერაფიმნი მრვალთვალნი ქერუბიმნი“ (ლოცვა სამღვდელო კონდაკიდან)

თუმცაღა ის სახესიმბოლური გამოსახულება თვალისა, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, არ არის ქმნილების თვისობრივი დეტალი, მას გაცილებით მაღალი მნიშვნელობა აქვს, რაც ასერიგად იყო გააზრებული ძველ აღთქმაშიც: „ქვეყანა რომელზედაც გამუდმებით ზრუნავს უფალი, შენი ღმერთი. უფლის, შენი ღმერთის თვალი ტრიალებს მასში წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე“- (მეორ.რჯ.11.12) – უკვე ბიბლიის პირველ ნაწილში, მოსეს ხუთწიგნეულში ვხედავთ თვალს, როგორც საღმრთო ყოვლისმცოდნეობის, მარადიული გონიერების („წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე“) ხატოვან სახესიმბოლოს. რა თქმა უნდა ძველი აღთქმის მოწმობა უფლის ყოვლისმხედველ თვალზედ ამითი არ შემოიფარგლება, ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ მთელი კასკადი ციტატებისა წმინდა წერილიდან: „აი, თვალი უფლისა მის მოშიშთა თავზე, ვინც მის წყალობას ელის“ (ფს.32.18)
„უფლის თვალები მიპყრობილია წმიდანებისაკენ და მისი ყურები – მათი ლოცვისაკენ“ (ფს. 33.16)

„მისი თვალი მოშიშებს დაჰყურებს და იცის მან ყოველი საქმე კაცისა“. (სიბრძნე ზირაქისა.15.19)

„იმ დღეს, ამბობს უფალი, გავაცოფებ ყველა ცხენს და შევშლი მის მხედარს; მაგრამ იუდაზე მექნება თვალი გახელილი, როცა ხალხების ყველა ცხენს დავაბრმავებ.“ (ზაქარია.12.4)

როგორც წმინდა წერილის მოცემული ციტატები გვანახებს, ძველი აღთქმიდან მოყოლებული თვალი წარმოადგენს საღმრთო თვისებათა გამოხატულების ხატოვან საშუალებას და ის არც ახალი აღთქმის წმინდა წერილისთვის არის უცხო: „რადგანაც უფლის თვალი მიპყრობილია მართალთა მიმართ, მისი ყური კი – მათი ლოცვა-ვედრების მიმართ, ხოლო მისი სახე რისხვით დაჰყურებს ბოროტმოქმედთ.“ (1პეტრე. 3.12) – ასე ვთქვათ ამ „თვალით“ აკვირდება უფალი კაცობრიობის დუღილს. ეს არის მისი ყოვლისმჭვრეტელობისა და ყოვლისმცოდნეობის ალეგორია.

იმდენად რამდენადაც წმინდა წერილისათვის თვალის ალეგორიზმი მისაღებია (მაგ.როგორც მტრედისა) საეკლესიო ცხოვრების დეტალებში დაიწყო ამ თემამ ნელნელა შეჭრა. ჯერ დასავლეთის საეკლესიო კულტურაში იწყებენ თვალის გამოსახვას ხოლო მართლმადიდებლობაში უკვე მე-18 საუკუნიდან იმკვიდრებს ფეხს, რუსული იოკონოგრაფიის გავლენით, დღეს კი ყოვლისმხედველი თვალის გამოსახულების ნახვა შესაძლებელია უამრავი მართლმადიდებლური ტაძრის ინტერიერისა თუ ექსტერიერის დეტალებში და რაღათქმა უგუნურებაა იმის მტკიცება, რომ აქ ეს ნიშანი მასონთა ან სატანისტ -ანარქისტათა მიერ იქნა დასმული, რადგანაც როგორც ასეთი, ეს სახესიმბოლო თავად წმინდა წერილიდან ღებულობს სათავეს. შესაძლებელია, როგორც უძველეს მითოლოგიაში, დღესაც რომელიმე რელიგიური დაჯგუფება იყენებს თვალს, როგორც საკუთარ ლოგოს, მაგრამ ამ დაჯგუფების გაუკუღმართებული რელიგიურობა არ უნდა გახდეს მიზეზი იმისა, რომ თვალი როგორც ქრისტიანული სიმბოლო მთლიანად უგულებელვყოთ და ის ყოველმხრივ ანტიქრისტიანულ ნიშნად ჩავთვალოთ.

არც არარელიგიურ ორგანიზაციათა გერბებზე გამოსახულმა თვალმა უნდა ჩაგვაგდოს საგონებელში, რადგანაც თვალი მეტად მარტივი მოხაზულობისა და ღრმა და მრავალმხირვი ალეგორიზმის მატარებელი ლოგოა, მაგალითად ის გამოსახულია ჰონდურასის გერბზე, გამოსახულია ბრასლავასა და კუშვას გერბებზე (რუსული მხარე და ქალაქი) – ვფიქრობ არ უნდა იყოს რთული მისახვედრი, რომ აქ საქმე არანაირ „სატანიზმ-მასონიზმთან“ არ გვაქვს.

ამრიგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თვალის ფერწერული თუ ბარელიეფური გამოსახულება საერთოდ არ წარმოადგენს საშიშროებას, მორწმუნეთათვის, პირიიქით, ჭეშმარიტად სასარგებლოც კია, რადგანაც ამ გამოსახულების ნახვაზე უნდა გაგვახსენდეს უფლის ყოველისმხედველი თვალი, რომლის წინაშეც ჩვენი ვერცერთი ზრახვა და საქმე ვერ დაიმალება.

გაცილებით საშიშია თვალი ადამიანისა, რადგანაც ხარბი თვალი ყველა სიმდიდრეს ეპოტინება, მრუში თვალი კი ყველა კაბის ქვეშ იცქირება….

სპეციელურად საიტისთვის მოამზადა ბექა ებრალიძემ
http://jtheologians.wordpress.com/2013/07/...83%9A%E1%83%98/



--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
MOW   ყოვლისმომცველი თვალი   Sep 30 2011, 10:26 AM
georgios   MOW საქართველოში ეს ...   Sep 30 2011, 11:57 AM
marine   MOW ეს ხატი მე მაქვს. ...   Sep 30 2011, 12:15 PM
MOW   დიდი მადლობა პასუხ...   Sep 30 2011, 12:31 PM
A.V.M   ყოვლისმხედველი თვ...   Aug 13 2014, 01:46 AM
G_saxva   A.V.M ანუ ნებისმიერი თ...   Aug 13 2014, 11:43 AM
A.V.M   G_saxva რატომ უნდა იყოს ...   Aug 13 2014, 12:12 PM
G_saxva   A.V.M მგონი არასწორი მ...   Aug 13 2014, 01:16 PM
A.V.M   არანაირად . ყოვლის...   Aug 13 2014, 02:06 PM
G_saxva   A.V.M ანუ გამოდის თვა...   Aug 13 2014, 02:45 PM
A.V.M   იგივე ლოგიკით , ჯვრ...   Aug 13 2014, 11:26 PM
G_saxva   იგივე ლოგიკით , ჯვრ...   Aug 15 2014, 09:02 AM
tamuna m   სამკუთხედს სამება...   Aug 14 2014, 10:57 PM
A.V.M   tamuna m გააჩნია ვინ . მა...   Aug 15 2014, 12:03 AM
A.V.M   G_saxva არგუმენტი რა გვ...   Aug 15 2014, 03:44 PM
G_saxva   G_saxva არგუმენტი რა გვ...   Aug 15 2014, 04:15 PM
tamuna m   A.V.M ე, ბიჭო, ფრესკებშ...   Aug 15 2014, 10:40 PM
A.V.M   G_saxva უფალთან გაიგივ...   Aug 16 2014, 12:22 AM
G_saxva   A.V.M მეც მგონი კარგად...   Aug 18 2014, 10:46 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st May 2024 - 11:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი