IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქართველოს რელიგიური სიახლენი, ფაქტი და კომენტარი
A.V.M
პოსტი Aug 6 2014, 12:15 PM
პოსტი #1


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს , ვერ ვნახე თემა , რომელშიც უშუალოდ , საქართველოს რელიგიურ ცხოვრებაზე იქნებოდა მსჯელობა . ამიტომ გადავწყვიტე , თავად გამეხსნა იგი . ვნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები .

Print
Email
"სახელმწიფოს მოვუწოდებ, ნუ გვეთამაშება! ღარიბაშვილი ვერ მოგვატყუებს. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ბათუმში მეჩეთს მაინც ავაშენებთ! " - ასეთ განცხადებას ავრცელებს "ქართველ მუსლიმთა კავშირის" თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე.

ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი კვლავ აქტიურ ფაზაში შევიდა. ამჯერად, ამის მიზეზი აჭარის ხელისუფლებასა და მუფთას შორის შემდგარი შეთანხმება გახდა, რომლის მიხედვითაც, ბათუმში ახალი მეჩეთი აღარ აშენდება და მხოლოდ არსებული ორთამეჯეს მეჩეთი გაფართოვდება. რაც შეეხება, ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს - ოშკსა და იშხანს, რომელთა რეაბილიტაციის სანაცვლოდ თურქული მხარე ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებას ითხოვდა, რესტავრაცია მათ ჩაუტარდებათ, მაგრამ ყოველგვარი ნაცვალგების გარეშე. (ნაცვალგების პრინციპი გულისხმობს, რომ თურქულ მხარეს ახალი მეჩეთის სანაცვლოდ ქართული ტაძრები უნდა აღედგინა). აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, მუსლიმ თემს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აცნობა. მისივე განცხადებით, ამ საკითხით თავად პრემიერ-მინისტრია დაინტერესებული და პროცესსაც თავად გააკონტროლებს. ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან ქართველი მუსლიმები. "Mediacity" "ქართველ მუსლიმთა კავშირის" თავმჯდომარეს ტარიელ ნაკაიძეს ესაუბრა:

- რატომ არის თქვენთვის მიუღებელი ორთამეჯეს გაფართოება?

- ორთამეჯე არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის სახეცვლილება დაუშვებელია. მისი გაფართოებით დაიკარგება ის ერთიანი სივრცე, რაც მეჩეთისთვისა აუცილებელია. ორთამეჯეს გაფართოების გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მხრიდან არის მცდელობა გახანგრძლივდეს ბათუმში ახალი მეჩეთის არაშენების პროცესი.

- აჭარაში მცხოვრები მუსლიმებისთვის ერთი მეჩეთი საკმარისი არ არის?

- მეჩეთში ლოცვების დროს ტევა არ არის და ხშირად მლოცველებს შენობის გარეთაც უწევთ დგომა. ქალაქში კი ამ დროს 19-მდე ეკლესია შენდება და თანაც ყოველგვარი სამართლებრივი და არქიტექტურული საფუძველის გარეშე. ამიტომ, გვჭირდება თუ არა, ჩვენ ახალ მეჩეთს აუცილებლად ავაშენებთ! მართლმადიდებელს რატომ არავინ უსაზღვრავს რამდენი ეკლესია უნდა აშენდეს?

- ხომ არ გავიწყდებათ, რომ საქართველოს სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა არის გამოცხადებული?

- ეს არ არის სწორი დამოკიდებულება - საქართველო არის რესპუბლიკა, დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ყველა რელიგიას უნდა ჰქონდეს თავისუფლება. ავტონომია ტყუილად ხომ არ აქვს აჭარას?! საქართველო თუ მართლმადიდებლური ქვეყანაა, აჭარა მაშინ მუსლიმანური კუთხეა.

- რას ამბობთ, ბატონო ტარიელ, საქართველოში პირველად სწორედ აჭარიდან შემოვიდა ქრისტიანობა?

- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ არის სწორი მიდგომა და ამ საკითხზე საუბარი ცოტა სხვა მიმართულებით წაგვიყვანს. ამიტომ, უმჯობესია, ამ დამოკიდებულებით საკითხს არავინ მიუდგეს, თორემ მე გამიფრთხილებიხართ

- ამას სხვა პროცესები მოყვება და იმაზე გაცილებით რთული, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.

- ხომ არ მოქმედებთ თურქულ მხარესთან შეთანხმებით?

- რა თქმა უნდა არა. მე ვსაუბრობ მხოლოდ ქართველი მუსულმანების სახელით. არც ერთი მუსლიმი არ არსებობს ბათუმში, რომელიც ორთამეჯეს გაფართოებას იწონებდეს.

- პრემიერის გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა სრულიად საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე. ამაზე რას იტყვით?

- მუფთი არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს. ჯემალ პაქსაძე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება და იგი ვერ ისაუბრებს მორწმუნეების სახელით.

- გადაწყვეტილება თურქულმა მხარემაც შეცვალა და ქართული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ მეჩეთის აშენებას აღარ ითხოვს?

- ჩვენი მთავარი მოთხოვნა მეჩეთის აშენებაა და სულ არ გვაინტერესებს რა მოუვათ ქართულ ძეგლებს თურქეთში. სულ რომ დაინგრეს ოშკი და იშხანი, ეს ჩვენი საქმე არაა! არ გვაინტერესებს!
ჩვენი ერთადერთი საზრუნავი ქართველ მუსლიმთა რელიგიური გრძნობებია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ ბათუმში ღირსეულად ლოცვის საშუალება მიეცეთ! ჰოდა, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს,

ბათუმში მეჩეთს მაინც ავაშენებთ! სახელმწიფოს კი მოვუწოდებ, ნუ გვეთამაშება! ღარიბაშვილი ვერ მოგავტყუებს, თითქოს მეჩეთის გაფართოებით აღნიშნულ პრობლემას მოხსნის. ასე რომ, დაანებოს თამაშს თავი,
http://mediacity.ge/sazogadoeba/127-%E1%83...%83%A0%E1%83%97

ეს ნახეთ რა :
,,სულ არ გვაინტერესებს რა მოუვათ ქართულ ძეგლებს თურქეთში. სულ რომ დაინგრეს ოშკი და იშხანი, ეს ჩვენი საქმე არაა! არ გვაინტერესებს!''


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Sep 9 2014, 01:12 AM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საქართველოს ელჩმა რომის პაპს რწმუნებათა სიგელი გადასცა

შეხვედრა რომის პაპთან2014 წლის 6 სექტემბერს, წმიდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ გრძელიძემ რწმუნებათა სიგელი გადასცა რომის პაპს, ფრანცისკეს.
რწმუნებათა სიგელის გადაცემის ცერემონია ვატიკანის სამოციქულო სასახლეში გაიმართა.
ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს ელჩმა და რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა საქართველოსა და წმიდა საყდარს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ისტორიული კავშირების მნიშვნელობას.
„თქვენო უწმინდესობავ, საქართველოსთვის, რომელიც უძველეს ქრისტიანულ კულტურას წარმოადგენს და რომელმაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 23 წლის წინ აღადგინა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო წმიდა საყდართან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება (1992 წლის 23 მაისი), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მართლმადიდებელ საქართველოს და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის კავშირები საუკუნეებს ითვლის და ამ ურთიერთობების ისტორიას ვატიკანის ფასდაუდებელი არქივები ინახავს. საქართველო მიისწრაფვის ღირსეული ადგილი მოიპოვოს ევროპულ ოჯახში, რომელსაც ის კულტურულად და ისტორიულად ეკუთვნის" - აღნიშნა პაპისადმი მიმართვისას თამარ გრძელიძემ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, კონფლიქტურ სიტუაციებს და ადამიანებს შორის დიალოგის არსებობის აუცილებლობას. ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარულ პრობლემებზე საუბრისას საქართველოს ელჩმა რომის პაპს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის გასწვრივ არსებული ვითარების, აღნიშნული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ.
შეხვედრის დასასრულს თამარ გრძელიძემ და მისმა უწმინდესობამ სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს. „საჩუქრად გადმოგცემთ ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილიას მიერ დაწერილი საგალობლების კრებულს; ასევე, ჩემს მიერ, ბოზეს მონასტრის კათოლიკე მღვდელთან ერთად გამოცემულ წიგნს "Cloud of Witnesses" და ქართველი ოსტატის მიერ შექმნილ ტიხრული მინანქრის ნაკეთობას - მასზე გამოსახულია ფრინველი, რომელსაც თქვენთან მოაქვს ჩვენი ქვეყნის სითბო და ფერები, მისი ღრმა ქრისტიანული ფესვები და ვაზის უძველესი კულტურა" - აღნიშნა თამარ გრძელიძემ.
რომის პაპთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ვატიკანში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა წმიდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინთან.
2014 წლის 7 სექტემბერი
პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
http://mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&se...0&info_id=18017


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
A.V.M   საქართველოს რელიგიური სიახლენი   Aug 6 2014, 12:15 PM
G_saxva   A.V.M ღორის ტილის ამბა...   Aug 6 2014, 02:01 PM
A.V.M   რელიგიური სინკრეტ...   Aug 6 2014, 04:33 PM
A.V.M   დახმარება იაშვილი...   Aug 7 2014, 08:31 PM
A.V.M   დღეს ვკითხულობდი ე...   Aug 10 2014, 02:37 PM
A.V.M   ,,დასავლეთ ევროპის ...   Aug 13 2014, 11:12 PM
A.V.M   ასავლეთ ევროპის მი...   Aug 22 2014, 07:09 PM
A.V.M   საქართველოს ელჩმა ...   Sep 9 2014, 01:12 AM
A.V.M   ირაკლი ღარიბაშვილ...   Sep 11 2014, 11:23 AM
A.V.M   „ლიბერალის" მიერ ...   Oct 1 2014, 09:16 PM
A.V.M   საქართველოს ხელის...   Oct 12 2014, 02:53 PM
A.V.M   მამა ისე - შეიძლება ...   Oct 14 2014, 12:39 PM
A.V.M   მამა ისე - შეიძლება ...   Oct 14 2014, 12:39 PM
A.V.M   ოთხ სასულიერო პირს...   Nov 7 2014, 08:55 PM
marine   ოთხ სასულიერო პირ...   Nov 7 2014, 09:04 PM
tamuna m   ნიკოლოზ ჩიტია სად ...   Nov 9 2014, 12:28 AM
A.V.M   tamuna m არ ვიცი . გეცნო ? ...   Nov 9 2014, 12:47 AM
tamuna m   ილია წინასწარმეტყ...   Nov 9 2014, 01:32 PM
A.V.M   მამა ილია ბოლო წუთ...   Dec 31 2014, 01:44 AM
sanfol   A.V.M რატომ არ გადაარ...   Dec 31 2014, 12:26 PM
A.V.M   sanfol ერი ჰა....   Dec 31 2014, 03:25 PM
sanfol   A.V.M რა გულითადია ქრ...   Dec 31 2014, 03:29 PM
A.V.M   sanfol შენი ნაწერი არა...   Dec 31 2014, 04:23 PM
sanfol   A.V.M შეცდომა? ახლა მო...   Dec 31 2014, 05:01 PM
A.V.M   sanfol რა ხდება იცი ? სა...   Dec 31 2014, 07:23 PM
sanfol   A.V.M აჰა გასაგებია თუ...   Dec 31 2014, 07:49 PM
sanfol   იაკობის ეპისტოლე ...   Dec 31 2014, 08:41 PM
sanfol   ფუნდისი მონასტრის ...   Jan 1 2015, 12:43 AM
A.V.M   sanfol ორივემ თავისი ს...   Jan 1 2015, 01:43 AM
sanfol   A.V.M და მაგალითად როც...   Jan 1 2015, 03:41 PM
A.V.M   sanfol გააჩნია რისთვი...   Jan 1 2015, 05:31 PM
A.V.M   sanfol იტალიის სახელმწ...   Jan 2 2015, 02:34 AM
sanfol   A.V.M გასაგებია მადლო...   Jan 2 2015, 12:44 PM
A.V.M   ,,საქართველოს ტერი...   Jan 28 2015, 11:03 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 05:22 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი