IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს!, მალე მომხდარიყოს ჩვენი სულიერი ფერისცვალება!
A.V.M
პოსტი Aug 18 2012, 06:24 PM
პოსტი #1


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ახლა მონასტერში მივდივართ მე და ლეოფილოსი . ხოდა თადარიგს დავიჭერ და ცოტა ადრე გავხსნი თემას.


ფერისცვალება

IPB-ს სურათი
ტროპარი:
მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.

კონდაკი:

მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე. რათა რაჟამს იხილონ ჯუარცმაჲ შენი, გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაჲ იგი ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაჲ მამისა.


6(19) აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება. ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები მათე (XVII, 1-13), მარკოზი (VI, 2-13) და ლუკა (IX, 28-36).

უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: „და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და პეტრემ წამოიძახა: „მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“ (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგრა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე XVII, 7). როცა მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.

მთიდან ჩამოსვლისას მაცხოვარმა გააფრთხილა მოწაფეები, რომ ეს ამბავი არავისთვის გაემხილათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.

თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღმრთაებრივი დიდება - ღვთაებრივი, შეუქმნელი, მარადიული, ნათელი, უფრო ბრწყინვალე და წმიდა ვიდრე მზის სხივები, ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდა. მოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, ანუ ის სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც მარადიულადაა გაცისკროვნებული ღმრთაებრივი ნათლით, და ამგვარ გაცხადებას წმიდა დიონისე არეოპაგელმა „დროული მარადისობა“ უწოდა. XIV საუკუნეში დიდი დავა იყო თაბორის ნათლის შესახებ. კათოლიკური აზროვნება და კერძოდ მისი წარმომქმნელი - კალაბრიელი ბერი ვარლამი ამ ნათლის მარადიულობასა და შეუქმნელობას უარყოფდა და მას ქმნილებად, დროში შექმნილად მიიჩნევდა. ამის საპირისპიროდ ცნობილი წმიდა მამა გრიგოლ პალამა ამტკიცებდა, რომ თაბორის ნათელი ეს არის ღმრთაებრივი ძალა, ენერგია, სხვაგვარად რომ ვთქვათ ღმერთი, რომელიც სრულიად მიღმიურია ხილული სამყაროსი, ამავე დროს თავისი ენერგიებით, მადლით ქმნის, იცავს და განმსჭვალავს მთელ ამ სამყაროს, რომ მაცხოვარმა თაბორზე მოწაფეები სწორედ ამ ღმრთაებრივი ძალის ხილვის ღირსი გახადა და არა რაღაც ზებუნებრივი სინათლისა, რომელიც თითქოს სწორედ ფერისცვალების სასწაულისათვის შეიქმნა. როგორც ამას ვარლამი ამტკიცებდა. ამ დავას გამოეხმაურნენ ათონელი ბერებიც, რომელნიც უდიდესი ასკეტური ღვაწლის წყალობით თვითონ გახდნენ ღირსნი, საღვთო ნათელს გაენათებინა მათი გულები. მათ კონსტანტინეპოლში გაგზავნეს „ტომოსი“, რომელშიც ადასტურებდნენ თაბორის ნათლის მარადიულობასა და ღმრთაებრიობას, კონსტანტინეპოლის ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ 1351 წელს დაგმო ვარლამის მცდარი სწავლება, ხოლო გრიგოლ პალამას შეხედულებები მართლმადიდებლურად აღიარა. თეოდორე ხარანელი მოგვითხრობს რა უფლის ფერისცვალების შესახებ თავის ქადაგებაში, პარალელს ავლებს მაცხოვარსა და მოსეს შორის. როგორც ვიცით, სინას მთიდან ჩამოსვლისას მოსეს სახეც ისე ბრწყინავდა, რომ ისრაელიანებმა მასთან მისვლა ვერ გაბედეს (გამოსვლ. 34, 30).

წმიდა თეოფანე წერს: „გარნა, ხოლო მათგან ყოვლისა განსრულებისა მისისა იყო ბრყწინვალებაჲ მოსესი, რამეთუ პირი ხოლო მისი ბრწყინვიდა და შინაგან არ აქუნდა ბრწყინვალებაჲ, ხოლო ქრისტესი ბრწყინვალებაჲ ყოვლითვე სრულ იყო: ვითარცა - გარეშე. ეგრეცა - შინაგან. მის გამო იყო ბრწყინვალებაჲ იგი და მის თანავე იყო, რამეთუ არა სხუისგან მოიღო“. ღვთის ძალით, ხოლო მაცხოვრის ბრწყინვალება „შინაგანი“ მისთვის მოუცილებელი რეალობაა, რომელიც მას მარადიულად თან ახლავს. თაბორის მთაზე უფალმა სულიერი თვალი აუხილა მოწაფეებს და მათაც იხილეს მისი დიდება იმდენად რამდენადაც ამ დიდების დატევნის შემძლებელნი იყვნენ, ანუ როგორც თეოდორე ხარენელი ამბობს: „არამედ რაიზომ შემძლებელნი იყვნეს, ეგრეით ეჩუენა“. იგივეს ვკითხულობთ ფერისცვალების დღესასწაულის ტროპარ-კონდაკშიც: „მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა“. ეს ყოველივე ეხმიანება წმიდა დიონისე არეოპაგელის სიტყვებს, რომელიც ამბობს, რომ: „ღვთაებრივი ყველას ეცხადება მათი დატევნის უნარის მიხედვით, ღვთაებრივის გაგების უნარის მიხედვით“. გაგება-დატევნის უნარი კი შეესაბამება ცალკეული ადამიანის სულიერ განვითარებასა და რელიგიურ გამოცდილებას. სწორედ ამით აიხსნება ეს ფაქტი, რომ მაცხოვარმა თაბორზე მხოლოდ სამი მოწაფე წაიყვანა და არა თორმეტი. რადგან თორმეტს შორის იყო იუდა. გამცემი და ღვთის მგმობელი, რომელიც არ იყო ღირსი ღმრთაებრივი ნათელის ხილვისა, რადგან მის გულში ჯოჯოხეთს დაესადგურებინა, იგი უკვე დათანხმებული იყო მაცხოვრის 30 ვერცხლად გაცემაზე. ამიტომაც უფლის დიდების მხილველნი პეტრე, იაკობი და იოანე არიან, რომელთაც შემდგომ თავის მხრივ უნდა განემტკიცებინათ და გაეძლიერებინათ სხვა მოციქულები მომავალი განსაცდელის ჟამს.

მოწაფეებმა მაცხოვართან მოსაუბრე ძველი აღთქმის ორი უდიდესი წინასწარმეტყველი მოსე და ელია იხილეს. როგორც წმიდა მაქსიმე აღმსარებელი წერს: „უფლის ფერისცვალებისას თაბორის მთაზე ნაჩვენები იქნა ცხონების სამი გზა: სათნოების, შემეცნებისა და ღვთისმეტყველებისა, პირველი ორი გზა ელიასა და მოსეს სახით წარმოჩინდა, ხოლო ღვთისმეტყველებას თავად მაცხოვარი წარმოადგენდა“.

პეტრეს სიტყვები: „კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ“ გამოხატავს მოწაფეთა უდიდეს სურვილს უსასრულოდ გაგრძელდეს ფერისცვალების დრო, როგორც ზეციური სასუფევლის სიხარული, მაგრამ ეს ასე არ ხდება. რადგან სასუფეველის დასამკვიდრებლად საჭირო იყო ცხოვრებისეული თავგანწირვა, მოციქულებრივი ღვაწლი და მოწამეობრივი სიკვდილი. მაცხოვრისათვის თაბორი წინ უსწრებს გოლგოთას, ხოლო ქრისტიანისათვის გოლგოთა წინ უსწრებს თაბორს.

ფერისცვალების ნათელი ხატებზე წმიდანთა თავზე დამდგარი შარავანდედის სახით გამოისახება. იგია ძვირფასი გვირგვინი, რომლითაც უფალი სულიერ ბრძოლაში გამარჯვებულთ აჯილდოებს.

ზურაბ ეკალაძე
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №32 (83), 2000 წ.

ფერისცვალების Dღესასწაულზე ქადაგებს მამა ალექსანდრე ბოლქვაძე.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Aug 18 2014, 10:23 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



წმიდა გრიგოლ პალამა - XXXIV ჰომილია უფლისა ჩვენის ფერისცვალებაზედ
PostDateIconTuesday, 29 June 2010 15:45 | PostAuthorIconWritten by daviti | PDF Print E-mail
უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს წმინდა ფერისცვალებაზედ. აქ ნაჩვენებია, რომ ფერისცვალების ნათელი შეუქმნელია.

ვუგალობთ და განცვიფრებულვართ კვალად მჩხრეკელნი ღმრთის დიადის-მოქმედებისა (ყველა ხილული ქმნილების შექმნას ვგულისხმობთ). ამ სიდიადეს უგალობენ და ჰკვირობენ გამომეძიებელნი ბერძენნიცა და ელინთანი; ხოლო ჩვენ ამას ვიქმთ შემოქმედის დიდებისათვის, ისინი კი - შემოქმედის დიდების წინააღმდეგ, ვინათგან უბადრუკად ჰმსახურებდნენ ქმნილებას შემოქმედისას. წინასწარმეტყველთა და მოციქულთა და მამათა ხმები ჩვენთვის ნათელია, ოღონდ სარგებელად ჩვენდა, რომელნი ვწვდებით, და საგალობელად სულისა წმიდისა, რომელიც მეტყველებს წინასწარმეტყველთა და მოციქულთა და მამათა პირით. ხმათა ამათ განმარტებას შეუდგნენ ბოროტი წვალების აწინდელი მოთავენიც, მაგრამ მათთვის მინდობილთა საზიანოდ და რწმენის ჭეშმარიტების უარსაყოფად, რამეთუ სულისა წმიდისა ხმას სულისავე წმიდისა წინააღმდეგ მიჰმართავენ. ღმერთშემოსილნი მამანი ჩვენნი მოძღვრებას მაღალს სახარების წყალობისა და მადლის შესახებ მოხუცის ყურსა და გონებასაც უფარდებენ და დაწვრილებით განმარტავენ თავიანთი პირით, ისე რომ ჩვენთვის არა-სრულქმნილთათვის, შესაფარდებლადაც იღვწიან. ვითარცა მეძუძურნი დედანი სიყვარულით უწვრილებენ შვილთა შედარებით მაგარს ჭამადს, რათა ადვილად დაღეჭონ და კეთილად შეირგონ, დიაღ, ხორციელ დედათა პირში სოველდება და რბილდება ჭამადი შვილთა, ასევე ღმერთშემოსილთა მამათა გულში საფიქრალი სარგო საზრდელად ექმნებათ მსმენელთა და სარწმუნოებით მინდობილთა სულებს; ხოლო უკეთურთა და ბოროტად მადიდებელთა პირნი მომაკვდინებელი გესლით ივსებიან, რომელი შეერევა სიტყვათა ცხორებისათა და სიტყვანიცა ესე მომაკვდინებელ ექმნებიან ურცხვინოებით მსმენელთა. ასე რომ ვერიდოთ მათ, რომელნი არა შეიწყნარებენ მამეულ განმარტებებს, არამედ თავით თვისით ცდილობენ, საწინააღმდეგოდ შეატრიალონ მათი ნათქვამი; რომელნი თავს ისე აჩვენებენ, თითქოს ასოებით აღნიშნულ ბგერებზედ ზრუნავენ, წმინდა აზრს კი უგულებეყოფენ. ვერიდოთ უფრორე ვიდრე ვინმე გველს მოერიდება; ვინათგან გველი სხეულს ჰკბენს და მალედ მოაკვდინებს, უკვდავ სულს კი ვერ გაეკარება; ხოლო რომელნი ჩაასობენ კბილებს იმ სულს, მას ღმრთისაგან განაშორებენ, რაიცა არს უკვდავისა სულისა სიკვდილი საუკუნო. ყოვლითა ღონითა ვერიდოთ მსგავსთა მათთა და მივივლტოდეთ მათკენ, რომელნი მოკრძალებით ღვთისმოსავობის და ცხოვნების გზად წარგვმართავენ, ვითარცა მამათაგან გადმოცემულის, მამეულ ადათთა ერთგულების გზად.

აწ ესე შესავალი წარვუმძღვარე თქვენი სიყვარულით სათქმელს, რამეთუ დღეს ვდღესასწაულობთ ქრისტეს წმიდა ფერისცვალებას მთაზედ; ჩემი სიტყვა ეხება მის ნათელს, რომელზედაც დიდი პაექრობა აქვთ გამართული მბრძოლთა ნათლისათა. მაშასადამე, ცოტა შორიდან მოგვაქვს დღეს წასაკითხი სიტყვები სახარებისა - საიდუმლოს (მისტერიის) განსამარტებლად ჭეშმარიტების მიმზიდველობის ძალით: ”და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესო პეტრე და იაკობ და იოანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე” (მათე 17, 1-2). სახარების ამ ადგილის გათვალისწინება აუცილებელია, უპირველესად, იმის გასარკვევად, თუ რომელი დღის შემდეგ ითვლის მოციქული ქრისტესი და მახარებელი მათე ექვს დღეს, რომელთა გასვლის შემდეგ დგება უფლის ფერისცვალების დღე. მაშ, რომელი დღის შემდეგ გადის ექვსი დღე? ეს ის დღეა, როდესაც უფალმა ასწავლა თავის მოწაფეებს და უთხრა: ”რამეთუ მოსლვად არს ძე კაცისაჲ დიდებითა მამისა თჳსისაჲთა” და დასძინა: ”რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა” (მათე 16, 27). მამის დიდებას და თავის სუფევას უხმობს ნათელს საკუთარი ფერისცვალებისას.

ესე ლუკა მახარებელმანცა გვიჩვენა და უფრო ნათლად წარმოგვიდგინა: ”და იყო შემდგომად სიტყუათა მათ ვითარ რვა ოდენ დღე, და წარიყვანნა იესო პეტრე და იაკობ და იოანე და აღვიდა მთასა ლოცვად. და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვაჲ პირისა მისისაჲ სხუა და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე” (ლუკა 9, 28-29). მაგრამ როგორ ეთანხმება ერთმანეთს, ერთი მხრივ, აშკარად რვა დღე დაპირებისა და აცხადებას შორის, მეორე მხრივ, ექვსი დღის შუალედი; ისმინეთ და ცანით. რვანი იყვნენ მთაზედ და ექვსნი ჩანდნენ. სამნი ესენი: პეტრე და იაკობ და იოანე, რომელნი იესოსთან ერთად აღვიდენ; იქ ნახეს მის თანავე მყოფნი და მოუბარნი მოსე და ელია; ასე რომ ექვსნი იყვნენ. მაგრამ უფლისა თანა სრულიად უხილავად იყო მამა და იყო სული წმიდა; ერთი - საკუთარის ხმით მოწამე, რომ ესე საყვარელი ძე არს მისი, მეორე - ღრუბლით ნათლიერით თანა-მნათობი, რომლი აჩვენებდა ძის თანმიბუნებებას თვის თანა და მამისა თანა და ერთ-მყოფობას ნათლისას; ამათი სიმდიდრე თანმიბუნებება არს და მბრწყინვალების ერთებრიობა. მაშასადამე, რვანი არიან ექვსნი. არავითარ წინააღმდეგობას არ შეიცავს ექვსის მიმართება რვასთან; ასე რომ არც მახარებელთა სიტყვები გახლავთ შეუთავსებელი, არამედ თითქოს ორთავ მოეცაეთ ჩვენთვის სახე რამ იმ სიტყვებით, რომლებიც მოეკრიბათ მთაზედ საიდუმლოდ და თანა ცხადად მომხდარისთვის. ნეტარ დიდ მწიგნობარს ვისმე განერჩია ღვთაებრივთა მქადაგებელთა ესრეთ ერთურთს შესიტყვება, რომ რვა დღე თქვა ლუკამ, არა საწინააღმდეგო მისა, რომელმან თქვა, ექვსი დღის შემდეგო, არამედ - რათა შემოესაზღვრა ის დღეც, როდესაც სიტყვანი იგი თქმულ იყვნენ, და ის დღეც, როდესაც უფალმან ფერი იცვალა. ამის შესაცნობადვე გვეტყვის მათე, რომლენი გონებიერად და ფრთხილად ვეძიებთ; იგი μετα წინდებულს იხმარს, ”შემდგომის” აღმნიშვნელს, ხოლო ლუკა სიტყვას საგნიდან ახსნის; ვინათგან, არა რვა დღის შემდეგო, იტყვის ვითარცა მათე, - ექვსი დღის შემდეგო, არამედ იქმნენო, ვითარცა რვა დღე. ესრეთ არცარა აღრეულ არს მახარებელთა ნააზრევის დაჰამბვებაში.

მაგრამ ერთურთს შესიტყვებულნი სხვასაც რასმე დიდსა და საიდუმლოს გვიცხადებენ უთანხმოების მოჩვენებით. ჭეშმარიტად, განსაჯეთ სათქმელი, რომელნი გონებით წიაღმავალნი და მიმხვედრნი ხართ უფროისად. რა მიზეზით თქვა ერთმა, ექვსი დღის შემდეგო, ხოლო მეორე გადახდა მეშვიდეს და მერვე ახსენა? იმ მიზეზით, რომ დიდი სასწაული უფლის ფერისცვალების ნათლისა არს მერვის, ანუ მომავლის საუკუნის საიდუმლო და ნათელ-იქმნება იგი შემდგომად სუფევისა, რომელი მოსდევს ექვსთა დღეთა შინა სამყაროს შექმნას, ნათელ-იქმნება შემდგომად ჩვენთა შეგრძნებათა ზღვარს გარდასვლისა ექვსეულად, ვინათგან ხუთი შეგრძნება გვაქვს, ხოლო მათ ემატება შეგრძნება სიტყვისა და იქმნება ექვსეული (ჰექსადა). არა მხოლოდ ზესთა შეგრძნებისა, არამედ ზესთა სიტყვისაცა არს სუფევა ღმრთისა, მონათხრობი ღირსთათვის: სრულიქმნებიან რა ესენი ექვსობით, შემდგომად მშვენიერის უქმობისა, რომლის პატივი განამდიდრებს შვიდეულს, მეტის მოქმედების და ძრაობის მერვისა ძალისაებრ გამობრწყინდება ღმრთისა სუფევა. ღმრთეებრივი სულის ძალითა მით, რომლითაც იხილვება ღირსთათვის სუფევა ღმრთისა, ღმრთეებრი ლუკას თანახმად, უფალი ეჩვენება მოწაფეთა თვისთა და ეტყვის წინასწარ: "არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა." ესე იგი, უხილავთა ხილვის ძალს რომ ანიჭებს, წინასწარ წმიდა-ჰყოფს მხილველთა მომაკვდინებლის და სულის მომსპოლველის ხრწნილებისაგან, რომელი არს ცოდვა; მისი გემოჲსხილვა არს ბოროტების ზრახვის სათავე, რომლისგან წინასწარვე განწმენდილნი არღა იგემებენ სულიერ სიკვდილს და მოსალოდებელის საჩინოების ძალით, მე ვფიქრობ, უმწიკვლოდ გონება-შენახულნივე რჩებიან.

"არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა." ყოველთა ადგილთა არს მეუფე ყოველთა, და ყოველთა ადგილთა არს მისი სუფევა, ასე რომ მოსლვა მისი სუფევისა გულისხმობს და ნათელჰყოფს არა სხვაგნით სხვად ადგილსა მოსლვას, არამედ გამოცხადებას მისას ღმრთეებრივი სულის ძალით, რისთვისაც იტყოდა, მოსრული ძალითაო ("მომავალი სუფევითა თჳსითა").* ძალი ესე არა, მარტივად, შემთხვეულთა ეკუთვნის, არამედ მდგომარეთა უფლისა თანა, ესე იგი მისი რწმენით განძლიერებულთა, პეტრეს, იაკობს და იოანეს თანამოაზრეთა, რომელნი ლოგოსმა პირველ აღიყვანა მაღალს მთაზედ, რათა ჩვენი ბუნებითი სისაწყლე გადაგველახა; რადგან,

თანახმად მსიტყველისა, მისთვის გამოჩნდა ღმერთი მთაზედ, რომ საკუთარის სიმაღლითგან შთამოსულიყო, ხოლო ჩვენ, რომელნი ზომიერად დავაგდებდით ჩვენს ბუნებითს სიგლახაკეს, უნდოდა ავემაღლებინეთ, რაზომცა შეურყეველად ჰგიეს დაუტევნელი. ჩვენება ესრეთი არა გონებითი მისაწვდომობის უნაკლულეს არს, არამედ ბევრად უძლიერეს და უმაღლეს, რამეთუ ღმრთეებრი სულის ძალსა შინა არს. არცა იქმნება, არცა განქარდება, არცა აღიწერება, არცა შეგრძნების ძალს ქვ%E
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th June 2024 - 04:59 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი