ფილოსოფიის შესახებ, ქრისტიანულისა თუ არაქრისტიანულის |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფილოსოფიის შესახებ, ქრისტიანულისა თუ არაქრისტიანულის |
A.V.M |
Feb 23 2014, 12:46 AM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ახლახანს ვათვალიერებდი ფორუმის განყოფილებებს და ვერ მივაკვლიე ფილოსოფიის შესახებ თემას , რაც ჩემი აზრიც ძალიან ცუდია . თქვენის ნებართვით დავიწყებ ამ თემის შესახებ საუბარს და იმედი მაქვს რომ იაქტიურებთ . შესაძლებელია კაცი არ იყოს მართლმადიდებელი , ქრისტიანი , საერთოდ ათეისტი იყოს , მაგრამ ეს ისეთი საკითხია , რომელზეც ჩემი აზრით , ყველას გვაქვს შეხების წერტილები , განურჩევლად რწმენისა , ეთნიკური კუთვნილებისა თუ სქესისა . მაშ ასე :
,, ღმერთი არს ჩვენთან ! ვიწყებ ! '' პირველი პოსტში დავიხმარ ვიკიპედიას და დანარჩენი განვაგრძოთ . ფილოსოფია — მეცნიერება, მსოფლმხედველობა, იდეების და შეხედულებების სისტემა სამყაროზე და მასში ადამიანის ადგილზე. მისი კვლევის საგანია სამყაროსთან ადამიანის შემეცნებითი, სოციალურ-პოლიტიკური, ღირებულებითი, ეთიკური და ესთეტიკური ურთიერთობები. ფილოსოფიის სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად იყენებდნენ ისეთ ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებებს, როგორებიცაა: დიალექტიკა და მეტაფიზიკა, რაციონალიზმი და ემპირიზმი, მატერიალიზმი და იდეალიზმი, ნატურალიზმი და სპირიტუალიზმი, დეტერმინიზმი და ინდეტერმინიზმი და ა. შ. თანამედროვე ფოლოსოფიის ძირითადი ტენდენციები დაკავშირებულია ისეთი ფუნდამენტური პრობლემების გააზრებასთან, როგორებიცაა თანამედროვე ცივილიზაციის ბედი, კულტურების მრავალფეროვნება და ერთიანობა, ადამიანის შემეცნების ბუნება, ყოფიერება და ენა. ეტიმოლოგია სიტყვა ფილოსოფია მომდინარეობს ბერძნულიდან (Φιλοσοφία, philosophia) და ნიშნავს „სიბრძნის მოყვარეს“. ამ ტერმინს ხშირად იყენებენ „კონცეფციის“ მნიშვნელობით: ურბანიზაციის ფილოსოფია, სასკოლო განათლების ფილოსოფია და ა. შ. ფილოსოფიური სკოლები აგნოსტიციზმი – არისტოტელიზმი – აპრიორიზმი – ეგზისტენციალიზმი – ემპირიზმი – ეპიკურეიზმი– ვოლუნტარიზმი – თომიზმი – იდეალიზმი – ირაციონალიზმი – მარქსიზმი – მატერიალიზმი – მოდერნიზმი – ნეოპლატონიზმი – ნიჰილიზმი – რაციონალიზმი – პლატონიზმი – პოსტმოდერნიზმი – პრაგმატიზმი – სტოიციზმი – სქოლასტიციზმი – ფატალიზმი ფილოსოფიის ისტორიული ფორმები აღმოსავლური ფილოსოფია – ებრაული ფილოსოფია – ინდური ფილოსოფია – ისლამური ფილოსოფია – ჩინური ფილოსოფია – დასავლური ფილოსოფია: ანტიკური ფილოსოფია – გვიან ანტიკური ფილოსოფია – შუა საუკუნეების დასავლური ფილოსოფია – აღორძინების ხანის დასავლური ფილოსოფია – ახალი დროის დასავლური ფილოსოფია – თანამედროვე დასავლური ფილოსოფია გამოჩენილი ფილოსოფოსები : ავგუსტინე ნეტარი – ავეროესი – ავიცენა – არისტოტელე – ბეკონი, ფრენსის – ბერკლი, ჯორჯ – ბრენტანო, ფრანც – ბრუნო, ჯორდანო – ბოლცანო, ბერნჰარდ – დეკარტი, რენე – დერიდა, ჟაკ – დიოგენე – ეპიკურე – ვიტგენშტაინ ლუდვიგ - ზენონ ელეელი – თალეს მილეტელი – თომა აქვინელი – იაკობი, ფრიდრიხ ჰაინრიხ – იოანე პეტრიწი – კამიუ, ალბერ – კანტი, იმანუელ – კენტერბერიელი, ანსელმ – კონტი, ოგიუსტ – კონფუცი – ლაიბნიცი, გოტფრიდ ვილჰელმ – ლაო-ძი – ლოკი, ჯონ – ლუკრეციუსი – მაკიაველი, ნიკოლო – მალებრანში, ნიკოლა – მამარდაშვილი, მერაბ – მარკუს ავრელიუსი – მარქსი, კარლ – ნიცშე, ფრიდრიხ –ნუცუბიძე, შალვა – პასკალი, ბლეზ – პითაგორა – პლატონი – პლოტინი – რასელი, ბერტრან – რუსო, ჟან-ჟაკ – სარტრი, ჟან-პოლ – სპინოზა, ბარუხ – სოკრატე – უნამუნო, მიგელ დე – ფუკო, მიშელ პოლ – შოპენჰაუერი, არტურ – ჭავჭავაძე, ნიკოლოზ – ჯუან ძი – ჰაიდეგერი, მარტინ – ჰეგელი, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ – ჰერაკლიტე – ჰიუმი, დეივიდ – ჰობსი, თომას – ჰუსერლი, ედმუნდ http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A4%E1%...%83%98%E1%83%90 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Aug 22 2014, 07:07 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მართალია თემა ნაკლებადქტიურია , თუმცა მნახველები ჰყავს . ამიტომ , კვლავ გავაგრძელებ , საინტერესო მასალების დადებას :
ეთიკის შესახებ მართლმადიდებელ ეკლესიაში 29/01/2014 metropolitan_john_zizioulas_zpsa8062381ავტორი: პერგამოსის მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი თარგმანი ბერძნულიდან : ლევან ბუკია ეთიკა უკვე მყარად არის გაბატონებული არა მარტო ჩვენს ცხოვრებაში, არამედ ეკლესიაშიც. ის ისწავლება სკოლებში და თეოლოგიურ სასწავლებლებში, და ყველა ქრისტიანისთვის წარმოადგენს ისეთივე ღირსების საგანს, თუ უფრო დიდსა და მნიშვნელოვანს არა, როგორც დოგმატი. დოგმატების დარღვევა ხშირია და უფრო ადვილად მისაღები და ასატანია საზოგადოებისთვის, თვით ეკლესიაშიც კი, ხოლო ეთიკის დარღვევა მიუღებელი. საინტერესოა, რომ ჩვენს მართლმადიდებლურ ტრადიციაში, ეთიკა, ტრემინის დონეზეც კი, უცნობია ვიდრე ბოლო პერიოდამდე. ეთიკაზე საერთოდ არ საუბრობენ ეკლესიის მამები, და არც სკოლებში ისწავლებოდა ბოლო ხანებამდე. საუბარია დასავლური წარმოშობის სიტყვაზე რომელიც როგორც სხვა სიტყვები და ტერმინები, მიღებული და დამკვიდრებულ იქნა ჩვენს ეკლესიაშიც. სამწუხაროა, რომ კონსერვატიზმით, რომელიც ჩვენი ეკლესიისთვისაა დამახასიათებელი, არ შეგვიძლია მივსდიოთ იმ ცვალებადობას, რომელიც ახასიათებს ეთიკას დასავლეთში და ეს იწვევს მუდმივად და თანდათან ეკლესიისა და საზოგადოების დაშორებას, რომელიც ვალდებული ხდება საგნების ცვალებადობასთან ერთად ეთიკის ცვალებადობაც აღასრულოს, რომელიც დასავლურ საზოგადოებაში მიმდინარეობს. ამის მაგალითები უხვი და უამრავია: ოჯახების დარღვევა, ოჯახის გარეთა ქორწინებები და ქორწინებამდელი ურთიერთობები, ჰომოსექსუალიზმი, ევთანასია და სხვა. სად წავა და სად მიგვიყვანს ეს მდგომარეობა? რომელი კრიტერიუმით მოათავსებს ჩვენი ეკლესია ამ ცვლილებებს ეთიკაში? ეს ცვალებადობა ეთიკისა მოწმობს, რომ ეთიკას მხოლოდ თვითონ არ შეუძლია გაამართლოს თავისი არსებობა და მოიპოვოს აბსოლიტური ძალა და ავტორიტეტი. მათთვის, ვისაც სწამთ ღმერთი და ეკლესიის წევრებად ითვლებიან, ძალა და ავტორიტეტი ეთიკისა თავსდება ღმერთის ნებაში, როგორც ეს ცხადდება წმინდა წერილში, წმინდა ტრადიციაში და თვით ეკლესიის ცხოვრებაში. მაგრამ აქ ჩნდება უზარმაზარი პრობლემები. ვის შეუძლია ავტორიტეტულად განმარტოს ღმერთის ნება? რომის კათოლიკურ ეკლესიაში ეს საკითხები მარტივადაა: მხოლოდ ეკლესიას, როგორც ეს გამოითქმება საბოლოოდ პაპისგან, რომელიც მართებულად და ვალდებულებითად განმარტავს მორწმუნეთათვის ღმერთის ნებას. პროტესტანტებისთვის, ღმერთის ნების განმმარტებელია იგივე წმინდა წერილი, მაგრამ ისიც საჭიროებს განმარტებას. ასე უკავშირდება ის წერილის კონკრეტულ განმმარტებლებს, და ეს ის საქმეა რომელიც იწვევს მრავალფეროვან გაგებებს, თუ ნამდვილად რას გულისხმობს წმინდა წერილი, კონკრეტული ეთიკური საკითხების შესახებ. კონსრევატორები ბუკვალურად განმარტავენ ბიბლიას (ე.წ „ფუნდამენტალისტები“), განსხავდებიან ძირფესვიანად ე.წ. „ლიბერალებისაგან“, რომლებიც ეძებენ ტექსტის სიტყვების უკან თუ რა უნდოდა ეთქვა წერილს, წარმოადგენენ წერილის ტექსტს ისტორიული კუთხით და ასე განმარტავენ მის აზრს: რასაც ამბობს წმინდა წერილი ემსახურება იმდროინდელი ეპოქის ცივილიზაციის გავლენას და არ აქვს მას ძალა და ავტორიტეტი ყოველი ეპოქისათვის. მართლმადიდებელ ეკლესიაში უფრო რთულადაა საქმე. განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში. ვინ განმარტავს ავტორიტეტულად ღმერთის ნებას ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით? დღეს, ამასთან დაკავშირებით, მართლმადიდებლობაში არსებობს სამი მიმდინარეობა : ა) „ფუნდამენტალისტები“-ს მდგომარეობა, რომელიც პროტესტანტების რადიკალურ კონსერვატიზმს გვაგონებს: ბუკვალური გაგება წერილისა გვიცხადებს უფლის ნებას. წმინდა წერილის ცალკეულ მონაკვეთებზე დაყრდნობით გასცენ პასუხები ეთიკურ კითხვებზე. ეს გავლენა ცდილობს დღეს, რომ გახდეს გავრცელებული მართლმადიდებლობაში. ბ) „კანონისტები“-ს გავლენა, რომელიც რომაულ კათოლიციზმს გვაგონებს. ავტორიტეტი ეთიკურ თემებში აქვთ კანონებს, ეკლესიის დაგენილებებს, როგორც ეპისკოპოსების, იშვიათად – პიროვნულს, ან სინოდალურს. ეს გავლენა მოქმედებს განსაკუთრებით დღეს საბერძნეთში, იმით რომ შეიქმნა „სინოდალური კომისია“, როემლიც დაკავებულია ეთიკური საკითხებით, და ასევე ოფიციალური სინოდალური გადაწყვეტილებებით და გამოცემით მისი როგორც „ოფიციალური“ პოზიცია ეკლესიისა ამ საკითხებთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში, როდესაც ვატიკანში ეს გავლენა არის სრულად, მართლმადიდებელ ეკლესიაში ჯერ კიდევ დასაწყისშია. არ გვაქვს ჯერ კიდევ ოფიციალური პოზიცია მართლმადიდებლობაში, ეთიკური საკითხებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა რომ ზეწოლა ამ მიმართულებით ძალიან ძლიერია. სადღაც, მართლმადიდებლების გარკვეულ უჯრედში, მოქმედებს ეს „კანონისტური“ გავლენა. გ) „ქარიზმატული“ გავლენა, რომლის თანახმად, ავტორიტეტული განმარტება ღმერთის ნების შესახებ შეუძლიათ „სულიერ“ ადამიანებს, რომლებიც განმარტებისა და შორსმჭვრეტელობის ნიჭით დაჯილდოვებულნი, ამბობენ ზოგადად თუ კონკრეტულ სიტუაციაში ეთიკურად რა არის სწორი და რა არასწორი. ეს გავლენა გარკვეულად გავრცელებულია დღეს მართლმადიდებლობაში და ცდილობს, ასე ვთქვათ გააძევოს ის ორი გავლენა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. პარალელური თანაარსებობა ამ სამი მიმართულებისა ამ დრომდე არანაირ დაბრკოლებას არ წარმოაჩენს. მაგრამ ამავე დროს უნდა ვიგულისხმოთ რომ ის აუცილებლად იჩნს თავს. რადგან მორწმუნეები მოწოდებული იქნებიან აირჩიონ ამათ შორის ის რასაც ოფიციალური ეკლესია და მათი სულიერი მოძღვარი ეტყვის. და ეს მაშინ როდესაც, და ეს უეჭველია, აზრი ყველა თემასთან დაკავშირებით არ დაემთხვევა ერთმანეთს. სირთულე ამ მდგომარეობისა, რომელიც გაბატონებულია მართლმადიდებლობაში, მოწმობს რომ ეთიკა თავისთავად არის გააზრება პრობლემებისა მართლმადიდებლური ტრადიციისთვის. საუბარია ისეთ რაღაცაზე რომელიც ჩვენთვის თავს მოხვეული ხდება გარედან და არ არის ბუნებრივი ელემენტი ჩვენი ეკლესიისთვის. მართლმადიდებლური ტრადიცია არასოდეს იჩენდა ინტერესს და არც არასოდეს აძლევდა უპირატესობას იმის კვლევას, თუ რას აკეთებს ადამიანი, არამედ იკვლევდა და ხაზს უსვამდა იმას თუ ვინ არის ადამიანი. ეს იყო ყოველთვის განსაკუთრებული, შესამჩნევი სხვაობა დასავლეთისა და მართლმადიდებლურ ხედვას შორის ადამიანთან მიმართებაში. წყარო: http://imverias.blogspot.com/2013/10/blog-post_6.html ნაწყვეტი წერილიდან რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Φρέαρ, სექტემბერ-ოქტომბერი, 2013. του Μητροπολίτου Περγάμου Ιωάννη Ζηζιούλα πηγή: Aντίφωνο, απόσπασμα από το κείμενο που δημοσιεύεται στο ΦρέαρΣεπτεμβρίου-Οκτωβρίου 2013 (τεύχος 3). http://www.orthodoxtheology.ge/zizioulas-ethics/ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 02:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი