პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Aug 30 2014, 02:14 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ილია II: საქართველო არამარტო გადარჩება, არამედ იქნება სიკეთისა და ჭეშმარიტების მქადაგებელი
ილია II: საქართველო არამარტო გადარჩება, არამედ იქნება სიკეთისა და ჭეშმარიტების მქადაგებელი 28.08.2014 საქართველო არამარტო გადარჩება, არამედ იქნება სიკეთისა და ჭეშმარიტების მქადაგებელი, - ამის შესახებ დღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს და სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის საქართველოს მფარველი. ღვთის განგებით მას წილად ერგო საქართველო და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი განსაკუთრებით მფარველობს ქვეყანას. "ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა განსაკუთრებით მფარველობს საქართველოს და ამას ჩვენ ვხედავთ ჩვენი წარსულით. რამდენი სისხლი და ცრემლი უნახავს სიონის საკათედრო ტაძარს და რამდენი ბედნიერი დღეები", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. მან თბილისში ჯალალ-ედ-დინის შემოსევა გაიხსენა, რომელმაც სიონის საკათედრო ტაძარს გუმბათი მოხსნა, იქ ტახტი დაიდგა და 100 000 ქართველის წამებას იქიდან უყურებდა. "იმათი რწმენა გვაძლიერებს ჩვენ. ჩვენ არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს. მსოფლიოს განსაცდელები ექნება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გადააფარებს კალთას და საქართველო გაბრწყინდება. არა მარტო გადარჩება, მქადაგებელი იქნება სიკეთისა და ჭეშმარიტების", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა. უწმინდესმა ასევე გაიხსენა ის დღე, როდესაც სასულიერო აკადემიის სტუდენტი იყო და სიონში ყოფნისას დიდი მადლის მიღება იგრძნო. "ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი, ისეთი მადლი ტრიალებდა, რომ ტაძრიდან წასვლა არ მინდოდა. ყველაფერთან ერთად კანდელის ზეთი გადმომესხა და ეს იყო კიდევ ერთი დიდი ნიშანი ღვთის მადლისა. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როდესაც სიკეთე და ბოროტება ებრძვის ერთმანეთს. უფრო სწორედ ბოროტება ებრძვის სიკეთეს, მაგრამ სულ ამაოა ეს ბრძოლა. "კეთილმა სძლია ბოროტსა, არსება მისი გრძელია". დაგლოცოთ და გაგახაროთ უფალმა. სიონის მადლი გეწეოდეთ თქვენ ყველას", – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა. http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/akh...qadagebeli.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი