ახალი აღთქმა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ახალი აღთქმა |
iohanan |
Apr 9 2014, 06:31 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 260 რეგისტრ.: 9-April 14 წევრი № 13,661 |
მოგესალმებით,გილოცავთ ხარების მრწყინვალე დგესასწაულს (დაგვიანებით)
მაქვს რამდენიმე შეკითხვა: 1.რატომ იყო ქრისტე ებრაელი? 2.რატომ არ პასუხობს იესო პილატეს შეკითხვას რა არის ჭეშმარიტებება? 3.რას ნიშნავს იესოს პასუხი მღდელმთავრების და პილატეს შეკითხვაზე - "შენ ამბობ" 4.არიან თუ არა ებრაელები დამნაშავენი ქრისტეს ჯვარცმაში და თუ კი თუ დაისაჯნენ ამისთვის? 5.იოანე ითვლება უფლის საყვარელ მოწაფედ?და რატომ? (ბოდიშს გიხდით ბევრი შეკითხვისთვისsmile.gif )დიდი მადლობა. -------------------- ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21) მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25) მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34) |
A.V.M |
Aug 20 2014, 06:46 PM
პოსტი
#22
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
Krialosani
18 აგვისტო · რედაქტირებ Krialosani 18 აგვისტო · რედაქტირებული თაბორის მთა ბიბლიაში პირველად იხსენიება როგორც ზაბულონის, ისაქარისა და ნეფთალემის ტომთა საზღვარის განმსაზღვრელი ადგილი. ამის შემდეგ თაბორის მთასთან განვითარებული მოვლენები უკავშირდება მსაჯულ დებორას ეპოქას. სწორედ ამ მთიდან დაძრავს ჯარს მხედართმთავარი ბარაკი და დაამარცხებს მტერს. გარდა ამისა, სწორედ ამ ადგილას დაიღუპებიან გედეონის ძმები მიდიამელი მეფეების, ზებეესა და სალმანას ხელიდან. თაბორის მთა, თავისი განსაკუთრებული მდებარეობის გამო, ყოველთვის სტრატეგიულ ადგილად იყო მიჩნეული. ის ერთგვარად გამოყოფილია მთათა სისტემიდან და ამაყად დგას იზრეყელის ველზე. სწორედ ამით არის განპირობებული ის ფაქტი, რომ სახარებაში ფერისცვალების მთა სახელდებით მითითებული არ არის. როდესაც მახარებელი წერს, რომ იესო ქრისტე ავიდა მთაზე, დასახელება მთისა უკვე ზედმეტიც კი იყო, რადგან აქ მხოლოდ ერთი, თაბორის მთა უნდა იგულისხმებოდეს. თავისი სტრატეგიული დანიშნულების გამო, თაბორის მთას არა მარტო ებრაელები, არამედ ისრაელის დამპყრობლებიც დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ანტიოქე დიდის ეპოქიდან ვესპასიანეს მიერ იერუსალიმის დაქცევამდე თაბორის მთა მუდმივ გამაგრებულ ადგილს წარმოადგენდა. სწორედ ამ ადგილას მიიტანა იერიში იუდეაში აჯანყებულმა ალესანდრემ (არისტობულეს უფროსმა ვაჟმა) და აქვე იქნა დამარცხებული. შემდგომში როდესაც იუდეამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, თაბორის მთაზე არსებული სიმაგრე ახალი დამპყრობლის, რომის წინააღმდეგ გამოიყენა, თუმცა, აბსოლუტურად უშედეგოდ. რომაელებს თავიდან თაბორის სტრატეგიული მნიშვნელობის დამცრობა არ უცდიათ, მაგრამ შემდეგ, როდესაც იმპერატორ ადრიანეს ეპოქაში იუდეველებმა ახალი აჯან%E ყებულმა ალესანდრემ (არისტობულეს უფროსმა ვაჟმა) და აქვე იქნა დამარცხებული. შემდგომში როდესაც იუდეამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, თაბორის მთაზე არსებული სიმაგრე ახალი დამპყრობლის, რომის წინააღმდეგ გამოიყენა, თუმცა, აბსოლუტურად უშედეგოდ. რომაელებს თავიდან თაბორის სტრატეგიული მნიშვნელობის დამცრობა არ უცდიათ, მაგრამ შემდეგ, როდესაც იმპერატორ ადრიანეს ეპოქაში იუდეველებმა ახალი აჯანყება წამოიწყეს, ეს უძველესი თავშესაფარი ებრაული სულისა, რომაელების მიერ პირწმინდად იქნა დანგრეული. მაცხოვრის მიერ თაბორის მთის არჩევა ერთ ერთი უდიდესი სასწაულის აღსასრულებლად, ცხადია, ისევე, როგორც ყოველი მისი სიტყვა და ნაბიჯი, შემთხვევით არ მომხდარა. მისი მოწაფეების სულში თაბორის მთა იმ ეპოქალური მოვლენებით იყო დატვირთული, რაზეც ზემოთ უკვე ვსაუბრობდით (ცხადია, ვგულისხმობთ იმ მოვლენებს, რომელიც მაცხოვრის შობამდე მოხდა). ის სამი მოწაფე, რომელიც მაცხოვარს აყვა მთაზე, შეიძლება ითქვას, ძლიერ გამოირჩეოდნენ თავიანთი სულმხურვალებით. რომ არაფერი ვთქვათ პეტრეზე, გავიხსენოთ იოანე და იაკობი, რომლებიც თავიანთ მოძღვარს არაორაზროვნად სთავაზობენ სამარიტელთა სოფლების ზეციური ცეცხლით მოწვას. აშკარად ჩანს (არა მარტო ამ ადგილიდან), რომ მაცხოვრის მოწაფეები იმ ნაციონალური იდეებით იყვნენ აღტყინებულნი, რაც იმ დროის ნებისმიერი იუდეველისათვის დამახასიათებელი იყო (თუმცა, გამონაკლისის სახით პირდაპირ შეგვიძლია დავასახელოთ წმინდა იოანე ნათლისმცემელი, რომელიც ყოველგვარი პოლიტიკური განცხადებებისაგან იდგა შორს - ასე განსაჯეთ, იოანე ნათლისმცემელს არც ერთხელ არ აქვს გამოყენებული ფრაზა „დავითის ძე,“ მაშინ, როდესაც ეს ეპითეტი მესიასთან დაკავშირებით ყველაზე კარგად გამოხატავდა მესიანურ მოლოდინს). ამიტომაც, მაცხოვარი, როგორც ყოვლადბრძენი კურნალი, წმინდა იოანე ოქროპირისეული (თუმცა, არა მარტო მისი) სიტყვათა სტილი რომ გამოვიყენოთ, ნელ-ნელა ზეაღიზიდავს მოწაფეთა გონებას და თაბორის მიწიერი სტრატეგიული განცდისაგან სულიერი მზერის თაბორის მთაზე აღსრულებული მოვლენის გაშინაარსებისაკენ გადატანაზე მოუწოდებს. გავიხსენოთ, ვინ ეზრახებოდნენ თაბორის მთაზე მაცხოვარს - ელია და მოსე - ეს ორი ნაციონლური გმირი ისრაელისათვის. ამიტომაც, რაღაცა აზრით გასაგები ხდება პეტრეს სურვილი თაბორის მთაზე დარჩენისა და მესიის მიწიერი გააზრების საცდურის წინაშე გონების წარდგენისა. აქედან კი ის იერუსალიმისაკენ უნდა წარემართოს და გავიხსენოთ ისიც, რომ სწორედ იერუსალიმია ის ადგილი, სადაც მესიამ თავი უნდა განაცხადოს. ამიტომაც, მაცხოვრის თაბორის მთაზე ფერისცვალებაში მოციქულებს უნდა დაენახათ ბრძოლის სულიერი გზა, რომელიც მესიანური მსახურების გამარჯვებას მოიტანდა და არა ბრძოლის მატერიალური მხარე, რაც აუცილებელ მარცხთან იყო წილნაყარი. ჩვენ ვიცით, რომ სანამ მაცხოვარმა თავისი მესიანური მსახურება აბსოლუტური გამარჯვებით არ დაასრულა, მოციქულებმა ვერ შეძლეს თაბორის სულიერი სტრატეგიის გაშინაარსება. პეტრე მოციქულმა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ფერსცვალებამდე საოცარი სიტყვები მოისმინა ქრისტესაგან, მალევე, ფერისცვალების შემდეგ, თაბორის მთიდან ჩამოსული, უმკაცრეს სიტყვებს ისმენს ისევ თავისი ღვთაებრივი მოძღვრისაგან. ამდენად, თაბორის მთა, როგორც მიწიერი სტრატეგებისათვის მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, ასევე გაიაზრება ის სულიერი კუთხით, რადგან სწორედ ამ სიმაგრიდან ჩამოსული მესია მიიტანს საბოლოო და დამაქცეველ იერიშს ჯოჯოხეთზე, რითაც გამარჯვებას მოუტანს თავის ლაშქარს - ეკლესიას! https://www.facebook.com/pages/Krialosani/9...3743938?fref=ts ძალიან კარგი გვერდია , უძლიერესი ლექტორი აქცევს ყურადღებას და ხშირად თუ გაეცნობით , კარგი იქნება . |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 05:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი