სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| iohanan |
Apr 9 2014, 06:31 PM
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 260 რეგისტრ.: 9-April 14 წევრი № 13,661 |
მოგესალმებით,გილოცავთ ხარების მრწყინვალე დგესასწაულს (დაგვიანებით)
მაქვს რამდენიმე შეკითხვა: 1.რატომ იყო ქრისტე ებრაელი? 2.რატომ არ პასუხობს იესო პილატეს შეკითხვას რა არის ჭეშმარიტებება? 3.რას ნიშნავს იესოს პასუხი მღდელმთავრების და პილატეს შეკითხვაზე - "შენ ამბობ" 4.არიან თუ არა ებრაელები დამნაშავენი ქრისტეს ჯვარცმაში და თუ კი თუ დაისაჯნენ ამისთვის? 5.იოანე ითვლება უფლის საყვარელ მოწაფედ?და რატომ? (ბოდიშს გიხდით ბევრი შეკითხვისთვისsmile.gif )დიდი მადლობა. -------------------- ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21) მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25) მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34) |
![]() ![]() |
| A.V.M |
Aug 25 2014, 10:23 PM
პოსტი
#2
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ეს ერთი განმარტებაა :
,,მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი: წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი) ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა... არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა... მტერ-იყუნენ კაცისა სახლეულნი თვისნი... მათე 10, 32-36 ადამიანი შედგება სულისა და სხეულისაგან, ამ ამიტომ იგი ღმერთს უნდა ემსახუროს, როგორც სულით, ისე ხორცით, რადგან სხეულიცა და სულიც, ორივე ღვთისგანაა შექმნილი; სულიცა და სხეულიც ისევე შეერთდებიან რა აღდგომისას, ერთად მიიღებენ შვებას საუკუნო ნეტარებაში. აი, რატომ უნდა მონაწილეობდეს ყოველგვარ კეთილ საქმეში ჩვენი სხეული, ანუ ჩვენი გარეგანი ადამიანი, სულთან ერთად, ჩვენს შინაგან ადამიანთან ერთად. თვით ჩვენი რწმენაც, უნდა გამოვლინდეს აღიარებაში, როგორც ბაგენით, ასევე საქმენით: „რამეთუ გულითა გვრწამს სიმართლედ, ხოლო პირითა აღვიარებთ საცხოვნებლად“ (რომ. 10,10) - ამბობს წმიდა მოციქული. თუ ჩვენ ქრისტე გვწამს გულით, და ვადიდებთ მას წმიდა მცნებებით, მაგრამ გვრცხევნია, ან გვეშინია ამაზე ხალხთან ცხადად საუბარი, ჩვენ ასეთ დროს ვართ ცრუნი, მსახიობნი და სულმოკლე სიცოცხლისმოყვარულნი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს გულებში ხალხის წინაშე შიში უფრო ძლიერია, ვიდრე რწმენა ქრისტესი. სულის კანონი ასეთია: „ნამეტნავისაგან გულისა იტყვიან პირი მისი“ (ლკ. 6,45). ვისაც ღმერთი მთელი გულით უყვარს. იგი ვერ დადუმდება თავის შეყვარებულზე. აი, რატომ იყო, როცა მაცხოვარი საქადაგებლად აგზავნიდა თავის მოციქულებს, როგორი უფლებით ჩააგონებდა მათ უშიშრად, გაცხადებულად ეღიარებინათ, სიტყვითაც და საქმითაც დაემოწმებინათ მთელი ქვეყნის წინაშე, რომ მათ ჰქონდათ მისი რწმენა, როგორც ჭეშმარიტი ღმერთისა, რომ ისინი არასოდეს განეშორებოდნენ მას, თავიანთ მხსნელსა და უფალს, ასეთი აღიარებისათვის სიკვდილითაც რომ მოეკლათ. ყოველმან, რომელმან - ამბობს უფალი, - აღიაროს ჩემდამო, ვინც მე მაღიარებს არა საკუთარი ძალით, არამედ ჩემივე მადლის დახმარებით, წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი ვცნობ მას ჩემი ერთგულ მიმდევრად, მარადიული ჯილდოს ღირსად, რწმენისა და აღიარებისათვის, წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა, როცა დავჯდები დიდებაში მის მარჯვნივ, განსაკუთრებით კი ქვეყნად ჩემი მეორედ მოსვლისას, საყოველთაო განსჯისას. „უფალი აქ ეუბნება არა მხოლოდ მოწაფეებს, არამედ ყველას. მას უნდა ყველას განბნევება. ღმერთი უფრო მეტად კეთილმოქმედებისთვისაა მზად, ვიდრე დასასჯელად, მაგრამ აქ ერთხელ იხსენებს ჯილდოს, ხოლო ორჯერ დასჯას, - რატომაა ასე? - რა თქმა უნდა იმიტომ, რომ მსმენელნი უკეთ გებულობენ დასჯის შიშს“ - ამბობს წმ. ოქროპირი. ამიტომ ნათქვამს: „გეშინოდეს მისა უფროს, რომელი შემძლებელ არს სულისა და ხორცთა წარწყმედად გეენისა შინა“, კიდევ დასძინა: და რომელმან უარმყოს მე წინაშე კაცთა, ვინც არ მცნობს მე ქვეყნიერების მხსნელად, მომირიდებს მეცა და ჩემს სწავლებასაც, ანდა შეიძლება იწოდებოდეს ჩემს მიმდევრად, სინამდვილეში კი მომაყენებს შეურაცხყოფას ცოდვილი საქმეებით, საკუთარი გადარჩენისათვის დაუდევრობით, წმიდა ეკლესიისგან განდგომით, რომელსაც მე დავაფუძნებ დედამიწაზე ადამიანთა ცხონებისათვის, უარვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა. არ ვცნობ ჩემს მიმდევრად, ვეტყვი მას იმ დღეს: არ გიცნობ შენ. აი, რატომ ითმენდნენ ყოვლადქებულნი მოწამენი უსაშინლეს საწამებლებს და სიხარულით ღებულობდნენ სიკვდილსაც, ოღონდაც კი თავიანთი ბაგენი არ დაეძრათ ქრისტეს უარსაყოფად. ისინი კვდებოდნენ და თავიანთ სიკვდილში დღესასწაულობენ გამარჯვებას თავიანთ მდევნელებზე და სატანაზე - მათ მასწავლებელზე! და როცა იფიქრებ, რომ ეს გამარჯვებულები, ქრისტეს სარწმუნოებისათვის მებრძოლები იყვნენ არა მარტო სულითა და სხეულით ძლიერი მამაკაცები, არამედ დაუძლურებული მოხუცები და სუსტი ქალები, ნორჩი ქალწულები და ჩვილნიც კი, უნებურად კეთილი კრძალულებით იტყვი: საკვირველი ხარ, უფალო, და შენს წმინდანებშიც დიდია შენი მადლის ძალა, რომლისთვისაც არაფერია შეუძლებელი. მაგრამ იმ დროს მოციქულებს, როგორც სულიერად ჯერ კიდევ განსამტკიცებელთ, შეეძლოთ ეფიქრათ: „ასე, შენ მოხვედი იმისათვის, რათა გააჩაღო დედამიწაზე საყოველთაო ბრძოლა?“ ამიტომ გულთამხილავი თავად აფრთხილებდს მათ და ეუბნება: ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა. როგორი ცეცხლოვანი სიტყვაა! როგორ გაისმა იგი მოულოდნელად ჩვენი უფლის ბაგეებიდან! განა შენ თავად არ ამცნე უფალო მოციქულებს რომ თითოეულ სახლში შესვლისას, ყველას მისალმებოდნენ მშვიდობით? განა ანგელოზებმა არ უგალობეს ღმერთის დიდებასა და ქუეყანაზე მშვიდობას? განა შენ არ გიწოდებდნენ ძველი წანასწარმეტყველები მეუფეს მშვიდობისა? ჭეშმარიტად შენა ხარ ჩვენი მშვიდობა, და აი შენ ამბობ რომ ქვეყნად მოხვედი არა მშვიდობის მოსატანად, არამედ მახვილისა! როგორ გავიგოთ შენი ეს სიტყვა? ღვთინგანბრძნობილი განნმარტებლები ამაზე პასუხობენ შემდეგნაირად: „მახვილს იგი უწოდებს სიყვარულს მის მიმართ (ზიგაბენის სიტყვა), სიყვარულს, რომელიც მორწმუნეებს გამოყოფს ურწმუნოთაგან, რომელსაც უძლეველი ძალით ადვილად შეუძლია განაშოროს ხალხი, ყველაზე ძვირფასს - ქვეყნიურ სიყვარულს. სხვაგანაც, აჩვენებდა რა მის ძლევამოსილებას, თქვა: „ცეცხლისა მოვედ მიფენად ქვეყანასა ზედა“ (ლკ. 12,49). - „მახვილი ნიშნავს რწმენის სიტყვას, - ამბობს ნატარი თეოფილაქტე, - რომელიც მოგვკვეთს ჩვენ ოჯახური ყოფისა და ახლობლებისაგან, როცა ისინი გვეწინააღმდეგებიან ჩვენ ღვთისმოსაობას საქმეში. მაცხოვარი აქ ამბობს იმაზე, რომ მათგან მოკვეთა ან გამოყოფა უმიზეზოდ კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ეწინააღმდეგებიან ჩვენს რწმენას“. - „მაშინ განსაკუთრებით მკვიდრდება სიმშვიდე, - ამბობს წმ. ოქროპირი, როცა დაავადებული ნაწილი სხეულისა მოეკვეთება, როცა მავნე მოერიდება. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ზეცა შეუერთდეს მიწას, ექიმიც მხოლოდ მაშინ ახერხებს სხეულის დანარჩენი ნაწილების გადარჩენას, როცა მათ არიდებს განუკურნებელ ასოს სხეულისა. თანამოაზრეობა ყოველთვის არ არის კარგი. ყაჩაღებს შორისაცაა თანხმობა. ქრისტეს სურდა, რათა ყველანი თანამოაზრენი ყოფილიყვნენ ღვთისმოსაობაში, მაგრამ რადგან ადამიანთა შორის მოხდა გაყოფა, ბრძოლაც აქედან გაჩნდა. მაგრამ ქრისტემ არ თქვა: მოვედი, რათა ბრძოლა მომეტანა, არამედ უფრო უარესი - მახვილი. მას უნდოდა მათი სმენა მიეჩვია უმკაცრესი სიტყვებისათვის, რათა ისინი ურთულეს მდგომარეობაში არ შერყეულიყვნენ. ახლა ვერავინ იტყვის, რომ ის პირფერობას იჩენდა, როცა მათ სიძნელეებს „მალავდა“. არა მარტო მეგობრები და თანამოქალაქენი აღსდგებიან ერთმანეთის მიმართ, - ამბობს იგი. არამედ სისხლით ნათესავებიც კი: რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თვისისა, და ასული დედისაგან თვისისა, და სძალი დედამთილისაგან თვისისა, - „მე მოვედი, რათა განვაშორო ღვთისმოყვარულები ამ ქვეყნის მოყვარულთაგან, და დიდობისმოყვარენი სიმდაბლისმოყვარეთაგან. ბრძოლა იქნება არა მხოლოდ ოჯახის წევრთა შორის, არამედ მათშიც, რომლებიც შეერთებულნი არიან ჭეშმარიტი სიყვარულითა და მჭიდრო ძაფებით“ - ამბობს წმ. იოანე კიბისამღწერი. „მართალია ამის მიზეზი არ იყო ქრისტე, არამედ ადამიანური ბოროტება, და მაინც ამბობს იგი, რომ თავად არის ყოველივეს მიზეზი. ასეთი სახე გამოთქმისა დამახასიათებელია წმიდა წერილისათვის, რადგან სხვაგანაც არის ნათქვამი: „მისცა მათ ღმერთმა თვალები, რათა არ ხედვიდენ“. ასევე ამბობს აქაც. ამიტომ გვახსენებს წინასწარმეტყველებას, რომელიც მართალია ამ შემთხვევისათვის არ ითქვა, მაგრამ მასში იგივეა ახსნილი: და მტერ-იყუნენ კაცისა რომელსაც ჩემი სწამს, სახლეულნი მისნი, რომელთაც არა აქვთ ჩემი რწმენა ნათქვამით, მან გვაჩვენა ძალა და მხურვალება სიყვარულისა, რომელსაც ითხოვდა იგი, როგორც მან დიდად შეგვიყვარა ჩვენ, სურს, რომ ჩვენც ასევე შევიყვაროთ იგი. ასეთი სიტყვები მოციქულებსაც ამაღლებდა სულით: თუ თქვენი მოწაფენიც კი, ამბობდა უფალი, დატოვებენ ნათესავებს, შვილებსა და მშობლებს, წარმოიდგინეთ, როგორები უნდა იყოთ თქვენ, მასწავლებლები“. რათა ხალხმა არ თქვას შენზე, ყური მიუგდე მხოლოდ ღვთის ხმას და დაიცევ შენი სინდისი; უშიშრად აღიარე შენი წმიდა სარწმუნოება და ყოველივე ის, რასაც გიბრძანებს შენ უფალი, ამისათვის კიდეც რომ დაგცინოდნენ სხვები და ყოველგვარ ბოროტებას იქმოდნენ შენთვის. რამდენი შემთხვევაა ეხლაც, როცა ქრისტიანმა მხნედ უნდა აღიაროს ქრისტე! არაფერს ვამბობთ იმათზე, რომელთაც ღმერთმა დაუდგინა ცხოვრება ურწმუნო წარმართებაში, ერეტიკოსებსა და სხვადასხვა მწვალებელთა შორის: ასეთებისათვის, ჩვენს დროშიც კი, არც თუ იშვიათად, მომზადებულია მოწამის გვირგვინები: მაგრამ რამდენია ჩვენს ცხოვრებაში ისეთი შემთხვევებიც, როცა სული ნაკლები რწმენისა, ურწმუნოებისა და ცრურწმენისა, გვაგდებს ისეთ განსაცდელში, როცა ჩვენ გვერცხვინება ქრისტესი, რაც მისგან განდგომას უდრის. აი, მაგალითად, უგუნური ხალხი, შენი თანდასწრებით, დასცინის სიწმინდეს, ბილწავს ყოველივე იმას, რაც წმიდა და ძვირფასია შენთვის; თუ შენ გაჩუმებული ხარ, შემწყნარებლურად ისმენ მათ საძრახის საუბარს, და გეშინია, რომ მათ შენც არ დაგცინონ, თუკი ამხელ, იცოდე, რომ შენ გრცხვენია ქრისტესი, და განეშორები მას... და შენ, საერთო ჩვევების გამო, მაგიდასთან ისე ჯდები, რომ არ გინდა გამოისახო პირჯვარი, თუ დღესასწაულზე, ღვთის ტაძრის ნაცვლად, მიდიხარ თეატრში, ან სხვა გასართობ ადგილებში, რათა არ დაგცინონ და გამოუსვლელად არ ჩაგთვალონ, იცოდე, რომ შენ ისევ გრცხვენია ქრისტესი და მას განეშორები... ნუ გეშინია, რომ ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში იქმოდე და ამბობდე ღვთის სიმართლეს; იცოდე, რომ ღვთის ერთგული მონა არასოდეს არ უნდა გამრუდდეს სულიერებაში, რომ ქრისტეს, რომელიც მარადიული სიმართლეა, უყვარს სიმართლისმოყვარულნი, ამკობს მათ მარადიული დიდებით და აქებს მათ თავისი ზეციური მამის წინაშე.'' |
iohanan ახალი აღთქმა Apr 9 2014, 06:31 PM
A.V.M iohanan
ძალიან ბევრი პა... Apr 10 2014, 11:27 PM
iohanan
[b]iohanan
ბ-ხორციელი ნა... Apr 11 2014, 08:21 PM
iohanan 2 DA 3 შეკითხვა ეხება Ma... Apr 11 2014, 12:10 AM
irakli-irakli იოანე უფლის საყვარ... Apr 11 2014, 01:05 PM
MIRDAT iohanan
ერთადერთი რეალ... Apr 11 2014, 11:28 PM
G_saxva ჩემი აზრიც ამგვარი... Apr 12 2014, 12:06 AM
A.V.M iohanan
ინტერნეტმა გაჭ... Apr 12 2014, 01:55 PM
iohanan ხო ლაბათ მასე იყო ს... Apr 12 2014, 01:55 PM
A.V.M iohanan
შენ მე მოციქულე... Apr 12 2014, 02:01 PM
iohanan A.V.M. ხო მეც მოციქულ ი... Apr 12 2014, 02:07 PM
A.V.M iohanan
ზებედეს შვილი კ... Apr 12 2014, 02:25 PM
iohanan აა... გასაგებია გაიხ... Apr 12 2014, 02:53 PM
iohanan ე.ი. ასე გამოდის წარ... Apr 12 2014, 03:38 PM
A.V.M iohanan
კი .
მაგ სალომეა... Apr 12 2014, 07:16 PM
iohanan იესოს ხორციელი ძმე... Apr 12 2014, 07:29 PM
A.V.M iohanan
თორმეტთაგანი ი... Apr 12 2014, 07:57 PM
iohanan მათე და იაკობი-ალფ... Apr 12 2014, 07:58 PM
A.V.M iohanan
წილისყრის შემდ... Apr 12 2014, 08:00 PM
iohanan ანუ იოსებ მართლის ... Apr 12 2014, 08:03 PM
A.V.M იოსებ მართლის შვილ... Apr 12 2014, 08:13 PM
iohanan ზო ეგ კი გავიგე მარ... Apr 12 2014, 08:21 PM
A.V.M 1-14. ხოლო იესუ დადგა ... Apr 12 2014, 08:25 PM
iohanan ანუ პილატემ თავისი... Apr 12 2014, 08:26 PM
A.V.M iohanan
აღიარაო ვერ ვიტ... Apr 12 2014, 08:37 PM
iohanan http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia_sru...ne/io... Apr 12 2014, 08:38 PM
A.V.M ,,უთხრა მას პილატემ:... Apr 12 2014, 08:46 PM
iohanan თუ სხვა არაპერი იგ... Apr 12 2014, 09:03 PM
A.V.M iohanan
რელიგიურ საკით... Apr 12 2014, 09:10 PM
iohanan კაი.ეს გასაგებია...მ... Apr 12 2014, 09:27 PM
A.V.M iohanan
ეგ მოსაზრება არ... Apr 12 2014, 09:40 PM
iohanan მართა და მარიამის ... Apr 12 2014, 09:48 PM
A.V.M iohanan
არა .
ეგ მარიამი ... Apr 12 2014, 09:53 PM
iohanan ლაზარეს და რომელია... Apr 12 2014, 09:55 PM
A.V.M ლაზარეს დაა მართაც... Apr 12 2014, 10:08 PM
iohanan კრეტსაბმელის გახს... Apr 12 2014, 10:13 PM
A.V.M iohanan
თითოეულ ქმედებ... Apr 12 2014, 11:45 PM
iohanan წირვაზე რომ ამბობს... Apr 13 2014, 05:58 PM
A.V.M iohanan
ისტორიულად , ამ ... Apr 13 2014, 11:11 PM
iohanan A.V.M
გასაგებიააა...გა... Apr 14 2014, 11:53 AM
iohanan ლუკა თავი 22 - 35,36,37,38 რ... Apr 14 2014, 12:16 PM
A.V.M 1-საიდან იწყებ ათვლ... Apr 14 2014, 12:19 PM
iohanan ხო ეგ ვიცი ძველი და ... Apr 14 2014, 12:24 PM
G_saxva iohanan
არც ხარების და ა... Apr 14 2014, 12:26 PM
A.V.M შობის თარიღი , ,,ვაფ... Apr 14 2014, 12:32 PM
iohanan რამე კიდე საინტერე... Apr 14 2014, 01:59 PM
G_saxva iohanan
რა საკითხზე? Apr 14 2014, 02:23 PM
iohanan სახარებიდან
G_saxva Apr 14 2014, 05:57 PM
A.V.M iohanan
ფორუმზე თემები... Apr 14 2014, 11:04 PM
G_saxva iohanan
ჩვენ ხომ არ ვიც... Apr 15 2014, 11:57 AM
iohanan რადგან ახლა მძიმე ... Apr 15 2014, 12:25 PM
G_saxva
რადგან ახლა მძიმე ... Apr 15 2014, 01:15 PM
iohanan Iუდაზე ვისაუბროთ ,რ... Apr 15 2014, 06:31 PM
A.V.M iohanan
ხუთშაბათს . სერო... Apr 15 2014, 07:31 PM
iohanan A.V.M
ძალიან საინტერე... Apr 16 2014, 01:57 PM
G_saxva
რა დამალა? იუდა იქ ... Apr 16 2014, 04:41 PM
iohanan Aრა ასეთი ვერსიაა რ... Apr 16 2014, 10:02 PM
G_saxva iohanan
ახლ სახარების ი... Apr 16 2014, 11:22 PM
A.V.M რა ხდება ? Apr 17 2014, 12:02 AM
G_saxva იოანე თავი 13
2 და ვი... Apr 17 2014, 09:36 AM
iohanan გაიხარე! დიდი მად... Apr 18 2014, 01:59 PM
G_saxva
გაიხარე! დიდი მად... Apr 22 2014, 08:57 AM
iohanan ქრისტე აღსდგა!!... Apr 22 2014, 01:36 PM
A.V.M iohanan
მაგ საკითხზე (ქრ... Apr 22 2014, 02:07 PM
iohanan Aააaa,მაშინ მოუთმენლ... Apr 22 2014, 04:22 PM
iohanan Aააaa,მაშინ მოუთმენლ... Apr 22 2014, 04:22 PM
iohanan „რომელსა არა აქუნდ... Apr 27 2014, 09:04 PM
A.V.M ორი დანაკი , 2 დანას ... Apr 27 2014, 11:28 PM
iohanan Mერე ორი დანა რად უნ... Apr 28 2014, 12:11 PM
A.V.M iohanan
პასექის პერიოდ... Apr 28 2014, 11:15 PM
iohanan იუდაზე მანტერესებ... May 16 2014, 11:42 AM
G_saxva
მე არსად წამიკითხ... May 16 2014, 12:02 PM
გულთმისანი
მე არსად წამიკითხ... May 16 2014, 12:35 PM
iohanan მოცძებნი იმ წიგნს ... May 16 2014, 03:07 PM
iohanan MREVLI.GE ზე იყი...აღარაა ... May 16 2014, 03:36 PM
G_saxva iohanan
არ ვიცი არ ვიყენ... May 16 2014, 03:42 PM
A.V.M iohanan
ახლა არ ფუნქციო... May 16 2014, 04:42 PM
iohanan A.V.M
Dambloke? May 16 2014, 06:02 PM
A.V.M iohanan
ჰა ?
:D May 16 2014, 09:59 PM
iohanan Shemashine May 16 2014, 10:04 PM
A.V.M რა შუაშია და ერთ კა... Jun 1 2014, 02:10 AM
iohanan სულ ვფიქრობდი რას ... Jun 3 2014, 11:24 AM
A.V.M http://church.ge/index.php?act=ST&f=21&t=5...=80#e... Jun 3 2014, 06:12 PM
A.V.M Krialosani
18 აგვისტო · რედ... Aug 20 2014, 06:46 PM
iohanan არ მოვსულვარ მშვიდ... Aug 25 2014, 01:07 PM
afxazi iohanan
"ნუ ჰგონებთ, ვ... Aug 25 2014, 02:13 PM
esre ars cheshmariteba
iohanan
"ნუ ჰგონებთ, ვ... Aug 27 2014, 10:46 PM
iohanan GAნმარტება?სხვა შAხე... Aug 25 2014, 02:21 PM
iohanan Aუ დამიწერეთ რა ძალ... Aug 25 2014, 08:07 PM
iohanan Dა იგივე პრაზას Vხვდ... Aug 25 2014, 10:33 PM
A.V.M iohanan
სიტყვა გაინტერ... Aug 26 2014, 01:00 AM
iohanan Xო პარალელური ადგIლ... Aug 26 2014, 12:01 PM
A.V.M მაგის პარალელური ა... Aug 26 2014, 01:38 PM
iohanan IოანესთAნ არის მსგა... Aug 26 2014, 02:05 PM
A.V.M iohanan
იოანესთან ვერ ვ... Aug 26 2014, 11:18 PM
iohanan სხვა ღAგაც მინდოდა .... Aug 27 2014, 02:36 PM
esre ars cheshmariteba
მოგესალმებით,გილო... Aug 27 2014, 10:36 PM
A.V.M iohanan
შმაგის უსმინე ხ... Aug 28 2014, 09:58 PM
iohanan შEიძLება ჟAმნების სწ... Aug 28 2014, 10:34 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th December 2025 - 03:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი