ნაციონალური ხატები, რამდენად მისაღებია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნაციონალური ხატები, რამდენად მისაღებია |
tamuna m |
Feb 27 2014, 10:43 PM
პოსტი
#1
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
მაინტერსებს თქვენი აზრი ნაციონალურ ხატებთან დაკავშირებით.
ნუ იმის მოყოლას არ დავიწყებ, თუ როგორ განსხვავდება ნაციები ერთმანეთისგან. ადგილობრივ მოსახლეობას აქვს თავიანთი დამახასიათებელი მხატვრული სისტემა. სადაც მკაფიოდ გამოიხატება მათი სახე, იქნება ეს - კანის ფერი თუ ნაქვთები. რამდენად მართებულია ქრისტეს თუ სხვა წმინდანების ამ ფორმით დახატვა. ისტორიულად ვიცით, რომ ისინი თეთრკანიანები იყვნენ (არ ვთვლი მოსე შავს და ა. შ.). მაგრამ თუ ეს აადვილებს ლოცვას, გასაგები, ახლო და შინაური ხდება, რატომაც არა? ცალკე შეიძლება ვიმსჯელოთ ქრისტეზე, როგორც ღმერთზე და ის აქ უკვე ყველა ეროვნებასა, თუ ნაციაზე მაღლა დგას და ძნელია ჩარჩოში მოაქციო. მოკლედ გავშალოთ თემა. თვალსაჩინოებისთვის რამდენიმე ხატს დავდებ: აქაც შეოხედეთ http://exeget.panikarolinka.ru/misc/nationality.html -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
datoooooo |
Aug 27 2014, 12:35 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 26-August 14 წევრი № 13,800 |
ყველას საკუთარი აზრი გააჩნია ამ თემაზე,გასაგებია,მაგრამ რეალობა ისაა რომ ეს ნამდვილად კანონიკის დარღვევაა,ჩვენ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ,ჭეშ მარიტება ერთია... ნუ დაგვავიწყდება ის რომ პირველი გამოსახულება თვით უფალმა დაგვიტოვა,ვგულისხმობ ხელთუქმნელ ხატს მაცხოვრის გამოსახულებით მანდილიონზე,პირველმა ხატმწერმა,ლუკა მახარებელმა,რომელმაც დაწერა ღვთისმშობლის ხატი ყრმით ხელში "ოდიგიტრია" ანუ გზის მაჩვენებელი,აქ არც მაცხოვარია შავკანიანი და არც გვთისმშობელი.ამით მე იმის თკმა მინდა რომ ჩვენი გადასაწყვეტი არა არის რომელი წმინდანი როგორ გამოვსახოთ,ჩვენ უნდა დავემორჩილოთ იმ დოგმატიკას და კანონიკას რაც ჩვენმა,მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დაგვიტოვა.ვიგაცას როგორ მოუნდება ხატის გამოსახვა ისე გამოსახოს ესე არარის... ის ფაკტი თქვენ ეს ხატი მოგწონთ თუარა ეს თქვენი გადასაწყვეტია მაგრამ იცოდეთ რომ ეს ხატი არ არის ხატი მაცხოვრის გამოსახულებით. ამის გარდა მთელი რიგი კანონოკა არსებობს მაცხოვრის გამოსახვისა გარდა კანის პერისა...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2024 - 12:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი