რომელი ეკლესიაა ჭეშმარიტი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რომელი ეკლესიაა ჭეშმარიტი? |
esre ars cheshmariteba |
Aug 28 2014, 09:57 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
მე მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო უფლის მიერ დაფუძნებულ ეკლესიას, რომელიც არის ყოვლად დაუძლეველი და არ იყო დრო როცა უფლის ეკლესია არ იყო! ვგულისხმობ 1 საუკუნიდან დღემდე.
სამწუხაროდ დღეს ბევრს აქვს პრეტენზია რომ მისი ეკლესია არის ჭეშმარიტი და უცთომელი, მაგრამ ეკლესიის ჭეშმარიტებას განსაზღვრავს არა ადამიანი , არამედ უფლის სული , რომელიც არის ჭეშმარიტ ეკლესიაში და თვით ყოველ ჭეშმარიტ ქრისტიანში! მაშ სად არის ქრისტეს ჭეშმარიტი ბოლო ჟამის ეკლესია? ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია იბადება იქ სადაც ეძიებიან უფლის სიტყვას და სადაც იცავენ უფლის მცნებებს. რატომ იბადება? დღეს აცხადებენ კათოლიკეებიც და მართლმადიდებლებიც რომ ისინი არიან მემკვიდრენი და ხელდასხმულნი თვით მოციქულთაგან და მათი უწყვეტი ჯაჭვი მოდის უფლის 12 მოციქულიდან... თუ ეს მართლაც ასეა მაშინ გამოდის რომ ჭეშმარიტი ეკლესია ეს არის მზა პროდუქტი რომელიც შენ უბრალოდ უნდა მიიღო, რადგან განა ყოველ საუკუნეში არ იყო აღიარებული რომ მართლმადიდებლური ეკლესია ეს იყო ჭეშმარიტი და უცთომელი ეკლესია? ვენდოთ აღიარებას? თუ თავად მართლმადიდებლებმა აღიარეს თავიანთი უცთომელობა , მაშინ ეს გამოდის ამპარტავნება და ყოველი გონიერი ადამიანი მიხვდება , რომ თვითაღიარება არ არის საკმარისი და თუ ქვეყნიერებამ აღიარა, მაშინ გამოდის რომ მთლიანად მცთარია მართლმადიდებლობა , რადგან თუ ქრისტე არ მიიღო ქვეყნიერებამ და თუ მოციქულთა პირველი საუკუნის ეკლესია სექტად შეირაცხა , მაშ როგორღა უნდა იყოს ქვეყნიერების მიერ აღიარებული ეკლესია ჭეშმარიტი? ლოგიკურია რომ ქვეყნიერებას სძულს ქრისტე და მისი ეკლესიაც , ამიტომ იმის მტკიცება რომ მართლმადიდებლობა ანდა კათოლიკობა ეს არის ჭეშმარიტი და უცთომელი , აზრს მოკლებულია. დღეს არსებული სექტები არ არის ახალშობილი ეკლესია , ეს ის სექტებია სადაც ჭეშმარიტება არის დაფლული. ჭეშმარიტება _ კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ ყოველთვის იყო დიახ ყოველ საუკუნეში, უბრალოდ ის არასოდეს იყო ქვეყნიერების მიერ აღიარებული და სწორედ ამიტომ არ ჩანდა , რადგან ღვარძლმა მოაშთო იგი! ამიტომ ბრძანა უფალმა რომ ერთად იზარდონ დაე ... და ბოლოს მოხდეს მათი ერთმანეთისგან განცალკევებაო. ეკლესია მუდამ მზად არის რომ მიიღოს ყოველი მაძიებელი ადამიანი, რომელიც ეძებს ჭეშმარიტებას! იესოს ბოლო ჟამის ეკლესია აქ არის დიახ აქვე ძალიან ახლოს თითოეული ჩვენგანის მიღმა , მას პოვნა უნდა, ის ძვირფასი მარგალიტია რომელიც უნდა იპოვო და დაიმსახურო! იესოს ბოლო ჟამის ეკლესია !!!! |
A.V.M |
Aug 29 2014, 11:00 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
esre ars cheshmariteba
ისე თქვენი სექტა (რადგან თავადაც ეთანხმები) რაღაცაზერომ შეთანხმდეთ და ერთი აზრი გამოთქვათ ხოლმე , არ შეიძლება ? აი მაგალითად , ახლადშექმნილ რელიგიათა საბჭოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით , შენი სექტის წარმომადგენლების მიერ გამოითქვა ძალიან მწვავე შეფასებები , იმის გამო რომ თქვენ გიწოდათ რამდენიმე წლის წინ სექტა . შენ კიდევ აღიარებ რომ ვართო.... მოკლედ , ძნელი ვითარებაა რა... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
esre ars cheshmariteba |
Aug 29 2014, 06:18 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
esre ars cheshmariteba ისე თქვენი სექტა (რადგან თავადაც ეთანხმები) რაღაცაზერომ შეთანხმდეთ და ერთი აზრი გამოთქვათ ხოლმე , არ შეიძლება ? აი მაგალითად , ახლადშექმნილ რელიგიათა საბჭოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით , შენი სექტის წარმომადგენლების მიერ გამოითქვა ძალიან მწვავე შეფასებები , იმის გამო რომ თქვენ გიწოდათ რამდენიმე წლის წინ სექტა . შენ კიდევ აღიარებ რომ ვართო.... მოკლედ , ძნელი ვითარებაა რა... ვინ ვის რა უწოდა არ მაინტერესებს. ეგრე პასტორ რასელსაც ბევრი რაღაც დააბრალეს მაგრამ ეს კაცი ყველაფერში სუფთა გამოდგა! ამიტომ აღარ მჯერა ცრუპენტელების. შე კაი კაცო დოქტორ ვოლტერ მარტინის _ კულტების სამეფო მაინც წაიკითხე და თავად დარწმუნდი რომ პასტორი რასელი ყველაფერში სუფთა იყო და მასთან როგორ მარცხდება ბაპტისტური ეკლესიის პასტორი როსი! სად ხარ გურამ ჭურში ხომ არ ხარ . პასტორი რასელი იყო ლაოდიკიის მაცნე და ქრისტეს ჭესმარიტი ელესიის უკანასკნელი წინასწარმეტყველი , სწორედ მასზე და მის თანამოაზრეებზე ბრძანებს უფალი ფსალმუნებში _-_ არც კი შეეხოთ ჩემს ცხებულთ და ჩემს წინასწარმეტყველთ არც კი უბოროტოთ . ასე რომ ჯერ გამოიკვლიე გურამ და მერე განსაჯე |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th May 2024 - 10:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი