სახელმწიფო და ეკლესია, დღევანდელ ვითარებაში ძალიან პრობლემური თემაა სახელმწიფოსა და ეკლესიის |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სახელმწიფო და ეკლესია, დღევანდელ ვითარებაში ძალიან პრობლემური თემაა სახელმწიფოსა და ეკლესიის |
777avto |
Sep 18 2012, 11:38 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 18-September 12 წევრი № 12,621 |
დღეს ძალლიან ბევრი ქრისტიანი საუბრობს სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის შეზღუდვაზე. მოკლე ექსკურსს გავაკეთებ: ყველაფერი 2004 წლის მოვლენებით დაიწყო, როდესაც დაარბიეს გლდანის ტაძარი, მართალია მამა ბასილი და მისი მრევლი არ ემორჩილებოდა საქართველოს ავტოკეფალიურ ეკლესიას , თუმცა ამან მაინც დაგვანახა ჩვენი მთავრობის დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. ამის მერე მოხდა პრაქტიკულად ყველა მედია საშუალებებით (რომლებიც სახელმწიფოს მიერაა მართული) უზნეობის მასობრივი პროპაგანდა, პატრიარქის სიტყვებით: ხელისუფლებამ ბრძოლა დაუწყო ავტორიტეტებს, მათ შორის პატრიარქსაც , რაგდან როდესაც პარტიარქი რუსეთის პატრიარქს კირილს ესტუმრა ამას ნაციონალურ მაუწყებლებზე პატრიარქის კრიტიკა მოყვა. ამას ემატება ახალი კანონი, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსს (სსიპ) გაუთანაბრდა რამდენიმე რელიგიური მიმდინარეობა საქართველოში, ეს მოხდა მოტივით თითქოს ევროსაბჭოს რეკომენდაციაას ასრულებდნენ, არადა ევროსაბჭოს რეკომენდაციების უდიდეს ნაწილს (განსაკუთრებით ბოლო დროს) ჩვენი მთავრობა არ იზიარებს. რაღა ეს გაიზიარეს?? პაარტიარქის კურთხევას ამ კანონთან დაკავშირებით რეაქცია არ მოჰყოლია. ქალაქის მერი კი ერთ-ერთი მეუფის თქმით პირდაპირ უყვიროდა პატრიარქს. 100 000 წმინდა მოწამის წამების ადგილას აშენდა სიძვის სახლი ბუდა ბარი. პატრიარქის ეპისტოლე კი სადაც გაკრიტიკებული იყო ეს ფაქტი შესწორებულ იქნა რამმენიმე წყაროს მიერ. ამ ყველაფერს თან სდევდა გეი.პარადების მოწყობის მცდელობა, წელს ანტი ფენიმისტების სახელი უწოდეს ამ აქცის, რა თქმა უნდა ამ საქმეში მთავრობის როლი პირდაპირ არ იკვეთება მაგრამ კულუარულად ამაზე საუბარი არსებობს. ასევე მოხდა რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი, მაგალითად მამა თეოდორე გაგნიძეს თსუ-ში ლექციების კითხვა აუკრძალეს. (უბრალოდ არ შეუშვეს რასისტობის მოტივით) ილიას უნივერსიტეტის მიერ (რომელიც რა თქმა უნდა ახალგაზრდობის სამინისტროს მართულია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ) გამოიცა მკრეხელური შინაარსის წიგნი დეისაძის ავტორობით. ბაგრატის ტაძრის თავდაპირველ ვარიატში (სანამ პატრიარქი მშენებლობის შეჩერებას არ მოითხოვდა) გათვალისწინებული იყო ტაძრის შემინული ნაწილი ჩამონტაჟებული გამჭვირვალე ლიფტი და როგორც ამბობენ მუზეუმი. ასევე მოხდა პატრიარქის კურთხევის და აზრის სრული უგულებელყოფა ბევრ შემთხვევაში: მაგალითად მანდატურების თემა და სხვა. მაინტერესებს ფორუმელების აზრი ასრულებს კი ჩვენი სახელმწიფო იმ ფუნქციას რასაც ისტორიულად ტვირთულობდა? ხომ არ არის ის დაინტერესებული ეკლესიის დასუსტებით და წმინდა სინოდში განხეთქილების შეტანით (რისი უამრავი ფაქტიც არსებობს)? განა მნიშვნელოვანი არ არის ხელისუფლება ეკლესიას გვერდით ედგეს? განა ეს ხელისუფლების ინტერესიც არ უნდა იყოს? უამრავი კითხა დავსვათ და გავცეთ პასუხი. აქვე აღვნიშნავ რომ ეს თემა აპოლიტიკურია ვინაიდან ჩვენი ეკლესიის ბედს ეხება ასე რომ უნდა გვაინტერესებდეს და ადმინისტრატორებს ვთხოვ არ დახურონ. ეს ჩვენ ეკლესიას და ჩვენი სვილების მომავალს ეხება გავარკვიოთ სიმართლე ერთმანეთის აზრი და ვემსახუროთ უფალს.
|
A.V.M |
Aug 18 2014, 11:39 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
დაჭრილ და ტრავმირებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ეკლესია იზრუნებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდა. სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, დღეს შეთანხმებას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ მოაწერეს ხელი. როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, შეთანხმება სულიერი, ზნეობრივი და მამულიშვილური საწყისების განმტკიცებას, სამშობლოს წინაშე სამხედრო ვალდებულების კიდევ უფრო ღრმად გააზრებას, სამხედრო პატრიოტული სულის აღორძინებასა და განმტკიცებას ითვალისწინებს. მათივე თქმით, მხარეთა შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სარწმუნოებრივი შემწყნარებლობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდას. გარდა ამისა, მემორანდუმი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო-სასწავლო დაწესებულებებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, ასევე დაჭრილ და ტრავმირებულ სამხედრო მოსამსახურეთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კუთხით ღვთისმსახურთა დახმარებას გულისხმობს. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე და მისი მოადგილეები, ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, სამხედრო მაღალჩინოსნები და სასულიერო პირები დაესწრნენ. "ინტერპრესნიუსი" წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/108827-da...l#ixzz3Aj6cln66 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი