![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
q.w.e |
![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 150 რეგისტრ.: 26-April 14 წევრი № 13,685 ![]() |
გამარჯობათ. ვარ 15 წლის დავდივარ ეკლესიაში აღმსარებელიც ვარ და მაზიარებელიც საბედნიეროდ ღვთის წყალობით რაც ქრისტიანული ცხოვრება დავიწყე, ყველაფერს სვა კუთხით შევხედე,მათ შორის ამ საკითხსაც.ვიცი რომ ზოგადად იყო რამეზე იყო დამოკიდებული იქნება ეს ქცევითი დამოკიდებულება რაიმე საგანე და ა.შ არ არის სწორი და ცოდვაცაა.დღევანდელი ახალგაზრდობის დიდი უმრავლესობა ძირითAდდად დამოკიდებულია კომპიუტერზე კომპიუტერულ თამაშებზე და ა.შ ... პირადად მე არ ვტVლი რომ რაიმე კუტხით მაინც დამოკიდებული ვარ კომპიუტერზე.მეტიც შეიძლება 10- წუტიც არ დავუთმო თუ სასწავლი მაქ ან რაიმე საქმე მაქ ..თუმცა თავისუფალი დრო ან მთლიანი Dრე როდესაც გამომიჩნდება და კომპიუტერს რამდენიმე საათით ვთამაშობ რატომღაც მგონია რომ დილით ლოცვის შემდგ ოდნავ გამთბარი გული იყინება და ღმერთს ვშორდები,შემდეგ კი ცუდ გუნებაზეც ვდგები რადგან გაურვევლობაში ვარ....მაინტერესებს მსგავსი შემთვევები თუ გქონიათ ან რას მირჩევთ?როგორ მოვიქცე?
|
![]() ![]() |
მათველა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დაიგვიანე ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 318 რეგისტრ.: 1-April 07 მდებარ.: მიმავალი , მიმავალი.. წევრი № 1,539 ![]() |
უფ, უშვებენ კომპანიები ამ თამაშებს უსასრულოდ და ჩვენც, მილიონობით ადამიანები ვშტერდებით სამწუხაროდ. მოიცა რა, ეშმაკსაც სწორედ ეგ უნდა რომ ცხოვრება გავფლანგოთ და სულიერებისათვის ძალები და დრო აღარ დაგვრჩეს. ამიტომაცაა ასე "მრავალფეროვანი" კომპიუტერული თამაშების სამყარო რომ არსებობს.
არ წამიკითხია ყველა პასუხი, მაგრამ გირჩევ მეგობარო, რომ ეგ თავისუფალი დრო, თუნდაც 10 წუთსაც კი გაუფრთხილდე და ეცადო არ დახარჯო უაზროდ. თვალი მოვკარი ვიღაცის პასუხს, რომ "თამაში კი არ არის ცოდვა, არამედ პრობლემა იმაშია, რომ შენ გგონია რომ ეს მოვლენა ღმერთს გაცილებსო". რაც ნამდივლად არასწორი პასუხია. თუკი ეგ თამაშები, მართლაც რომ არავითარ სარგებელს არ მოგვიტანს, პირიქით, დაგვღლის, გამოგვფიტავს, დროს და ძალებს დაგაკარგვინებს და ა.შ. (თუნდაც უსასრულოდ და საათობით რომ ითამაშო ჭადრაკი). თუმცა ამას შენ თვითონ უნდა მიხვდე - გააცნობიერო, თორემ სხვისი ნათქვამით ძნელია აღიქვა. გირჩევ ღვთისაგან მონიჭებული დრო, უკეთ გამოიყენო. ნუ გგონია, რომ ჩვენ ფრთიანი ვინმეები ვართ. იყო დრო, როდესაც ბავშვობაში მეც ვთამაშობდი სხვადასხვა კომპიუტერულ თამაშებს, მაგრამ მადლობა ღმერთს, როცა მივხვდი (დაახლ.18 წლისას), რომ რა აბსოლიტური უაზრობა და სისულელე იყო, სამუდამოდ დავანებე თავი. იმის მერე (უკვე რამდენი წელია), საერთოდ აღარც სურვილი გამჩენია და არც გამიხედია მაქ სისულელეებისაკენ. ყველაფერი, ტყუილა დაკარგული დრო, ეს ის ძვირფასი რამაა, რასაც ღვთისგან იღებ. ძალიან ბევრ რამეს დავკარგავთ, თუკი ამ ძვირფასს დროს წყალს გავატანთ (უფრო სწორი იქნება, წყალს კი არა, ეშმაკის შემოჩეჩებულ მაქინაციას - რომელსაც მილიონობით ადამიანი თავის ბრწყინვალე ნიჭს აკარგავს. მე მართლა ვიცი ეს რა სამყაროც არის, მართლაც რომ მილიონობით ნიჭიერი, და უნიჭიერესი ახალგაზრდა უზის ამ ვირტუალურ სამყაროს და მაგაში კლავს ცხოვრებას. არადა, ალბათ მხოლოდ ღმერთმა იცის, ეს ადამიანები რომ სულიერ გზაზე დადგნენ, რაოდენ წარმატებულნი იქნებიან სულიერებაში. მარა ჩაძირული არიან ჭაობში. ხოლო ეკლესიაში კი არ მოდიან, რათა ღმერთს შემწეობა სთვოხონ. არადა რომ მოვიდენ, ღმერთი ადვილად შეეწევა და დაანებებინებს თავს(შეიძლება წარმოუდგენელი გეგონოს, მარა 100% ასეა) და ამოგიყვანს ჭაობიდან. თუმცა ეს ხანგრძლივი მოვლენაა, და შეიძლება წლებიც გაგრძელდეს საკუთარ თავთან ბრძოლა. ღვთი გზას არ მოცილდე და შეგეწევა ნამდვილად. თუნდაც თავისუფალი დრო, ეს "რაღაც ოფტავოი, ჭარბი რესურსი" კი არ არის, რომელიც "მაინც ხომ უნდა დაიხარჯოს რამეში", არამედ ძალიან ძვირფასი რამ. გავა 5-10 წელი, და ინანებ, რატომ უკეთ არ ვიყენებდი დროსო. ამიტომ, მე არ გირჩევ დაუჯერო იმათ, ვინც ამბობს "მერე რა მოხდა 1-2 საათი რომ ითამაშოს კაცმა". ზუსტადაც რომ მოხდა. ნეტავ მე მქონდეს დღეში დამატებით 1-2 საათი თავისუფალი დრო... ხანდახან თავის დაბანის დროც არ რჩება დაკავებულ ადამიანს. თანაც, ადამიანთა უმეტესობა ამბობს: "მე წმინდა წერილი არ მაქვს წაკითხული" , "მე ეკლესიაში ვერ დავდივარ, არადა კი მინდა", "დრო არ მაქვს". არადა დღეში 30 წუთი რომ დაუთმო, შეგიძლია ყოველდღე იკითხო ქრისტიანული ლიტერატურა, ფსალმუნები, წმინდა წერილი... მაგრამ ადამიანს ეს ეზარება, ხოლო 1-2 საათი რომ თამაშებს დაუთმოს, ამას ყოველთვის ახერხებს. აი, ამაშია პრობლემა. მოუსმინე ღმერთს, რომელიც გეუბნება, რომ დიდი საუნჯე(დრო და ცხოვრება), შენი სულის აღორძინებაში და ღვთისაკენ სწრაფვაში, მის შეცნობაში, სულიერ და საცხოვნებელ საქმეები გამოიყენო, რაც არამარტო შენ, არამედ სხვასაც სიკეთეს მოუტანს. ღმერთს ჩვენთვის კარგი უნდა, და ათასნაირი ტვინის გამომრეცხავი "ბახა-ბუხი" და "ბონუს-ქულების ტივკი-ვინკი" თამაშები კარგი რომ იყოს, მაშინ გვეტყოდა ხომ ეკლესია - არიქა "დისკები" იყიდეთ ახლავე და "ქაუნთერის" ტურნირები ჩაატარეთო. მარა მადლობა ღმერთს, რომ ეს ასე არაა. შენ უნდა გასცე პასუხი შენს თავს- რა სარგებელს გაძლევს? (იმედია სინდისიც გვეტყვის სიმართლეს - თუკი უვარგისია, მაშინ მოვიძულოთ ![]() .... უაზროდ დახარჯული წლები აუნაზღაურებელი დაგვრჩება და ბოლოს ძაან დაგვენანება. რა თქმა უნდა კაცო, კომპიუტერით მრავალი კარგი რამის გაკეთებაც შეიძლება . -------------------- თავიდან საკმაოდ "ვდრტვინავდი" გულში, რა ამბავია 7გზის ლოცვა მეთქი, ძნელია, ბევრი დრო უნდა თქო..
ახლა კი, სულ იმას ვამბობ -კიდევ კარგი, რომ ასეთი საშუალება არსებობს, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებას წყვეტს და ცხოვრებისეული ჩაძირულობიდან მუდმიდი გამოფხიზლება ხდება ყოველ სამ საათში ერთხელ.. ძალიან სასიხარულოა რომ ეს ლოცვები გაგვაჩნია. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 10:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი