IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ძველი აღთქმიდან დღემდე, დეტალური განმარტებები
ნათია
პოსტი Jul 16 2008, 03:32 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



როგორც შევთანხდით ვიწყებთ ძველი აღთქმიდან დეტალურ განხილვას, განმარტებებს წმ. მამების მიხედვით

თითო-თითო თავი განვიხილოთ, სანამ შეკითხვები არ ამოიწურება მანამდე ნუ გადავალთ მომდევნო თავზე





დაბადება

თავი პირველი



ციტატა
1. თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.

2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.

3. თქვა ღმერომა: იყოს ნათელი ! და იქმნა ნათელი.

4. და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი.

5. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე.

6. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები.

7. გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე.

8. მყარს ღმერთმა უწოდა ცა. იყო საღამო, იყო დილა - მეორე დღე.

9. თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე.

10. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

11 . თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.

12. წარმოშვა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი თავისი გვარისდა მიხედვით, და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით.

13. იყო საღამო, იყო დილა - მესამე დღე.

14. თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა;

15. იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე რომ გაანათონ მიწა. და იქმნა ასე.

16. გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად - და ვარსკვლავები.

17. დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა,

18. განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

19. იყო საღამო, იყო დილა - მეოთხე დღე.

20. თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე.

21 . შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, რაც-კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

22. აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვები. ფრინველებმა იმრავლონ მიწაზე.

23. იყო საღამო, იყო დილა - მეხუთე დღე.

24. თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.

25. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.

27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.

28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.

29 . თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო.

30. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე.

31. დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე.






ვისაუბროთ ამ თავის გარშემო...


აბა შეკიხვები, გთხოვთ კომპეტენტურმა პირებმაც დაგვეხმარონ, თორემ მარტო ვერაფერს გავხდებით smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Sep 1 2014, 10:05 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



პატრიოტიზმი ძველ და ახალ აღთქმაში
01/09/2014


ავტორი: იღუმენი ფილარეტი

თარგმნა ლევან მექოშვილმა (დეკანოზი ლევან მექოშვილი)

ერთიანი და მყარი ოჯახი სახელმწიფოს და საზოგადოების ძირითადი უჯრედია. თვით ძლიერი და ორგანიზებული ქვეყანაც დაინგრევა და დაიშლება, თუ მასში მოშლილია ოჯახი და ოჯახური პირობები არახელსაყრელია, თუ აღზრდის საკითხი დავიწყებულია. თუ ოჯახი ძლიერია და ბავშვთა აღზრდა ჯანმრთელ საწყისებზე მიმდინარეობს, მაშინ, სახელმწიფოებრივი ცხოვრების გარეგნული ფორმების დაშლაც ვერ ავნებს ხალხის ცხოვრებისუნარიანობას, იგი მაინც შეძლებს სახელმწიფოებრივი ერთიანობისა და სიძლიერის აღდგენას.


მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანული ოჯახი მთლიანად თავის თავში არ უნდა ჩაიკეტოს. ასეთი ცხოვრება ოჯახური ცხვრების ეგოიზმია. მისი წევრის ინტერესი ოჯახს არ სცილდება, გარე სამყაროს ავის და კარგის გაგება არ სურს, არ სურს სამშობლოს ემსახუროს. ასეთი ცხოვრება არაქრისტიანული ცხოვრებაა, ასეთი ოჯახი არაქრისტიანულია, როგორც უკვე აღვნიშნეთ ქრისტიანული ოჯახი საზოგადოების უჯრედია, მისი ნაწილია, მასთან განუყოფლად შერწყმული თავისი მიზნებით, ის აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ემსახურება მოყვასს და განუყრელად ეხმარება მას.

მეორეს მხრივ, ესეც მცირედი რამაა. სახარების სწავლების თანახმად, ქრისტიანის ცოცხალი ურთიერთობანი მხოლოდ ოჯახით არ უნდა შემოიფარგლოს. ის უნდა სწვდებოდეს ეროვნულ-მოქალაქეობრივს, მამულიშვილურს. ქრისტიანობა თავისი სიყვარულით ზოგადსაკაცობრიოა. ქრისტიანისთვის ნებისმიერი ეროვნების ადამიანი მისი მოყვასია, რომელიც უფლის მცნების თანახმად უნდა უყვარდეს. ამის შესახებ გვეუბნება იგავი მოწყალე სამარიტელისა. მაცხოვარმა ამ იგავით იუდეველ რჯულმდებელს იმაზე მიუთითა, თუ როგორი სიყვარულით და მოწყალებით მოექცა სამარიტელი ნაცემ და გაძარცვულ იუდეველს, ანუ თავის მტერს. შემდეგ კი რჯულისმცოდნეს უთხრა: „ვიდოდე და ჰყოფდ შენცა ეგრეთვე“ (ლკ. 9,37). ასეთია ქრისტიანული სიყვარულის კანონი.

თუ ასეთი სრულყოფილი სიყვარულისთვის ვართ ქრისტიანები მოწოდებულნი, ნუთუ მართალი არ არის ის კოსმოპოლიტი, რომელიც გვასწავლის ხალხთა მეგობრობას, რომლის მიხედვითაც ადამიანი „მთელი მსოფლიოს მოქალაქეა“, და არა თავისი ქვეყნისა. ამ სწავლების მიხედვით კაცობრიობაში არ უნდა არსებობდეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განსხვავებანი და დაყოფანი, იგი სრულიად უნდა წარმოადგენდეს ერთ მთლიან ოჯახს. უეჭველია კოსმოპოლიტიზმის დადებითი მხარე უახლოვდება ქრისტიანობას. ისიც უეჭველია, რომ მეგობრობის, სიყვარულის, ურთიერთდახმარების სათნოებები მან ქრისტიანობიდან აიღო და სწორედ ესაა ქრისტიანული. ეს იდეებია ყველაზე უფრო ღირებული კოსმოპოლიტიზმში. სამაგიეროდ, მან ამ სიმართლეს შეურია ბევრი უსამართლო და მცდარი აზრი. ამის გამო ეს სწავლება ხელოვნური, ცალმხრივი, არაცხოვრებისეული გამოდგა. ასეთ გზააბნეულობას მიეკუთვნება კოსმოპოლიტიზმის სწავლება მამულის სიყვარულის წინააღმდეგ, სამშობლოს სავალდებულო სამსახურის წინააღმდეგ, მისი უსაფრთხოების და კეთილდღეობის წინააღმდეგ. ვინ არ იცის, რეალურ ცხოვრებაში კოსმოპოლიტიზმის მქადაგებელნი როგორი გულცივნი და გულქვანი არიან? ისინი მთელი ხმით გაჰკივიან კაცობრიობისადმი სიყვარულს და არ იციან, როგორ შეიყვარონ მოყვასი. შეიყვარო მოყვასი, ნიშნავს შეიყვარო ყოველი ადამიანი, რომელსაც ხშირად სჭირდება ნუგეშისცემა და დახმარება. ქრისტიანობისთვის უცხოა კოსმოპოლიტიზმისთვის დამახასიათებელი ცალმხრივობა. იესო ქრისტეს „კაცობრიობის“ ხელოვნურლი სიყვარულისთვის არ მოვუწოდებივართ, არამედ მოყვასის სიყვარულისთვის. ქრისტიანისათვის ეს მოყვასი ნებისმიერი ადამიანია (ამისათვის ქრისტიანმა ყოველი ადამიანინ უნდა შეიყვაროს). კერძოდ, ვისაც ხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ქრისტიანული სიყვარული მჟღავნდება პირად შეხვედრაში, ცოცხალ ურთიერთობაში, ურთიერთდახმარებაში და თანაგრძნობაში, რომლისგანაც ასე შორსაა კოსმოპოლიტიზმის ცალმხრივი სწავლება „კაცობრიობისადმი“!

ბავშვისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები არიან მშობლები, ძმები, დები და საერთოდ, ნათესავები. ცხადია, მისთვის ჯერ კიდევ მიუღწეველია სიყვარული უცხო ადამიანთა მიმართ, ვინც მათ ოჯახს არ ეკუთვნის. მათთან არავითარი ცოცხალი ურთიერთობა არა აქვთ. ამიტომაც მისთვის ისინი „უცხონი“ არიან. შემდგომში კი, სიყმაწვილისა და სიყრმის წლებში, თანდათანობით აბამს ცოცხალ ურთიერთობებს სხვა ადამიანებთან, ისინი მისთვის „თავისიანები“ ხდებიან. აი, აქ კი, ბავშვმა კეთილშობილური აღზრდის საშუალებით უნდა ისწავლოს ქრისტიანული ქცევა „თავისიანებისადმი“ (თუმცა ნამდვილ მოყვასად უწინდებურად მისი ახლობლები რჩებიან). ამ შემთხვევაში, ყმაწვილის სულიერი ზრდა ჯერ კიდევ არაა დასრულებული და მისგან ნებისმიერი სხვა ხალხებისადმი წრფელი სიყვარულის მოთხოვნა არამართებული იქნებოდა. როცა მოზარდი ხდება სრულიად ჩამოყალიბებული, ზრდასრული ქრისტიანი, მისი აზროვნების ჰორიზონტი ფართოდ იშლება და მისთვის „მოყვასი“ ხდება ნებისმიერი ეროვნების ადამიანი. მაგრამ ყველაზე მეტად მას მაინც თავისიანები უყვარს, პირველად თავისი ოჯახი, თავისი ახლობლები, რომელთა შორის აღიზარდა და ცხოვრობს. შემდგომ კი, თავისი სამშობლო და თავისი ხალხი, რომელსაც იგი ეკუთვნის. ამ ხალხთანაა იგი დაკავშირებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და მოქალაქეობრივი მოვალეობით. კულტურა, წეს-ჩვეულებები, მისი ხალხის ეთნიკური ნიშნები, განსაკუთრებით მისი სიწმინდეები მისთვის „ახლობელია“, „საკუთარია“. ის თავის ხალხთანაა, თავის სამშობლოსთანაა მთელი არსებით. მას ისინი უყვარს – ზუსტად ესაა ქრისტიანული პატრიოტიზმი, რომლის წინააღმდეგ ასე გაძლიერებულად იბრძვის კოსმოპოლიტიზმი თავისი გზააბნეულობით.

ქრისტიანული პატრიოტიზმისთვის უცხოა ის უკიდურესობა და შეცდომები, რომელიც დამახასიათებელია ცრუ „პატრიოტიზმისათვის“. ქრისტიან პატრიოტს, უყვარს რა თავისი ხალხი, ამხელს მათ უკეთურებას. ფხიზლად უჭირავს თვალი ეროვნული თვისებების და ხასიათის შენარჩუნებისათვის. ამიტომაც იგი არასდროს დაეთანხმება იმ „პატრიოტებს“, რომლებიც ყველაფერ საკუთარს (მემთვრალეობასაც, ბილწსიტყვაობასაც და სხვ.) აღმერთებენ და კანონიერად, ტრადიციულად თვლიან. მათ დავიწყებიათ, რომ ეს პატრიოტიზმი კი არა, ეროვნული ამპარტავნობაა, ანუ ის ცოდვა, რომლის წინააღმდეგ იბრძვის ქრისტიანობა. ჭეშმარიტი პატრიოტი თავის ხალხის ცოდვებზე და მანკიერებაზე არ დახუჭავს თვალებს. იგი წუხს ამის გამო და იბრძვის მის გამოსასწორებლად. ინანიებს ღვთის წინაშე როგორც საკუთარ, ისე თავისი ხალხის ცოდვებს. ამის გარდა, ქრისტიანული პატრიოტიზმისთვის უცხოა სხვა ხალხის მტრობა. მე თუ მიყვარს ჩემი ხალხი, რატომ არ უნდა მიყვარდეს ჩინელი, თურქი ან ებრაელი. ღმერთმა მოჰმადლოს მათ ბედნიერება, სიხარული, რადგანაც ჩვენ ერთი მამის შვილები ვართ.

ახლა წმიდა წერილი დავიმოწმოთ პატრიოტიზმის შესახებ. ებრაელი ხალხის ისტორია სავსეა იმის მტკიცებით, თუ როგორ უყვართ მათ სიონი, იერუსალიმი, თავიანთი ტაძარი. ეს იყო ნამდვილი პატრიოტიზმის, საკუთარი ხალხისადმი სიყვარულის და მისი სიწმიდეების თაყვანისცემის ჭეშმარიტი მაგალითი. ამაოდ როდი აიღო ახალი აღთქმის ეკლესიამ თავის ღვთისმსახურებაში სიწმიდეებისადმი დამოკიდებულების მაგალითი.

ძველ აღთქმაში სამშობლოსადმი განსაკუთრებული სიყვარული მოსე წინასწარმეტყველმა გვიჩვენა, მაშინ როცა აღთქმის დადებისთანავე ებრაელმა ხალხმა უარყო ჭეშმარიტი ღმერთი და „ოქროს კერპს“ სცა თაყვანი, უფალი რისხვით აღივსო მათ მიმართ. მოსე ერის ცოდვებს ორმოცი დღე და ორმოცი ღამე ავედრებდა უფალს. ღმერთმა უპასუხა: „და აწ მიტევე მე და განვრისხნე გულისწყრომითა დიდითა და აღვხოცნე იგინი და გყო შენ ნათესავად დიდად“ (გამ. 32,10). უფლის ამ სიტყვებში ნათლად ჩანს მართალი კაცის ლოცვის ძალა. წმ. იოანე ოქროპირის თქმით, მოსე თითქოს აყოვნებს უფალს. ამის შემდეგ წინასწარმეტყველი უფრო მხურვალედ ევედრებოდა უფალს და ბოლოს აღმოხდა: „უკუეთუ არა, აღმხოცე მეცა წიგნისა მისგან, რომელსა დამწერე“ (გამ. 32,32). შეისმინა უფალმა მოსეს ვედრება და არ გაწყვიტა ერი მთლიანად. ნუთუ ეს სამშობლოს, ერის სიყვარული არაა?!

მსგავსი შემთხვევა გვხვდება მოციქულ პავლეს ცხოვრებაშიც. მას ქადაგებისას საკუთარ ხალხზე მეტად არავინ უშლიდა ხელს. მათ სძულდათ პავლე, მამათა რწმენის მოღალატედ თვლიდნენ. რას ამბობს მოციქული ასეთ თანამემამულეებზე? „რამეთუ ვილოცევდ მე შეჩუენებულ-ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათა ჩემთათჳს და ნათესავთა ჩემთა ხორციელად, რომელნი-იგი არიან ისრაიტელნი“ (რომ. 9,3-4).

ამ სიტყვებიდან ვრწმუნდებით, თუ როგორ უყვარდა პავლე მოციქულს ისრაელის ხალხი. ეს სიყვარული ისეთი ძლიერი იყო, რომ ის, მოსეს მსგავსად, მზად იყო საკუთარი მარადიული ცხოვრება (და არა ამქვეყნიური ცხოვრება) შეეწირა ხალხის გადარჩენისათვის.

ან თვითონ მაცხოვრის მაგალითი. სახარებაში ვკითხულობთ, რომ იგი მოვიდა უწინარესად თავისი ხალხისთვის. სხვა ადგილას, მიმართავს იერუსალიმს და იტყვის, „იერუსალიმ, იერუსალიმ, რომელმან მოსწყვიდენ წინაჲსწარმეტყველნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოკლებულთა შენდა, რავდენ გზის მინდა შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ ვითარცა სახედ მფრინველმან თჳსნი მართუენი ფრთეთა ქუეშე, და არა ინებეთ“! (ლკ. 12,34-35).

უფალს იერუსალიმში შესვლისას „ოსანას“ ძახილით ხვდებიან. მაცხოვარი კი ტიროდა. ტიროდა თავისი ხალხის გამო. იმათ გამო, ვინც ახლა „ოსანას“ გაიძახოდა, რამდენიმე დღის შემდეგ კი იყვირებდნენ „ჯუარს-აცუ ეგე“. ასე უყვარდა მაცხოვარს თავისი ხალხი, ღრმა, ჭეშმარიტი სიყვარულით.

ამგავარად, ქრისტიანობა პატრიოტიზმის გრძნობას არ უარყოფს და არც განიკითხავს. არ განიკითხავს ახლობლებისა და ნათესავების მიმართ უპირატეს სიყვარულს. ჩვენ გვახსოვს მოციქულის შეგონება: „ხოლო უკუეთუ ვინმე თჳსთა და უფროჲსღა სახლეულთა, არა მოღუაწე იყოს, სარწმუნოებაჲ უარ-უყოფიეს და არს იგი ურწმუნოჲსა უძჳრეს“ (I ტიმ. 5,8).

სხვა ადგილას, ეკლესიის მსახურის არჩევაზე საუბრის დროს, ასეთ პირობას აყენებს: „თჳსისა სახლისა კეთილად განმგებელ, შვილნიმცა უსხენ დამორჩილებულნი ყოვლითა ღირსებითა“ (I ტიმ. 34,4).

ერთხელ კიდევ აღვნიშნავ, რომ ასეთი სიყვარული და მზრუნველობა არ უნდა იყოს ეგოისტური, ჩაკეტილი, ქრისტიანმა, თავისი ცხოვრების წესის თანახმად, არ უნდა დაივიწყოს სხვა ხალხი – მოყვასნი ქრისტესსმიერი ძმები სიყვარულში. დაბოლოს, კვლავ წმ. მოციქულ პავლეს სიტყვებს მოვიყვანთ: „აწ უკუე, ვიდრე ჟამი გუაქუსღა, ვიქმოდით კეთილსა ყოველთა მიმართ, ხოლო უფროჲსად სახლეულთა მათ მიმართ სარწმუნოებისათა“ (გალ. 6,10).

ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“, №1, 1993 წ.
http://www.orthodoxtheology.ge/patriotisminbible/#more-5289
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნათია   ძველი აღთქმიდან დღემდე   Jul 16 2008, 03:32 PM
თემო   აქ ძალიან საინტერე...   Jul 16 2008, 03:39 PM
ნათია   თანამედროვე ქართუ...   Jul 16 2008, 03:49 PM
თემო   დროში რას გულისხმ...   Jul 16 2008, 03:52 PM
ნათია   თემო ანუ სხვადასხვ...   Jul 16 2008, 03:53 PM
G_I_O_R_G_I_   ეს სახარებები სხვ...   Jul 16 2008, 04:10 PM
G_I_O_R_G_I_   სხვადასხვა პერიოდ...   Jul 16 2008, 04:31 PM
ნათია   G_I_O_R_G_I_ იმიტომ ვიკით...   Jul 16 2008, 04:35 PM
თემო   G_I_O_R_G_I_ იმიტომ ვიკით...   Jul 16 2008, 04:39 PM
ნათია   თემო ახლა შევადარ...   Jul 16 2008, 04:45 PM
კანონისტი   ნათია არა ნათი. მა...   Jul 16 2008, 05:26 PM
კანონისტი   ნათია შეცდომაა მერ...   Jul 16 2008, 05:30 PM
კანონისტი   ნათია დევს კიდევა...   Jul 16 2008, 05:39 PM
ნათია   k@the მაქედან დავაკოპ...   Jul 16 2008, 05:52 PM
კანონისტი   ნათია წინასწარმეტ...   Jul 16 2008, 05:54 PM
ნათია   კანონისტი გაიხარე...   Jul 16 2008, 05:56 PM
zedela   საინტერესო თემააა....   Jul 16 2008, 07:08 PM
ლია   ვინაიდან ეს პირველ...   Jul 17 2008, 12:19 PM
orthodox-georgia   ვინაიდან ეს პირვე...   Jul 17 2008, 03:23 PM
ნათია   ლია შეგიძლია მოკლ...   Jul 17 2008, 03:25 PM
ზვარე   ბიბლიური შესაქმის ...   Jul 17 2008, 07:14 PM
Misha Songulashvili   ღით ვერ დაიწყეთ ამ ...   Jul 17 2008, 07:36 PM
ნათია   Misha Songulashvili ეგ კითხვა მ...   Jul 17 2008, 07:41 PM
ზვარე   რამეთუ ათასი წელი ...   Jul 17 2008, 07:48 PM
ნათია   იქნებ ეს განმიმარ...   Jul 17 2008, 07:50 PM
kavkasioni   ძალიან საინტერესო ...   Jul 26 2008, 02:06 PM
Misha Songulashvili   kavkasioni იქამდის განუყ...   Jul 26 2008, 04:22 PM
abo   http://s53.radikal.ru/i139/0807/7b/b2bb55e61b78.jp...   Jul 26 2008, 04:41 PM
kavkasioni   Misha Songulashvili კი. მოგეხს...   Jul 26 2008, 05:01 PM
nino kiwo   მეგობრებო რთულ თემ...   Jul 26 2008, 05:19 PM
ჰერელი   ძველი აღთქმა, თავი...   Apr 2 2012, 09:09 PM
George Leluashvili   ძველი აღთქმა, თავი...   Apr 2 2012, 11:43 PM
ჰერელი   ლოპუხინს აქვს მთლ...   Apr 3 2012, 12:09 AM
George Leluashvili   საბითუმო ნამდვილა...   Apr 3 2012, 01:16 AM
აკაკი   ჰერელი ვერცხლის ქუ...   Apr 3 2012, 04:01 PM
ჰერელი   უი არც გამიგია ეგ ქ...   Apr 3 2012, 05:44 PM
George Leluashvili   ჰერელი მანდ ძვირი ...   Apr 3 2012, 07:30 PM
აკაკი   ხო, არ ვიცი, 8 ლარი ღი...   Apr 3 2012, 11:12 PM
George Leluashvili   აკაკი ბოლოს გამოვ...   Apr 5 2012, 03:50 PM
აკაკი   George Leluashvili კი მაგას ვა...   Apr 5 2012, 06:40 PM
George Leluashvili   George Leluashvili კი მაგას ვა...   Apr 5 2012, 06:49 PM
A.V.M   მოგვთა თაყვანისცე...   Dec 15 2012, 12:22 AM
A.V.M   ამ თემაზე იყო ადრე ...   Dec 15 2012, 12:46 AM
A.V.M   ახლა ვიპოვე მართლმ...   Mar 21 2013, 01:50 AM
G_saxva   A.V.M 10-ძველი აღთქმის ს...   Jun 6 2013, 10:45 AM
qetevano   G_saxva ეგ მამა აკაკი მე...   Jun 6 2013, 07:34 PM
G_saxva   qetevano ძალიან კარგი :D წ...   Jun 7 2013, 08:33 AM
qetevano   G_saxva კიი მაქვს. ეხლა ...   Jun 7 2013, 09:47 AM
G_saxva   qetevano არა მასე როგორ ...   Jun 7 2013, 10:03 AM
qetevano   G_saxva კი გათხოვებ, წიგ...   Jun 7 2013, 10:14 AM
G_saxva   G_saxva კი გათხოვებ, წი...   Jun 7 2013, 10:23 AM
qetevano   G_saxva მაილი მომეცი პმ-...   Jun 7 2013, 10:28 AM
A.V.M   მე მაქვს... ქინდლკი ,...   Jun 7 2013, 09:26 PM
G_saxva   მე მაქვს... ქინდლკი ,...   Jun 8 2013, 09:09 PM
azazeli   ,,დასაბამად ღმერთმ...   Sep 3 2013, 11:24 AM
A.V.M   azazeli გვასალიას ლექც...   Sep 3 2013, 11:52 AM
G_saxva   azazeli აზაზელო ეშმაკი...   Sep 3 2013, 11:54 AM
A.V.M   G_saxva ჩემი ჯგუფელი ყო...   Oct 31 2013, 10:45 PM
G_saxva   A.V.M მერე გაწიე პროპა...   Nov 1 2013, 09:12 AM
†სერგი†   რომელია გურამ?   Nov 1 2013, 09:16 AM
A.V.M   †სერგი† ასტამაა ბი...   Nov 1 2013, 04:44 PM
G_saxva   A.V.M მერე შე კაი კაცო...   Nov 1 2013, 05:26 PM
A.V.M   შემოიხედე აქ. G_saxva http:/...   Nov 2 2013, 12:50 AM
†სერგი†   აზაზელს მივცემ მა...   Nov 3 2013, 09:03 PM
azazeli   დებორასა და ბარაკი...   Nov 5 2013, 10:39 PM
A.V.M   ნახეთ რა კაცი დავა...   Nov 5 2013, 10:40 PM
azazeli   სერგი შენ ნიჭიერო. ...   Nov 5 2013, 11:23 PM
A.V.M   azazeli ძმა ხარ ასტამ ! ...   Nov 5 2013, 11:30 PM
azazeli   მზადება მიდიამელე...   Nov 6 2013, 11:22 PM
azazeli   აბიმელექის შეთქმუ...   Nov 16 2013, 09:21 PM
A.V.M   azazeli ჯიგარი ხარ ასტა...   Nov 17 2013, 12:22 AM
azazeli   საღმრთო გამოცხადე...   Jan 13 2014, 03:33 PM
azazeli   იუდა ებრძვის ქანაა...   Jan 13 2014, 03:51 PM
A.V.M   azazeli jigari xar...   Jan 13 2014, 06:17 PM
შანკარა   წმ. ანდრია პირველწ...   Feb 27 2014, 09:20 PM
azazeli   1) შესავალი 2)წმიდა ე...   Jun 7 2014, 02:08 PM
azazeli   ომიკური კრიზისის დ...   Jun 7 2014, 03:24 PM
A.V.M   azazeli ჯიგარი ხარ ასტა...   Jun 7 2014, 03:25 PM
შანკარა   89 შეკითხვა ქრისტია...   Jun 11 2014, 03:45 PM
G_saxva   ჩავქვესკნელდი :D   Jun 11 2014, 06:27 PM
A.V.M   შანკარა ამ შეკითხ...   Jun 11 2014, 11:28 PM
A.V.M   შანკარა მიუხედავა...   Jun 13 2014, 01:01 AM
შანკარა   შანკარა მიუხედავა...   Jun 13 2014, 02:44 AM
A.V.M   შანკარა GMADLOB ! მომი...   Jun 13 2014, 03:50 PM
შანკარა   რაციონალური მეცნი...   Jun 14 2014, 01:56 PM
A.V.M   ,,იუდაიზმში სქესობ...   Jul 26 2014, 11:21 PM
azazeli   ისრაელის გაყოფვის ...   Aug 4 2014, 12:29 PM
A.V.M   azazeli ჯიგარი ხარ ...   Aug 4 2014, 12:34 PM
azazeli   RE: ძველი აღთქმიდან დღემდე   Aug 4 2014, 12:55 PM
azazeli   RE: ძველი აღთქმიდან დღემდე   Aug 4 2014, 01:13 PM
A.V.M   პატრიოტიზმი ძველ დ...   Sep 1 2014, 10:05 PM
marine   "პირველ ქრისტიან...   Oct 21 2015, 05:39 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2024 - 07:08 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი