![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
ესდ კითხვა მოძღვრის თემაში დაისვა ჩვენი ფორუმელის მიერ, მაგრამ მოძღვრის განყოფილებაში მოვერიდე ჩემი აზრის დაფიქსირებას და ამიტომ აქ ვხსნი ამ თემას. და ვისაუბროთ ამ ტემაზე, რადგან ხალხში სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს იუდას გამცემლობის თაობაზე.
ციტატა როგორც ცნობილია ქრისტემ საიდუმლო სერობაზე გამოუცხადა თავის მოწაფეებს - ერთერთი თქვენგანი მიპირებს გაცემასო და პირდაპირ მიუთითა იუდაზე. პეტრეს კი უთხრა სამჯერ უარმყოფ მამლის ყივილამდეო. ასევე იცოდა რომ წამებიდან მესამე დღეს იგი აღსდგებოდა მკვდრეთით.მაინტერესებს თუკი ეს ყველაფერი წინასწარ იყო ..დაწერილი მამა ღმერთის მიერ, და ვიღაცას უნდა არუნდა ეტვირთა ეს ცოდვები ... შეეძლოთ კი ამ უბრალო ადამიანებს თავიდან აერიდებინათ განსაცდელი?..იუდა ქრისტეს ერთერთი საყვარელი მოსწავლეთაგანი იყო. ის მაშინვე მიხვდა თავისი დანაშაულის სიმძიმეს,( და მე თუ მკითხავთ ტვირთს რომელიც ვიღაცას უნდა ეზიდა -მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში იუდა იქნებოდა ეს თუ სხვა)და ის დაწყევლილი ვერცხლის ფული უკან დაუბრუნა მღვდელმთავრებს. მერე კი თავი ჩამოიხრჩო.(რაც იმ მდგომარეობაში სრულიად გასაგებია.ის იყო ქრისტეს გამცემი და მოღალატე მაგრამ ..მე მგონი რომ ეს მხოლოდ მის ნებაზე არ იყო დამოკიდებული. რათქმაუნდა ღმერთი ყოვლის მცოდნეა და მან ყოველივე უწყის წინასწარ, უწყის თუ რას მოიმოქმედებს ადამიანი ან რა ნაბიჯს გადადგამს, უწყის არა იმიტომ რომ წინასწარ ასეა დაგეგმილი და ასე უნდა მოხდეს, არამედ იმიტომ რომ ის ყოვლის მცოდნეა, მაგრამ ღმერთმა ადამიანს მიანიჭა თავისუფალი ნება და არჩევანის საშუალება, რომელშიც იგი არ ერევა. ღმერთს არ სურს წარწყმედა ადამიანისა, არამედ მოქცევა და ცხონება მისი, მაგრამ თუ ადამიანს არ სურს ცხონება, მაშინ მიუხედავად ღვთის სურვილისა ძალად ვერ აცხონებს ვერავის. უფალმა იცოდა იუდას გეგმები, იცოდა რომ იგი გასცემდა, ამიტომ ყველანაირად ცდილობდა მასში სინანული აღეძრა. იუდას შეეძლო რომ ეს არცევანი არ გაეკეთებინა. სახარებიდან კარგად ჩანს, რომ უფალი იუდას სინანულად მოქცევასა და მის გადარჩენას ცდილობდა, იგი სხვა მოციქულთაგან არ განურჩევია და მუდამ გვერდით ჰყავდა, არ გაურჩევია არც მაშინ როდესაც მოციქულები აზიარა, არ განურჩევია სხვა მოციქულთაგან როდესაც ყველას ფეხები დაბანა და მათ შორის იუდასაც, რითაც სიმდაბლისა და სიყვარულის მაგალითი აჩვენა მათ, უფალი ელოდებოდა იუდას სინანულს, მაგრამ რადგან სინანული ვერ იხილა უკვე პირდაპირ მიუთითა და ამხილა: '' რომელმან შთამოყოს ჩემ თანა ჴელი პინაკსა ამას, ამან მიმცეს მე.'' არც ამან იმოქმედა, რადგან ანგარებას მთლიანად მოეცვა იუდას გული და გონება, იგი ქურდი იყო და შესაწირს რასაც მაცხოვარს სწირავდნენ იგი იღებდა. იუდა მიდის მღვდელმტავრებთან და ევაჭრება კიდეც მათ: ''რაჲ გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი?'' ამიტომ იმის თქმა რომ იუდას საქციელი არ იყო დამოკიდებული მის კეთილ ნებაზე მცდარია და ვერანაირად ვერ ამართლებს მის საქციელს. მან ასევე არასწორედ შეინანა, მისი სინანული დანანება უფრო იყო დაახლოებით ასეთი ''ეს მე როგორ მომივიდა'', ჩავარდა სასოწარკვეთილებაში და სამუდამოდ დაიღუპა თავი. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
![]() ![]() |
G_saxva |
![]()
პოსტი
#2
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
esre ars cheshmariteba
ნუ რეებს წერ ან რა აზრებს გამოთქვავ უბრალოდ გამოგნებელია. მე რა დავეწრე და შენ ასერთოდ რა დაწერე? ყველაზე მაგარი ისაა შენივე დასმულ კითხვას შენვე რომ სცემ პასუხს. ციტატა მოიცა მოიცა რა ვერ ხვდები? ! ეს ელემენტარულია! ღმერთს ადანაშაულებ იცოდე და დაფიქრდი. ვიფიქრე ვიფიქრე ვიფიქრე და მივხვდი რომ ჩემზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება გინდა სხვადასხვა მეთოდებით. ყველაზე მეტად ეს მომეწონა "ღმერთს ადანაშაულებ დაფიქრდი" ![]() ![]() ციტატა ხოდა დაფიქრდი თუ ღმერთმა უკვე იცის რომ მე ხვალ კაცი უნდა მოვკლა , ,, აი ეხლა მე დღესვე განა მააქ შანსი იმისა რომ ეს არ ვქნა ? რატომ არ გაქვს შანსი? მოდი დავფიქრდეთ შენ რას ამბობ. თუ ღმერთმა იცის და რადგანაც ღმერთია იცის რა მოხდება, არ შეიძLება ის არ მოხდეს. მე როგორც პიროვნულ ინდივიდს უკვე განსაზღვრული მქონია ჩემი ცხოვრების გზა, რადგან ღმერთმა იცის თუ ხვალ რა მომივა ზუსტად ისე მოხდება და მე როგორც პიროვნება ვწყვეტ არსებობს და ვხდები ღმერთზე დამოკიდებული არსება რომელსაც საკუთარი ნება არ გააჩნია. მაშ სად არის აქ თავისუფალი ნება და საკუთარი პიროვნების ინდივიდუალიზმი? შენ სიტყვებიდან გამომდინარე რადგან ღმერთმა იცის მომავალი და ზუსტად ისე მოხდება მაშინ რა აზრი აქ ჩემ ცხოვრებას? მაშIნ რა აზრი აქ ჩემს ყოფას თუ ისე უნდა მოხდეს როგორ უკვე დაგეგმილია? აი ვინ სდებს ბრალს ღმერთს თავისი არასწწორი ხედვით. ცოტა დაფიქრდი სანამ რაიმეს დაწერ ხოლმე. თურმე ღმერთი უსამართლო ყოფილა რადგან ყველას თავიდანვე განუსაზღვრა თავის ცოხვრების გზა იუდასაც პეტრესც და შენც. საცოდავი უიდა .... ნწ ნწ ნწ ნწ ციტატა აი ეხლა დამეხმარე ამ წუთას ამ პოსტს რომ ვწერ ახლა დამეხმარე რომ ავიცილო ეს ბოროტება, და თუ არ შემიძლია რომ ეს ავიცილო მაშინ ღმერთია მტყუანი! იცი რატომ? იმიტომ რომ არანაირი აზრი არ აქვს რომ მე ახლა ამ წუთას ვილოცო და ღმერთს ვთხოვო რომ კაცის კვლა ამაცილოს! მაშინ ლოცვას აზრი არ აქვს და თუ ლოცვას აზრი არ აქვს მაშინ ყველაფერი წყალში იყრება და ქრისტიანობაც მთლიანად კვდება , რადგან ყოველი პიროვნების უბედურებაში ღმერთია დამნაშავე რადგან მათი ლოცვანი რჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა! შენივე აზრს მოკლებული და აბდაუბდა კითხვას შენივე პასუხით ვუპასუხებ აი თავიდან რა დაწერე. ციტატა სცენარს ვერ შეცვლი დიახ ვერანაირად! იმედია მიხვდი რამხელა სისულელე დაწერე. ჯერ გაარკვიე თავად რას ამბობ და მერე დასვი კითხვა. კითხვას მისვავ გინდა რომ რაღაც გამოძებნო და ჩამჭრა, მანამდე კი ამ კითხვაზე თავად გაქვს პასუხი გაცემული. ციტატა წარმოდგინე ღმერთმა იცის წინასწარ რომ ადამი და ევა ვაშლს შეჭამს და მაინც აფრთხილებს ვაშლი არ გაკბინოთო! ესეიგი ღმერთი ტყუილად დაშვრა ადამის შექმნაში , რადგან როცა ქმნიდა ადამს , იმ მომენტში უკვე იცოდა რომ შესცოდავდა და რაღა აზრი ქონდა მის შექმნას? აზრი? მე თუ სახლის აშენება გადავწყვიტე და ვიცი წინასწარ რომ იგი დაინგრევა მეორე დღესვე აზრი აშენებისა? თუ შენ არ შეისმენ ამ პოსტის სიტყვებს და კვლავ დამცინებ , მაშ რა აზრი აქ რომ ტყუილად ვუბარტყუნებ თითებს კლავიატურას? რა აზრი აქ ჩემ სიცოდხლეს თუ არ ვცხონდები მაშ ახლავე თავს მოვიკლავ , მაინც რა აზრი აქ ჩემ სიცოცხლეს? თუ ღმერთმა უკვე იცის რომ მე არ ვცხონდები , მაშ რად დამიტოვა მცნებები რა აზრი აქ მათ დაცვას? პატივი ეცი შენს დედას და მამას თუ გინდა დღეგრძელი იყო ამ ქვეყნადო , რა აზრი აქ თუ წინასწარ იცის რომ მე ხვალ უნდა მოვკვდე მაშ როგორ ვიქნები დღეგრძელი? თუ წინასწარ იცოდა ღმერთმა თუ ვინ გადარჩებოდა და ვინ არა , მაშ რა აზრი ქონდა რომ იესო მიელურსმა ჯვარს ჩვენთვის? რა აზრი ქონდა ცოდვათა გამოსყიდვას თუ ღმერთმა იცის რომ მე უნდა დავიღუპო? რა დავაშავე თუ მე მართლმადიდებლობას არ მივიღებ არასოდეს და ღმერთმა ეს იცის უკვე? ცოდო არ ვარ? რა ვქნა ვერ ვიღებ არ შემიძლია , პირდაპირ უარს ვამბობ მართლმადიდებლობაზე და ეს ღმერთის ბრალი ყოფილა მაშინ , რადგან მან იცის რომ მე არ მივიღებ ამ რელიგიას ! რატო კაცო რა დავაშავე თუ მართლმადიდებლად არ დავიბადე? მე რა შუაში ვარ? რატომ კაცო რატომ? როგორ იხარებს ღმერთი ერთი დაკარგული ცხვრის დაბრუნებით თუკი მან უკვე წინასწარ იცის რომ ის ცხვარი დაბრუნდება? მე დაკარგული ცხვარი ვარ და არასოდეს დავბრუნდები რადგან ღმერთმა წინასწარ იცის რომ მე არ დავბრუნდები და ახლა მე თავს ჩავღუნავ და ავტირდები ცხარე ცრემლით , რადგან ღმერთმა იცის რომ მე არ დავბრუნდები არასდროს და რა ვქნა ეხლა ვილოცო? აზრი? მაშ ამაოება ამაოებათა , ყველაფერი ამაოა. კარგად ბრძანა ეკლესიასტემ( სოლომონმა) ყველაფერს დრო და ჟამი განაგებს დიახ დრო და ჟამი და ღმერთიც ამ დროში და ჟამში იცვლის აზრს ზოგიერთ ადამიანზე , რომელიც გულით ინანიებს ცოდვებს და მასთან მიდის სიმართლე გითხრა ეს არ წამიკითხავს და არც სურვილი გამჩენია თავიდან რომ დავიწყე მივხვდი წყლის ნაყვა აბდაუბდა და აბსურდი იქნებოდა. ჯერ ზემოთ მოცემულ საკითხზე ვისაუბროდ და ცოტა აზრი შევძინოთ. მე ვსვავ კითხვას და მოკლდე და ლაკონურად მიპასუხე თუ შეგიძლია. როგორც ზემოდ აღნიშნე რომ სცენარს ვერ შეცვლი შენ გჯერა იმის რომ ყველაერი თავიდანვეა განსაზღვრული? -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 09:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი