პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Aug 24 2014, 09:11 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ატრიარქი - თუ ადამიანს გააჩნია რწმენა, სურვილი, რომ ცხონდეს, ის ცხონდება
თუ ადამიანს გააჩნია რწმენა, სურვილი, რომ ცხონდეს, ის ცხონდება, - ამის შესახებ სრულიად საქრათველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც ადამიანები ამბობენ - სასწაული რომ ეხილათ ირწმუნებდნენ. პატრიარქის თქმით, ჩვენ ყოველდღე ვხედავთ სასწაულს. ამავე დროს ჩვენ არ გვყოფნის ჩვენი გონება, სულიერება და ეს ყველაფერი ჩვენ ჩვეულებრივ მოვლენად მიგვაჩნია. "ადამიანი ურთულესი ბუნებისაა. თავად ადამიანია უდიდესი სასწაული, რომელსაც ვერც ერთი მეცნიერი ვერ ხსნის. ადამიანი არის ის არსება, რომელიც შეიძლება ჩავიდეს ჯოჯოხეთში და ავიდეს ღმერთამდე. შეიძლება ცოდვილი იყოს, მაგრამ თავისი მოქმედებით შეიძლება ისე შეიცვალოს, რომ ანგელოზთა სწორი გახდეს", - აღნიშნა უწმინდესმა. პატრიარქმა მაგალითად მოიყვანა წმინდა დედა მარიამ მეგვიპტელი და დასძინა, რომ ასეთი მრავალი სხვა წმინდანი არსებობს, რომლებიც ჩავარდნენ ცოდვაში, მაგრამ უფლის წყალობით ისეთ სულიერ სიმაღლეზე ავიდნენ, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანი ვერ აღწევს. "უფალმა იცის ჩვენ რაც გვჭირდება. ამიტომ დგება კითხვა, თუ კი იცის რატომ "ითხოვეთ და მოგეცეთ თქვენ?" საჭიროა ორივეს სურვილი, განცდა საკუთარ ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა. ამიტომ ეს სწრაფვა უნდა იყოს ორმხრივი. ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს. ადამიანური და ღვთიური ენერგია უნდა შეერთდეს და გვაძლევს ჩვენ სასწაულებს", - აღნიშნა უწმინდესმა. მისივე თქმით, საქართველოს უამრავი განსაცდელი გამოუვლია. პატრიარქის თქმით, თუ ადამიანს გააჩნია რწმენა, სურვილი, რომ აუცილებლად ცხონდეს, ის ცხონდება. თუ ადამიანს შეუძლია თავისი თავი გასწიროს მოყვასისათვის, ის ყოველთვის გამარჯვებული იქნება. ამასთან, პატრიარქმა გაიხსენა 3-4 დღის წინ საპატრიარქოსთან მომხდარი ფაქტი, კერძოდ, უწმინდესის განცხადებით, საპატრიარქოს დაცვის ერთ-ერთმა წევრმა დაინახა მტკვარში როგორ გადავარდა ერთი გოგო. პატრიარქის თქმით, ეს ბიჭი არც დაფიქრებულა, გაიხადა ტანსაცმელი და თავადაც გადახტა მის გადასარჩენად. გადაცურა მტკვარი, გულწასულს ხელი მოკიდა, ნაპირზე გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ამ გმირობისათვის ახალგაზრდა დააჯილდოვეს. ამასთან, დასძინა, რომ ეს მაგალითი იმისთვის მოიყვანა, რომ ვისაც აქვს მტკიცე სურვილი გადარჩენისა შეძლებს გადარჩენას. "ამიტომ, როდესაც განსაცდელი მოდის თქვენთან, არ შეგეშინდეთ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დროს ყველაზე ახლოს ჩვენთან უფალია. გახსოვთ წმინდა გიორგი სისხლისგან იცლებოდა და მას მოესმა ხმა უფლისა – "ნუ გეშინია გიორგი, მე შენთანა ვარ". ეს წყალობა მოგვცეს უფალმა და ყველაფერი კარგად იქნება", - აღნიშნა პატრიარქმა. უწმინდესმა მიმართა მრევლს, ხშირად იკითხონ განსაცდელების დროს 90-ე და 50-ე ფსალმუნები. "თითქოს ჩვენი ხელი უჭირავს უფალს და მივყავართ სასუფეველში. მადლობა უფალს ამისათვის", - განაცხადა პატრიარქმა. უწმინდესმა ასევე აღნიშნა, რომ 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულია და სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. 27 აგვისტოს, 18:00 საათზე ჩატარდება ლოცვა, 28 აგვისტოს, დილის 10:00 საათზე დაიწყება წირვა. წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/109258-pa...l#ixzz3BKYJDQz0 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 08:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი