სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| iohanan |
Apr 9 2014, 06:31 PM
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 260 რეგისტრ.: 9-April 14 წევრი № 13,661 |
მოგესალმებით,გილოცავთ ხარების მრწყინვალე დგესასწაულს (დაგვიანებით)
მაქვს რამდენიმე შეკითხვა: 1.რატომ იყო ქრისტე ებრაელი? 2.რატომ არ პასუხობს იესო პილატეს შეკითხვას რა არის ჭეშმარიტებება? 3.რას ნიშნავს იესოს პასუხი მღდელმთავრების და პილატეს შეკითხვაზე - "შენ ამბობ" 4.არიან თუ არა ებრაელები დამნაშავენი ქრისტეს ჯვარცმაში და თუ კი თუ დაისაჯნენ ამისთვის? 5.იოანე ითვლება უფლის საყვარელ მოწაფედ?და რატომ? (ბოდიშს გიხდით ბევრი შეკითხვისთვისsmile.gif )დიდი მადლობა. -------------------- ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21) მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25) მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34) |
![]() ![]() |
| A.V.M |
Aug 20 2014, 06:46 PM
პოსტი
#2
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
Krialosani
18 აგვისტო · რედაქტირებ Krialosani 18 აგვისტო · რედაქტირებული თაბორის მთა ბიბლიაში პირველად იხსენიება როგორც ზაბულონის, ისაქარისა და ნეფთალემის ტომთა საზღვარის განმსაზღვრელი ადგილი. ამის შემდეგ თაბორის მთასთან განვითარებული მოვლენები უკავშირდება მსაჯულ დებორას ეპოქას. სწორედ ამ მთიდან დაძრავს ჯარს მხედართმთავარი ბარაკი და დაამარცხებს მტერს. გარდა ამისა, სწორედ ამ ადგილას დაიღუპებიან გედეონის ძმები მიდიამელი მეფეების, ზებეესა და სალმანას ხელიდან. თაბორის მთა, თავისი განსაკუთრებული მდებარეობის გამო, ყოველთვის სტრატეგიულ ადგილად იყო მიჩნეული. ის ერთგვარად გამოყოფილია მთათა სისტემიდან და ამაყად დგას იზრეყელის ველზე. სწორედ ამით არის განპირობებული ის ფაქტი, რომ სახარებაში ფერისცვალების მთა სახელდებით მითითებული არ არის. როდესაც მახარებელი წერს, რომ იესო ქრისტე ავიდა მთაზე, დასახელება მთისა უკვე ზედმეტიც კი იყო, რადგან აქ მხოლოდ ერთი, თაბორის მთა უნდა იგულისხმებოდეს. თავისი სტრატეგიული დანიშნულების გამო, თაბორის მთას არა მარტო ებრაელები, არამედ ისრაელის დამპყრობლებიც დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ანტიოქე დიდის ეპოქიდან ვესპასიანეს მიერ იერუსალიმის დაქცევამდე თაბორის მთა მუდმივ გამაგრებულ ადგილს წარმოადგენდა. სწორედ ამ ადგილას მიიტანა იერიში იუდეაში აჯანყებულმა ალესანდრემ (არისტობულეს უფროსმა ვაჟმა) და აქვე იქნა დამარცხებული. შემდგომში როდესაც იუდეამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, თაბორის მთაზე არსებული სიმაგრე ახალი დამპყრობლის, რომის წინააღმდეგ გამოიყენა, თუმცა, აბსოლუტურად უშედეგოდ. რომაელებს თავიდან თაბორის სტრატეგიული მნიშვნელობის დამცრობა არ უცდიათ, მაგრამ შემდეგ, როდესაც იმპერატორ ადრიანეს ეპოქაში იუდეველებმა ახალი აჯან%E ყებულმა ალესანდრემ (არისტობულეს უფროსმა ვაჟმა) და აქვე იქნა დამარცხებული. შემდგომში როდესაც იუდეამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, თაბორის მთაზე არსებული სიმაგრე ახალი დამპყრობლის, რომის წინააღმდეგ გამოიყენა, თუმცა, აბსოლუტურად უშედეგოდ. რომაელებს თავიდან თაბორის სტრატეგიული მნიშვნელობის დამცრობა არ უცდიათ, მაგრამ შემდეგ, როდესაც იმპერატორ ადრიანეს ეპოქაში იუდეველებმა ახალი აჯანყება წამოიწყეს, ეს უძველესი თავშესაფარი ებრაული სულისა, რომაელების მიერ პირწმინდად იქნა დანგრეული. მაცხოვრის მიერ თაბორის მთის არჩევა ერთ ერთი უდიდესი სასწაულის აღსასრულებლად, ცხადია, ისევე, როგორც ყოველი მისი სიტყვა და ნაბიჯი, შემთხვევით არ მომხდარა. მისი მოწაფეების სულში თაბორის მთა იმ ეპოქალური მოვლენებით იყო დატვირთული, რაზეც ზემოთ უკვე ვსაუბრობდით (ცხადია, ვგულისხმობთ იმ მოვლენებს, რომელიც მაცხოვრის შობამდე მოხდა). ის სამი მოწაფე, რომელიც მაცხოვარს აყვა მთაზე, შეიძლება ითქვას, ძლიერ გამოირჩეოდნენ თავიანთი სულმხურვალებით. რომ არაფერი ვთქვათ პეტრეზე, გავიხსენოთ იოანე და იაკობი, რომლებიც თავიანთ მოძღვარს არაორაზროვნად სთავაზობენ სამარიტელთა სოფლების ზეციური ცეცხლით მოწვას. აშკარად ჩანს (არა მარტო ამ ადგილიდან), რომ მაცხოვრის მოწაფეები იმ ნაციონალური იდეებით იყვნენ აღტყინებულნი, რაც იმ დროის ნებისმიერი იუდეველისათვის დამახასიათებელი იყო (თუმცა, გამონაკლისის სახით პირდაპირ შეგვიძლია დავასახელოთ წმინდა იოანე ნათლისმცემელი, რომელიც ყოველგვარი პოლიტიკური განცხადებებისაგან იდგა შორს - ასე განსაჯეთ, იოანე ნათლისმცემელს არც ერთხელ არ აქვს გამოყენებული ფრაზა „დავითის ძე,“ მაშინ, როდესაც ეს ეპითეტი მესიასთან დაკავშირებით ყველაზე კარგად გამოხატავდა მესიანურ მოლოდინს). ამიტომაც, მაცხოვარი, როგორც ყოვლადბრძენი კურნალი, წმინდა იოანე ოქროპირისეული (თუმცა, არა მარტო მისი) სიტყვათა სტილი რომ გამოვიყენოთ, ნელ-ნელა ზეაღიზიდავს მოწაფეთა გონებას და თაბორის მიწიერი სტრატეგიული განცდისაგან სულიერი მზერის თაბორის მთაზე აღსრულებული მოვლენის გაშინაარსებისაკენ გადატანაზე მოუწოდებს. გავიხსენოთ, ვინ ეზრახებოდნენ თაბორის მთაზე მაცხოვარს - ელია და მოსე - ეს ორი ნაციონლური გმირი ისრაელისათვის. ამიტომაც, რაღაცა აზრით გასაგები ხდება პეტრეს სურვილი თაბორის მთაზე დარჩენისა და მესიის მიწიერი გააზრების საცდურის წინაშე გონების წარდგენისა. აქედან კი ის იერუსალიმისაკენ უნდა წარემართოს და გავიხსენოთ ისიც, რომ სწორედ იერუსალიმია ის ადგილი, სადაც მესიამ თავი უნდა განაცხადოს. ამიტომაც, მაცხოვრის თაბორის მთაზე ფერისცვალებაში მოციქულებს უნდა დაენახათ ბრძოლის სულიერი გზა, რომელიც მესიანური მსახურების გამარჯვებას მოიტანდა და არა ბრძოლის მატერიალური მხარე, რაც აუცილებელ მარცხთან იყო წილნაყარი. ჩვენ ვიცით, რომ სანამ მაცხოვარმა თავისი მესიანური მსახურება აბსოლუტური გამარჯვებით არ დაასრულა, მოციქულებმა ვერ შეძლეს თაბორის სულიერი სტრატეგიის გაშინაარსება. პეტრე მოციქულმა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ფერსცვალებამდე საოცარი სიტყვები მოისმინა ქრისტესაგან, მალევე, ფერისცვალების შემდეგ, თაბორის მთიდან ჩამოსული, უმკაცრეს სიტყვებს ისმენს ისევ თავისი ღვთაებრივი მოძღვრისაგან. ამდენად, თაბორის მთა, როგორც მიწიერი სტრატეგებისათვის მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, ასევე გაიაზრება ის სულიერი კუთხით, რადგან სწორედ ამ სიმაგრიდან ჩამოსული მესია მიიტანს საბოლოო და დამაქცეველ იერიშს ჯოჯოხეთზე, რითაც გამარჯვებას მოუტანს თავის ლაშქარს - ეკლესიას! https://www.facebook.com/pages/Krialosani/9...3743938?fref=ts ძალიან კარგი გვერდია , უძლიერესი ლექტორი აქცევს ყურადღებას და ხშირად თუ გაეცნობით , კარგი იქნება . |
iohanan ახალი აღთქმა Apr 9 2014, 06:31 PM
A.V.M iohanan
ძალიან ბევრი პა... Apr 10 2014, 11:27 PM
iohanan
[b]iohanan
ბ-ხორციელი ნა... Apr 11 2014, 08:21 PM
iohanan 2 DA 3 შეკითხვა ეხება Ma... Apr 11 2014, 12:10 AM
irakli-irakli იოანე უფლის საყვარ... Apr 11 2014, 01:05 PM
MIRDAT iohanan
ერთადერთი რეალ... Apr 11 2014, 11:28 PM
G_saxva ჩემი აზრიც ამგვარი... Apr 12 2014, 12:06 AM
A.V.M iohanan
ინტერნეტმა გაჭ... Apr 12 2014, 01:55 PM
iohanan ხო ლაბათ მასე იყო ს... Apr 12 2014, 01:55 PM
A.V.M iohanan
შენ მე მოციქულე... Apr 12 2014, 02:01 PM
iohanan A.V.M. ხო მეც მოციქულ ი... Apr 12 2014, 02:07 PM
A.V.M iohanan
ზებედეს შვილი კ... Apr 12 2014, 02:25 PM
iohanan აა... გასაგებია გაიხ... Apr 12 2014, 02:53 PM
iohanan ე.ი. ასე გამოდის წარ... Apr 12 2014, 03:38 PM
A.V.M iohanan
კი .
მაგ სალომეა... Apr 12 2014, 07:16 PM
iohanan იესოს ხორციელი ძმე... Apr 12 2014, 07:29 PM
A.V.M iohanan
თორმეტთაგანი ი... Apr 12 2014, 07:57 PM
iohanan მათე და იაკობი-ალფ... Apr 12 2014, 07:58 PM
A.V.M iohanan
წილისყრის შემდ... Apr 12 2014, 08:00 PM
iohanan ანუ იოსებ მართლის ... Apr 12 2014, 08:03 PM
A.V.M იოსებ მართლის შვილ... Apr 12 2014, 08:13 PM
iohanan ზო ეგ კი გავიგე მარ... Apr 12 2014, 08:21 PM
A.V.M 1-14. ხოლო იესუ დადგა ... Apr 12 2014, 08:25 PM
iohanan ანუ პილატემ თავისი... Apr 12 2014, 08:26 PM
A.V.M iohanan
აღიარაო ვერ ვიტ... Apr 12 2014, 08:37 PM
iohanan http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia_sru...ne/io... Apr 12 2014, 08:38 PM
A.V.M ,,უთხრა მას პილატემ:... Apr 12 2014, 08:46 PM
iohanan თუ სხვა არაპერი იგ... Apr 12 2014, 09:03 PM
A.V.M iohanan
რელიგიურ საკით... Apr 12 2014, 09:10 PM
iohanan კაი.ეს გასაგებია...მ... Apr 12 2014, 09:27 PM
A.V.M iohanan
ეგ მოსაზრება არ... Apr 12 2014, 09:40 PM
iohanan მართა და მარიამის ... Apr 12 2014, 09:48 PM
A.V.M iohanan
არა .
ეგ მარიამი ... Apr 12 2014, 09:53 PM
iohanan ლაზარეს და რომელია... Apr 12 2014, 09:55 PM
A.V.M ლაზარეს დაა მართაც... Apr 12 2014, 10:08 PM
iohanan კრეტსაბმელის გახს... Apr 12 2014, 10:13 PM
A.V.M iohanan
თითოეულ ქმედებ... Apr 12 2014, 11:45 PM
iohanan წირვაზე რომ ამბობს... Apr 13 2014, 05:58 PM
A.V.M iohanan
ისტორიულად , ამ ... Apr 13 2014, 11:11 PM
iohanan A.V.M
გასაგებიააა...გა... Apr 14 2014, 11:53 AM
iohanan ლუკა თავი 22 - 35,36,37,38 რ... Apr 14 2014, 12:16 PM
A.V.M 1-საიდან იწყებ ათვლ... Apr 14 2014, 12:19 PM
iohanan ხო ეგ ვიცი ძველი და ... Apr 14 2014, 12:24 PM
G_saxva iohanan
არც ხარების და ა... Apr 14 2014, 12:26 PM
A.V.M შობის თარიღი , ,,ვაფ... Apr 14 2014, 12:32 PM
iohanan რამე კიდე საინტერე... Apr 14 2014, 01:59 PM
G_saxva iohanan
რა საკითხზე? Apr 14 2014, 02:23 PM
iohanan სახარებიდან
G_saxva Apr 14 2014, 05:57 PM
A.V.M iohanan
ფორუმზე თემები... Apr 14 2014, 11:04 PM
G_saxva iohanan
ჩვენ ხომ არ ვიც... Apr 15 2014, 11:57 AM
iohanan რადგან ახლა მძიმე ... Apr 15 2014, 12:25 PM
G_saxva
რადგან ახლა მძიმე ... Apr 15 2014, 01:15 PM
iohanan Iუდაზე ვისაუბროთ ,რ... Apr 15 2014, 06:31 PM
A.V.M iohanan
ხუთშაბათს . სერო... Apr 15 2014, 07:31 PM
iohanan A.V.M
ძალიან საინტერე... Apr 16 2014, 01:57 PM
G_saxva
რა დამალა? იუდა იქ ... Apr 16 2014, 04:41 PM
iohanan Aრა ასეთი ვერსიაა რ... Apr 16 2014, 10:02 PM
G_saxva iohanan
ახლ სახარების ი... Apr 16 2014, 11:22 PM
A.V.M რა ხდება ? Apr 17 2014, 12:02 AM
G_saxva იოანე თავი 13
2 და ვი... Apr 17 2014, 09:36 AM
iohanan გაიხარე! დიდი მად... Apr 18 2014, 01:59 PM
G_saxva
გაიხარე! დიდი მად... Apr 22 2014, 08:57 AM
iohanan ქრისტე აღსდგა!!... Apr 22 2014, 01:36 PM
A.V.M iohanan
მაგ საკითხზე (ქრ... Apr 22 2014, 02:07 PM
iohanan Aააaa,მაშინ მოუთმენლ... Apr 22 2014, 04:22 PM
iohanan Aააaa,მაშინ მოუთმენლ... Apr 22 2014, 04:22 PM
iohanan „რომელსა არა აქუნდ... Apr 27 2014, 09:04 PM
A.V.M ორი დანაკი , 2 დანას ... Apr 27 2014, 11:28 PM
iohanan Mერე ორი დანა რად უნ... Apr 28 2014, 12:11 PM
A.V.M iohanan
პასექის პერიოდ... Apr 28 2014, 11:15 PM
iohanan იუდაზე მანტერესებ... May 16 2014, 11:42 AM
G_saxva
მე არსად წამიკითხ... May 16 2014, 12:02 PM
გულთმისანი
მე არსად წამიკითხ... May 16 2014, 12:35 PM
iohanan მოცძებნი იმ წიგნს ... May 16 2014, 03:07 PM
iohanan MREVLI.GE ზე იყი...აღარაა ... May 16 2014, 03:36 PM
G_saxva iohanan
არ ვიცი არ ვიყენ... May 16 2014, 03:42 PM
A.V.M iohanan
ახლა არ ფუნქციო... May 16 2014, 04:42 PM
iohanan A.V.M
Dambloke? May 16 2014, 06:02 PM
A.V.M iohanan
ჰა ?
:D May 16 2014, 09:59 PM
iohanan Shemashine May 16 2014, 10:04 PM
A.V.M რა შუაშია და ერთ კა... Jun 1 2014, 02:10 AM
iohanan სულ ვფიქრობდი რას ... Jun 3 2014, 11:24 AM
A.V.M http://church.ge/index.php?act=ST&f=21&t=5...=80#e... Jun 3 2014, 06:12 PM
iohanan არ მოვსულვარ მშვიდ... Aug 25 2014, 01:07 PM
afxazi iohanan
"ნუ ჰგონებთ, ვ... Aug 25 2014, 02:13 PM
esre ars cheshmariteba
iohanan
"ნუ ჰგონებთ, ვ... Aug 27 2014, 10:46 PM
iohanan GAნმარტება?სხვა შAხე... Aug 25 2014, 02:21 PM
iohanan Aუ დამიწერეთ რა ძალ... Aug 25 2014, 08:07 PM
A.V.M ეს ერთი განმარტება... Aug 25 2014, 10:23 PM
iohanan Dა იგივე პრაზას Vხვდ... Aug 25 2014, 10:33 PM
A.V.M iohanan
სიტყვა გაინტერ... Aug 26 2014, 01:00 AM
iohanan Xო პარალელური ადგIლ... Aug 26 2014, 12:01 PM
A.V.M მაგის პარალელური ა... Aug 26 2014, 01:38 PM
iohanan IოანესთAნ არის მსგა... Aug 26 2014, 02:05 PM
A.V.M iohanan
იოანესთან ვერ ვ... Aug 26 2014, 11:18 PM
iohanan სხვა ღAგაც მინდოდა .... Aug 27 2014, 02:36 PM
esre ars cheshmariteba
მოგესალმებით,გილო... Aug 27 2014, 10:36 PM
A.V.M iohanan
შმაგის უსმინე ხ... Aug 28 2014, 09:58 PM
iohanan შEიძLება ჟAმნების სწ... Aug 28 2014, 10:34 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th December 2025 - 03:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი