ახალი აღთქმა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ახალი აღთქმა |
iohanan |
Apr 9 2014, 06:31 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 260 რეგისტრ.: 9-April 14 წევრი № 13,661 |
მოგესალმებით,გილოცავთ ხარების მრწყინვალე დგესასწაულს (დაგვიანებით)
მაქვს რამდენიმე შეკითხვა: 1.რატომ იყო ქრისტე ებრაელი? 2.რატომ არ პასუხობს იესო პილატეს შეკითხვას რა არის ჭეშმარიტებება? 3.რას ნიშნავს იესოს პასუხი მღდელმთავრების და პილატეს შეკითხვაზე - "შენ ამბობ" 4.არიან თუ არა ებრაელები დამნაშავენი ქრისტეს ჯვარცმაში და თუ კი თუ დაისაჯნენ ამისთვის? 5.იოანე ითვლება უფლის საყვარელ მოწაფედ?და რატომ? (ბოდიშს გიხდით ბევრი შეკითხვისთვისsmile.gif )დიდი მადლობა. -------------------- ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21) მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25) მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34) |
esre ars cheshmariteba |
Aug 27 2014, 10:36 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
მოგესალმებით,გილოცავთ ხარების მრწყინვალე დგესასწაულს (დაგვიანებით) მაქვს რამდენიმე შეკითხვა: 1.რატომ იყო ქრისტე ებრაელი? 2.რატომ არ პასუხობს იესო პილატეს შეკითხვას რა არის ჭეშმარიტებება? 3.რას ნიშნავს იესოს პასუხი მღდელმთავრების და პილატეს შეკითხვაზე - "შენ ამბობ" 4.არიან თუ არა ებრაელები დამნაშავენი ქრისტეს ჯვარცმაში და თუ კი თუ დაისაჯნენ ამისთვის? 5.იოანე ითვლება უფლის საყვარელ მოწაფედ?და რატომ? (ბოდიშს გიხდით ბევრი შეკითხვისთვისsmile.gif )დიდი მადლობა. 1) ებრაელი ერი იყო ღვთის რჩეული ერი, თანაც ამ ერიდან წარმოიშვა ყველა უცხოტომელი, პრაქტიკულად ყველა ჩვენგანი ებრაელი ერიდან მოდის . ღმერთმა ეს ერი ამოირჩია იმისათვის რომ ამ ერით კურთხეულიყო ყველა სხვა ერი, ანუ ღვთის სამეფოს _ ცათა სასუფეველს სწორედ ეს ერი და ამ ერის მეფე მაგ: საული , დავითი , და ა.შ თვით ციდკიაჰუმდე - ეს განასახიერებდა ვიდრე შილო მოვიდოდა ანუ იესუ ქრისტე . ვინაიდან ებრაელი ერი იყო ღვთის საკუთრება , რომელიც დაცული იყო მუსას რჯულით , ამიტომ მისგან გამოსული მოშია უნდა ყოფილიყო ებრაელი . ძალიან ბევრი მიზეზია კიდევ იმისა თუ რატომ მოვიდა ქრისტე ღმერთი ებრაელ ერში თანაც იუდას ტომში , ყველაზე მცირე ტომში და რატომ არ მოვიდა ვთქვათ მე 13 ტომიდან. თუმცა საღვთო წერილი საუბრობს 12 ტომზე , მაგრამ სინამდვილეში 13 ტომი იყო, ანუ ამ ყველაფერს ძალიან დიდი საღვთისმეტყველო არსი აქვს რასაც ალბათ ბოლომდე ვერცერთი ჩვენგანი ვერ გაიგებს. 2)როდესაც პილატე სვავს კითხვას თუ რაი არს ჭეშმარიტება?! ამ კითხვის პასუხს არ ელის, ის ზედაპირულად და ცინიკურად სვავს ამ კითხვას, ამიტომ უფლის მხრიდან აზრი აღარ აქვს რაიმეს მტკიცებას , რადგან ის კარგად ხედავს პილატეს გულს და იცის რომ მას არ აინტერესებს უფლის მოძღვრება. ასევე ქრისტე დუმს მაშინ როცა ასამართლებენ , რადგან იცის რომ მისი მტრები არიან სატანა ეშმაკის შვილები და ამიტომ იქ უკვე აზრი აღარ ქონდა , რადგან მის მიერ წარმოთქმულ ყოველ სიტყვას ფეხქვეშ გათელავდნენ და შეურაცხყოფდნენ. 3)როდესაც იესო ამბობს _ შენ ამბობ, ამით ის ადასტურებს იმ ჭეშმარიტებას , რასაც მღვდელმთავრები, ფარისევლები და პილატე თავისდაუნებურად აღიარებს . ანუ როდესაც უფალი შეპყრობილია , ის იმდენად ძალმოსილია თავის სიტყვებში რასაც ამბობს , რომ ყველა მისი მოწინააღმდეგე ხვდება , რომ ის ჭეშმარიტად მესია და მეფეა ისრაელისა, ტუმცა მის მტრებს არ სურთ ამის აღიარება რადგან სძულთ უფალი და მათ სურთ რომ ჯვარს აცავან იგი. 4)როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ ებრაელები არიან დამნაშავენი უფლის ჯვარცმაში , ამაში ის არ იგულისხმება რომ აფსოლუტურად ყველა ებრაელი დამნაშავეა.., საქმე იმაშია რომ ებრაელ ერს ძირითადად წარმოადგენდნენ , მათი წინამძღვარნი_ ფარისევლები , სადუკეველები, მწიგნობრები , მღვდელმთავრები და ა.შ მაღალი ფენა , რომელიც სახე იყო ებრაელი ერისა და სწორედ პირველ რიგში მათ როგორც მოძღვრებს და რჯულის მასწავლებლებს უნდა მიეღოთ ქრისტე მესიად... ვინაიდან მათ უარყვეს იესო , გამოდის რომ ამ ერმა უარყო ქრისტე... 5) საერთოდ იოანე მოციქული იყო იესოს ძმა , ანუ იოანე და იესო ერთად გაიზარდნენ და მთელი ბავშვობა ერთად გაატარეს , ასევე იუდაც მათი ძმა იყო და ანალოგიური ითქმის მასზეც. იესო კარგად იცნობდა იოანეს და მის გულს კარგად ხედავდა და ისიც იცოდა თუ რამდენად დიდი სიყვარული იყო იოანეში , თუმცა სახარება ჩვენ გვამცნობს რომ პეტრე მოციქულს უყვარდა ყველაზე ძლიერ უფალი, მაგრამ იესო ხედავდა იოანეს სიყვარულს და ფაქიზ გრძნობებს რაც მას გააჩნდა და რაც მას განასხვავებდა პეტრესგან რომელიც ფიცხი ხასიათის იყო. რათქმაუნდა უფალს ყველა მოწაფე ერთნაირად უყვარდა თვით იუდას ჩათვლით მაგრამ, საქმე იმაშია რომ უფალი ყველას გულს ხედავდა და ამიტომ მან უკეთ იცოდა თუ ვინ რა თვისების მატარებელი იყო . ასევე იოანეს სახარებიდან და მისი 3 ეპისტოლედან ყველაზე ძლიერად იგრძნობა თვისება _ სიყვარული , რომელიც აქვს უფალს ყველას მიმართ. იესოს ბოლო ჟამის ეკლესია !!!! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი